ჩემი სტატიები

სტამბოლის ქრონიკები

სტამბოლი – ეს არის სინათლის და სიცოცხლის ქალაქი. ასე დამამახსოვრდა პირველი ვიზიტის შემდეგ ძველი კონსტანტინოპოლი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ყოველთვის იყო გადამწყვეტი და ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი. მდებარეობის გამო ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან იგი ერთმანეთს აკავშირებს ევროპასა და აზიას. შესაბამისად, მას შემდეგ რაც, ევროპელებმა გადაწყვიტეს რომ შორეული აღმოსავლეთი აეთვისებინათ და ინდოეთისკენ დაიძრნენ, ისინი შეხვდნენ აღმოსავლეთიდან… Continue reading სტამბოლის ქრონიკები

პოლიტიკა

საბერძნეთი ახალი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე

5 ივნისს საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდა. ამომრჩეველს რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ.  საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გ რეფერენდუმში, მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.  ამასთან, როგორც უცხური მედია წერს, საბერძნეთის… Continue reading საბერძნეთი ახალი პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წინაშე

თსუ · ჩემი სტატიები

ბლოგი უნივერსიტეტის ახალი გერბის შესახებ, ტიფლისი თუ თბილისი?

ბოლო პერიოდში უნივერსიტეტის ლოგოსთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო საზოგადოებაში დისკუსიები არ წყდება. უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორმა და სტუდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელი გადაერქვა. როგორც რიგითმა უნივერსიტეტელმა, მინდა ორიოდე სიტყვით მეც გამოვეხმაურო ამ საკითხს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ის რომ უნივერსიტეტს აქამდე დამტკიცებული სახით გერბი არ ჰქონია. სამაგიეროდ ჰქონდა დიმიტრი შევარდნაძის მიერ ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით… Continue reading ბლოგი უნივერსიტეტის ახალი გერბის შესახებ, ტიფლისი თუ თბილისი?

პოლიტიკა · ჩემი სტატიები

პოლიტიკური კოალიციები და საარჩევნო ბლოკები საქართველოში

პოლიტიკურ სარბიელზე კავშირებისა და კოალიციების შექმნას თეორიები არეგულირებენ. გამოვყოთ 2 თეორია: რეალიზმი – რომლის მიმდევრებიც თვლიან, რომ კავშირები და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტი დროებითი და კონკრეტული მიზნისთვის არის გათვლილი და იგი ოდესღაც აუცილებლად დაიშლება. იმ მიზეზის გამო, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტები, ოდესღაც შესაძლოა ერთმანეთის კონკურენტები გახდნენ და მიზნებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შეეცილონ. არსებობს მეორე თეორიაც: იდეალიზმი… Continue reading პოლიტიკური კოალიციები და საარჩევნო ბლოკები საქართველოში