კომუნიკაცია

ქართველებს odnoklasniki.ru-ში და mail.ru-ში არაფერი ესაქმებათ


n50326227879_9256 ჩვენ გამოვდივართ ორი მოსაზრებიდან (ერთერთს თუ იზიარებთ, ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ შემოგვიერთდეთ)
1) გვირჩევნია მსოფლიო საინფორმაციო სივრცეზე გავიდეთ პირდაპირ, ვიდრე რუსეთის გავლით
2) გვირჩევნია ვიყოთ პატარა ქვეყანა, ვიდრე დიდი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობით დასახლებული პროვინცია.

ინტერნეტ-სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყველაზე დიდ ტრეფიკს იღებს რუსული სოციალური ქსელი odnoklasniki.Ru.
გარდა იმისა, რომ ”ადნაკლასნიკები” აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ეს არის ერთერთი ყველაზე მძლავრი საშუალება ქართველი ახალგაზრდობის რუსულ კულტურულ სივრცეზე მიბმისა.
თავისთავად რუსულ კულტურაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ სივრცეში ჩარჩენა ნიშნავს პროვინციული მდგომარეობის გახანგრძლივებას; ქართული საზოგადოების იზოლირებულობა მსოფლიო საინფორმაციო სივრცისგან ერთერთი ძირეული პრობლემაა საქართველოში.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს (საქართველოს მოქალაქეს) უარი თქვან ამ რუსულ ინტერნეტ-რესურსებზე და ისარგებლონ საერთაშორისო ან ქართული ანალოგებით; ასევე, ამის გაკეთებისკენ მოუწოდონ თავის მეგობრებს.

რადგანაც ეს საკითხი ხშირად ისმის, აქვე განვმარტავთ, რომ დღესდღეობით .com დომეინი არ არის .ru-ს ამერიკული ანალოგი, არამედ ფაქტობრივად საერთაშორისო დომეინია. არავინ მოგიწოდებთ .ru-ს ნაცვლად .us, .uk ან .fr გამოიყენოთ. ასე რომ, ეს არ არის მოწოდება ამერიკანიზაციისკენ. ეს არის მოწოდება დეკოლონიზაციისკენ.

ჩემი აზრით ერთერთი მთავარი მიზეზი ქართველების მიერ odnoklasnik-ისა და mail.ru-ს მასობრივი მოხმარების არის ენობრივი ბარიერის პრობლემა. ფაქტია რუსული ჯერ კიდევ უფრო კარგად იცის ქართველების უმეტესმა ნაწილმა ვიდერე ინგლისური ან რომელიმე სხვა ენა. თუმცა თუ იარსებებდა ქართულ ენოვანი ალტერნატივა, რათქმაუნდა ის იქნებოდა ყველაწე მისაღები ქართველებისთვის. ქართული საიტები ჯერ ვერ გვთავაზობენ ისეთი მასშტაბებისა და სიმძლავრის პროდუქციას, როგორსაც თუნდაც ეს რუსული საიტები.
ერთის მხრივ წარმოუდგენლად რთული მეჩვენება ქართულმა mail-ებმა და მით უფრო სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლოს ან სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ამ მძლავრ და ცნობილ mail-ებსა თუ სოციალურ ქსელებს (მხვედველობაში მაქვს არა მხოლოდ რუსული).
მეორეს მხრივ თუ ჩვენი ამოცანაა შევასუსტოთ და ჩავანაცვლოთ კონკრეტულად odnoklasnik-ი და mail.ru, სრულიად შესაძლებელია ამისათვის გამოვიყენოთ, ვთავათ facebook და gmal, იმ შემთხვევაში თუ მათ გავაქართულებთ. დღეისათვის შესაძლებელია 50-ამდე ენის შერჩევა gmail-ისა და 40-ამდე ენის facebook-ისათვის (მათ შორის არის რუსულიც). ეს შეგიძლიათ ახლავე შეამოწმოთ, შეხვიდეთ Settings-ში და ენა შეცვალოთ. სამწუხაროთ ამ ენათა შორის ქართული ჯერ არ არის.
ჩემი აზრით ერთერთი გადაჭრა პრობლემისა, თუ როგორ შევასუსტოთ odnoklasniki-ის, mail.ru-სა თუ სხვა მსგავსი სიმახინჯეების გავლენა იქნებოდა ის თუ ვინმე (ვისაც ეს შეუძლია) ითანამშრომლებდა gmail-თან, facebook-თან, yahoo-სთან და ა.შ. და გადმოაქართულებდა მათ.

Advertisements

16 thoughts on “ქართველებს odnoklasniki.ru-ში და mail.ru-ში არაფერი ესაქმებათ

  1. ar vetanxmebi am mosazrebas ra shuashia aq odnoklasnikebi chveni iq ar kopnit arafers davaklebt rusebs qartul analogebze arc var daregistrirebuli da arc minda sruli sircvilia isev im odnoklasnikze mirchevnia kopna vidre chvens “samarcxvino” analogebze:@

    Like

  2. კი გეთანხმებით, ჩვენ არც თუ სახარბიელო საიტები გვაქ, მაგრამ ხომ არსებობს სხვა ამერიკული საიტები???????
    უბრალოდ უხერხულია საიტზე რომელიც შენი ქვეყნის 2 ერთეულს დამოუკიდებლად აღიარებს დარეგისტრირდე.

    Like

  3. avtoro ras wer netavi tviton mainc tu ici?sasaciloa es statia satirali rom ar iyos.sad shevidet ubandzes saitze romelsac geoclass.ge ewodeba?tu face.ge-ze sadac moderatorebis diqtaturaa.da saertod rusebze cudi ar wamogcdes ra looool

    Like

    1. არა რუსეთს დაემონე მაშინ..
      აუ ქართველი ხალხი ჭკუას ვერ ისწავლის რაა………..
      შეგიძლიათ შეხვიდეთ Facebook-ზე.

      Like

      1. odnoklassnikebi saertod samarcxvino saitia, sapnis operis magvaria internet sivrceshi, momxmarebeli ki tviton xdeba serialis moqmedi gmiri: photoebi, replikebi da a. sh. primitivizmis mwvervalia!
        magram mail. ru-ze davregistrirdi imitom rom zogjer sakadrisi pasuxi gavce” gruzinofobebs” da rodesac igeben argumentirebul dartymas , unda naxot ra xdeba im saitebze!! zogjer chem pasuxebs blokaven adminebi- ФСБ akontrolebs

        Like

  4. is paqti rom odnoklassnik.ru-ze var daregistrirebuli sulac ar nishnavs imas, rom vemxrobi rusetis mier chadenil aneqsias, magram chemi megobrebis daaxloebit 90 procenti am saitzea daregistrirebuli. internetis mtavari funqcia xo is aris rom dagakavshiros megobrebs amitom chemtvis xelsayreli swored am saitis gamoyenebaa.

    Like

    1. tuki patriarqi moitxovs rom qartvelebma davtovot odnoklassniki mashin me erti wutitac ar davpiqrdebi ise gavauqmeb. tu vcdebi shemiswore avtoro

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s