პირველი დღის მოლოდინში…

მახსოვს 1 წლის წინ ჩემი აბიტურიენტობა იწყებოდა, მომზადებას ვიწყებდი, ვგეგმავდი ყველაფერს წინასწარ.. შემდეგ დაძაბული წელი – ალბათ უფრო სიმბოლურად, თუ არა მეცადინეობით არასდროს მომიკლავს თავი… (უნარების გარდა ყველა მასწავლებელი გაგდებით მემუქრებოდა, მაგრამ ამაზე სხვა დროს დავწერ)

შემდეგ გამოცდები.. ჯერ საატესტატო, შემდეგ ეროვნული და ბოლოს 29 აგვისტოს(არასოდეს არ დამავიწყდება ეს დღე) გავიგე რომ თსუს სოციალურ-პოლიტიკურ ფაკულტეტზე მოვხვდი.

ალბათ თსუს ისტორიაში არასოდეს ყოფილა ისეთი აქტიური ნაკადი და კურსი როგორც 2011 წლის სოცპოლის პირველკურსელები(ყოველშემთხვევაში დასაწყისმა ეს შთაბეჭდილება დამიტოვა და იმედია მე-4 კურსის ბოლოსაც იგივეს ვიტყვი.
P.S თუ რა თქმა უნდა ამ დროს მეტეორების წვიმაში არ “გავიწკუმპლეთ”)

მოკლედ რაში მდგომარეობს ეს ჩვენი ზეაქტიურობა ამასაც ვიტყვი. გამოცდების შედეგები ჯერ ცნობილიც არ იყო როცა fb-ზე შეიქმნა ჯგუფი TSU – social-political faculty, რომელიც თორნიკემ შექმნა. აქ შევიკრიბეთ ისინი(ჯერ კიდევ აბიტურიენტის სტატუსით) ვისაც განაცხადში თსუს სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტი ჰქონდა მითითებული. როცა ჩარიცხვები დაიდო მე უკვე ბევრ ჩემს კურსელს ვიცნობდი…

აქ გავიგე სწორედ ჩემი აქ ჩარიცხვის ინფორმაციაც პირველად, რომელიც ქეთიმ მომაწოდა :D (ამის გამო ეს ბავშვი არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში. ახალგაღვიძებული ფბ-ზე შევედი და მომახარა “აქ ხარო” > ჰმმ.. კარგი იყო…

ჩარიცხვების გამოცხადების დღიდან, ჯგუფი ზოგმა დატოვა(თუმცა იმედი მაქვს რამდენიმე მათგანი სულ მალე შემოგვიერთდება, რადგან ძალიან დავუახლოვდი მათ)
ახლებიც შემოგვიერთდნე. ასე ჩამოყალიბდა სოცპოლის პირველიკურსელთა საზოგადოება :D

დღემდე ამ ჯგუფიდან ბევრი გავიცანი. (რამდენიმეს მანამდეც ვიცნობდი) ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მათ შორის აღმოვაჩინე ისეთები ვინც განსხვავებულები და საინტერესონი არიან, ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის სასურველია. იმედი მაქვს რომ, სწორედ მათთან ერთად საუკეთესო სტუდენტობის წლებს შევქმნით.

რამდენიმე ვნახე კიდეც თსუში…

ჩარიცხვის დღიდან მოუთმენლად ველოდებოდი 3 ოქტომბერს-სტუდენტობის დაწყების თარიღს. ამ დღის “მალე მოსვლის” სურვილი უფრო მიმძაფრდებოდა როცა ბავშვებს ვესაუბრებოდი. ბოლოს კი როცა საგნებიც ავირჩიე უკვე საათებს ვითვლიდი 3-მდე.

ხოდა… ხვალ 3 ოქტომბერია 29 აგვისტოს შემდეგ, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენს ცხოვრებაში (tag all). ერთადერთი რაზეც ეხლა ვფიქრობ ის არის რამდენად გაამართლებს ხვალინდელი და მომდევნო დღეები ჩემს იმედებს..

<3