პოლიტიკა

გავუსწოროთ თვალი სიმართლეს: რუსეთი კვდება



“ბი-ბი-სი” იუწყება, რომ ბილ ბრაუდერი, კომპანია Hermitage Capital-ის ხელმძღვანელი და ოდესღაც რუსეთის უმსხვილესი ინვესტორი დღეს ამ ქვეყანაზე, რომელიც უზარმაზარ ტერიტორიას ფლობს, როგორც ”ფაქტობრივად კრიმინალურ სახელმწიფოზე” ისე საუბრობს. პირველი, რაც ამ დროს აზრად მოგდის არის ის, რომ ბატონ ბრაუდერს, რომელსაც ყველა ჩვენგანზე გაცილებით მეტი შესაძლებლობა გააჩნდა პირადად ედევნებინა თვალი სიტუაციისთვის, საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ მსგავს დასკვნამდე მისულიყო. მაგრამ მეორე მხრივ, არცერთ ჩვენგანს არ უცდია იმის გაცნობიერება, რომ ამ წლებმა ჩვენს თვალწინ ჩაიარა. რუსული მხარის წარმომადგენლები ჯერ კიდევ აბინძურებენ თავიანთი ყოფნით ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა ”დიდი რვიანი”, ევროპის საბჭო და სხვა ცივილიზებული ინსტიტუტები. ჩვენ ჯერ კიდევ მოკრძალებულად ვიქცევით და თავს ვიკატუნებთ, რომ ვლადიმერ პუტინს სერიოზულად აღვიქვამთ.

მაგრამ ვფიქრობ, რომ ბატონი ბრაუდერის შეფასება, რომელსაც სერიოზული საფუძველი გააჩნია, შეგვიძლია რუსეთის საბოლოო დახასიათებად მივიჩნიოთ. მსოფლიო არენაზე ის თავგადაპარსული, ტატუირებული ლოთის ანალოგია, რომელიც ჩასაფრებული გველოდება აღუწერლად შემაშინებელ გარემოში ღამის ორ საათზე შაბათს ქალაქ უიგანის [1] ცენტრში. ის მუდმივი საფრთხეა მისი მეზობლებისთვის. მისი ორგანიზებული დანაშაულის სისტემა რეალურად გაცილებით უარესია, ვიდრე ტოტალიტარული სისტემა: იმ დროს, როდესაც ჩინეთში უმცირესობების ჩაგვრას სასაზღვრო ტერიტორიებზე წესრიგის შენარჩუნების მცდელობებით ამართლებენ, რუსეთი დანაშაულებრივ ანკლავებს მის საზღვრებთან გაფართოების უფლებას სიამოვნებით აძლევს (უზბეკეთში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, დნესტრისპირეთში, შესაძლოა კალინინგრადში). საბჭოთა კავშირს საუკეთესოდ ახასიათებდა შემდეგი გამონათქვამი: ”ზემო ვოლტა რაკეტებით”. თუმცა, მას შემდეგ გარკვეული პროგრესი სახეზეა, ამიტომ თანამედროვე რუსეთს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მოსს-საიდი [2] რაკეტებით.

და ამ ყველაფრის შემდეგ ისინი მოდიან აქ და ყიდულობენ ლონდონის საუკეთესო ნაწილებს და საფეხბურთო კლუბებს. დიახ, მათ ძალიან ბევრი ფული მოაქვთ, ჩვენ კი ვცდილობთ არც კი დავფიქრდეთ იმის თაობაზე, თუ რა წარმომავლობა აქვს ამ ფულს. (სამართლიანად რომ ვთქვათ, როგორც ბატონი ბრაუდერი ახლახანს დარწმუნდა რუსეთში კეთილსინდიდიერად ფულის შოვნა საკმაოდ რთულია, ყველაზე საუკეთესო განზრახვებიც რომ გქონდეს).

მაგრამ უნდა ჩავიქნიოთ კი ხელი ასე მარტივად ასეთ დიდ და გავლენიან ქვეყანაზე? პასუხი ასეთია: შესაძლოა, ჩვენ ამის გაკეთება მოგვიხდეს. ის კვდება. მისი მოსახლეობა განუხრელად მცირდება, რუსი მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 60 წელზე მნიშვნელოვნად დაბალია (და ბევრად დაბალია ყველასთვის, ვინც დღევანელი რეჟიმისთვის მისაღები არ არის). ამ ქვეყანაში იმაზე მეტ არაყს სვამენ, ვიდრე დიდ ბრიტანეთში ქალაქის ცენტრში პარასკევს საღამოს. სტრატეგიული ბალანსი, რომელიც ”ცივი ომის” დროს არსებობდა, მალე აღდგება ჩინეთის აღმავლობის წყალობით (რომელიც 2050 წლისთვის ციმბირის ანექსიას მოახდენს). მე ერთხელ ვთქვი, რომ ჩემმა შვილებმა გაოცებულებმა შემომხედეს, როდესაც ვახსენე სახელმწიფო ”აღმოსავლეთ გერმანია”, მათი შვილიშვილები შეიძლება ზუსტად ასევე გაოცდნენ, როდესაც მათთან რუსეთს ახსენებენ.

დაე, ზოგიერთებმა ეს ”შეურაცხყოფად” მიიღონ, მაგრამ ნუ იჩქარებთ გამოიყენოთ სიტყვა ”რასისტი”. რასობრივ კუთვნილებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ იმან, რაც მოხდა 1917 და 1991 წლებს შორის, მომაკვდინებლად მოწამლა მთელი ერი, თითქოს პოლონიუმი-210 გამოეყენებინათ. პატივისცემა ადამიანის სისოცხლისა და ადამიანის ღირსებისადმი სტალინმა და კომპანიამ საბოლოოდ მოსპო. გარკვეული დროის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რუსეთის ძველი ტრადიციები, კერძოდ კი – მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციები, შეიძლება ჭეშმარიტი აღორძინების საფუძვლად ქცეულიყო. მაგრამ ცხადია, რომ ჭრილობა ძალიან ღრმა აღმოჩნდა. რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი საკუთარი ბედი ამ კრიმინალური ტიპის რუსულ ნაციონალიზმს დაუკავშირა, რომლისკენ მიდრეკილიც ის ყოველთვის იყო.

ეს ძალიან საწყენია. დოსტოევსკი ყოველთვის იქნება ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი. სოლჟენიცინის და შოსტაკოვიჩის ძალისხმევა, რომლებიც მეოცე საუკუნის მედროშები იყვნენ, აღფრთოვანების ღირსია. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში იყო. აზრი არ აქვს იმის უარყოფას რაც თვალსაჩინოა. გამოუსწორებელი შემთხვევაა. მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ სხვებისთვის მაინც რუსეთის გარდაცვალება ზედმეტად მტკივნეული არ აღმოჩნდება.

ტიმ კოლარდი – გადამდგარი ბრიტანელი დიპლომატი, რომელმაც მისი კარიერის დიდი ნაწილი ჩინეთსა და გერმანიაში გაატარა. ის დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის აქტიური წევრია.

[1] იუგანი – ქალაქი დიდ ბრიტანეთში, დიდი მანჩესტერის საგრაფოში. ქალაქის ცენტრი, სადაც სავაჭრო ცენტრები, კლუბები, ბარები და სასტუმროები მდებარეობს, ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება, რისთვისაც მას შესაბამისი პრიზიც მიენიჭა.

[2] მოსს-საიდი – ინდუსტრიული ქალაქი ლანკანშირში, რომელიც მანჩესტერიდან სამხრეთით მდებარეობს. ცუდი რეპუტაცია აქვს იქ არსებული მძიმე კრიმინალური ვითარების გამო.

ტიმ კოლარდი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s