საგვარეულო

ბენაშვილების საგვარეულო ორგანიზაციის წესდება

ზოგადი დებულებანი

1.1 ბენაშვილთა საგვარეულო კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც შექმნილიასაქართველოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით გაერთიანების საფუძველზე.

1.2 კავშირის სრული სახელწოდებაა ბენაშვილთა საგვარეულო კავშირი( შემდგომში „კავშირი“).

1.3 კავშირი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად.

1.4 კავშირს შეუძლია ჰქონდეს განკერძოებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო ანგარშები( მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში, მრგვალი ბეჭედი, საკუთარი ემბლემა და სხვა რეკვიზიტები.

1.5 კავშირს უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები, გარიგებები, შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და მოვალეობანი, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში.

1.6 კავშირს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობით, დააფუძნოს ფილიალები, წარმომადგენლობები და განყოფილებები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც იმოქმედებენ კავშირის მიერ დამტკიცებული დებულებით და კავშირის მიერ გაცემული მინდობილობით.

1.7 კავშირის ადგილსამყოფელია: რუსთავი, რუსთაველის ქუჩა N26 ( ამ შემთხვევაში მითითებულია ჩემი მისამართი-გ.ბენაშვილი)

1.8 კავშირი შეიძლება იყოს შესაბამისი საერთაშორისო სტუქტურების ნამდვილი ან ასოცირებული წევრი.

1.9 კავშირს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით სამეურნეო საქმიანობა, შექმნას საწარმოები, ფილიალები და წარმომადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.

1.10 კავშირს შეუძლია ააშენოს, შეიძინოს, გაასხვისოს, იჯარით მიიღოს სხვისგან ან იჯარით გადასცეს თავისი საქმიანობისათვის საჭირო საკუთარი მოძრავი ან უძრავი ქონება. მონაწილეობა მიიღოს სოციალური დანიშნულების ობიექტების მშელებლობაში.

1.11 კანონით დადგენილი წესით ღებულობს მონაწილეობას სხვა იურიდიულ ან ფიზიკურ პირებთან ორგანიზაციების დაფუძნებაში, თუ მათი საქმიანობა შეესაბამება კავშირის საწესდებო მოთხოვნებს. კავშირს უფლება აქვს მონაწილეობდეს ბაზრობებში, გამოფონებში, ატარებდეს სიმპოზიუმებს, სემინარებს. გამოსცეს საინფორმაციო და სალიტერატურო ლიტერატურა, შეიმუშაოს და დაამტკიცოს საჭირო პროგრამები, დააწესოს პრემიები ამა თუ იმ ღონისძიებებში საგანგებო დამსახურებისთვის.

1.12 კავშირს შეუძლია საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესების შესაბამისად ხელშეკრულებით მოიწვიოს საზღვარგარეთიდან სპეციალისტები, ასევე მიავლინოს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, აქტუალურ საკითხთა გადასაჭრელად სპეციალისტები, სასწავლებლად-მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობა, დაუნიშნოს მათ სტიპენდია და სხვა სახის დახმარებანი.

კავშირის მიზნები

.1 სრულიად საქართველოს სულიერი, დემოგრაფიული და ეკონომიკური აღორძინება.

2.1.1 ბენაშვილების საგვარეულოსა და მასთან ნათესაურ კავშირში მყოფთა ძალისხმევის          ინტეგრაცია ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი      ამოცანების განხორციელებისათვის

2.1.2 ბენაშვილებისა და მათი ნათესავების შესაძლებლობათა პრაქტიკული რეალიზაცია ქართული ტრადიციების შესაბამისი ცხოვრების დასამკვიდრებლად, ამ კეთილშობილური ამოცანის გადაწყვეტის მსურველთათვის სათანადო დახმარების გაწევა.

2.1.3  ღირსეული მამულიშვილების პატრიოტული სულისკვეთების აღზრდის მიზნით ქვეყნისა და ერის წინაშე ბენაშვილთა დამსახურების წარმოჩენა და პროპაგანდა.

2.1.4 მეცნიერების, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების, სოფლის მეურნეობის, მრეწვლელობის, სპორტის და სხვა დარგების განვითარებაში ბენაშვილების ღვაწლის შესწავლა, აგრეთვე ილუსტრაცია იმისა თუ რა როლი აკისრია ქართულ საგვარეულოს, კონკრეტულ შემთხვევაში ბენაშვილების საგვარეულოს სახელმწიფო საქმეების მართვა გამგეობაში, რა მიზნებს უნდა ისახავდეს ქართული გვარი, როგორ პასუხისმგებლობას კისრულობს იგი ქვეყნის წინაშე, ზრუნავდეს საგვარეულოს ზნეობრივი სიწმინდის ამაღლებასა და დაცვაზე, გვარში წესრიგისა და გერგილიანობის განმტკიცებაზე, საგვარეულოს თითოეული წევრის შემოქმედებითი შესაძლებლობების წარმოჩენაზე.

2.2 არჩეული საქმიანობა ამა თუ იმ დარგში მიღწეული წარმატებისათვის საგვარეულოს წევრები შეტანილნი იქნებიან სპეციალურად დაარსებულ საპატიო წინგში, წარჩინებულთათვის წესდება გარდამავალი ჯილდოები, პრემიემი, სტიპენდიები, წახალისების სხვა ფორმები; შემოღებული იქნება ბენაშვილთა სამკერდე ნიშანი, მამულისა და ტერიტორიული მთლიონობისათვის ბრძოლაში გამოვლენილი მხედრული მამაცოვისათვის შემოღებული იქნება საგანგებო წახალისების ფორმები.

2.3 კავშირი უდიდეს ყურადღებას დაუთმობს ბენაშვილების გვარში არსებულ ცხოვრებისეული ხარვეზების, გამოვლენას, მათ ჯეროვან შეფასებას, მის საფუძველზე საზოგადოებრივი ზემოქმედების ეფექტური სისტემის შექმნას ამ მიზნისთვის აარსებს ე.წ „შერისხვის წინგს“

2.4 კავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, მისი საზღვრების ხელშეუხებლობის, ხალხის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული დონის ამაღლებისათვის ხელშეწყობა.

2.5 კავშირის დევიზი (..)

2.6 თავისი მიზნებიდან გამომდინარე კავშირი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საქმიან ურთიერთობებს, როგორც საქართველოს ისე საზღვარგარეთის ქვეყნების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, ფორმებთან და მათ წარმომადგენლებთან, სხვა პირებთან;

2.7 მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კავშირს უფლება აქვს კავშირის წევრთაგან ღირსეულნი წარადგინონ დეპუტატობის კანდიდატად, როგორც ადგილობრივი თვითმართველობის ისე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში.

კავშირის საქმიანობა

3.1 ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად, კავშირი განახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

3.1.1 ეწევა ქველმოქმედებას;

3.1.2 აწარმოებს საგამომცემლო-პოლიგრაფიულ საქმიანობას.

3.1.3 შეძლებისდაგვარად ხსნის და აფინანსებს ეთნოგრაფიულ სკოლა-მუზეუმებს, აფინანსებს საბავშვო ბაგა-ბაღებს, ხელს უწყობს ნორჩი თაობის მხატვრულ აღზრდას, ქმნის სპორტულ სექციებს, საბავშვო ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ანსამბლებს მექმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.1.4 ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და სხვა საქმიანი ურთიერთობის მიზნით, ამყარებს კავშირებს მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ;

3.1.5 ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას. რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს მექმედი კანონმდებლობით.

კავშირის წევრობა

4.1 კავშირის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ყველა მოქალაქე.

4.2 კავშირის წევრად მიღება ხდება გემგეობის მიერ, მსურველის წერილობითი განცხადების მიერ, მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

4.3 ყოველ წევრს უფლება აქვს გავიდეს კავშირის წევრობიდან, ნებისმიერ დროს საწევრო შენატანის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.

4.4 წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის.

4.5 მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას წევრთა საერთო კრებას შეუძლია წევრი გარიცხოს კავშირიდან. გარიცხულ წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს საერთო კრებაზე ან ან კანონით დადგენილი წესით.

4.6 კავშირის წევრი ვალდებულია გადაიხადოს საწევრო შენატანი გამგეობის მიერ დადგენილი ოდენობით და აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის მიზნების მისაღწევად, პროპაგანდა გაუწიოს კავშირის მიზნებსა და ამოცანებს.

4.7 ყოველი წევრი უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია კავშირის საქმიანობის შესახებ, არჩეულ იქნას და აირჩიოს წარმომადგენლები კავშირის ხელმძღვანელ ორგანოებში.

კავშირის დამფუძნებელი წევრები არიან:

1. გიორგი მამუკას ძე ბენაშვილი, დაბადებული 1993 წლის 6 აგვისტოს, ქ. რუსთავში, რუსთაველის N 26 ბ-13, მოსწავლე

2. მამუკა ბენაშვილი

3. ფარნა ბენაშვილი

4. მიხეილ ბენაშვილი

კავშირის გამგეობა

5.1 კავშირის წევრთა საერთო კრება ირჩევს გამგეობას 11 წევრის შემადგენლობით 5 წლის ვადით. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე.

5.2 ხელმძღვალებისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება ენიჭებათ გამგეობის წევრებს.

5.3 გამგეობის თავმჯდომარესა და მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს გამგეობა 5 წლის ვადით, რომელთაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის თანაბარი უფლებამოსილება ენიჭებათ.

5.4 მნიშვნელოვანი საფუძვლების არსებობისას შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს გადაწყვეტილება გამგეობის არჩევის შესახებ.

5.5 გამგეობის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების ახორციელებს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არ საჭიროებს აღნიშნულზე სპეციალურ ნებართვას.

თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე: მ. ბენაშვილი

5.6 თუ არ არსებობს წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული შინაგანაწესი – გამოიყენება ხელმძღვანელობის ზოგადი უფლებამოსილებანი.

5.7 წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდნენ, თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, კავშირის წინაშე პასუხს აგებენ წარმოშობილი ზიანისათვის.

5.8 კავშირის ვალდებულებებისათვის მისი წევრები პასუხს არ აგებენ , ასევე არ აგებს პასუხს კავშირი მისი წევრების ვალდებულებებისათვის.

კავშირის წევრთა საერთო კრება

6.1 კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა უმაღლესი კრება.

6.2 კავშირის წევრთა საერთო კრებას იწვევს გამგეობა წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. კავშირის წევრთა საერთო კრება შეიძლება მოწვეული იქნას წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით.

6.3 კავშირის წევრთა საერთო კრების შესახებ ყველას უნდა ეცნობის წერილობით ან კავშირის ბეჭდვით ორგანოებში ინფორმაციის გამოქვეყნდებით – კრებამდე 2 კვირით ადრე მაინც.

6.4 კავშირის წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში.

6.4.1 აირჩიოს გამგეობის წევრები

6.4.2 დაამტკიცოს კავშირის ბიუჯეტი და გამგეობის ანგარიშები.

6.4.3 შეცვალოს კავშირის წესდება.

6.4.4 შეცვალოს კავშირის მიზნები.

6.4.5 გადაწყვიტოს კავშირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხი.

( გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.

6.5 კავშირის წევრთა საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლო უმრავლესობით- 50%+1, ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის თაობაზე ხმების 2/3 უმრავლესობით

6.5.1 კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრი ხმათა 4/5-ს. იმ წევრებს, რომლებიც პატივსადები მიზეზების გამო ვერ ესწრებიან კავშირის წევრთა საერთო კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

6.6 კავშირის წევრთა საერთო კრებას შეუძლია კავშირის საქმიანობაზე კონტროლის განხორციელიებისა და სხვა მიზნით შექმნას საკონსულტაციო საბჭო 5 კაცის შემადგენლობით

6.6.1 საკონსულტაციო საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კავშირის წევრები.

კავშირის ქონება

7.1 კავშირის ქონება იქმნება საწევრო ანარიცხების, შემოწირულობების, გრანტების და სხვა კანონიერი საშუალებების ხარჯზე.

7.2 კავშირის ქონება შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის.

კავშირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია

8.1 კავშირის რეორგანიზაცია ( შეერთება, მიერთება. გაყოფა, გარდაქმნა ) ხორციელდება კანონმდებლიბთ დადგენილი წესით

8.2 კავშირის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მიზნის მიღწევის, გაკოტრების, რეგისტაციისს გაუქმების ან საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე.

8.3 ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოისახოს ფულად ერთეულებში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გადაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს კანონით დადგენილი წესით.

8.4 ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება განისაზღვროს წესდებით.

8.5 ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს. ქონება შეიძლება გაუნაწილდეს გამოქვეყნებიდან 1 წლის შემდეგ.

8.6 ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია სხვა ლიკვიდატორის დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ როგორც გამგეობის წევრები.

4 comments on “საგვარეულო

  1. ეს განყიფილება ეხლა გავხსენი და სულ მალე ჩავწერ ინფორმაციებს.
    ასევე მალე ვგეგმავთ გავხსნათ ბენაშვილების საგვარეულო ორგანიზაციის კავშირის.
    მანამდე კი დაგეგმილია წიგნის გამოშვებაც.
    თქვენ იყავით შეკრებაზე?
    დამიკავშირდეთ იქნებ და დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას.

  2. Pingback: 31 იანვრის შეკრება « ბენაშვილების საგვარეულო Ancestral of Benashvili

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s