დაგვიანებული პოსტი

ეს ამ წლის პირველი პოსტია ამიტომ მინდოდა ზედმეტი ტრადიციული პომპეზურობის გარეშე დამეწერა. გპირდებით ასეთებიც მალე იქნება. ალბათ დაგვიანებული პოსტია რადგან უკვე 24 იანვარია მე კი წელს პირველად ვწერ. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

23 იანვრიდან თსუ-ში გამოცდები დაიწყო და ბოლო გამოცდა მე 15 თებერვალს მაქვს.

დაგვიანებული პოსტი ჩემს საახალწლო სურვილებს შეეხება, ვიმეორებ ეს აქამდე იმიტომ ვერ დავწერე რომ დრო არ მქონდა რის მიზეზებსაც მოგვიანებით ავხსნი.

რამდენიმე სურვილი მქონდა რომელსაც ახლა ჩამოვწერ:

1) ქართულ ოცნებას და პოლიტიკას შეეხებოდა, მისი ახდენა და ყველაფრის სასურველად განვითარება ვისურვე.

2)  ჩემი პირადი წარმატებები საკუთარ საქმეებში ))))

3) წარმატებები თსუში სწავლაში, კარგი შედეგები და სასიამოვნო დროის გატარება.

4) ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა

და + გრიფით საიდუმლო 1 სურვილი :D

არვიცი როგორი იქნება ჩემთვის 2012 წელი, მაგრამ როგორც ყოველთვის ეხლაც მთავარი სურვილი ის არის რომ ეს წელი გასულ წელზე უფრო წარმატებული და ბედნიერი იყოს.

2011 წელი ჩემში

აი, 2011-ის ბოლო დღე დგება… ყოველგვარი ზედმეტი მიკიბვების გარეშე(რომელიც მჩვევია) მინდა ვთქვა რომ მნიშვნელოვანი წელი იყო. მნიშვნელოვანი როგორც ჩემი ცხოვრების, შეხედულებებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთერთი რიგითი მაგრამ მკაფიო და დასამახსოვრებელი საფეხური. აქ ბევრს დავწერ, უფრო მეტს ვიტყვი და ამით იქნებ ვცადო და ბევრი რაღაც 2011-ში დავტოვო.

საახალწლო შემაჯამებელი პოსტების წერა უკვე უკვე ტრადიციად მექცა. 2009, 2010, და ეხლა 2011 წელი მიილია..

“დაიწყო აბიტურიენტობის მძიმე და უაზრო წელი…

მთავარია რა იქნება მომავალ წელს…

ერთიანი ეროვნული გამოცდები…”

აი სწორედ ამ პათოსით დავიწყე 2011 და არ შემიძლია ამ წლის მიმოხილვა სწორედ ამ საკითხიდან არ დავიწყო. ეს წელი

Continue reading

განწყობები და ცხოვრებისეული დეტალები…

დიდი ხანი გავიდა.. ჰო, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არ დამიწერია.. ეს ჩემი ბლოგის მკითხველსაც ჩემზე უკეთ მოეხსენება.
ალბათ იმიტომ რომ მე უფრო სხვანაირად ვწერ, სხვა საკითხზე და სხვა კონტურებზე ვიღებ კალამს.. თუმცა დღეს, ამ წუთას, ამ წამს მომინდა რომ ესეც დამეწერა..
ბოლო ასეთი პოსტი 9 ოქტომბრით არის დათარიღებული.. მახსოვს მაშინ სტუდენტობის პირველი დღეების შესახებ ვწერდი..

მახსოვს… არა, მართლა მახსოვს, როგორ მომწონდა, მიხაროდა, მიყვარდა და მეხალისებოდა მაშინ.. მართლა განსაკუთრებული იყო პირველი სემესტრის დასაწყისი, არასოდეს დამავიწყდება.

Continue reading

ზონდერმედიის ჯგუფები Facebook-ზე Unlike!

სოციალური მედიისა და facebook-ის აქტუალობის შესახებ ადრეც დამიწერია , და მისი მნიშვნელობის შესახებ ახალს ვერც ეხლა ვიტყვი. 

 სოციალური მედია დღეს თავისი არსებობით მნიშვნელობის პიკშია. საზოგადოება უკვე იმდენად იქცა ამ ვირტუალური სამყაროს ნაწილად, რომ ძნელია გაავლო მკვეთრი ზღვარი რეალობასა და ვირტუალიზმს შორის.

სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა ბიზნესმა – თავისი რეკლამების სახითა და ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკამ, და უბრალოდ ცნობილმა სახეებმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალბათ არავისთვისაა უცნობი რომ აფრიკის რევოლუციები სწორედ სოციალური ქსელის კერძოდ კი facebook-ის საშუალებით მოხდა.

Continue reading

რეალი1-3 ბარსელონა და “წაგებული ომის სუპერვარსკვლავი?”

ამ თამაშზე ლაპარაკი მაშინ დაიწყო როცა ჯერ კიდევ აგვისტოში სუპერთასის მეორე მატჩი დამთავრდა. მაშინ რეალმა წააგო, თუმცა ღირსეულ ბრძოლაში, მატჩის შედეგი მხოლოდ ბოლო წუთებზე დაფიქსირდა. 

ისევ დაიწყო საუბარი მომდევნო კლასიკოს შესახებ..

დადგა 11 დეკემბერი, საფეხბურთო პუბლიკის ნაწილი მადრიდში ნაწილი კი ტელეკრანებთან შეიკრიბა. ყველა ულამაზეს სანახაობას ელოდა. რეალს 18 თამაში არ წაუგია, ზღაპრული შედეგია, მაშინ როდესაც ბარსამ საკმაოდ კარგა ქულები და კლასიკოს სასტვენის ხმამდე რეალი ცხრილში 3 ქულით წინ იმყოფებოდა, ამის გარდა ერთით ნაკლები თამაში ჰქონდა ჩატარებული. “საოცარი ფორმაშია რეალი, ფორმის პიკში, ლიგის ჯგუფური ეტაპი 18 ქულით დავასრულეთ, 6 ქულიანი ფორა ლა ლიგაში და ჩემპიონობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი”. ამ სიტყვებს არაერთი რეალის ფანისგან გაიგონებდით.

Continue reading