ჩემი სტატიები

კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი


პატრიოტიზმი-საკუთარი სამშობლოს, მამულის სიყვარული, მზადყოფნა მისი ერთგული სამსახურისა და დაცვისათვის, ზოგჯერ – პირადი და ჯგუფური ინტერესების საერთო, საქვეყნო ინტერესებისათვის სრულად დაქვემდებარების ხარჯზე.

ჩემი აზრით პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ორი რადიკალურად განსხვავებული ცნებაა და დაუშვებელია მათი რაიმე ნიშნით ერთმანეთთან ასოცირება. ისევე როგორც თეთრი განსხვავდება შავისგან, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ამ გრძობათა შორის სხვაობა.

პატრიოტიზმი ადამიანს დაბადებისთანავე თითქოს ღვთისგან დაყვება, ალბათ ერთეულია იმ ადამიანთა რაოდენობა რომელთაც ეს გრძნობა არ გამოუცდიათ, თუმცა ესეთები ალბათ ცოდონიც კი არიან. მეცნიერები ამბობენ რომ, ომები საჭიროა ხშირად,  ბევრი ამ მოსაზრებას არასერიოზულად უყურებს, მეტიც ამ აზრის ადამიანებს აკრიტიკებენ და დევნიან. მაგრამ თუ ამ საკითხს პატრიოტიზმის ზოგადი დონის განსასაზღვრად საზოგადოებაში გამოვიყენებთ საინტერესო დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ; თუ მსოფლიო სოციოლოგიორ კვლევებს დავუჯერებთ პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის დონე ერში ყველაზე მეტად ომის დროს არის, მაშინ როცა ქვეყანა, სახელმწიფო საფრთხის წინაშე არის. ამ დროს ადამიანი ფიქრობს და მის ცნობიერებაში ღვივდება საკითხი იმისა რომ შესაძლებელია მან თავი გაწიროს საკუთარი სამშობლოსთვის, ის მზად არის ამისთვის და არამარტო ფსიქოლოგიურად და ემოციურად არამედ ყველაფერს საღი გონებით იაზრებს ამ ყველაფერს. აი, ეს არის ნამდვილი პატრიოტიზმი, ამ დროს იჟღენთება ყველა ამ დიდი გრძნობით, “ბედნიერი წუთებია” (თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ). თუმცა ამბობენ ადამიანები რომლებსაც ომი, გასაჭირო და ქარტეხილი არ სჭირდებათ, ისინი დღე და ღამ სამშობლოსთვის ცხოვრობენ და მათი მთავარი იდეა სწორედ პატრიოტიზმი არის.

 

კოსმოპოლიტიზმი – რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობას და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის, „მსოფლიო მოქალაქეობის“ დაწესების იდეას.

მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია. კ. სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კ–ს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კ–ის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. კ–ს ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კ. უარყოფს ნაციონალურ ტრადიციებსა და კულტურას, პატრიოტიზმსა და ნაციონალური სახელმწიფოს იდეას.

კოსმოპოლიტიზმი უბრალო პატრიოტი, ღვთისმოსავი ადამიანისთვის არის ხის ტოტი, რომელზე მოხვედრის შემთხვევაში, შესაძლებელია ეს ტოტი მოტყდეს და უფსკრულში გადაეშვა, ამიტომ ასეთი ადამიანები ემიჯნებიან კოსმოპოლიტიზმის მცნებას, მეტიც სძულთ ის. მე აბსოლიტურად ვიზიარებ ასეთი ადამიანების აზრს, მეტიც ვატარებ ამ აზრს. რატომ?! იმიტომ რომ კოსმოპოლიტიზმი ჩუმად, მალულად მაგრამ მაინც ძირს უთხრის ერების თვითმყოფადობას, ყველაფერ ეროვნულს. მას და მის მიმდევრებს, ვითომ კოსმოპოლიტებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს სურთ შექმნან პლანეტაზე ერთი სახელმწიფო, ერთი კულტურა, ენა, ფასეულობები და კიდევ რაღაც ისეთი რაც სხვა ერებს მარტო ცხოვრების საშუალებას უბრალოდ არ მისცემს. ბიბლიის მიხედვით სწორედ ეს იქნება ანტიქრისტეს მიერ შექმნილი სამეფო, რომელიც მოიცავს მთელს პლანეტას და ის გაანადგურებს ყველას და ყველაფერს რაც მას და მის იდეებს  წინ აღუდგება. ყველაფერი აღნიშნული ძირს უთხრის პატარა ერებს რომელთაც სურთ შეინარჩუნონ თვითმყოფადობა და თავისუფლება.

ამიტომ ვფიქრობ ეხლა ნათელია რა არის კოსმოპოლიტიზმი და როგორ უნდა გავმიჯნოთ ის პატრიოტიზმისაგან, ჩვენ უნდა მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ ის ფუნდამენტალური განსხვავებები რაც ამ ორ ცნებას შორის არის და უნდა გავმიჯნოთ ისინი.

გიორგი ბენაშვილი

1/12/2009

Advertisements

34 thoughts on “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

  1. gio, didi yuradghebit wavikitxe sheni statia; gamogitydebi da pirdapir, dauparavad getyvi, rom masshi gamotqmul dzalian bevr mosadzrebas ar vetanxmebi; saerto azrit ki, ra tqma unda, misaghebia chemtvis… minda gagaxseno vaja_pshavelas publicisturi werili ”kosmopolitizmi da patriotizmi”, romelsac shen, rasakvirvelia, icnob; sxva saqmea, tu masshi gamotqmul azrs ar etanxmebi; minda yvela drois udidesi qartveli humanistis sityvebit gipasuxo; ai, rogor iwyebs igi werils: ”zogs hgonia, rom namdvili patriotizmi ewinaaghmdegeba kosmopolitizms, magram es shecdomaa; yoveli gonieri patrioti kosmopolitia ise, rogorc yoveli namdvili kosmopoliti(da ara chveneburi) patriotia…” ai, sadaa zghvari! samwuxarod, chvenebi yvelapers ukughmartad targmnian: demokratiasac, ”sityvis tavisuplebasac”, sxva traqtatebsa da ghirebulebebsac da, ra gasakviria, rom amgvari nihilizmis pirobebshi, xalxs yalbi da agresiuli damokidebuleba hqondes mattan?! kosmpolitizmi, sulac araa sakutar kulturasa da tvitmyopadobaze uaris tqma… amas gvidasturebs kaci, romelic chvenze asjer didi patrioti iyo da romelic ambobs: ”patriotizmi upro gulis saqmea, kosmopolitizmi ki chkua_gonebisa” da rom es ukanaskneli ”saghsaria im ubedurebis aghmosapxvrelad, romelic kacobriobas gachenis dghidan tavs dastrialebs”; misi ganmartebit, kosmopolitizmi ase unda gvesmodes: ” gfiyvardes sheni eri, ighvawe mis saketildgheod, magram nu gdzuls sxva erebi da xels nu sheushli mat, miznebis ganxorcielebashi” shen axsene omis roli ”erovnulobis shenarchunebis saqmeshi; dzalian rom ar gamigrdzeldes, mokled gadmogcem: omi verasdros sheayvarebs kacs samshoblos; mas aranairiu dadebiti mxare ara aqvs! mas mxolod glova, aradamianuri sinanuli da gaucxoeba moyveba… ar vici, shen ras piqrob, magram shens argumentebs didi siamovnebit movismen.

    Like

  2. ვანო ვიცი ვაჟას ეს წერილი. სულ ზეპირად თან, სიტყვასიტყვით. ეს ძალიან პრობლემატური და საკამათო საკითხია, ყველას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. მეც მისი ამ წერილის დაწვრილებით განხილვის შემდეგ გამიჩნდა განსხვავებული აზრი.
    ზუსტად გავარკვიე “კოსმოპოლიტიზმის” მნიშვნელობა და შევძრწუნდი, როცა ეს სიტყვები წავიკითხე-“კოსმოპოლიტიზმი – რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც უარყოფს ეროვნულ თვითმყოფობას და ეროვნულ სუვერენიტეტს, ქადაგებს სამშობლოსადმი, ეროვნული კულტურისადმი გულგრილობას და აყენებს „მსოფლიო სახელმწიფოს“ შექმნის, „მსოფლიო მოქალაქეობის“ დაწესების იდეას”, ან ეს “უარყოფს ნაციონალურ ტრადიციებსა და კულტურას, პატრიოტიზმსა და ნაციონალური სახელმწიფოს იდეას”. კოსმოპოლიტიზმი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას და ზოგადად პატრიოტიზმს.

    Like

  3. gio, es komunistebisa da psevdo_martlmadideblebis interpretaciaa…. ”qartuli sabchota enciklopediis” stilis klasikuri nimushi_daikvirdi: ”reaqciuli burjuaziuli ideologia….” samshoblos siyvaruls ki, tu vivargebT(!) verc dzalad kosmopolitebi da verc dzalad qristianebi ver dagvishlian….

    Like

  4. ვანო ეს სიტყვები საქართველოს პარლამეტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ამოვწერე.
    ალბათ წაგიკითხავს წიგნები აპოკალიფისისა და მეორე მოსვლის შესახებ, იქ ხომ მკაფიოდ, პირდაპირ წერია რომ ბოლო ჟამს იქნება მცდელობები, საერთო სახელმწიფოს შექმნის შესახებ, ეს კი იქნება მცდელობა დედამიწაზე ანტიქრისტეს გამეფებისა.

    Like

  5. ვერ ვიტყვი რომ კოსმოპოლიტიზმი სამშობლოს სიყვარულსა და პატრიოტიზმს უარყოფს, უბრალოდ რას დარქმევ სჰენს სამსჰობლოს მაგასჰია საქმე, ჩემთვის დედამიწა ჩემი სამშობლია და თავსაც ვთვლი დედამიწის მოქალაქედ,

    Like

    1. საქართველო თუ ერთი დამინისტრაციული ორგანოა , კულტურა და ტრადიცია წაიშალა საქართვეოს კუთხეებში? გარკვეულ წილად რაგაც რაგაც ტრადიციები მთელს სამყაროში იკარგება , ეს ჩვეულებრივი კანონზომიერებაა

      Like

  6. aq warmodgenil yvelanair mosazrebas vetanxmebi magram yvela adamiani individualuria da sxvadasxvanairad piqrobs… chemi txovna iqneba daweret yvelanairi temebi da dadet am saitze… me piradad dzalian kmayopili var gmadlobttt :)))

    Like

    1. mariam :)) zalian mixaria sheni azris gageba, da upro mixaria rom mogcons am saitis shinaarsi da aq gamoqveynebuli informaciebi.. :)) aucileblad davdeb xolme kidev bevr saintereso rames.. :))
      madloba rom xar chemi mkitxveli :))

      Like

  7. ძალიან მომეწონა ! ეს მართლაც რომ საკამათო საკითხია… სწორი და ჯანსაღი კამათი მიყვარს… მე პირადად ვაჟას პუბლიცისტური წერილის წაკითხვის შემდეგ მას დავეთანხმე თუმცა ძნელია შედეგზე გასვლა … ყველა ადამიანს თაავისი აზრი აქვს და ვფიქრობ აქ წარმოდგენილი არგუმენტები მყარია.

    Like

      1. ქართულ რომანტიზმეც შეიგიძლია დაწერო 🙂 საინტერესი იქნება 🙂 აგრეთვე ი.ჭავჭავაძის წერილებზე და გროტესკულ ნაწარმოებეზე 🙂 სიამოვნებით დავათვალიერებდი ბლოგს კიდევ ! )

        Like

    1. ki maxsovs rasac gapirdi magram imis mere imdeni rame davcere 😀

      romantizmze ver mecereba ragac 😀 etyoba garemo ar aris chems irgvliv imdenad romantizebuli da gaidialebuli rom 😀 😀 saqartveloa

      Like

    1. მადლობა, შეგიძლია გამოიყენო თუ რამეში დაგეხმარება :))

      Like

  8. გიორგი მე გავეცანი შენს სტატიას და ვფიქრობ რომ შენი აზრი კოსმოპოლიტიზმთან და პატრიოტიზმთან დაკავშირებით მთლიანად აგებულია კოსმოპოლიტიზმის რაგაც ძველი კომუნისტური განმარტებიდან გამომდინარე. გთხოვ კარგად გაეცნო მის ნამდვილ განმარტებას და აკაკისგან ასეტი დამოუკიდებელი პოზიცია ნამდვილად აგარ გექნება…

    Like

  9. გმადლობ კომენტარისთვის. მაგრამ აკაკისგან თუ ვაჟასგან? :))
    მე ამ პოსტით მინდოდა გამემიჯნა უბრალოდ ეს 2 ცნება ერთმანეთისგან, დამეყო მათ შორის რაიმე კავშირი და გამომეტანა აქედან დასკვნები.
    შეიძლება იგრძობა ცოტა ფუნდამენტალიზმიც აქ მაგრამ გარწმუნებ, ამ პოსტის დაწერის მთავარი აზრი, არა იმდენად საკუთარ პოზიციებზე საუბარია(ანუ მე არ ვიტყვი რომ მე ვარ პატრიოტი, :ეროვნული” კაცი და ა..შ არც არასოდეს მითქვამს მსგავსი სიტყვები) არამედ ზოგად ცნებებზე საუბარი უფროა :))

    Like

  10. საინტერესო თემაა, ბევრ რაღაცაში გეთანხმები, ბევრიც საკამათო მგონია (მაგალითად, ომი და პატრიოტიზმის თემა). პარალელს გავავლებდი კოსმოპოლიტიზმსა და გლობალიზაციას შორის, ისინი თითქმის სინონიმები არიან, ორივე მათგანზე არის ისეთი მოსაზრებები როგორიც შენ მოიყვანე ამ პოსტში. საერთო ჯამში, რომ კოსმოპოლიტიზმი “ცუდია” არ გეთანხმები, იმიტომ, რომ არ გაქვს არგუმენტები და უფრო მეტად რელიგიური შეხედულებები გაქვს აქსიომების სახით. მე ვერ ვხედავ ვერავითარ საფრთხეს ჩემი ენის დაკარგვისა, ვერც კულტურის და ვერც ტრადიციებისა.
    საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ მთელი ეს დაპირისპირება კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტობას შორის წამოსულია ამ ტერმინის არასწორი გაგებით.
    დიდი მადლობა საინტერესო პოსტისთვის!!!

    Like

    1. გეთანხმები რომ ტერმინის გამოა ამ სიტყვების დაპირისპირება :))

      შენც მადლობა რომ ჩემი ბლოგის სტუმარი ხარ

      Like

  11. ძალიან კარგია, რომ მსგავსი საკითხებით ინტერესდები და წერ,გვაძლევ საშუალებას ვიმსჯელოთ და აზრები გავცვალოთ…რაც შეეხება თვითონ თემაზე ჩემს აზრს,წაკითხვის შემდეგ ისეთი გრძნობა გამიჩნდა,თითქოს ვინც მართლმადიდებელი არაა ვერ იქნება პატრიოტი,ეს მიდგომა კი საშინლად “მემცდარება”,პრობლემა ამ ორი ტერმინის ასე გაგებაში ის არის, რომ ჩვენ ქართველები ვართ,ჩვენი ერი კი როგორც მოგეხსენებათ,მითუმეტეს ამ ბოლო წლებიდან გამომდინარე,უკიდურესობების ერად იქცა,აიტომაა რომ ასე შიშის ზარს გვცემს სიტყვა”კოსმოპოლიტი”.მე მაინც ვფიქრობ, რომ თუ პატრიოტი არ ხარ,ვერ იქნები კოსმოპოლიტიც. საერთოდ ამ საკითხზე ვაჟას წერილზე უკეთესი ჯერ არაფერი წამიკითხავს…

    Like

  12. ძალაინ მომცონს აქ გამოთქული მოსაზრებები)და რათქმაუნდა აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება, მითუმეტეს როდესაც თემაა “კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი” ამ თემის შესახებ მაქვს ანოტაცია დასაცერი და გარკვეულცილად თქვენი მოსაზრებები იმედია დამეხმარებაა))))

    Like

  13. pirvelrigshi kargi tema gamovida magram unda itqvas rom vajam es sauketesod sheasrula da mas vegaravin gaaumjobosebs ra tqma unda getanxmebi ragacebshi… magram amis swori ganmarteba samwuxarod ar aris cnobili xalxshi vajam 1 saukunis win tu sworad maxsovs 1905 wels gaanaliza agnishnuli sityvebis mnishvneloba da dagvitova tavisi nashromi rogorc gakafuli balaxi shua mindorshi chven kide mainc da mainc rtuli da mcdari gzit gvinda wavidet … modit kidev ertxel waikitxet vajas es publicistikuri werili da mixvdebit rom amashi sakamato naklebia…ogond dakvirvebit waikitxet

    http://lib.ge/book.php?author=1436&book=6319

    Like

  14. dzalian momweona tqveni statia,miuxedevad imisa rom me radikalurad gansxvavebuli azri maqvs.kosmopoliotizmis ganmarteba ratomgac alogikurad mechvena.mit umetes tu tanamedrove garemoebas gavitvaliswinebt,kosmopolitzmi sulac ar gulsixmobs sxva qveynebis erovnuli tvitmyopadobis rgvevas,amas globalizaciis procesic gvimtkicebs.albat unda gvixarodes rom rac dges iqmneba,inqbea es tanamedrove teqnologia tu sxva ram girebuli,mxolod calkeul saaxelmwipoze araa gatvlili da mtel msoplios ekutvnis.cxadia,is gamomgoneblebi egoisturi patriotizmit ar xasiatdebian da samyaros mosaxleobistvisac zrunaven.vajas magalitebis tiqtmis imave shinaarsisaa,roca sheqspirs,goetesa da servantess ixseniebs werilshi.mimachnia, rom kosmopolitizmi ,rasac me msoplios siyvarulad agviqvam, ubralod ver tanxvdeba patriotizms.am problemaze migvititebs vajac.

    Like

  15. ძალიან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვრბია. არ დაგიმალავ და არ ვეთანხმები შენს დამოკიდებულებას ამ საკითხთან დაკავშირებით. პატრიოტიზმი არ ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, პირიკით, პატრიოტი ადამიანი კოსმოპოლიტია და ,,ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s