განათლება · ჩემი სტატიები

როცა გეუბნებიან “გაჩუმდი”, “გაგაჩუმებთ” ან წადი..!-ანუ “სიტყვის თავისუფლება სკოლაში”


DSC_8931 საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 19 ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად ან სხვაგვარი საშუალებით”

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ყველა ადამიანს აქვს თავისუფლად მიიღს და გაავრცელოს ინფორმაცია. მაგრამ ამ კანონის დარღვევა როგორც ჩანს ყველაზე პატარა ინსტანციიდან იწყება. სკოლა-ადგილი სადაც მომავალმა თაობამ უნდა მიიღოს განათლება, ადგილი სადაც მოზარდი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს და ადგილი საიდანაც იწყება სიტყვის თავისუფლების პირველი დარღვევის მცდელობები.

არმინდოდა ეს ინფორმაცია გამომექვეყნებინა, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემი სკოლის იმიჯზე კარგად ნამდვილად არ იმოქმედებდა, მეტიც მავანს შესაძლოა პასუხიც ეგო. მაგრამ რაც დღეს მოხდა, ამ მოვლენამ, ჩემდამი როგორც ერთი რიგითი მოსწავლის მიმართ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან დაუფარავი და ცალსახა აგრესიის გამოვლინების შემდეგ, გადავწყვიტე რომ დღევანდელ საჯარო სკოლებში არსებული კატასტროფული და შემაშფოთებელი ვითარება საზოგადოებამაც შეიტყოს.DSC00001

2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისში, როცა სკოლაში მოვედით და სწავლას შავუდექით განგვიცხადეს რომ ქართულის გაკვეთილი კვირაში რამდენიმე საათით ჩაგვიტარდებოდა სარდაფში. მე ეს განცხადება ბუნებრივია სერიოზულად არ მიმიღია, რადგან ვერ წარმომედგინა თუ იყო შესაძლებელი რომ გაკვეთილი სარდაფში ჩაგვიტარდებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მე ცალსახად გამოვთქვი ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება და და საჯარო პროტესტი განვუცხადე სკოლის ადმინისტაციას, კერძოდ დირექტორს. მე გასაგებად განვუმარტე რომ სარდაფში სწავლა ჩემთვის იყო სრულიად მიუღებელი, რადგან იქ არ იყო არანაირი პირობა რომ ჯანსაღი სასწავლო პროცესი წარმართულიყო, მეტიც ვთვლიდი რომ ეს მათი მხრიდან იყო ერთგავრი შეურაწყოფა მასწავლებლისა, რომელსაც ძალაუნებურად უწევდა რომ გაკვეთილი სარდაფში ჩაეტარებინა და ბავშვების მიმართ, რომლებიც ამ გაკვეთილს ესწრებოდნენ.

სამწუხაროდ ადმინისტრაციის, ანუ სკოლაზე პასუხისმგებელი მხრის წარმომადგენლის მხრიდან ვფიქრობ ვერ მივიღე ადეკვატური პასუხი, მისი განცხადებით სარდაფში არ იყო იმის საფრთხე რომ იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს ან ჯამრთელობას რაიმე საფრთხე დამუქრებოდა და რადგან სკოლას არ ქონდა საკმარისი ფართი იგი ან მისი კოლეგები ხომ ვერ დაგვითმობდნენ საკუთარ კაბინეტებს?!

ვიმეორებ სარდაფში გაკვეთილის ჩატარებას იგი იმით ამართლებდა რომ იქ ყოფნა, ანუ საგაკვეთილო პროცესი არ უქმნიდა საფრთხეს მოსწავლეთა ჯამრთელობას ან სიცოცხლეს.

ამის შემდეგ მე სარდაფში, ანუ იქ სადაც კვირაში რამდენჯერმე გვიტარდება ხოლმე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, გადავიღე რამდენიმე სურათი და ვიდეო, რომელიც ასახავდა სწორედ იმ სარდაფის გარემოს, აღნიშნული ვიდეოები მოგვიენებით დავდე youtube.com-ზე, myvideo.ge-სა და facebook.com-ზე.

დღეს დილით ჩვეულებრივ როგორც კი მივედი სკოლაში გადმომცეს რომ სასწრაფოდ მიბარებდა დირექტორი. რამდენიმე წუთის შემდეგ მე გამოვცხადდი მის კაბინეტში, იქ დამხვდა ჩემი სკოლის დირექტორი და ასევე ადმინისტაციის სხვა წარმომადგენლებიც. მათ პასუხი მომთხოვეს თუ რა უფლებით გადავიღე და გავავრცელე ის ვიდეოები, რომელიც ასახავდა დღევანდელ საჯარო სკოლაში ერთ-ერთი საკლასო ოთახის გარემოს, სადაც მოსწავლეებს ძალაუნებურად უტარდებოდათ გაკვეთილები, მათ შორის ვიყავი მეც.

მათ კატეგორიულად გააკრიტიკეს ჩემი თავისუფალი აზრი და რამდენჯერმე აღნიშნეს რომ მე არ მქონდა მსგავსი ქმედების ჩადენის არანაირი უფლება. მეტიც განმიმარტეს რომ თუ არ მომწონდა ამ სკოლის გარემო და პირობები, შემეძლო დამეტოვებინა იქაურობა.ვთვლი რომ ეს არის ადამიანის სიტყვის თავისუფლების დარღვევის მცდელობა და ვისურვებ რომ საზოგადოებას და ზე-მდგომ ორგანოებს ჰქონდეს ადეკვატური რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

 

Advertisements

22 thoughts on “როცა გეუბნებიან “გაჩუმდი”, “გაგაჩუმებთ” ან წადი..!-ანუ “სიტყვის თავისუფლება სკოლაში”

  1. Tavistavad aghmashfotebelia orive faqti – erti rom gakvetii e.w.” padvalshi” tardeba da meore rom amaze saubris ufolebas skolis direqcia ar azlevs maswavlebels…tu aseti araferi sagangasho araa mahsin ratom agheldnen ase? sainteresoa ra gamoxmaureba eqmeba am faqts…Tea Tutberidze ar chareula am sakitxshi jer?:)

    Like

  2. maswavlebels vin kitxavs ehh..:((((
    martlac irgveva sityvis upleba da albat amaze unda iyos adeqvaturi reaqcia sazogadoebis mxridan.

    Like

  3. “სარდაფში არ იყო იმის საფრთხე რომ იქ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს ან ჯამრთელობას რაიმე საფრთხე დამუქრებოდა და რადგან სკოლას არ ქონდა საკმარისი ფართი იგი ან მისი კოლეგები ხომ ვერ დაგვითმობდნენ საკუთარ კაბინეტებს?!”-es ki albat ubralod sasaciloa, magram principshi ra gvecineba.vai..:((((

    Like

  4. გიო, საკმაოდ აღმაშფოთებელი ფაქტიათქო ვერ ვიტყვი რადგან ასეთებს ჩვენც შეჩვეულები ვიყავით… მაგრამ ერთი პიანინო გვედგა, ისე ვმხიარულობდით იმ სარდაფიდან გამოსვლაც არ გვინდოდა… :))) …. ისე, მასეთი მიდგომა დირექტორებმა და ყვინჩილა მასწავლებლებმა იციან.. ასე რომ თუ საკუთარ უფლებას კორექტულად დაიცავ როგორც აქამდე, დამიჯერე გამოასწორებ სიტუაციას… 😉 გისურვებ წარმატებებს… 🙂

    Like

  5. იცი აქ საქმე იმდენად სარდაფზე არ არის, პრობლემა უფრო ის არის რომ ფაქტთან დაკავშირებით მე გამოვთქვი ჩემი აზრი და მათ ეს ჩემი თავისუფალი აზრი გააკრიტიკეს, მათი აზრით მე არ მქონდა ჩემი აზრის გამოთქმის უფლება, მე აქცენტს უფრო ამაზე ვაკეთებ.

    Like

  6. არაფერი არ მიკვირს უკვე, მაგრამ მე ეს პოსტი იმიტომ არ დამიწერია რომ სარდაფში მიტარდება გაკვეთილი, მათ ამაზე მომცეს არგუმენტი რომ არ ქონდა სკოლას საკმარისი ფართი, მაგრამ როცა შენ გამოთქვამ შენ თავისუფლა აზრს და ამაზე გიპირისპირებენ ყველა რესურსს რას კი ხელთ აქვთ ეს მაშფოთებს მე თუ არა სხვა კი არაფერი.

    Like

  7. თუ არა სარდაფში ვსწავლობ უკვე რამდენიმე თვეა, ანუ რაც სწავლა დაიწყო მაგრამ, მე თავიდანვე დავაფიქსირე ჩემი უარყოფითი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ასე საჯაროდ არა. მაგრამ როცა მიბარებენ და მთხოვენ პასუხს რატომ დავაფიქსირე ჩემი თავისუფალი აზრი. მეუბნებიან რომ მე არ მქონდა ამის უფლება, მაპატიეთ მაგრამ ეს უკვე აღმაშფოთებელია.

    Like

  8. ეს რომელი სკოლაა და სად არის? ვინ არის დირექტორი?

    Like

  9. პირველ რიგში, ტერმნინს “ცალსახად” მოეშვი, მეორეც შეგიძლია უჩივლო
    მაგაზე საშინლად ვბრაზდები, როდესაც ვხედავ, რომ ბავშვების უფლებები ნი ტო შტო ირღვევა, ვაფშე მსგავსს არაფერს არ ცნობენ “უფროსები”
    ერთი გამამათრახებინა ეგეთი მასწავლებლები რა, რომლებიც თვლიან, რომ მათი სიტყვა კანონია და ბავშვს ხმის ამოღების უფლება არ აქვს

    Like

  10. martlacda ra azri aqvs romeli skolaa, me piradad megona chemi shvilis cerils vkitxulobdi, analogiuri situaciaa chvens skolashic, sardafuli gakvetilebidan dawyebuli sityvis shezghudvis chatvlit….samwuxarod es tipiuri sajaro skolaa tavisi sa-jaro pedagogebit

    Like

  11. ანუ ჩემი აზრით რა რეფორმაც არ უნდა ჩატარდეს თუ ეს სისტემა-ანუ ძველი რაღაც კომუნისტური გადმონაშთი არ შეიცვალა ბავშვებს არაფერი გვეშველება.
    ამის ერთადერთი გამოსავალი კი ის არის რომ ვამხილოთ ასეთი “პედაგოგები”…….
    პატრიარქის კონკრეტული მოწოდება არის, რომ ვამხილოთ არაპედაგოგიური საქციელის მქონე მასწავლებლები…….

    Like

  12. esec chveni tavisupali saqartvelo…ara chemo kargebo sityvis da uplebebis tavisulebebamde dzalian didi dro gvinda..mec mqonda maseti shemtxveva,chemi tavisupali azri ro davapiqsire,sanam direqtoris kabinetshi damibarebdnen,chemi piradi saqme ukve saxlshi damxvda gagzavnili…isic ki ar mkitxes rato moviqeci ese…:)

    Like

  13. mere unda vibrzolot xalxo.. mec gamogdebas mipirebdnen magram shemdeg magrad rom davudeqi da tan kanonikargad vicodi.. ukan daixies.

    Like

  14. უკვე დიდი ხანია მოსწავლეებზე მიზანმიმართული ზეწოლაა!მოსწავლეებს მაინც ვერ გააჩუმებენ,რადგან ეს არის სწორედ ის ასაკი როცა ყველაზე მეტად ეწინააღმდეგები იმათ,ვინც ცდილობს თავისუფლება შეგიზღუდოს!

    Like

  15. პატივცემულნო, ის რაც წერია ფურცელზე არის დეკორაცია! კანონების ციტატით ამათ ვერ გავაკვირვებთ. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც ჩემი სასამართლო პროცესი თსუ-სთან, სადაც მოსამართლე გვრიტიშვილმა სრულიად არა-ადეკვატური გადაწყვეტილება გამოიტანა!

    თუმცა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი უბრძოლველობის საფუძველი. რაც უფრო შევეწინააღდეგებით ისევ ამ კანონებით და რაც ბევრი ვიქნებით, მით უფრო ვაიძულებთ, რომ დაემორჩილონ დაწერილ კანონს! ანუ სოლიდარობა გვაკლია ქართველებს, სოლიდარობა, რაც არ გაგვაჩნია!!

    სანამ თითოეული მათგანი სხვის პრობლემას საკუთრად არ მიიღებს, მანამდე ერთობას ვერ მივაღწევთ.

    Like

  16. საქართველოში ყველაზე ადვილია ადამიანების დაჩმორება, რადგან აქ ყველა ადადვილად ჩმორდება.. 🙂

    Like

  17. გიო,შენ რა ინტრიგანი მოსწავლე ყოფილხარ,:) მშვენიერი სარდაფი გქონიათ,რას ერჩი?თან ისეთი მუსიკაც ერთვის თან ვიდეოს,მშვენიერია:) ჩვენ ეგეთი “კარგი” საკლასო ოთახიც არ გვქონდა ზოგიერთ საგანში:) შემდეგი მოვლენები კი მართლა აღარ მომეწონაა:)

    Like

  18. ძალიან სწორადაც მოიქეცი,საქართველოში უნდა აღიკვეტოს ასეთი ქმედებები მეც სწორედ ასე მოვიქცეოდი და არ შემეშინდებოდა მათი ინტრიგას . ვფიქრობ უნდა სეიქმნას ორგანიზაცია რომელიც ამგვარ ფაქტებს შეისწავლის.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s