2010 წელი, 31 დეკემბერი 20 საათი…
სულ რაღაც 4 საათი რჩება და 2010 წელი სამუდამოდ დასრულდება…
საინტერესო წელი იყო 2010 ჩემთვის. ალბათ იმიტომ რომ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. მახსოვს ყველაფერი ზუსტად 1 წლის წინ. მაშინაც ჩანაწერი დავტოვე აქ.
2010 წელს მე მივიღე გადაწყვეტილება და წინასწარ ჩავაბარე 1 წელი სკოლაში (ანუ მე-11 კლასი) და 1 წლით მივუახლოვდი სტუდენტობას. ალბათ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 2010 წელს ჩემ ცხოვრებაში.
ან სხვა რა უნდა ყოფილიყო? დაიწყო აბიტურიენტობის მძიმე და უაზრო წელი…
მთავარია რა იქნება მომავალ წელს…
ერთიანი ეროვნული გამოცდები…
…………………………………………….