ფოტო რეპორტაჟი

ანდრეი ნეკრასოვი – Andrey Nekrasov


800px-andrei_nekrassow_20070310

დაიბადა 1958 წელს ლენინგრადში (ახლ. სანკტ-პეტერბურგი). სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში (სამსახიობო ხელოვნება), და პარიზის უნივერსიტეტში (ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი 1984 წ.). 1985 წლის ზაფხულში ანდრეი ტარკოვსკის ასისტენტად მუშაობდა შვეციაში, ფილმ «მსხვერპლშეწირვის« გადაღებებზე. 1986 წელს დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტის უმაღლესი სარეჟისორო კურსები (ინგლისი).
გადაიღო ტელეფილმები, მათ შორის დოკუმენტური ფილმები: «პასტერნაკი« და «უძღები შვილი«. მისი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი «ლენინი ბორბლებზე« 1993 წელს კანის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა იუნესკოს პრიზით. 1997 წელს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი კინოფილმი «სიყვარული ძლიერია როგორც სიკვდილი« მანგეიმის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა საერთაშორისო კინოკრიტიკის პრიზით (ფიპრესი). ფილმი «სიყვარული და სხვა კოშმარები« 30-მდე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე და პრიზიორი გახდა (ბერლინი, როტერდამი…). სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია «ბუნტი. ლიტვინენკოს საქმე« (2007).
ფილმი რუსულის გაკვეთილები გადაიღო 2009 წელს მეუღლესთან – ოლგა კონსკაიასთან ერთად, რომლის პრემიერა შედგა 2009 წლის 11 სექტემბერს კლუბ «ზელიონაია ლამპაში« (სანკტ-პეტერბურგი) და 13 სექტემერს ა. სახაროვის ცენტრში (მოსკოვი).
ანდრეი ნეკრასოვი რამდენიმე პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია, რომლებიც წარმატებით გადიოდა რუსეთის და გერმანიის თეატრებში (მაგ. «კენიგსბერგი«). ავტორია წიგნის «ეს რევოლუციაა« (2006 წ.)

ანდრეი ნეკრასოვი – რუსული გაკვეთილები; Андрей Некрасов – Уроки русского

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

9.

10.

11.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s