პოლიტიკა

სამხრეთ-კავკასიის ოპოზიციური ბრძოლების ტენდენციურობა


270px-Kaukasus

 

 

 

 

 

 

IWPR

მთელს რეგიონში, ოპოზიციის ლიდერები პოლიტიკური კონკურენციისთვის უსამართლო პირობების არსებობაზე ჩივიან, ექსპერტები ამბობენ, რომ მთავრობის მხრიდან ძალაუფლებაზე ჩაჭიდება აბრკოლებს განვითარებას

მაგრამ ასევე იმის ნიშნებიც არის, რომ პირველი პოსტ საბჭოთა ათწლეულის რყევების შემდეგ, საზოგადოება იმედგაცრუებულია მუდმივად მაჩხუბარი პოლიტიკოსებით, რაც ოპოზიციას მხარდაჭერის და იდეების გარეშე სტოვებს.

”მთავრობა ამბობს, რომ აზერბაიჯანის ოპოზიცია ძალიან სუსტია, რადგან მას საზოგადოებაში არა აქვს წონა და საბაზისო მხარდაჭერა, მაგრამ სინამდვილეში პარტიებს არა აქვთ ქვეყანაში მოქმედების თავისუფლება. ტელევიზია, რომელიც მთავრობისთვის ეფექტურად მუშაობს, ოპოზიციისთვის დახურულია. არ არსებობს სიტყვის და შეკრების თავისუფლება” – განაცხადა ისა გამბარმა, ყველაზე ცნობილი აზერბაიჯანული ოპოზციური პარტიის ”მუსავატი”-ს ლიდერმა.

ისა გამბარი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა და ქვეყანა პირველი არჩევნებისთვის მოამზადა. ის 2003 წელს დღევანდელ პრეზიდენტს დაუპირისპირდა, მაგრამ არჩევნებში სასტიკად დამარცხდა, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა კრიტიკულად შეაფასეს.

არჩევნების შემდეგ, მისი მომხრეების ქუჩებიდან გაყრას პოლიციის სერიოზული ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ მას შემდეგ ოპოზიციური მხარდაჭერა თითქოს გაქრა, რადგან პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი არსებულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა; ბიზნესმენებიც ხვდებიან, რომ წაგებული საქმის მხარდაჭერას არავითარი აზრი არა აქვს.

ანალოგიური სიტუაციაა რეგიონის დიდ ნაწილში მთიანი-ყარაბახის ჩათვლით, რომელმაც აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ მსოფლიოს თვალში თაღლითი რესპუბლიკის იმიჯით სარგებლობს. ომის დროსაც კი, რომელშიც მან ბაქოს კონტროლს თავი დააღწია (ომი 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა), იქ ძალიან სერიოზული ოპოზიციური მოძრაობა არსებობდა.

მაგრამ ახლა სომხებით დასახლებულ ტერიტორიაზე პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობა ჩამწკრივებულია პრეზიდენტ ბაკო სააკიანის გასწვრივ, მისი მოკავშირეებიც, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას ქმნიან და პატარა ოპოზიციური დაჯგუფებებიც.

”აქ ყველაფერი მკვდარია – იდეები, მოძრაობა, სხვაობები, კონკურენცია და ამ ყველაფრის შედეგად განვითარება” – განუცხადა IWPR-ს გეგამ ბაღდასარიანმა, სტეპანაკერტის პრეს-კლუბის პრეზიდენტმა და პარლამენტის ერთ-ერთმა დამოუკიდებელმა წევრმა.

სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) სამივე, საბჭოთა სახელმწიფოს ბოლო დღეების შემდეგ ტერიტორიულ დავებშია ჩაბმული. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მთიანი-ყარაბახის გამო დაეტაკნენ და დღემდე არ მოუწერიათ ხელი სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომ კოფლიქტი დასრულდეს.

საქართველო თავის მხრივ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიებზე კონტროლის მოპოვებისთვის უმცირესობებს ებრძოდა. ორივეზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. შარშან, რუსეთი ჩაერთო ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში და ორივე გამოყოფილი რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი მსოფლიოს დიდი ნაწილი მათ საქართველოს რეგიონებად მიიჩნევს.

აფხაზეთს დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნები აქვს და რაულ ხაჯინბა, რომელიც ამ წლის დასაწყისამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო, მისი ყოფილი ბოსის, სერგეი ბაღაფშის წინააღმდეგ იბრძოლებს. ის იგივეს აპროტესტებს, რასაც სამხრეთ-კავკასიის სხვა ადგილებში და მთავრობას ადანაშაულებს, რომ მასმედიასთან და სახელმწიფო რესურსებთან მისასვლელი მოუსპო.

მაგრამ ანალიტიკოსები აქაურ სიტუაციაზე, ისევე როგორც ზოგადად რეგიონზე, ამბობენ რომ მისი პოლიტიკის მარცხი, მისსავე წინააღმდეგ მუშაობს. აფხაზეთის (რეგიონის, რომელიც ღარიბია, სამართლებრივად სადაო, ომისგან გამოფიტული და თავისი ბიუჯეტის ნახევრით რუსეთზეა დამოკიდებული) რთული მდგომარეობა იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობაში ყოფნის გარეშე მანევრებისთვის ძალიან შეზღუდული სივრცეა.

”ყველა პოლიტიკური მოძრაობა – სამთავრობოც და ოპოზიციურიც – საუბრობს სამართლებივ ბაზაზე დაფუძნებული დემოკრატიული სახელმწიფოს და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის შენებაზე, აფხაზური ეთნოსის და აფხაზური ენის შენარჩუნების აუცილებლობასა და რუსეთთან კავშირების განმტკიცებაზე” – განაცხადა არდა ინალ-იპამ, სოხუმში ჰუმანიტარული პროგრამების კვლევითი ცენტრის თანადირექტორმა.

”ნორმალური ექსპერტი მთელი ძალით ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა არის აქ მთავარი სხვაობა მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის. მკაფიო და ცხადი სხვაობა პერსონალში, ლიდერებისა და გუნდების კოსმეტიკაშია. მე კვლავ იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე გადამწყვეტი ფაქტორი იქნება არა ნეგატიური კამპანია, არამედ იდეები და პროგრამები” – სთქვა მან.

ეს რეგიონში ძირითადი უკმაყოფილების თემაა, რადგან კონფლიქტის განსხვავებული პლასტები იმას ნიშნავს, რომ მთავრობას სამოქმედოდ მცირე არჩევანი აქვს. ოპოზიციურ მოძრაობებს კი ხშირად რიტორიკის იმედი აქვთ – ის, რითაც მთავრობის მხარდამჭერებს მარტივად დასცინებენ.

შარშან სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებში სერჟ სარქისიანმა გაიმარჯვა, არჩევნებში რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაყალბებული უწოდეს. მასობრივი პროტესტი პოლიციამ ჩაახშო. ათი ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია მთელი ძალით ცდილობდა ინიციატივის დაბრუნებას მას შემდეგ, რაც მისი წამყვანი ფიგურები გისოსებს მიღმა აღმოჩდნენ. ოპოზიციონერების მიმართვა ხალხის მიმართ გულითადია, თუმცა დეტალიზაციის დეფიციტს განიცდის.

”ვფიქრობ, რომ ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიის აღდგენას ხალხის დემოკრატიული პოტენციალის გამოვლენა, მონოპოლიების და ეკონომიკაში პრივილეგიების შეზღუდვა, ასევე ყველა სექტორში სამართლიანი კონკურენცია მოჰყვება. ასეთ სიტუაციაში სომხეთი მანევრების ისეთ ველს მიიღებს, რომ ის შესძლებდა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას და ნაკლებად იქნებოდა გარე ძალების კონტროლის ტყვეობაში” – განაცხადა ლევონ ზურაბიანმა, სომხეთის ეროვნული კონგრესის ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელმა.

”პოლიციური რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე ადამიანების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანოს. ასეთი სიტუაცია დიდხანს ვერ გაგრძელდება და იმის ცხადად დემონსტრირებას ახდენს, რომ რეჟიმი ხიშტების იმედადაა დარჩენილი”.

მაგრამ ოპოზიციის პროტესტი არაფრით დასრულდა, მხარდამჭერებს იმედები გაუცრუვდათ და პროცესს ჩამოშორდნენ. შესაბამისად მთავრობის მხარდამჭერებმა ჩათვალეს, რომ მარტივია ოპონენტების აბუჩად აგდება.

”ასეთი პროტესტის დროს ისინი მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებენ ერის და ქვეყნის შესანიშნავ მომავალზე. ისინი ამბობენ, რომ როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, ყველაფერი სწორად წარიმართება, მაგრამ ხალხს ამ საპროტესო აქციების და ქმედებების არ სჯერა” – სარკაზმით განაცხადა გალუსტ სააკიანმა, რომელიც სომხეთის პრეზიდენტის ”რესპუბლიკური პარტი”-ის საპარლამენტო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

”მთავრობა ასევე არ უთმობს დიდ ყურადღებას ამ საპროტესტო აქციებსა და ქმედებებს. ეს განმეორებადი, მოსაწყენი და არაეფექტური ქმედებებია. ამიტომ, ხელისუფლებას არ სჭირდება კონტროლის განხორციელება”.

მხოლოდ საქართველოა ის ადგილი, სადაც ოპოზიციურმა მოძრაობამ პოსტ-საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნა. ამ წლის დასაწყისში აქტივისტებმა ოთხი თვის განმავლობაში თბილისის ცენტრის პარალიზება მოახდინეს, დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს და ის მოხატული ხელოვნური საკნებით გაავსეს.

აქ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ასევე ჩივიან, რომ მთავრობა მათ წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსებს იყენებს და მედიას აკონტროლებს – უკომპრომისოდ მოითხოვდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას და მთავრობის შეთავაზებულ წინადადებებს არ თანხმდებოდნენ.

ეს ახლა გარკვეულწილად შეცდომად აღიქმება. მას შემდეგ რაც აქტივისტებმა საბოლოო ჯამში ვერაფერს მიაღწიეს, ამან უბიძგა ოპოზიციურ ჯგუფს ”ალიანსი საქართველოსთვის” ტაქტიკისთვის გადაეხედა.

”ეს მრავალთვიანი საპროტესტო აქციები უშედეგოდ დასრულდა. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მთავრობამ გაიმარჯვა. ეს ასე არ არის. ჩვენ შემოდგომას იგივე ძალით ვხვდებით, როგორიც გაზაფხულზე გაგვაჩნდა” – ამტკიცებს დავით უსუფაშვილი, ”რესპუბლიკური პარტი”-ის ლიდერი და ოპოზიციური ”ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

მაგრამ ამაზე საუბრის დროს, მან დაადასტურა, რომ ოპოზიციის ლიდერები ახლა მზად არიან მთავრობასთან დიალოგისთვის და შედეგის მისაღწევად მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის იმედად აღარ იქნებიან.

”დღეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუკი ჩვენ მხოლოდ ქუჩის საპროტესტო აქციებით შემოვიფარგლებით. ჩვენ გამოვიწვევთ ხელისუფლებას ყველგან სადაც შევძლებთ, დიალოგით, დებატებით, რიტორიკით, პოლიტიკური ინიციატივებით და რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციებით” – სთქვა მან.

თუმცა ანალიტიკოსები აცხადებენ და ეს მთელს რეგიონს ეხება, რომ ოპოზიციას ურჩევდნენ ელექტორატს ელაპარაკონ და კარგად დაინახონ ის, რაც ამომრჩეველს სურს პოლიტიკური პროცესებისგან, ვიდრე კონცენტრაცია მოახდინონ დიდ, ხმაურიან, მაგრამ დიდწილად უშედეგო საპროტესტო აქციებზე.

”მერწმუნეთ, ხალხს ნაკლებად აღელვებს სააკაშვილი ცუდია თუ კარგი. მათი პრობლემები გაცილებით რეალურია, მაგალითად ბენზინის ფასი ან ყურძნის მოსავალი. ოპოზიციამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს” – განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა ანდრო ბარნოვმა. ”ისინი ნაბიჯებს არსაით დგამენ” – სთქვა მან.

ავტორები: თეა თოფურია თავისუფალი ჟურნალისტი თბილისიდან; ანაიდ გოგორიანი აფხაზეთის ”ჩეგემსკაია პრავდა”-ს რეპორტიორი და IWPR-ს Cross-Caucasus Journalism Network-ის მონაწილე; გეგამ ვარდანიანი Internews Armenia-ს ჟურნალისტი ერევნიდან; ანაიტ დანელიანი Hetq-ის კორესპონდენტი სტეპანაკერტიდან და CCJN-ის მონაწილე; სამირა აჰმედბეილი IWPR-ის თანამშრომელი აზერბაიჯანიდან; შაჰინ რზაიევი IWPR-ის აზერბაიჯანის ქვეყნის დირექტორი; რიტა კარაპეტიანი თავისუფალი ჟურნალისტი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s