პოლიტიკა

· საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება?! – რა მოხდა პარლამენტის წინ


“ახალგაზრდებმა გადარეკვ-გადმორეკვის შემდეგ გაარკვიეს, რომ მიშა “თბილისი-მერიოტში” კი არა, უკვებიბლიოთეკაში იყო მისული. იქ წასვლა მხოლოდ სამმა ადამიანმა – ჯაბამ, ირაკლიმ და დაჩიმ ექსპრომტად გადაწყვიტეს. წასვლის წინ დაჩი ცაგურიამ სახელდახელო განცხადება გააკეთა: “რამდენიმე წუთის წინ მიშა სააკაშვილი მოიპარა საჯარო ბიბლიოთეკაში. ჩვენ გვქონდა ნათქვამი, რომ დღეს სადაც მივიდოდა, ჩვენც მივიდოდით და გამოვხატავდით კანონის ფარგლებში ჩვენს პროტესს. აი, ახლა, მერე ვინმემ რომ არ თქვას, თითქოს იქ რაღაცას ვაშავებდით და ხულიგნობას ჩავდიოდით, ყველას ვთხოვთ დააფიქსიროს, მხოლოდ მე, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია წავალთ ბიბლიოთეკასთან – ჩვენ არაფერი გვაქვს, შეიარაღებული მხოლოდ რუპორით ვართ, რომლითაც ჩვენს ხმას გავაგონებთ მიშა სააკაშვილს, სადაც ის არის”, – წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით “ალიას” ჟურნალისტი ახალგაზრდა ოპოზიციონერებთან ერთად დაჭერას გადაურჩა / რა მოხდა პარლამენტის წინ და რეალურად რატომ დააკავეს ჯაბა ჯიშკარიანი, დაჩი ცაგურია და ირაკლი კორძაია.
“ბიჭები იქამდე მივიდოდნენ, სადამდეც შესაძლებელი იქნებოდა და მოითხოვდნენ კიდევაც მიშასთან შეხვედრას, მასთან ძალიან ბევრი სალაპარაკო გვაქვსო. წასვლამდე უკანასკნელი კომენტარი ჯაბა ჯიშკარიანმა გააკეთა: შეიძლება ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან ცუდი შედეგით დასრულდეს, მაგრამ ჩვენ მაინც მივდივართ, რადგან ეს დღეს არის გასაკეთებელიო. სწორედ ამ დროს, იქვე, საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან, თბილისის საპატრულო პოლიციის შეფი, გიორგი გეგეჭკორი შევნიშნეთ, რომელიც რამდენიმე პოლიციელთან ერთად ახალგაზრდების მიმართულებით საეჭვოდ იყურებოდა. ამ დროს წამსვლელები წავიდნენ და დამრჩენები დარჩნენ. დაჩიმ, ჯაბამ და ირაკლიმ ამ ხელისუფლების მიერ მოკლული ბიჭების ფოტოები დაიკავეს და ისე აიღეს გეზი პარლამენტის მხარეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“სამმა მეგობარმა იქვე, პარლამენტის წინ დაჯდომა გადაწყვიტა, რადგან ტელეკომპანია “კავკასიიდან” დაურეკიათ – სანამ ბიბლიოთეკამდე მიხვალთ, თქვენი ჩაწერა გვინდაო. ერთ-ერთი საპატრულოს ავტომანქანა ბიჭებს გზის მხრიდან მოაცილებდა, მაგრამ ამჯერად იქ კიდევ რამდენიმე მოვარდა, გეგეჭკორიც საიდანღაც ამოისვეტა, რომლის ერთ შეძახილზეც მანქანებიდან მოულოდნელად ათამდე პოლიციელი გადმოხტა. “აბა, ბიჭებოო!” დაიძახეს და ტროტუარზე ჩამომჯდარ სამ ახალგაზრდას ეცნენ. დაკავების ღონისძიებას თავად გეგეჭკორი ხელმძღანელობდა და მითითებებსაც ის აძლევდა პოლიციელებს. “ალია” მაშინვე გეგეჭკორთან მიიჭრა – რატომ აკავებთ ბიჭებს, მათ ნამდვილად არაფერი დაუშავებიათ… მან პოლიციურად შემომიბღვირა და ორი სიტყვა გადმოგვიგდო – კანონი დაარღვიეს და იმიტომო. დიდი შანსია, ამ კითხვის გამო ჩვენც იგივე ბედი გაგვეზიარებინა. ამიტომ მთავარ პატრულს სასწრაფოდ გავშორდი. რამდენიმე საათში გავარკვიეთ, რომ დაკავებულების სასამართლო უკვე გაიმართა და ისინი 500-500 ლარიანი ჯარიმის შემდეგ გაანთავისუფლეს”, – წერს სტატიის ავტორი.
“ჩემი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი იყო. ეს არის ყრუ, ბრმა, უგონო ადამიანი, რომელიც მოსამართლეობას მხოლოდ იბრალებს. ეს არის მიშას მონა და სხვა არაფერი. ბრალი პოლიციელების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წაგვიყენეს. პოლიციელი, რომელიც ჩემს სასამართლოზე დაიკითხა, ვინმე იმედა მაჩიტაძე, ამბობდა, რომ 30-კაციან მანიფესტაციას ვატარებდით. როცა ვკითხეთ, იცოდა თუ არა, რა იყო მანიფესტაცია, ასე განგვიმარტა, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილიო. ასეთი გაუნათლებელი პოლიციელები ჰყავთ მიშასა და ვანოს. ამ კაცმა განაცხადა, რომ თურმე მოქალაქეებს არ ვაძლევდით გზაზე გავლის საშუალებას, ამიტომ ისინი მისულან პოლიციელებთან და უთხოვიათ, გვიშველეთ რამეო. მოსამართლეს ვთხოვეთ დაეკითხა ის ჟურნალისტები, რომლებიც იქ იყავით და ყოველივეს თავად შეესწარით. მაგრამ უარი გვითხრა, პროცესი გაიწელებაო. ჩვენს ადვოკატს “ფლეშკით” ვიდეომასალა ჰქონდა და ის მაინც ნახეთ-თქო, ვურჩიეთ, მაგრამ არც მისი ნახვა ისურვა. სასამართლომდე იცოდნენ ამათ, რომ ამ თანხით უნდა დავეჯარიმებინეთ და გამოვეშვით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დაჩი ცაგურია.
“სხვას ვერაფერს უწოდებ გუშინ პარლამენტის წინ სამი აქტიური ადამიანის – ჯაბა ჯიშკარიანის, დაჩი ცაგურიასა და ირაკლი კორძაიას დაკავების ფაქტს, თუ არა გამოხატვის თავისუფლების მორიგ შეზღუდვას. საქმე ის გახლავთ, რომ მათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არც საზოგადოებრივი წესრიგი დაურღვევიათ და არც ისეთი მასობრივი აქცია გაუმართავთ, რომ პარლამენტარებისთვის მყუდროება დაერღვიათ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოში გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.
“სხვათა შორის, ამასობაში აღმოჩნდა, რომ მოძრაობა “7 ნოემბრისთვის” აქციის გამართვის აკრძალვის მიზეზი ყურით მოთრეული იყო, რადგან არავითარი ალტერნატიული ღონისძიება, რომელსაც “7 ნოემბერი” ხელს შეუშლიდა, გუშინ პარლამენტის წინ არ გამართულა. რატომ იყო სამი ახალგაზრდა ბიჭი მათ ხელში დაკავებული პლაკატებით ასეთი საშიში საზოგადოებისთვის, გაურკვეველია. საბედნიეროდ, მათთვის სამთვიანი პატიმრობა არ მიუსჯიათ და 500-ლარიანი ჯარიმების გადახდის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მაინტერესებს, რატომ უნდა დამაჯარიმონ იმის გამო, რომ სავსებით მშვიდობიანი ფორმით პარლამენტის წინ პროტესტს გამოვხატავ? მაინტერესებს, არის თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და რას იტყოდა ამაზე მიხეილ სააკაშვილი ექვსი წლის წინ?” – წერს სტატიის ავტორი.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s