ჩემი სტატიები

“მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა”-ილია


ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

ოკუპირებული ქვეყანა, ეთნიკური კატასტროფის პირას მყპფი ერი, თითქმის დაკარგული, შელახული ღირსება და შეურაცხყოფილი ქართველი-ეს იმ ფასეულობათა არასრული ჩამონათვალია რაც ილია დახვდა საქართველოში, როცა იგი სამშობლოში ჩამოვიდა და მამაპაპისეულ ჭაპანში შეება.

ღირსებააყრილ ქართველ კაცს აღარაფრის იმედი ჰქონდა, მავანნი კიდეც შეუერთდნენ ამ სისხლიან იმპერიას, მეტიც სამხედრო სამსახურში ჩადგნენ და სხვა თავისუფალი ერების დაპყრობაში, სისხლის დალევაში გახდნენ იმ იმპერიის თანაზიარნი, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინ სრულიად საქართველოს მათრახი გადაუჭირა და სულში ჩააფურთხა. უიმედოთ იყო ქართველი კაცი და ამ ამაოებაში როგორც ილია ამბობს-ჩაეძინა.

მაგრამ უფალს საქართველოს სამუდამო დაძინება არ სდომებია, ამიტომაც გამოუგზავნა ქართველ ხალხს ისეთი პატრიოტები, როგორიც ილია და მისი მეგობრები იყვნენ.

ძნელია უბრალო სიტყვებით ისაუბრო, შეაფასო და აღწერო ილიას ცხოვრება, მოღვაწეობა. ილია ლიდერი იყო, წინამძღოლი რომელმაც უპირველს ყოვლისა ქართული საზოგადოება გამოაღვიძა, პირი დაბანა და პატარა ბავშვივით სასწავლებლის გზას გაუყენა. ილია განმანათლებელი იყო, მან მთლიანად შეცვალა ერის ფსიქოლოგია, საზოგადოებას ახალი იდეა მიაწოდა-“თავისუფკება”.  მან ქართველებს თითქმის 100 წლიანი მონობის შედეგი და თავისუფლების არსი ქვეცნობიერში ერთმანეთს შეადარებინა და არჩევანის გაკეთების უფლებაც სწორედ მათ მიანიჭა.

ჩემთვის ილია ჭავჭავაძე იყო, არის და მუდამ იქნება საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე ღირსეული ქართველის, ჭკვიანი პოლიტიკოსის და სამშობლოსთვის “გულგახვრეტილი” ადამიანის სახე

Advertisements

4 thoughts on ““მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთანა”-ილია

  1. ალბათ ხვდებით ვისაც ვგულისხმობ იმ “მავანში” ვინც რუსის იმპერიას შეუერთდა და მის ჯარში ჩადგა.

    Like

  2. ra tqma unda, dzmao, eseni iyvnen ”didebuli” qartvelebi: grigol orbeliani, aleqsandre chavchavadze, cicishvili, vaxtang orbeliani da kidev bevri…. magram, erts gtxoov, ra…. dzaan kargia, iliaze ro wer, mara erti imazec visaubrot, im saocar adamianze, romelic mteli 11 wlis mandzilze ertaderti qartuli gazetis redaqtori iyo da iliaze aranaklebi damsaxureba miudzghvis qartveli erisa da saertod, tavisupali azrisa da sityvis winashe……. es kacia sergei mesxi….. gtxov……….

    Like

  3. vano diax swored es is adamianebi iyvnen romeltac dgesac ki etayvanebian mavanni..ai amaze xazis gasma mindoda aq.
    ki vano sergo mesxzec davwer aucileblad…….

    Like

  4. სკოლაში ვსწავლობ დიდი მადლობა ამ თემისთვის ახლა გადავიწერ რვეულში და იმედი მაქ ასეთ ინფორმაციებს კიდევ დადებ!

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s