პოლიტიკა

პუტინი სააკაშვილს დასცინის




იალტა, უკრაინა – პარასკევს ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ლიდერზე ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თავდასხმა მიიტანა და განაცხადა, რომ სააკაშვილის გვერდით ჰალსტუხის ტარება შეიძლება არ იყოს უხიფათო

როდესაც კიევში პრეს-კონფერენციაზე სააკაშვილის ვიზიტზე კომენტარი სთხოვეს, რუსეთის კუნთმაგარმა პრემიერმა, რომელიც თავისი ცუდი ბიჭის იმიჯითა და მწარე ენითაა ცნობილი, განაცხადა რომ საქართველოს ლიდერი და მისი მასპინძელი, უკრაინის უკიდურესად პრო-დასავლური პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ჰალსტუხების გარეშე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

”უკეთესი იქნებოდა ორმა პრეზიდენტმა სადილი, თუ საერთოდ სადილი ექნებათ, ჰალსტუხების გარეშე გამართონ. დღეს ჰალსტუხები ძალიან ძვირია…თქვენ გესმით, რას ვგულისხმობ” – განაცხადა მან და ოფიციალურ პირებსა და ჟურნალისტებს სიცილი გამოსტყუა – ”იუშჩენკოს სტუმარი მის ჰალსტუხს გადასანსლავს”.

პუტინი ყველასთვის კარგად ნაცნობ იმ კადრებზე მიანიშნებდა, სადაც გასულ ზაფხულს, ინტერვიუს გადაღების მოლოდინში სააკაშვილი პირში იდებდა ჰალსტუხის წვერს და ღეჭავდა.

2008 წელს რუსეთსა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ-ოსეთის გამო ომი ჰქონდათ. პუტინის მასპინძელი, იულია ტიმოშენკო, რომელიც იუშჩენკოს ცნობილი მტერია, შეეცადა პუტინს აჰყოლოდა და გესლიანად ჩაილაპარაკა – ”მე ამას ნამდვილად ჰალსტუხის გარეშე გავაკეთებდი”.

პუტინმა განაცხადა, რომ იუშჩენკოსა და სააკაშვილს ბევრი ექნებოდათ სალაპარაკო. ”თანამებრძოლები წარსულ დღეებს და ბრძოლებს გაიხსენებენ, რომლებიც ერთად გადაიტანეს და ერთად წააგეს” – მსჯელობდა პუტინი.

პუტინი იალტაში ტიმოშენკოსთან მოლაპარაკებებზე ჩავიდა. მოლაპარაკებების თემა ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება იყო. მანამდე, იმავე დღეს მან განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინას მომავალ წელს ნაკლები გაზის შესყიდვის ნებას დართავს, რათა მრავალმილიონიანი საჯარიმო სანქციების საფრთხე თავიდან იქნას აცილებული.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელშიც მონაწილოებას ტიმოშენკოცა და იუშჩენკოც მიიღებენ, შეხვედრამ პუტინსა და ტიმოშენკოს მათი მტკიცე მეგობრობის დემონსტრირების შანსი მისცა. არც პუტინსა და არც ტიმოშენკოს არ უხსენებიათ 17 იანვრის არჩევნები, მაგრამ რუსმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან მუშაობა მისთვის კომფორტულია.

”ჩვენთვის ტიმოშენკოს მთავრობასთან მუშაობა კომფორტულია” – განაცხადა მან – ”დროთა განმავლობაში თანამშრომლობა რუსეთსა და უკრაინას შორის უფრო სტაბილური გახდა და განმტკიცდა”. ტიმოშენკო მას დაეთანხმა და განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა სამომავლო კავშირების შენება იწყეს.

”მე მჯერა, რომ ეს ისაა, რაც ჩვენს ხალხებს უნდა: მშვიდი, ღირსეული, პრაგმატული და თანაბარუფლებიანი თანამშრომლობა… ეს არის ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პარტნიორობა”.

პუტინის პროტეჟემ პრეზიდენტმა მედვედევმა აგვისტოში დაიფიცა, რომ არ დაიჭერს საქმეს იუშჩენკოსთან, რადგან ის ანტი-რუსულ პოლიტიკას მისდევს.

იუშჩენკომ ხუთშაბათს მედვედევს წერილი მისწერა და უთხრა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ბუნებრივი აირის მიწოდების დღეს მოქმედი კონტრაქტი გადასახედია.

AFP

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s