პოლიტიკა

ომზე დასკვნის ბრალდებებმა საქართველოს ლიდერი იზოლაციაში მოაქცია


default.jpeg1 მაიკლ მეინვილი

”საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოზიციებს დასავლურ დედაქალაქებში ევროკავშირის დასკვნით სერიოზული დარტყმა მიადგა, რომელმაც მისი მთავრობა რუსეთთან ომის დაწყებაში დაადანაშაულა” – განაცხადეს ხუთშაბათს ექსპერტებმა

სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დასავლეთში ამომავალი ვარსკვლავის, ამერიკაში განსწავლული და პოლიგლოტი სააკაშვილის რეპუტაცია დაინგრა ბრალდებებით იმის თაობაზე, რომ მან საქართველოს აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ-ოსეთზე უგუნური შეტევა მოაწყო და ქვეყნის შიგნით განსხვავებული აზრის არსებობას ეწინააღმდეგება.

ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ დასკვნა მისთვის მორიგი დარტყმა იყო, რომელმაც გააქარწყლა მისი მუდმივი მტკიცება იმის თაობაზე, რომ საქართველო ფართომასშტაბიანი რუსული ინტერვენციის პირისპირ იყო, როდესაც მან სამხრეთ-ოსეთზე შეტევა წამოიწყო.

“ის დღეები, როდესაც ის ოქროს ბიჭუნა იყო დიდ ხნის წინ დასრულდა და მას ძალიან გაუჭირდება თავისი პოზიციის გაუმჯობესება” – განაცხადა ამანდა აკჩაკოჩამ, კავკასიის ექსპერტმა ბრიუსელში ბაზირებული ევროპული პოლიტიკის ცენტრიდან.

ევროკავშირის დაკვეთით შექმნილ დასკვნაში ნათქვამია, რომ ომი თბილისმა გამოიწვია, დაიწყო რა დაუსაბუთებელი თავდასხმა სამხრეთ-ოსეთზე და ქართული მხარის იმ განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, თითქოს შეტევას წინ უძღოდა რუსული ინტერვენცია.

ანგარიშში რუსეთიც დადანაშაულებულია და ნათქვამია, რომ მისმა ქმედებებმა მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება. მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევასა და არაპროპორციულ რეაქციაში ადანაშაულებენ, როდესაც ის ღრმად შეიჭრა და დაბომბა საქართველოს ტერიტორიები.

ხუთშაბათს სააკაშვილი დასკვნას მიესალმა, მას “საქართველოს დიდი დიპლომატიური გამარჯვება” უწოდა და განაცხადა, რომ მოვლენების თბილისური ვერსია “დაცული და გაზიარებულია.”

მაგრამ თბილისის მცდელობის მიუხედავად, შედეგები მისთვის სასარგებლოდ წარმოაჩინოს, ანალიტიკოსებმა სთქვეს, რომ მთავარი პუნქტი, რომელიც შენარჩუნებულია არის ის, რომ პირველმა საქართველომ გაისროლა, იმის მიუხედავად თუ რა მოვლენებმა მიიყვანა კონფლიქტამდე სიტუაცია.

“სააკაშვილი დასავლეთში სერიოზულადაა დისკრედიტებული, რადგან საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა თუ რა პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, სამხრეთ-ოსეთის მიმართულებით რაკეტების გასროლა მისი გადაწყვეტილება იყო” – განაცხადა ჯეიმს ნიქსიმ, ლონდონის Chatham House-ის კავკასიის ექსპერტმა.

სააკაშვილის ვარსკვლავი ჯერ კიდევ ომამდე ჩაესვენა, როდესაც 2007 წლის ნოემბერში მისი მთავრობა თბილისის ცენტრში ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციას გაუსწორდა და პრო-ოპოზიციური სატელევიზო არხი დახურა.

კონფლიქტის შემდეგ დასავლურ დედაქალაქებში სააკაშვილის მიპატიჟებები სულ უფრო შემცირდა, თუმცა ვაშინგტონიდან და ზოგიერთი აღმოსავლეთ-ევროპელი ლიდერისგან ის კვლავ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს დასკვნაზე ფრთხილი რეაქცია ჰქონდა, განაცხადა რა რომ ვაშინგტონს “მომავალზე ფოკუსირება” უფრო სურს, ვიდრე შარშანდელ ხანმოკლე ომში ვინმეს დადანაშაულება.

სააკაშვილი დასავლეთ-ევროპაში ისედაც “მოკვეთილივით განიხილება,” ხოლო დასკვნა მის წინააღმდეგ დამოკიდებულებას მხოლოდ განამტკიცებს – განაცხადა ანა იელენკოვიჩმა ლონდონში, ევრაზიის ჯგუფთან მომუშავე კავკასიის ექსპერტმა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დასავლეთ-ევროპის ლიდერები მონდომებულები არიან საქართველოსთან კავშირების გაღრმავებაზე, მაგრამ უშუალოდ სააკაშვილს უფრთხიან.

ომის შემდეგ, ევროკავშირი ”აღმოსავლური პარტნიორობ”-ის ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიზანია ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან კავშირების განმტკიცება. პროგრამა ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ თბილისთან შეთანხმებასაც მოიცავს.

“ვიდრე სააკაშვილია, პოლიტიკურ დონეზე ურთიერთობა არ გაუმჯობესდება, თუმცა არსებობს სერიოზული პროგრესი ინსტიტუციონალური თვალსაზრისით” – სთქვა იელენკოვიჩმა.

უცხოეთში მისი რეპუტაციის ნგრევის მიუხედავად, სააკაშვილს ქვეყნის შიგნით ოპოზიციისგან საფრთხე არ ემუქრება, სთქვეს ანალიტიკოსებმა.

ამ წლის დასაწყისში კვირების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები, რომელთა მიზანი მისი გადაყენება იყო შეფერხდა თავად ოპოზიციის შიგნით არსებული უთანხმოებების გამო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სააკაშვილი თანამდებობას მისი მეორე ვადის ამოწურვამდე, 2013-წლამდე დატოვებს.

ანალიტიკოსების თქმით, სააკაშვილი ვერასდროს ვეღარ დაუბრუნდება დიდების დღეებს, როგორც ეს მისი პრეზიდენტობის დასაწყისში იყო – როდესაც ევროპის დედაქალაქებში მას თბილად ხვდებოდნენ და შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოს “დემოკრატიის შუქურა” შეარქვა.

“ეს იმაზე იქნება დამოუკიდებული, თუ რამდენად შეასრულებს სააკაშვილი დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებულ დაპირებებს” – განაცხადა ნიქსიმ. default

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s