პოლიტიკა

ობამამ ბუშის დოქტრინა გადმოიღო


ამ კვირაში, ავღანეთის ომზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი რომელიც ადრე ”ცვლილებებს” ქადაგებდა, მთლიანად მიენდო თავისი წინამორბედის სახიფათო იდეას: ბუშის დოქტრინას

2001 წელს ვესტ-პოინტის აკადემიაში დოქტრინის აღწერისას ბუშმა სთქვა – ”ვიდრე ჩვენ საფრთხეების მატერიალიზაციას ველოდებით დავაგვიანებთ. ომს ტერორიზმის წინააღმდეგ თავდაცვის პოზიციიდან ვერ მოვიგებთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, ჩავშალოთ მისი გეგმები და თვალებში ჩავხედით საშინელ საფრთხეებს, ვიდრე ისინი გამოვლინდება”.

8 წლის შემდეგ, იმავე აკადემიაში, პრეზიდენტმა ობამამ ბუშის დოქტრინა დაადასტურა.

ავღანეთზე პრეზიდენტის საუბრიდან მეორე დღეს ABC news იუწყებოდა – ”როდესაც ობამა ავღანეთში დამატებით 30 000 სამხედროს გაგზავნაზე და წელიწადში დამატებით 30 მილიარდი დოლარის დანახარჯზე საუბრობდა, ქვეყანაში ალ-ქაიდას ჭირის აღწერისას ერთი საკვანძო ფაქტი გაირკვა: ამერიკულმა დაზვერვამ დააზუსტა, რომ ქვეყანაში ალ-ქაიდას მხოლოდ ასობით მებრძოლია”.

11 სექტემბრიდან რვა წლის შემდეგ სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა – ”მე ვერ ვხედავ ალ-ქაიდას მასშტაბურ ყოფნას დღევანდელ ავღანეთში”.

ოქტომბერში, CNN-ის ეთერში ობამას მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსმა განაცხადა – ”გამორჩეულად კარგი ამბებია, ყოველ შემთხვევაში ამერიკისთვის, ავღანეთში ალ-ქაიდას ყოფნა ძალიან შესუსტდა. მაქსიმალური შეფასებით – ქვეყანაში ას მოქმედ მებრძოლზე ნაკლებია, არ არის ბაზები და იმის შესაძლებლობა, რომ აშშ-ს ან მის მოკავშირეებზე თავდასხმა განხორციელდეს”.

ჯონსის განცხადებების ციტირებისას, MSNBC-ის ჟურნალისტი რეიჩელ მედოუ კითხულობს – ”მათ არა აქვთ აშშ-ს და მოკავშირეებზე თავდასხმის შესაძლებლობა? ავღანეთი აშშ-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ამის მიუხედავად სამხედრო ძალისხმევა ორმაგდება და სამმაგდება? რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ვფიქრობთ თითქოს ავღანეთიდან საფრთხე შეიძლება მომავალში გაჩნდეს, თუკი იქ ტერორიზმისთვის კვლავ ხელსაყრელი პირობები შეიქმნება? ეს ხომ არ ნიშნავს ობამას მიერ გამოცხადებული მასირებული ომის ესკალაციას ავღანეთში, პრევენციული ომის პერსონალურ განმარტებას, რომელიც ბუშის დოქტრინაში დევს?”

11 სექტემბრის შემდეგ ავღანეთში პირველ შეჭრას აზრი ჰქონდა, რადგან მიჩნეული იყო, რომ თალიბანი ალ-ქაიდას იფარავდა, მაგრამ რა გამართლება აქვს ამერიკელების გახანგრძლივებულ ყოფნას იქ 8 წლის შემდეგ? ობამამ ავღანეთზე ამერიკელები გააფრთხილა – ”11 სექტემბერს ჩვენ თავს მანდედან დაგვესხნენ და სწორედ იქ იგეგმება და მზადდება ახალი შეტევები”.

ის ამტკიცებს, რომ ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესია იქ 100 000 სამხედროს გვყავდეს, რათა შევებრძოლოთ ან შევაკავოთ ალ-ქაიდას 100-ზე ნაკლები წევრი, რომლებმაც ”შეიძლება” ახალი თავდასხმები ჩაიფიქრონ?

პრეზიდენტი სცდება 11 სექტემბრის ტერაქტების გეოგრაფიულ წარმომავლობაზეც კი, ან როგორც ლიბერტარიანელი ჟურნალისტი ლევ პოკუელი აღნიშნავს – ”მისი თქმით, აშშ-მ უფრო მეტი ავღანელი უნდა მოკლას, რადგან 11 სექტემბრის ტერაქტი ავღანეთში იგეგმებოდა. სხვათაშორის ეს არასწორია. ის გერმანიასა და ფლორიდაში დაიგეგმა”.

არ მინდა სულელურად გამომივიდეს, მაგრამ ალ-ქაიდა, რაღაც ჰერპესის მსგავსია. ხანდახან ის ჩნდება, ხანდახან – არა, მაგრამ ყოველთვის არსებობს და მისი აღმოჩენა ფაქტობრივად ყველგან შეიძლება, ის ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს და მართალია მასთან ბრძოლა შეიძლება, მაგრამ ბოლომდე მისი დამარცხება – არა.

თუკი საბოლოო ჯამში, აშშ ახლო-აღმოსავლეთიდან გამოვა, ის უდაოდ დატოვებს იქ აბსოლუტურ არეულობას, რომელიც დიდწილად, თავადვე შექმნა, თუმცა სიტუაციას მარტო ჩვენი იქ ყოფნა ამძაფრებს. ჩვენ 11 სექტემბერს თავს იმის გამო დაგვესხნენ, რომ აშშ ახლო-აღმოსავლეთში იმყოფებოდა, რაც ძალიან გარკვევით სთქვა უსამა ბენ-ლადენმა.

პეტ ბიუკენანი წერს – ”მოდით, შევწყვიტოთ ახლო-აღმოსავლეთში არაპოპულარული რეჟიმების მხარდაჭერა და მოვსპოთ იქ ჩვენი მასშტაბური სამხედრო ყოფნა. თუკი იქ არ ვიქნებით, მათ არ ექნებათ საბაბი ხელახლა მოვიდნენ ჩვენთან”.

ობამას გადაწყვეტილება ავღანეთში განაგრძოს სამხედრო ძალისხმევა – ომი საეჭვო და მოჩვენებითი მტრის წინააღმდეგ, იმ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ოკუპაციას, იმისთვის რომ ერის სტაბილიზაციას მივაღწიოთ, რომელიც თავისი ბუნებით არასტაბილურია – ამას არავითარი აზრი არა აქვს.

არანაირი ალ-ქაიდა ერაყში არ ყოფილა, ვიდრე ბუშმა თავისი რადიკალური დოქტრინა არ გამოიყენა და კატასტროფული ომი არ გააჩაღა და რადგან დღევანდელი პრეზიდენტი უგუნურად თავისი წინამორბედის შეცდომის გამეორებას აპირებს, ამერიკელებს თავიანთი არმიის ზრდის უფრო უნდა ეშინოდეთ, ვიდრე რაიმენაირი საფრთხეების – რეალურის თუ წარმოსახვითის, რომლებიც შეიძლება დღეს ავღანეთიდან მოდიოდეს.

ჯეკ ჰანტერი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s