პოლიტიკა

რუსული სააგენტოები პუტინის “ხუმრობაზე” მიხეილ სააკაშვილის პასუხს ავრცელებენ


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პუტინის “ხუმრობაში” რუსი და უკრაინელი ერების შეურაცხყოფა ამოიკითხა.
რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინული ტელეკომპანია “Suster Live”-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

“პუტინი ჩემი სხეულის იმ ნაწილით დაკიდებას მპირდებოდა, რომლის შესახებაც ხმამაღლა ვერ ვიტყვი, თუმცა რომელიც ყველა მამაკაცისთვისთვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსისთვის აუცილებელი ნაწილია და ქალ პოლიტიკოსსაც კი, სჭირდება. ახლა ეს ადამიანი ჩემი ჰალსტუხის შესახებ საუბრობს. აქ ერთი კარგი ახალი ამბავია, მან ცოტა მაღლა, ჰალსტუხამდე აიწია. ასე უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს”, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, პუტინის განცხადებები უკრაინის შეურაცხყოფაა. “ასეთი ტონით ვინმეზე ან რამეს მიმართ საუბარი რუსი ერის შეურაცხყოფაა, რომელსაც მე პატივს ვცემ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპული განვითარების გზით მიდიან მაშინ, როცა “მათ სურთ, საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნონ, ხელოვნურად გახლიჩონ რუსი და ქრათველი, უკრაინელი და ქართველი ერები. ეს მათ არ გამოუვათ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

რუსული სააგენტოები შენიშნავენ, რომ 20 ნოემბერს იალტაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ურჩია, საქართველოს პრეზიდენტთან ვახშამზე ჰალსტუხის გარეშე მისულიყო. პუტინმა თავისი “ხუმრობით” 2008 წლის აგვისტოში “ბი-ბი-სი”-ს ეთერში გასულ კადრებზე მიანიშნა.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s