მეცხრამეტე საუკუნე – აკაკი ბაქრაძე

ილია ჭავჭავაძემ მიხეილ ლერმონტოვის „მწირი“ თარგმნა. თარგმნისას მოულოდნელი რამ ჩაიდინა: ფინალი შეცვალა. რუსული „მწირი“ ასე მთავრდება:

«И божья благодать сошла
На Грузию! Она цвела
С тех пор в тени своих садов,
Не опясаяся врягов,
За гранью дружеских штыков»

ქართულის უკანასკნელი სტრიქონები კი ასეთია:

„მას აქეთ, რაცა კურთხევა ღვთისა
მიეცა ტანჯულს ივერიის ერს,
რაც კარგი ექნას რუსისა შტიკსა –
ღმერთმა იმ რუსსვე ასკეცად მისცეს“.

ეს არ იყო „პოეტური თავხედობა“. ეს იყო ქართული სამეფო კარის მრავალსაუკუნოვანი პოლიტიკის უარყოფაც, რუსეთის იმედის გაცრუების აღიარებაც და XIX საუკუნეში შექმნილი ვითარების შეფასებაც.

ეს უარყოფა იმ ნიჰილიზმის უარყოფასაც ნიშნავდა, რომელიც ქართული ეროვნული ენერგიის მიმართ არსებობდა. თავად ის, რომ საუკუნეების მანძილზე ქართული სამეფო კარი თავშესაფარსა და მფარველობას ეძებდა, უკვე მოწმობდა ძვალსა და რბილში გამჯდარ ნიჰილიზმს. ეს ნიჰილიზმი შემთხვევით არ დაბოლოებულა გიორგი მეთორმეტისა (თუ მეცამეტის) სასოწარკვეთილი სიტყვებით. როცა საქართველოში რუსთა ბატონობის დამყარების საკითხი იხილებოდა, დავით ჩერქეზიშვილს უკითხავს მეფისათვის – „ბატონო მეფევ და კარისკაცნო დარბაისელნო: რომ აღებთ კავკასიის კარსა, შეიძლებთა თვისსა დროსა დახშვასა მისსა?“ – გიორგის უპასუხებია – „დახშვა კარისა ამის იქნება დახშვა ქრისტიანობისა კარისა; ამისათვის ჯვარი ქრისტესი, რომელსაცა ვესავთ, იქნება თვით მცველად კარისა, რომელსაცა თვით ჯვარცმული მასზედ დახშავს და განაღებს დასაცველად მეფობისა და მეფეთა, ოდეს თვით ჯერ იჩენს საჭიროდ“ (პ.იოსელიანი – „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“).

ქართველი ხალხი კი არ დაკეტავს დარიალის კარს. როცა ეს აუცილებელი გახდება, არამედ – უზენაესი. ამას ღვთის ანაბარად დარჩენა ჰქვია, რაც არა მარტო პიროვნების უძლურებას გამოხატავს, არამედ მთელი ერისას. არადა, სულხან-საბა ორბელიანს სხვა ანდერძი ჰქონდა დატოვებული. ის, წყალწაღებულ კაცს რომ ჩამოსძახა ღმერთმა, – ხელი გაანძრიე და გიშველიო.

როცა 1832 წელს ხელის განძრევა დააპირეს და სოლომონ დოდაშვილმა მგზნებარედ მოუწოდა ქართველებს – „…აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა? ჰგრძნობათა შეიწროებასა ყოველისა კაცისასა? რაჲსთვის არის ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშა რაჲსთვის ვცოცხალვართ?!“ – ნიჰილიზმის ქარმა ისევ დაბერა, რაც იონა ხალაშვილის გულისწყრომით გამოიხატა ნამოწაფარის მიმართ. ხელმწიფე-იმპერატორის ურჩობა როგორ გაბედაო, – ჩივის იონა. „ჰვსტირ კაცსა მას სოლომონ დოდაშვილს, რომელსა განუზრახავს ბოროტნი დიდნი“… ქართველობას კი აფრთხილებდა: „მცირე ერი ხარ და არ ძალგიძს თავისა თვისისა დაცვა თვინიერ მფარველისა“.

როცა ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა – „ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედობს, კასპიის ზღვიდამ შავ ზღვამდინა ერთს ფიქრსა ჰფიქრობს, – და ეგ ფიქრია მთელ კავკასიის თავისუფლება!“ – გიორგი მუხრან-ბატონი სტამბავდა წიგნს – „ეროვნულ ინდივიდუალობათა არსისა და დიდ სახალხო ერთეულთა საგანმანათლებლო მნიშვნელობის შესახებ“, სადაც ქადაგებდა, რომ მცირერიცხოვანი ერების ენებს საგანმანათლებლო მნიშვნელობა არა აქვთ, მათ მარადიული ჩამორჩენილობა ელით, თუ არ დაივიწყებენ მშობლიურ ენას და არ ამეტყველდებიანო მრავალრიცხოვანი ხალხების ენებზე.

როცა ვაჟა-ფშაველა გვარწმუნებდა – „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“, – ივანე ჯაბადარი აქვეყნებდა „წერილებს საქართველოზე“, რომელშიც ქართულ კულტურას განიხილავდა, როგორც სპარსული კულტურის ჩრდილსა და ანარეკლს. არაფერი ორიგინალური და თავისთავადი ქართველ ხალხს არ შეუქმნიაო, – აკეთებდა დასკვნას ივ.ჯაბადარი.

Continue reading

რა სურთ ქალებს?

რა სურთ ქალებს 22 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:

1. უნდა იყოს ლამაზი;

2. მომხიბლავიც;

3. მატერიალურად უზრუნველყოფილი;

4. ყურადღებიანი მსმენელი;

5. ენაწყლიანი;

6. კარგ ფიზიკურ ფორმაში;

7. მოდურად ჩაცმული;

8. აფასებდეს ყოველივე ლამაზს;

9. უყვარდეს სიურპრიზების კეთება;

10. ერთი სიტყვით, უნდა იყოს რომანტიკული შეყვარებული.

Continue reading

სახელმწიფო გრანტების გადანაწილება-ექსკლუზიურად

რამდენიმე საათის წინ სრულიად მოულოდნელ რაღაცას “წავაწყდი” ფიქრის დროს.

მოკლედ ასეთი რამ დავასკვენით: გამოქვეყნდა თანხები რომლებიც გამოიყო სტუდენტების დასაფინანსებლად, ეს თანხები რომ ავიღოთ და გავყოთ 4-ზე(რადგან 4 სახის გრანტი გაიცემა) მივიღებთ რიცხვის რომლითაც დაფინანსდება სტუდენტების 4 კატეგორია.

გრანტები კი ასეთია

100% – 2250 ლარი

70% – 1575

50% – 1125

30% – 675

რაც ზემოთ დავწერე რიცხვებში ზუსტად ასე იქნება თეთრების ჩათვლით

ამ ყველაფრის შემდეგ მე გამოვითვალე მთელებში 99% სიზუსტით რამდენი სტუდენტი აიღებს 100% გრანტს ისტორიაში – 311 სტუდენტი  და ამ ლოგიკით გავყევი და ვიანგარიშე.

Continue reading