El-Classico 2010

მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო სამყარო საოცარი გულმოდგინებით ელის ისეთ ბრწყინვალე შეხვედრებს, როგორებიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, “ჩემპიონთა ლიგისა” თუ “ევროპის ლიგის” ფინალები, “დერბი დელა მადონინა” ანდა “ელ დერბი მადრილენიოა”, არსებობს მატჩი, რომელიც ყოველთვის, ყველგან და ყველა ვითარებაში უდიდეს ინტერესს იწვევდა ნებისმიერ გულშემატკივარში, განურჩევლად ეროვნებისა და ასაკისა, სქესისა და პირადი სიმპატიებისა. ეს “ელ კლასიკოა”, მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისა და მისი უაღრესად პრინციპული მეტოქის, უამრავი გამარჯვებისა და ასევე ბრწყინვალე ისტორიის მქონე გუნდის დაპირისპირება… მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” შეხვედრა არასოდეს ყოფილა უბრალოდ მატჩი, ეს ომი იყო, ომი ღირსებისა და სიძლიერისთვის…

2010 წლის 29 ნოემბერი ახალ, ბრწყნივალე თავს შემატებს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირების ისტორიას. თანამედროვე საფეხბურთო სამყაროსთვის ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს; “სუპერკლასიკომდე” რამდენიმე საათიღა რჩება; სულ რაღაც ორი დღე და სრულიად მსოფლიო ტელეეკრანებთან მოკალათდება; ახლა იტურალდე გონსალესის სასტვენს ისე ელიან, როგორც არასდროს; ორშაბათს დიდწილად გადაწყდება, თუ ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი; ორშაბათს გაირკვევა, თუ ვინ არის უფრო ძლიერი – ამბიციური “ნეო–გალაქტიკოსი” თუ დახვეწილი “ბლაუგრანა”, კრიშტიანუ რონალდუ თუ ლიონელ მესი, ჟოზე მოურინიო თუ ხოსეპ გუარდიოლა, ჩავი თუ ჩაბი; ორშაბათს ყველა კითხვას პასუხი გაეცემა… ყურადღება, “კამპ ნოუ” “ელ კლასიკოს” მასპინძლობს !

სრულიად საფეხბურთო სამყარო უდიდესი ინტერესით დააკვირდება ტიტულის მაძიებლებისა და მოქმედი ჩემპიონების დუელს; ორთაბრძოლას, რომელიც არამც და არამც არ არის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა, გნებავთ, გადამწყვეტი ოქროს მედლებისთვის.

თუმცა, ყოველთვის ასე არ ყოფილა… ოდესღაც ესპანური ფეხბურთის ორი გრანდის ურთიერთობა ბევრად თბილი გახლდათ, გაცილებით ნაკლებად დაძაბული იყო ატმოსფერო მატჩებს შორისაც. ოდესღაც…

პირველი ოფიციალური შეხვედრა მადრიდის “რეალსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის 1929 წლის 17 თებერვალს გაიმართა. იმ დაპირისპირებაში გამარჯვება სამეფო კლუბის მოთამაშეებს დარჩათ. საკუთარ ანგარიშზე დუბლი ჩაიწერა მორერამ, მასპინძელთა მხრიდან კი პარერამ გამოიჩინა თავი.

მას შემდეგ მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატში გუნდებმა 162 მატჩი გამართეს, აქედან 64 “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა, 68 – “ბლანკოსის”, 30 – ჯერ კი გუნდები თითო-თითო ქულას დასჯერდნენ.

რასაკვირველია, “თეთრებსა” და “ლურჯ-წითლებს” შორის გამართულ სპორტულ გარჩევებში, არ შეიძლებოდა, არ ჩაეყო ცხვირი პოლიტიკას. ყველაზე დიდ გავლენას “ელ კლასიკოზე” ფრანკოს რეჟიმი ახდენდა. კატალონიურ დროშასა და ენას ტაბუ ჰქონდა დადებული, ამიტომ ბარსელონას ერთადერთ სიმბოლოს საფეხბურთო კლუბი წარმოადგენდა, რომელიც, ბუნებრივია, ყველაზე მეტად სამეფო კლუბთან ორთაბრძოლაში ცდილობდა საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას.

«1943 წელს, საშინაო სტადიონ “ლეს კორტსზე”, გენერალისიმუსის თასის (Copa del Generalísimo – სწორედ ეს სახელი უწოდეს მაშინ ესპანეთის თასს, დღეისთვის ცნობილს, როგორც სამეფო თასი) პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალი” 3:0 დაამარცხა. განმეორებით მატჩამდე ცოტა ხნით ადრე კატალონიელებს ესპანეთის უშიშროების ორგანოების წარმომადგენლები ეწვივნენ და შეახსენეს, რომ კლუბი მხოლოდ “გულისხმიერი რეჟიმის” წყალობით განაგრძობდა თამაშს. ის შეხვედრა “მადრიდმა” 11:1 მოიგო».

ცალკე პუნქტს იმსახურებს კონფრონტაციის კიდევ ერთი ტალღა, რომელიც 50 – იან წლებში აგორდა, ალფრედო დი სტეფანოს ირგვლივ. დიახ, დიახ, “ლოს ბლანკოსისა” და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, შეიძლებოდა, ბარიკადის მეორე მხარეს აღმოჩენილიყო. ნათელი გახლდათ, რომ კლუბი, რომელიც მოახერხებდა არგენტინელთან კონტრაქტის გაფორმებას, უდიდეს უპირატესობას მოიპოვებდა. ამიტომ, დი სტეფანო, რომელიც სულ ახალი გადასული იყო “რივერ პლეიტიდან” “მილონარიოსში” დიდი სკანდალის თანხლებით, თითქმის მაშინვე იქცა მსოფლიო გრანდთა ბრძოლის საგნად. საბოლოოდ, გამარჯვება მადრიდისტებს დარჩათ და სამეფო კლუბის რიგები იმ ფეხბურთელმა შეავსო, რომლის სახელიც “რეალის” სინონიმად იქცა და რომელთან ერთადაც “თეთრებმა” ხუთჯერ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონთა თასი.

60 – იანი წლებიდან დაპირისპირებამ ახალ, ევროპულ არენაზე გადაინაცვლა: 1960 წელს ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ მატჩში “რეალმა” იმარჯვა, 1961 წელს – კი “ბარსელონამ”. მეტოქეთა მომდევნო შეხვედრა უკვე ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში შედგა, 2001/02 სეზონის ნახევარფინალში: მაშინ ფინალის საგზური “ბლანკოსმა” მოიპოვა, ხოლო რა მოხდა შემდეგ, ყველამ კარგად იცის… ლევერკუზენის “ბაიერი” და ზინედინ ზიდანის საოცარი გოლი, “მადრიდი” ჩემპიონთა თასს დაეუფლა.

“ელ კლასიკოს” ისტორიას სულ რამდენიმე ფეხბურთელი ახსოვს, რომელმაც ერთი კლუბი მეორეს სანაცვლოდ დატოვა, მათგან გამორჩეული კი მხოლოდ ოთხია: 1988 წელს ბერნდ შუსტერმა, 1994 – ში – მიქაელ ლაუდრუპმა, 2000 – ში კი – ლუიშ ფიგუმ “რეალის” სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. რაც შეეხება “ბლაუგრანაში” გადაბარგებულებს, აქ ერთპიროვნულად ლიდერობს ლუის ენრიკე, რომელმაც სამეფო კლუბი 1996 წელს დატოვა. თუმცა, ჩვენ მოგვეპოვება სხვა, ნაკლებ ცნობილ მოთამაშეთა გვარებიც: ხოსეპ სამიტიე, ჟუსტო ტეიადა, ევარისტო დე მასედო, ფერდინანდ გოვაერტსი, ლუსიენ მიულერი, ლუის მილა, ნანდო მუნიოსი, ალბერტ სელადესი, ხავიერ სავიოლა…

სწორედ ლუიშ ფიგუს ტრანსფერმა განაპირობა ორ კლუბს შორის ახალი ერის – უდიდესი საფეხბურთო მტრობის დასაწყისი, რომელიც კიდევ უფრო გაღრმავდა კატალონიელთა გაძლიერებასთან ერთად. “ბარსელონასა” და “რეალს” აღარ აწუხებდათ ფინანსური პრობლემები და, ბოლოსდაბოლოს, მათ შეძლეს, მთლიანად მოეხდინათ კონცენტრირება ფეხბურთზე. დაპირისპირებამ აპოგეას მიაღწია. ბრძოლა კლუბებს შორის გულშემატკივართა კონფრონტაციაშიც გადაიზარდა – ეს ხომ სპორტული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

“ელ კლასიკო” ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობს, ამის მიზეზი კი სულ უბრალოა: უკანასკნელ 10 წელიწადში ომი “ბლანკოსსა” და “ბლაუგრანას” შორის არაოფიციალურად ატარებს “პარიზის საკვირაო მოდის” სტატუსს, ფეხბურთის განხრით. საქმე იმაშია, რომ ამ ორი კლუბის შემადგენლობაში დაახლოებით იმდენივე ვარსკვლავი გამოდის, რამდენსაც ღამით ესპანეთის ცაში დაინახავთ. და ამ მატჩის შემდეგ, გარდა იმისა, რომ ვიხილავთ უძლიერეს მოთამაშეთა კრებულს, ჩვენ შეგვეძლება დავასკვნათ, თუ ვინ არის თანამედროვე ფეხბურთში უძლიერესი.

გააკეთო პროგნოზი “კლასიკოს” შედეგის შესახებ – სისულელეც აღარ არის, ეს მკრეხელობაა. ხოლო თუ ამ გუნდებს შორის გამართული უკანასკნელი ათი შეხვედრის სტატისტიკას გადავხედავთ, უპირატესობას აშკარად “ლურჯ-წითლები” ფლობენ: “ბარსელონამ” ხუთჯერ მოიგო “სუპერკლასიკო” და ორჯერ გაიყო ქულები “რეალთან”, რომელმაც, თავის მხრივ, სამჯერ შეძლო მეტოქის დამარცხება, ბურთების შეფარდება კი 19/13 – ზეა კატალონიელთა სასარგებლოდ. “ბლაუგრანას” ყველაზე დიდი გამარჯვება ამ პერიოდში 2009 წლის 2 მაისს შედგა, როდესაც “ბლანკოსი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” განადგურდა, 2:6; “რეალის” ყველაზე დიდი გამარჯვება კი 2008 წლის 7 მაისით თარიღდება, როდესაც “ბარსა” მადრიდში შერცხვა, 4:1. 2007 წლის 10 მარტს დაფიქსირდა ყველაზე შედეგიანი ფრე: “კამპ ნოუზე” გუნდებმა სამ-სამჯერ მოახერხეს ერთმანეთის კარის აღება. უკანასკნელ ხუთ წელიწადში გამართულ მატჩებში კატალონიელთა საუკეთესო გოლეადორი ლიონელ მესი გახლავთ, მის ანგარიშზე 6 გოლია. სამეფო კლუბის მხრიდან ყველაზე მეტი გოლი უკვე ყოფილმა მადრიდისტამ, რუუდ ვან ნისტელროიმ გაიტანა – 4.

ყველაფერი ზემოთ თქმული მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: 29 ნოემბერს ჩვენ დიდებული მატჩი გველის, ბრწყინვალე გაგრძელება ბრწყინვალე დაპირისპირებისა. ფეხბურთელთა შესანიშნავი კრებული, “განსაკუთრებული” მწვრთნელი ერთი მხრიდან და თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ უკვე ძალზე ტიტულოვანი, ახალგაზრდა სპეციალისტი მეორედან. ვნება, გამარჯვებით მოტანილი გამოუთქმელი სიხარული და ენით აღუწერელი მწუხარება დამარცხებისას, სისწრაფე, მოტივაცია… და სილამაზე. მსოფლიოს საუკეთესო სპორტის გაუგონარი სილამაზე… დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს !

6 შეუცვლელი მადრიდისტა

ძირითად შემადგენლობაში თამაში თავიდან ექვსმა ძირითადის ფეხბურთელმა დაიწყო: კასილასი, რამოსი, მარსელო, ალონსო, ოზილი და კრიშტიანუ. მოურინიო თვლის, რომ მათი შემცვლელი გუნდს არ ჰყავს და გამომდინარე აქედან მათ მოუწევთ ითამაშონ თითქმის ყველა შეხვედრა, დაწყებული ნაკლებ მნიშვნელოვანი შეხვედრისა “აიაქსთან” და დამთავრებული “კლასიკოთი.” 6 შეუცვლელი – ეს ბევრია.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კასილასმა თავი ცუდად იგრძნო და პანიკაც ჩამოვარდა – დუდეკს დიდი ხანია არ უთამაშიდა და არც მომავალი აქვს ამ მხრივ. აქ “მადრიდი” ცეცხლს ეთამაშება. ასევე არ ჰყავს დუბლიორი მარსელოს, თუმცა შეიძლება მარცხენა ფლანგზე არბელოას დაყენება, მაგრამ მოურინიოს არ სურს, მარცხნივ მემარჯვენემ ითამაშოს. სერხიო რამოსი ტრავმირებული გარაის შემდეგ – მეოთხე ცენტრალურ მცველად ითვლება, თუმცა მესამედაც ალბილის წინ, თუ შეხვედრა გადამწყვეტია.

გარდა ამისა, ხაბი ალონსოს გარდა გუნდში 5 საყრდენია, თუმცა არც ორივე დიარასა, არც ხედირას, არ შეუძლიათ მეტოქის ნახევარზე თამაში, გაგო ვერ აკეთებს გრძელ გადაცემებს, გრანერო კი სუსტია წართმევაზე. ასე რომ ხაბის ყოველთვის მოუწევს თამაში(ხედირას ლასი ავიწროვებს). ასევე შეუცველელად მოსჩანს ოზილი, რომელც დროდადრო შესაძლოა გენიად ჩავთვალოთ, გერმანელი ითამაშებს კაკას დაბრუნებადმდე.

ის რომ არ არის შემცველლი კრიშტიანუსა – ეს ნორმალურია, მისნაერი მოთამაშე არ არის გუნდში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ის ითამაშებს (ყოველთვის) და გაჩერდება (არასოდეს) მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას თვითონ გადაწყვეტს. მისი ჰიპერამბიცია ამოუწურვადია.

666 – მიკროჩიპი

..ის რაზეც არავინ საუბრობს. 666! რიცხვი რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს. ის რაც რამდენიმე ათეული წლის წინ მხოლოდ წინასწარმეტყველი მამების წიგნების კითხვისას შეიძლებოდა აღმოგვეჩინა დღეს უკვე რეალობაა.  ადამიანის დაჩიპვაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როგორც ჩიპის შემქმნელები ამბობენ, ჩიპით თითქოსდა გაადვილდება მედიცინა, რადგან ექიმს დიაგნოზის დასმა შეეძლება მომენტალურად, ამავდროულად ყიდვა-გაყიდვა გაადვილდება, რადგან ჩიპით უფრო მოსახერხებელი გახდება იგი.

მაგრამ, ყველამ კარგად ვიცით თუ რა უდგას ამ ჩიპს უკან, ეს არის მხეცის ნიშანი და იშიფრება როგორც 666. ჩიპის საშუალებით ადვილი გახდება ადამიანის აზროვნებაზე ზემოქმედება.

ჩიპის ჩასაყენებლად, ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მარჯვენა ხელი და შუბლი, ჩიპის ჩადგმა საინექციო შპრიცით არის შესაძლებელი.

სულ რაღაც 1 კვირის წინ ამერიკაში დაიწყეს ამ რეკლამის გაშვება. ( ნუ მიაქცევთ ყურადღებას თითქოს და სათნო სახეებს)

 


მექსიკაში უკვე ოფიციალურად მიმდინარეობს ჩიპის ჩაყენება, და შემდეგ ყიდვა-გაყიდვა მისი მეშვეობით

პრეზიდენტ ობამას ინიციატივა

საბოლოო შედეგი


ჟოზე მაურინიოს ჩანაწერების გაშიფვრა

ესპანელმა ჟურნალისტმა მოახერხა და ხელში ჩაიგდო მოურინოს მონახაზები და ჩანაწერები, რომლებიც ჟოზემ ”ერკულესთან” მატჩისას გააკეთა საკუთარ ბლოკნოტში 4 გვერდზე.

ესპანური ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა მოახერხეს და გაშფრეს მოურინოს ერთ-ერთი წარმატების მომტანი ხერხები. იგულისხმება ჟოზეს ჩანაწერები ”ერკულესთან მატჩისას. მატჩის დასრულების შემდეგ საკუთარი ადგილი მახლობლად ჟოზემ დატოვა ბლოკნოტი და 4 ფურცელი, რომელზეც ტაქტიკური მონახაზები და სხვადასხვა ჩანაწერები ჰქონდა გაკეთებული. ჩანაწერებში შესაძლებელია შემჩნევა მეტოქის შეტევის წინააღმდეგ თამაშის სტრატეგიისა, ასევე სტანდარტული მდგომარებისას და სხვა.

მოურინო წერს სწრაფად პორტუგალირ ენაზე, შაფი ფერის მელნით და თითქმის გაურჩეველი კალიგრაფიით, მისი ნაწერი დახრილია ჰორიზონტალურად და ძნელად გასარჩევია.

ყველაზე მეტი ინტერესი გამოიწვია ფურცელმა, რომელზეც ჟოზეს ეწერა შემდეგი ციფრები: 38, 13 და 6. სავარაუდოდ 38 თამაში ლა ლიგაში, 13 ჩემპიონთა ლიგაზე რათა მიაღწიოს მისმა გუნდმა ფინალამდე, და 6 სამეფო თასზე(ალბათ, მოურინიო ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომ ინგლისში თასსზე გუნდს 6 თამში უწევს საბოლოო ეტაპამდე).

ასევე ცხადი გახდა, რომ მოურინო საკუთარ ნიშნებს იყენებს იმისათვის,რომ არ გაიშიფროს ჟურნალისტების მიერ მისი ჩანაწერები. მაგალითად TR9, საუბარია დავიდ ტრეზეგეზე, რომელმაც ბევრი პრობლემა შეუქმნა მადრიდელებს პირველ ნახევარში. შესვენებაზე კი მოუმ მოთამაშეები დაარიგა მის გასანეიტრალებლად.

ჟოზე ბლოკნოტს იყენებს ყოველი მატჩის დეტალურად ჩანიშვნისათვის, რათა შემდგომში ნიუანსები გამოასწოროს. მაგალითად, მას ჩანიშნული ჰქონდა პედრო ლეონის ფლანგური თამაში, სამი ხედირას პოზიცია და სხვა.

2011 წლის ატესტაციის მინიმალური კომპეტენციის პროგრამა

ბიოლოგია

ფიზიკა

გეოგრაფია

ინგლისური

ისტორია

მათემატიკა

ქართული ენა და ლიტერატურა

ქიმია