666 – მიკროჩიპი


..ის რაზეც არავინ საუბრობს. 666! რიცხვი რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს. ის რაც რამდენიმე ათეული წლის წინ მხოლოდ წინასწარმეტყველი მამების წიგნების კითხვისას შეიძლებოდა აღმოგვეჩინა დღეს უკვე რეალობაა.  ადამიანის დაჩიპვაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია. როგორც ჩიპის შემქმნელები ამბობენ, ჩიპით თითქოსდა გაადვილდება მედიცინა, რადგან ექიმს დიაგნოზის დასმა შეეძლება მომენტალურად, ამავდროულად ყიდვა-გაყიდვა გაადვილდება, რადგან ჩიპით უფრო მოსახერხებელი გახდება იგი.

მაგრამ, ყველამ კარგად ვიცით თუ რა უდგას ამ ჩიპს უკან, ეს არის მხეცის ნიშანი და იშიფრება როგორც 666. ჩიპის საშუალებით ადვილი გახდება ადამიანის აზროვნებაზე ზემოქმედება.

ჩიპის ჩასაყენებლად, ყველაზე ხელსაყრელი ადგილია მარჯვენა ხელი და შუბლი, ჩიპის ჩადგმა საინექციო შპრიცით არის შესაძლებელი.

სულ რაღაც 1 კვირის წინ ამერიკაში დაიწყეს ამ რეკლამის გაშვება. ( ნუ მიაქცევთ ყურადღებას თითქოს და სათნო სახეებს)

 


მექსიკაში უკვე ოფიციალურად მიმდინარეობს ჩიპის ჩაყენება, და შემდეგ ყიდვა-გაყიდვა მისი მეშვეობით

პრეზიდენტ ობამას ინიციატივა

საბოლოო შედეგი


39 comments on “666 – მიკროჩიპი

  1. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბავშვობაში მაქვს წაკითხული. მეგონა მე რომ ვიქნებოდი 70 წლის აი მაშინ შემოვიდოდა ეს ჩიპები, როცა ეს ვიდეოკადრები ვნახე შევძრწუნდი რაა რასაც ქვია.. :(

  2. ხოდა შენ თუ “ბუა” არ ხარ შეგიძლია გაიკეთო ეს ჩიპი :D

  3. რას პანიკდებით ხალხნო, 666 ეს ხომ ადამიანში ცხოველური ბუნების და ინსტინქტების რიცხვია რომელიც მე13 შტოდან მოდის მეფე დავითის დროიდან, რასაც შხამიანი ბალახებით გაბრუებული ვითომდა წინასწარმეტყველი მამები ბოდავდნენ არც მასეა საქმე, 666 ეს ხომ იგივე THERION ნიშნავს, და ეს მართლა მხეცს ნიშნავს.

  4. giorgi chemi “buoba” ra shuashia neta vicode:D
    da vin tqva rom me ragac “chips” viketeb? :D
    cota uazro pasuxi xom ar gamogividat shemtxvevit ?:D

    • apokalipsi gadaido
      ბუაობა რა შუაშია მე გეკითხები, შენ არ დაწერე ეს “ბუა” ხალხის შესაშინებელიაო? :D
      ყველა შეშინდება და შესაშინებელიც არის ეს ჩიპები :)

      ძალიან კარგი თუ არ იკეთებ შენ :D

  5. ყველაფერი ერთზე მეტყველებს, ნიშნები სახეზეა…
    ჟამი მოახლოვდა.

    თუმცა, ერთი რამ მაფიქრებს.

    ნუთუ, ასე საყვარელ კონსტიტუცუიურ უფლებას: Right to be left alone-ს, იგივე Privacy-ს, რომლის გამოც უაზროდ ჭედავენ ხოლმე, ამ ჩიპეპზე გაცვლიან? ნუთუ, არავინ ამოიღებს ხმას?
    მაშინ ამერიკელების კონსტიტუცია (რომელთან დაკავსირებითაც ამაყობენ, რომ მიღების დღიდან შიგ სულ 27 ცვლილება განხორციელდაო), ძირითადი პრონციპის გარეშე იარსებებს?! ნუთუ ამ ჩიპებს არაკონსტირუციურად არ სცნობენ და არავინ არ გაილაშქრებს ამის წინააღმდეგ?

  6. დიანა ბოლო ჟამის შესახებ წიგნებში წერია, რომ მსოფლიო სატანისტები ხალხზე ზეწოლით მოახერხებენ იმას რომ ხალხს აფიქრებინებენ რომ რა საჭიროა ამდენი მთავრობები? ისინი ერთმანეთს ებრძვიან და ამ ბრძოლაში უბრალო ხალხი იჩაგრება. მოდი ავირჩიოთ 1 პრეზიდენტი, რომელიც განაგებს მთლიანად პლანეტას.
    და დაიწყება არნახულო საარჩევნო კამპანია. ეს 1 პრეზიდენტი იქნება ანტიქრისტე.. :)
    ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ როგორ უნდა აიძულონ სატანისტებმა საზოგადოება ამ აზრამდე მისვლამდე?
    ანუ ისინი თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში, შექმნიან ხელოვნულ ომებს, ეკონომიკურ კრიზისებს, კატასტროფებს და ა.შ.

    მე მიკვირდა როგორ უნდა გაერთიანდეს მსოფლიო როცა ამდენ ერს ერთმანეთი სძულს, მაგალითად ერაყი-აშშ-ირანი-ისრაელი-რუსეთი-საქართველო და ა.შ
    თუმცა სანატისტებს დღეს იმდენი რესურსი აქვთ რომ ეს არამგონია გაუჭირდეთ.
    იცი დღეს უკვე საუბარია რომელიც არ ხმაურდება რომ ევროპა გაერთიანდეს და 1 პრეზიდენტი და მთავრობა ყავდეს.. :)
    ეს უკვე რეალობაა.. :|

    ასე მოხდება ყველაფერი ნელ-ნელა..
    იცი საბერძნეთში და ავსტრიაში გაილაშქრეს და ამ ქვეყნებში არ შევიდა ეს ჩიპები. მე სხვა ქვეყნები არ მაინტერესებს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ სატანა საქართველოში არ შემოვიდეს..

  7. ჰო, ვიცი, გლობალიზაციაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი…

    თუმცა რამდენიმე წლის წინ გამოვრიცხე რელიგიური ფაქტორის გამო. რა-რაზე, მარა ერთ რელიგიაზე ვერ შეჯერდებიანთქო და დასცხებენ მაინც თქო… მარა, ახლა, ვგონებ, არაა აუცილებელი ფაქტორი ერთიანი რელიგია. მის გარეშეც იოლად გავლენ.

  8. xalxo es 666 ar aris satanis ricxvi,rogorc chven vuwodebt!!! es aris zalauplebis da pulis simbolo. solomon brdzenis dros rodesac igi iyo israelis mepe israels shemosavali 666 (pulis saxelwodeba ar maxsovs) shemosdioda da amitom aris es cipri ase eshmakis ricxvad wodebuli!!!!!!

  9. და ზოგ წყაროებში რომ 665–ია მოხსენიებული მაგას რა ვუყოთ?

    პირველი ვიდეო აღარ იხსნება

    და მეორე ვიდეოში მექსიკას ნუ ვედრებით ძალიან გთხოვ

    და კიდევ პოსტს თუ წერ ამ საკითხის შესახებ ეცადე უფრო სრულყოფილად და მეტი ინფორმაცია მიაწოდო ამის შესახებ მკითხველებს და კიდევ უფრო დაააბნიო ისედაც დაბნეული ხალხი :)

    • შესწორებულია ლინკები.. :)

      666 იქნება 777 თუ 665 მე არსებით განსხვავებას ვერ ვხედავ, მთავარია რომ აპირებენ ადამიანს ჩაუნერგონ ჩიპები რომლითაც მის ყოველ ნაბიჯს გააკონტროლებენ.
      მაგრამ საინტერესო ისაა რომ ეს ყველაფერი ნაწინასწარმეტყველები იყო წმ. მამების მიერთ თუნდაც ქართველი მამა გაბრიელის მიერ.. მიუხედავად იმისა რომ მეც არ მჯეროდა ზოგჯერ ამის დღეს რეალობა სხვა რამეს გვიჩვენებს.. :)
      აუცილებლად გავავრცობ ამ თემას უახლოეს დღეებში :) )

      • დიახ ამაშია ზუსტად საქმე, რომ ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს და ამას არ უნდა გამოვეკიდოთ, მითუმეტეს გადამწერები და მთარგმნელები უამრავ შეცდომას უშვებდნენ საუკუნეების მანძილზე.

        და როგორ ფიქრობ ახლა არ კონტროლდები?

  10. კონტროლი ნებისმიერ დროს იყო მაგრამ ამ ჩიპებით კონტროლი გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება.. :) აი, შეიძლება ბევრმა ვერც წარმოიდგინოს ისეთი..

    ანუ მთლიანად დამოკიდებული იქნება სისტემაზე, რადგან ამ ჩიპზე იქნება შენი ყველანაირი მონაცემების გარდა ფინანსებიც.. მოკლედ რაიმე საწინააღმდეგო და საკამრისია ჩიპი გათიშონ და ვსიო..

  11. გიორგი, ეს ჩიპები ხომ საერთოდ ცალკეა და კავშირი არ აქვს, ახალ ბიო-პასპორტებთან და პირადობებთან. მე როგორც ვიცი ახალ პირადობას ეკლესია არ კრძალავს.

    • სალომე სწორედ 666 ჩიპების წინაპირობაა ეს პასპორტებიც.. ელექტრონული კონტროლის შემდეგი ეტაპია ჩიპები.. რომელსაც ალბათ რამდენიმე წელიწადში დანერგავენ..

      ეკლესია ვერ აკრძალავს ასე ხმამაღლა ამას ბევრი მიზეზის გამო..

      იხილი:

      http://www.myvideo.ge/?video_id=1361288

      • ინტერნეტში ბევრი მასალაა კიდევ ამასთან დაკავშირებით, თუ დაგაინტერესებს დამიკავშირდი :)

        და ეკლესია აპირებს ელექტრონული პირადობების დაგმობას და მოთხოვნას რომ ეს დოკუმენტები ნებაყოფილობით გახდეს ისევე როგორც არის მსოფლიოს რამოდენიმე სახელმწიფოში

  12. 666 ანს რაც შეეხება ეს უბრალოდ ციფრებია რელიგიური ფანატიკოსების მიერ გაბუქებული,მაგრამ ჩიპებზე კი სამწუხაროდ უნდა დავეთანხმო სტატიის ავტორს

  13. კომენტარებს გადავხედე და რელიგიურობა არააა წამყვანი პრობლემა. მოევლება მაგასაც. ყველა რელიგია მორგებულია ამა თუ იმ სახელმწიფოს მორალს და პირიქით. დღევანდელობაშიც, იმდენ ცვლილებას განიცდის რელიგია და ისე ცდილობს მოერგოს სიახლეს (მცირედად მაინც ჩვენთან, მართალია ფბ არ აკურთხა პატრიარქმა, მაგრამ ზატო ჯიპიანი მობილურები დადიან შავკაბიანების სახით), რომ მაქეთ მიდის თავისდაუნებურად.
    ჩიპის ერთ-ერთი საუკეთსო თვისება ისაა, რომ ადვილადკონტროლირებადი ხდები. შესაბამისად ერთი აზრის მეტი არ არსებობს და ამ კვალის წასაშლელად შეიქმნება სხვადასხვა შოუსმაგვარობა და ათასგვარი სისულელე….
    წავედი მე დავიძინე. სიზმარში თუ ვნახე ჩიპები და მათგან ხსნის გზა, მოგახსენებთ :) ))

  14. კარგი პოსტია, ძალიან გარკვევით არც უნდა დაწერო. ადამიანი ამის წაკითხვით გაურკვევლობაში კი შევა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო მეტის გაგებას შეეცდება და მიზანიც მიღწეულია.

    666-ს რაც შეეხება, საერთოდ რა წყაროზე დაყრდნობით აკავშირებ მიკროჩიპს მაგ რიცხვთან? ამბობ იგივე 666-იაო და ვერაფერ დამადასტურებელს ვერ ვხედავ ვერსად.

    • http://icode.ge/2010/07/20/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-666/ გადახედე ამას,

      666-ის ჩიპებთან კავშირს რაც შეეხება, ლინკი არ მაქვს მაგრამ ამერიკელი და ბერძენი წმინდა მამები წერდნენ ამის შესახებ..
      ანუ ეს ჩიპი ემსახურება სატანის მიზანს ტოტალური კონტროლის შესახებ და სატანას ასოცირებენ 666-თან.

    • კიდევ ბევრია ამ თემაზე დასაწერი.. თუმცა ეს ჩიპირება ჩემი აზრით გარდაუვალია

  15. internetshi bbevrsi masalaaa amis shesaxeb… tu gainteresebt naxet………. da ras sheeexeba am 666 yvelam icis ro mxecis cipria……..

  16. ყველას აზრი გასაგებია, მაგრამ მე ეს ამბავი ძაან გაზვიადებულად მიმაჩნია… ყველაფერს რო თავი დავანებოთ ვისაც არ უნდა ნუ გაიკეთებს ამ ჩიპებს თუ რაღაც ჯანდაბას და ეგაა .. და საერთოდაც, ქვეყანაზე იმდენი რამ ხდება, რომ ერთი მოვლენა მაინც მოერგება ვიღაცის ადრე ნაწინასწარმეტყველევ აბდაუბდას და ეს არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ,,აი, ეს ისაა, რაც ამან იწინასწარმეტყველაო” :) ))

  17. amas gveubneba chveni patriarqi rom ar avigot eleqtronuli piradoba da ar chavisvat chpebi da kidev ratom gichndebat ramis azri ar mesmis sul rom arapers nishnavdess es nawinaswarmetyvelebia jer kdiev dzlian didi xnis win daaa ra odanav mainc u gaqvt rwmenaa tkveni sarwmunoebis an saertod ramis amaze ar unda tkvat araperiaao

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s