პოლიტიკა

პუტინი და ტიმოშენკო გაზზე თანხმდებიან და იუშჩენკოს და სააკაშვილს დასცინიან


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი და მისი უკრაინელი კოლეგა იულია ტიმოშენკო ერთმანეთს იალტაში 19 ნოემბერს შეხვდნენ. მათ რამდენიმე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მიაღწიეს შეთანხმებას, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი ურთიერთობები განსაკუთრებულია პუტინმა გაიმეორა, რომ უკრაინის ”ნაფტოგაზი”, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლირებადი, ვალებით დამძიმებული ნავთობის და გაზის ბეჰემოტი, არ დაჯარიმდება თუკი იმდენ გაზს არ იყიდის, რამდენიც ”ნაფტოგაზ”-ს და ”გაზპრომ”-ს შორის გაფორმებული 2009 წლის იანვრის კონტრაქტითაა გათვალისწინებული. პუტინმა და ტიმოშენკომ უარყვეს პრეზიდენტ იუშჩენკოს მოწოდებები ამ კონტრაქტების სასწრაფო რევიზიაზე და დასცინეს იუშჩენკოს და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლებიც იმ დროს ერთმანეთს კიევში ხვდებოდნენ.

2009 წელს ”ნაფტოგაზი” 33 მილიარდის ნაცვლად 24-26 მილიარდი კუბური მეტრი აირის იმპორტს განახორციელებს, როგორც ეს კონტრაქტშია მითითებული, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც უკრაინას მრავალმილიარდიანი ჯარიმა ელოდა. ტიმოშენკოსთან შეხვედრის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ დააჯარიმებს ”ნაფტოგაზ”-ს ”რუსეთს და უკრაინას შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობების გათვალისწინებით” (”უკრაინსკაია პრავდა”, 19 ნოემბერი). პუტინს შესაძლოა არჩევანიც არ ჰქონდა, რადგან ჯარიმა ”ნაფტოგაზ”-ს გააკოტრებდა, რაც მომავალში მისი მხრიდან გაზის საფასურის გადახდის პროცესს კიდევ უფრო გაართულებდა. ტიმოშენკოს სჯერა, რომ პირობების დარღვევას არა მხოლოდ ”ნეფტოგაზ”-ს ”აპატიებენ”, არამედ სხვა ქვეყნებსაც. მოსკოვი არც ერთ სხვა ქვეყანას არ დააჯარიმებს, რომელიც 2009 წელს გლობალური კრიზისის გამო ნაკლებ გაზს შეისყიდის, ვიდრე ამას ”გაზპრომ”-თან გაფორმებული კონტრაქტები ითვალისწინებდა (ICTV, 22 ნოემბერი). რუსეთს შესაძლოა არც აქვს საკმარისი გაზი იმისთვის, რომ 2009 წლის ყველა საკონტრაქტო ვალდებულებას გამოეკიდოს, რადგან თურქმენეთიდან საკმარისი გაზი არ შეუძენია.

პუტინმა და ტიმოშენკომ დაადასტურეს მათი ადრინდელი შეთანხმება, რომ უკრაინა არ მიიღებს 2010 წელს გაზზე 20%-იან ფასდაკლებას, ვიდრე ის ევროპას რუსული გაზის მოცულობის 60%-ზე მეტს აწვდის. 2009 წლის განმავლობაში პუტინი მუდმივად აფრთხილებდა ევროკავშირს, როგორც მთავარ მომხმარებელს, რომ უკრაინა გაზის საფასურს ვერ გადაიხდიდა. თუმცა, ტიმოშენკოსთან შეხვედრის დროს მან შეაქო მისი კაბინეტი საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებისთვის. ”მრავალი წლის განმავლობაში პირველად, უკრაინამ სრულად შეასრულა მისი ვალდებულებები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ევროპაში ენერგეტიკული სტაბილურობის გაზრდისთვის” – განაცხადა მან (”უკრაინსკაია პრავდა”, 19 ნოემბერი).

პუტინმა და ტიმოშენკომ უარყვეს იუშჩენკოს წინადადება ”ნეფტოგაზ-გაზპრომი”-ს კონტრაქტების რევიზიაზე. ამ წინადადებით უკრაინის პრეზიდენტმა პუტინი-ტიმოშენკოს შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს წერილობით მიმართა. იუშჩენკო აცხადებდა, რომ კონტრაქტები უკრაინისთვის საზიანო გახლდათ, რადგან გაზის ფასი გაიზარდა, იმ დროს როდესაც 2009 წელს სატრანზიტო ტარიფები არ შეცვლილა, ხოლო ”ნეფტოგაზი” დაჯარიმების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა იმაზე ნაკლები გაზის შეძენისთვის, ვიდრე შეთანხმებული იყო, რადგან ”გაზპრომ”-ს სატრანზიტო მოცულობაზე არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია. იუშჩენკო წინადადებით გამოვიდა გაზის საბაზისო ფასის და გაზის მოცულობის შესყიდვასთან დაკავშირებით უკრაინის ვალდებულებებისთვის გადაეხედათ და პუნქტი ”ან ტრანზიტი ან გადახდა” 2010 წლის კონტრაქტში ”გაზპრომი”-ს ვალდებულებებს დამატებოდა, ისე რომ ისიც დაჯარიმებულიყო გათვალისწინებულზე ნაკლები გაზის გადაქაჩვისთვის ევროპაში უკრაინის გავლით (www.president.gov.ua, 19 ნოემბერი).

მედვედევის მრჩეველმა სერგეი პრიხოდკომ უარი სთქვა იუშჩენკოს წინადადებების განხილვაზე, რადგან ეს რუსეთის და ევროპის ”შანტაჟად” წარმოაჩინა (”ინტერფაქსი”, 19 ნოემბერი). ტიმოშენკო კონტრაქტებს იცავდა. ის ამბობს, რომ ეს ხელშეკრულებები საბაზრო პირობებს ეფუძნება და გამჭვირვალეა, მაშინ როდესაც 2009-წლამდე ”გაზპრომ”-თან ურთიერთობა, ტიმოშენკოს თქმით, ”მეგა-კორუფციულ მოდელს” ეფუძნებოდა (”ურკაინსკაია პრავდა”, 19 ნოემბერი).

პუტინმა დასცინა იუშჩენკოს და სააკაშვილს, რომლებიც იმ დროს ერთმანეთს კიევში ხვდებოდნენ და ვარაუდი გამოსთქვა რომ ისინი ალბათ ”ერთობლივ წარუმატებლობებს” განიხილავდნენ. უფრო ადრე, იუშჩენკომ თავისი გადაწყვეტილება, რომ იარაღს აწვდიდა საქართველოს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს, დაიცვა და სააკაშვილთან შეხვედრით ის გამოხატავდა საკუთარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (”ინტერფაქს-უკრაინა”, 17 ნოემბერი, მეხუთე არხი, 19 ნომბერი). ეს პუტინს გააბრაზებდა. მან თავისი დამცინავი სტილით იხუმრა, გააფრთხილა რა იუშჩენკო (”ბიბისი”-ს ცნობილ ვიდეოზე მინიშნებით, სადაც სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავდა), რომ სააკაშვილს შეიძლება მისთვის ჰალსტუხი შეეჭამა. ტიმოშენკო მას აჰყვა და ქირქილებდა (”მეხუთე არხი”, 19 ნოემბერი).

სააკაშვილი აღშფოთებული იყო, პუტინის საქციელზე კომენტირებისას (”უკრაინა ტვ”, 19 ნოემბერი), ხოლო იუშჩენკოს თანაშემწე ვირა ულიაჩენკომ ტიმოშენკოს რეაქციას მიუღებელი უწოდა (”უკრაინსკაია პრავდა”, 23 ნოემბერი). ტიმოშენკოს ანალოგიური რეაქცია ჰქონდა 2008 წლის შემოდგომაზე, როდესაც პუტინმა იუშჩენკოს მატყუარა უწოდა, რადგან იგი ცდილობდა მოსკოვში მისი ვიზიტისთვის ხელის შეშლას. ამ წლის დასაწყისში, ტიმოშენკომ დაიჩივლა პუტინთან სატელეფონო საუბარში, რომ იუშჩენკო გაზის საფასურის გადახდას ეწინააღმდეგებოდა. პუტინმა იალტაში მათი შეხვედრის შეფასებისას დაადასტურა, რომ ტიმოშენკოსთან მისი ურთიერთობა განსაკუთრებულია. ”ჩვენთვის კომფორტულია ტიმოშენკოს მთავრობასთან მუშაობა. მე მჯერა, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობები უფრო სტაბილური და მტკიცე გახდება” – სთქვა მან (”უკრაინსკაია პრავდა”, 19 ნოემბერი).

ტიმოშენკოს ტკბილი ურთიერთობები პუტინთან იმ დროს, როდესაც რუსეთს და უკრაინას შორის ურთიერთობები დაძაბულია და წინ 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებია, დანარჩენ უკრაინელ საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომლებიც ასევე ცდილობენ მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებას, ეჭვიანობის საბაბს უჩენს. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, არსენ იატსენიუკმა, გამოკითხვების მიხედვით პოპულარობით მესამე კანდიდატმა, განაცხადა რომ მოსკოვი ტიმოშენკოსთან ეკონომიკური დათმობების სანაცვლოდ კიევზე ზეწოლას გააძლიერებს (”უკრაინსკაია პრავდა”, 15 ნოემბერი). ტიმოშენკოს მთავარმა მეტოქემ ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელიც საპრეზიდენტო რბოლაში მთავარი ოპოზიციური კანდიდატის სახით ლიდერობს, ვარაუდი გამოსთქვა, რომ პუტინისთვის ტიმოშენკოსთან მუშაობა კომფორტულია, რადგან ეს უკანასკნელი ძვირადღირებულ გაზზე დასთანხმდა, რაც უკრაინულ წარმოებას, რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით კონკურენტუუნაროს ხდის.

პაველ კორდუბანი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s