2011 წელი ჩემში

აი, 2011-ის ბოლო დღე დგება… ყოველგვარი ზედმეტი მიკიბვების გარეშე(რომელიც მჩვევია) მინდა ვთქვა რომ მნიშვნელოვანი წელი იყო. მნიშვნელოვანი როგორც ჩემი ცხოვრების, შეხედულებებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების ერთერთი რიგითი მაგრამ მკაფიო და დასამახსოვრებელი საფეხური. აქ ბევრს დავწერ, უფრო მეტს ვიტყვი და ამით იქნებ ვცადო და ბევრი რაღაც 2011-ში დავტოვო.

საახალწლო შემაჯამებელი პოსტების წერა უკვე უკვე ტრადიციად მექცა. 2009, 2010, და ეხლა 2011 წელი მიილია..

“დაიწყო აბიტურიენტობის მძიმე და უაზრო წელი…

მთავარია რა იქნება მომავალ წელს…

ერთიანი ეროვნული გამოცდები…”

აი სწორედ ამ პათოსით დავიწყე 2011 და არ შემიძლია ამ წლის მიმოხილვა სწორედ ამ საკითხიდან არ დავიწყო. ეს წელი

Continue reading

განწყობები და ცხოვრებისეული დეტალები…

დიდი ხანი გავიდა.. ჰო, დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ რაც ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ არ დამიწერია.. ეს ჩემი ბლოგის მკითხველსაც ჩემზე უკეთ მოეხსენება.
ალბათ იმიტომ რომ მე უფრო სხვანაირად ვწერ, სხვა საკითხზე და სხვა კონტურებზე ვიღებ კალამს.. თუმცა დღეს, ამ წუთას, ამ წამს მომინდა რომ ესეც დამეწერა..
ბოლო ასეთი პოსტი 9 ოქტომბრით არის დათარიღებული.. მახსოვს მაშინ სტუდენტობის პირველი დღეების შესახებ ვწერდი..

მახსოვს… არა, მართლა მახსოვს, როგორ მომწონდა, მიხაროდა, მიყვარდა და მეხალისებოდა მაშინ.. მართლა განსაკუთრებული იყო პირველი სემესტრის დასაწყისი, არასოდეს დამავიწყდება.

Continue reading

ზონდერმედიის ჯგუფები Facebook-ზე Unlike!

სოციალური მედიისა და facebook-ის აქტუალობის შესახებ ადრეც დამიწერია , და მისი მნიშვნელობის შესახებ ახალს ვერც ეხლა ვიტყვი. 

 სოციალური მედია დღეს თავისი არსებობით მნიშვნელობის პიკშია. საზოგადოება უკვე იმდენად იქცა ამ ვირტუალური სამყაროს ნაწილად, რომ ძნელია გაავლო მკვეთრი ზღვარი რეალობასა და ვირტუალიზმს შორის.

სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა ბიზნესმა – თავისი რეკლამების სახითა და ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, პოლიტიკამ, და უბრალოდ ცნობილმა სახეებმა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ალბათ არავისთვისაა უცნობი რომ აფრიკის რევოლუციები სწორედ სოციალური ქსელის კერძოდ კი facebook-ის საშუალებით მოხდა.

Continue reading

რეალი1-3 ბარსელონა და “წაგებული ომის სუპერვარსკვლავი?”

ამ თამაშზე ლაპარაკი მაშინ დაიწყო როცა ჯერ კიდევ აგვისტოში სუპერთასის მეორე მატჩი დამთავრდა. მაშინ რეალმა წააგო, თუმცა ღირსეულ ბრძოლაში, მატჩის შედეგი მხოლოდ ბოლო წუთებზე დაფიქსირდა. 

ისევ დაიწყო საუბარი მომდევნო კლასიკოს შესახებ..

დადგა 11 დეკემბერი, საფეხბურთო პუბლიკის ნაწილი მადრიდში ნაწილი კი ტელეკრანებთან შეიკრიბა. ყველა ულამაზეს სანახაობას ელოდა. რეალს 18 თამაში არ წაუგია, ზღაპრული შედეგია, მაშინ როდესაც ბარსამ საკმაოდ კარგა ქულები და კლასიკოს სასტვენის ხმამდე რეალი ცხრილში 3 ქულით წინ იმყოფებოდა, ამის გარდა ერთით ნაკლები თამაში ჰქონდა ჩატარებული. “საოცარი ფორმაშია რეალი, ფორმის პიკში, ლიგის ჯგუფური ეტაპი 18 ქულით დავასრულეთ, 6 ქულიანი ფორა ლა ლიგაში და ჩემპიონობისკენ ძალიან სერიოზული ნაბიჯი”. ამ სიტყვებს არაერთი რეალის ფანისგან გაიგონებდით.

Continue reading

როგორ დავწეროთ ბიზნეს – გეგმა

რა არის ბიზნეს-გეგმა? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სამეწარმეო საქმიანობის გეგმა, ინვესტიციების მოზიდვის და შიდა საფირმო დაგეგმარების ინსტრუმენტი. ბიზნეს-გეგმის მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი ბიზნეს-პროექტის შეფასება, ის პასუხობს კითხვებს: ეფექტიანია თუ არა კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, და თუ კი, რამდენად ეფექტიანია, რა დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რა რისკებს შეიცავს, როგორ აისახება ისინი ფინანსურ შედეგებზე. 
არ არსებობს ბიზნეს-გეგმის შედგენის რაიმე ერთიანი უნივერსალური ფორმა, ამავდროულად, ბიზნეს-გეგმის სტრუქტურას განსაზღვრული ლოგიკა გააჩნია და მისი შედგენის დროს გამოიყენება კონკრეტული პრინციპები. 
ზოგადად ბიზნეს-გეგმა შემდეგი ნაწილებისაგან შედგება.

  1. რეზიუმე
  2. საწარმოს აღწერა
  3. პროდუქციის/მომსახურების აღწერა
  4. მარკეტინგული გეგმა
  5. საწარმოო გეგმა
  6. ორგანიზაციული გეგმა
  7. ფინანსური გეგმა
  8. რისკის შეფასება
  9. დანართები

დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული ნაწილები.

Continue reading