გუშინ უკვე მეორე გადაცემა გავიდა…
ისეც სიჩუმეა…
სკანდალი-არა!
აჟიოტაჟი-არა!
ინტერესი-არა!
სიჩუმე?!
ნუთუ…
როცა ამ გადაცემის ანონსებს ვნახულობდი, მეგონა ამის გამოსვლა და “მაგარი ამბების” ატეხვა ერთი იქნებოდა, მაგრამ აი, უკვე მეორე გადაცემა გავიდა გუშინ “იმედის” ეთერში, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი ხდება.
ეს იმას მიანიშნებს რომ საზოგადოებას ამ სტილის გადაცემები არ აინტერესებს, მაგრამ რა უნდა ან შორენა ბეგაშვილს და ან “იმედს” არ ვიცი.
მარტივი მისახვედრია რომ ამ გადაცემის პრემიერასაც და შემდგომ სერიებსაც ყველა დიდ ანშლაგს უწინასწარმეტყველებდა, სიმართლე გითხრათ მათ შორის მეც, თუმცა მოლოდინები და პროგნოზები არ გამართლდა.
ახლა შევეცდები ავხსნა ამის შესაძლო მიზეზები:
მაქვს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტი: უპირველეს ყოვლისა ჩემი შორენასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს გადაცემა მაგარი გოიმობაა, დღეს 2009 წელს მგონი არ არის საჭირო საქართველოში ტელევიზიებით სექსი ასწავლო ხალხს ,ამაზე მეტყველებს ის სიჩუმე რომელიც მოყვა გადაცემას და რომელსაც არც მე და არც ალბათ ავტორები მოელოდნენ. ეს შოუ რომ ყოფილიყო მაგალითდ 2001 წელს წარმომიდგენია რა ეფექტი და რეაქციები ექნებოდა, რასაც დღეს ვერ ვხედავთ.
მაგრამ მაქვს მეორე ვარიანტიც: შესაძლოა ხალხს აინტერესებს, უყურებს და იმიტომ არიან ჩუმად, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს მეორე უფრო ნაკლებ სარწმუნოდ მიმაჩნია.
ამ სტატიის დაწერის მიზანი სწორედ ის არის რომ გამეგო მკითხველი აზრი.
