პატრიოტიზმი-საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ – პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.
ჩემი აზრით პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ორი რადიკალურად განსხვავებული ცნებაა და დაუშვებელია მათი რაიმე ნიშნით ერთმანეთთან ასოცირება. ისევე როგორც თეთრი განსხვავდება შავისგან, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ გრძობათა შორის სხვაობა.
პატრიოტიზმი ადამიანს დაბადებისთანავე თითქოს ღვთისგან დაყვება, ალბათ ერთეულია იმ ადამიანთა რაოდენობა რომელთაც ეს გრძნობა არ გამოუცდიათ, თუმცა ესეთები ალბათ ცოდონიც კი არიან. მეცნიერები ამბობენ რომ, ომები საჭიროა ხშირად, ბევრი ამ მოსაზრებას არასერიოზულად უყურებს, მეტიც ამ აზრის ადამიანებს აკრიტიკებენ და დევნიან. მაგრამ თუ ამ საკითხს პატრიოტიზმის ზოგადი დონის განსასაზღვრად საზოგადოებაში გამოვიყენებთ საინტერესო დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ; თუ მსოფლიო სოციოლოგიორ კვლევებს დავუჯერებთ პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის დონე ერში ყველაზე მეტად ომის დროს არის, მაშინ როცა ქვეყანა, სახელმწიფო საფრთხის წინაშე არის. ამ დროს ადამიანი ფიქრობს და მის ცნობიერებაში ღვივდება საკითხი იმისა რომ შესაძლებელია მან თავი გაწიროს საკუთარი სამშობლოსთვის, ის მზად არის ამისთვის და არამარტო ფსიქოლოგიურად და ემოციურად არამედ ყველაფერს საღი გონებით იაზრებს ამ ყველაფერს. აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი, ამ დროს იჟღენთება ყველა ამ დიდი გრძნობით, “ბედნიერი წუთებია” (თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ). თუმცა ამბობენ ადამიანები რომლებსაც ომი, გასაჭირო და ქარტეხილი არ სჭირდებათ, ისინი დღე და ღამ სამშობლოსთვის ცხოვრობენ და მათი მთავარი იდეა სწორედ პატრიოტიზმი არის.
კოსმოპოლიტიზმი – რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობას და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის, „მსოფლიო მოქალაქეობის“ დაწესების იდეას.
მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია. კ. სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კ–ს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კ–ის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. კ–ს ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კ. უარყოფს ნაციონალურ ტრადიციებსა და კულტურას, პატრიოტიზმსა და ნაციონალური სახელმწიფოს იდეას.
კოსმოპოლიტიზმი უბრალო პატრიოტი, ღვთისმოსავი ადამიანისთვის არის ხის ტოტი, რომელზე მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ტოტი მოტყდეს და უფსკრულში გადაეშვა, ამიტომ ასეთი ადამიანები ემიჯნებიან კოსმოპოლიტიზმის მცნებას, მეტიც სძულთ ის. მე აბსოლიტურად ვიზიარებ ასეთი ადამიანების აზრს, მეტიც ვატარებ ამ აზრს. რატომ?! იმიტომ რომ კოსმოპოლიტიზმი ჩუმად, მალულად მაგრამ მაინც ძირს უთხრის ერების თვითმყოფადობას, ყველაფერ ეროვნულს. მას და მის მიმდევრებს, ვითომ კოსმოპოლიტებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს სურთ შექმნან პლანეტაზე ერთი სახელმწიფო, ერთი კულტურა, ენა, ფასეულობები და კიდევ რაღაც ისეთი რაც სხვა ერებს მარტო ცხოვრების საშუალებას უბრალოდ არ მისცემს. ბიბლიის მიხედვით სწორედ ეს იქნება ანტიქრისტეს მიერ შექმნილი სამეფო, რომელიც მოიცავს მთელს პლანეტას და ის გაანადგურებს ყველას და ყველაფერს რაც მას და მის იდეებს წინ აღუდგება. ყველაფერი აღნიშნული ძირს უთხრის პატარა ერებს რომელთაც სურთ შეინარჩუნონ თვითმყოფადობა და თავისუფლება.
ამიტომ ვფიქრობ ეხლა ნათელია რა არის კოსმოპოლიტიზმი და როგორ უნდა გავმიჯნოთ ის პატრიოტიზმისაგან, ჩვენ უნდა მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ის ფუნდამენტალური განსხვავებები რაც ამ ორ ცნებას შორის არის და უნდა გავმიჯნოთ ისინი.
გიორგი ბენაშვილი
1/12/2009