პოლიტიკა

სოსო ცინცაძე – “არავითარი პრაიმერი… დღეს ოპოზიცია ოქროს წუთებს კარგავს”


“მსოფლიოში ბარიერის ერთი სტანდარტი არ არსებობს. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ბარიერია. არსებობს იდეალური, პრაგმატული და ამა თუ იმ ქვეყნისთვის შესაფერისი საარჩევნო ბარიერი. ცოტა უცნაურად მეჩვენება დავა, 30% უნდა იყოს თუ 50%. არ მგონია, რომ პროცენტების გამო უნდა ჩაიშალოს მნიშვნელოვანი დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალ საარჩევნო კოდექსზე, ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე შეთანხმება”, – აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უგულავამ თუ მერის არჩევნები მოიგო, პრეზიდენტიც გახდება / დროა ოპოზიციამ არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს.
“უნდა ვთქვა, ისეთი შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ეს არჩევნები, წინა არჩევნებთან შედარებით, გაცილებით პატიოსნად ჩატარდება. არ ვამბობ, რომ ეს იქნება იდეალური არჩევნები. ასეთი არჩევნების მოწყობა ძალიან რთულია თვით ევროპულ ქვეყნებშიც კი, სადაც 300-წლიანი ისტორია აქვს დემოკრატიას, არჩევნებს. რასაკვირველია, არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც იმის გარანტიას იძლევა, რომ ეს არჩევნები წინა არჩევნებისგან მკვეთრად განსხვავებული იქნება. რასაკვირველია, იქნებიან უკმაყოფილოები, იქნებიან ისეთები, რომლებიც იტყვიან, რომ ჩვენ გაგვიყალბეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს ოპოზიცია ოქროს წუთებს კარგავს – არჩევნებისთვის არ ემზადებიან”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.
“ოპოზიცია კი ერთ თვეზე მეტია კამათობს ისეთ პრაქტიკულად განუხორციელებელ იდეაზე, როგორიც პრაიმერით ერთი კანდიდატის შერჩევაა. არავითარი პრაიმერი – ერთი კანდიდატის შერჩევას ოპოზიციაში ლიდერთა სერიოზული მოლაპარაკებები უნდა უძღოდეს. მოლაპარაკებები დახურული უნდა იყოს და არა ტოკშოუში განხილული. ერთი კანდიდატის შემთხვევაში ოპოზიციას შანსი აქვს, გარანტია – არა… ჩემი აზრით, ისე მიდის ყველაფერი და იმდენად ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე, რომ არ მინდა ნოსტრადამუსობა დავიბრალო, მაგრამ სახელისუფლებო კანდიდატს გაცილებით უკეთესი სასტარტო პოზიცია აქვს. ხელისუფლების კანდიდატის წინ იშლება დიდი ჰორიზონტი, რომელიც პრეზიდენტობისკენ მიდის. როდესაც ქალაქის მერი უგულავა გახდა, მაშინ მე პირველმა ვთქვი, რომ ეს მომავალ პრეზიდენტს ჰგავს-მეთქი”, – აცხადებს სოსო ცინცაძე და შეკითხვას – “უგულავას პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებთ”? – პასუხობს:
“თუ ისევ მერი გახდა – კი. მაგრამ მანამდე ბევრი რამე არის გასაკეთებელი, რაც სულაც არ არის თანხებსა და პოლიტიკურ ნებასთან დაკავშირებული. რა პოლიტიკური ნება სჭირდება იმას, რომ როგორც მთელ ცივილიზებულ ქალაქებში, ნაგავი დილისა და ღამის საათებში გაიტანონ – ნაგვის მანქანები ღამე დადის ყველგან, ჩვენთან კი პიკის საათებში… მერი, როგორც წესი, პოლიტიკური ფიგურაა. არაერთი შემთხვევაა, რომ მერი პრეზიდენტი გამხდარა, ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, ჟაკ შირაკის მაგალითია. ავტორიტარულ შემთხვევაში – ირანში კი აჰმადინეჯადი გახდა. დედაქალაქში, მით უმეტეს ისეთი ქვეყნის, როგორიც საქართველოა, მერი ნომერ პირველი ფიგურაა. აქ მერობა გაცილებით რთულია, ვიდრე სხვაგან. თბილისში ერთდროულად უნდა იყო პოლიტიკური მოღვაწე და მეურნე”, – დასძენს სოსო ცინცაძე.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s