პოლიტიკა

პუტინი მარადიულია?


სარედაქციო წერილი

უკვე დიდი ხანია, რაც ცხადი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი – რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი – უმაღლეს ხელისუფლებას მონატრებული იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი მაინც შოკირებული დარჩა, როდესაც ხუთშაბათს მან საჯაროდ განაცხადა, რომ შეიძლება კვლავ მიიღოს მონაწილეობა 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

როდესაც ტელეკონფერენციის დროს ბატონ პუტინს ბევრი სხვა საკითხის გარდა, ამის შესახებაც ჰკითხეს, მან ოსტატურად და მოკრძალებულად განაცხადა – ”მოვიფიქრებ”. ასეთი იყო მისი პასუხი კითხვაზე: მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. მოგვიანებით როდესაც მას ჰკითხეს, ხომ არ სურს მრავალწლიანი სახელმწიფო სამსახურის შემდეგ დასვენება, მან უპასუხა – ”ვერ ეღირსებით”.

თუმცა, 2012 წლამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. პოლიტიკოსები გეგმებს ხშირად ცვლიან ხოლმე. ბატონმა პუტინმა შეიძლება პრემიერად დარჩენა გადაწყვიტოს და არჩევნებში თავისი ხელქვეითი – მოქმედი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გაუშვას. ისიც ფაქტია, რომ იგი აშკარად მიზანმიმართულად უწყობს ხელს მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებულ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რათა საკუთარი გავლენა გააფართოვოს, ან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორებიცაა ეკონომიკური რეფორმები ან დემოგრაფიული კრიზისი, რომლის წინაშეც რუსეთი აღმოჩნდა, ყურადღება გადაიტანოს.

ყველა შემთხვევაში – გადაწყვეტს თუ არა მმართველი ტანდემი თანამდებობების გაცვლას, ან ყველაფერს ისე დატოვებს როგორც არის – ბატონი პუტინი რომელიც პირველად პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს და კვლავ აქვს შესაძლებლობა 2012 წლის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, სავარაუდოდ ხელისუფლებაში 2024-წლამდე მაინც დარჩება.

დემოკრატიულად არჩეული ლიდერისთვის ეს უჩვეულოდ ხანგრძლივი ვადაა, თუმცა ბატონი პუტინის დროს, რუსეთი სერიოზულად დაშორდა დემოკრატიული განვითარების მოდელს. ახლა ის იმ ადგილად იქცა, სადაც დაუსჯელად კლავენ ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ბიზნეს-კონკურენტებს კი აპატიმრებენ და მედია კარგავს დამოუკიდებლობას.

და მაინც, იმ დროს, როდესაც ბატონი პუტინი პრეზიდენტი, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი იყო, რუსეთის ეკონომიკა და მისი საერთაშორისო გავლენა საგრძნობლად განმტკიცდა და მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები დაობენ იმაზე, თუ რამდენად დიდია ამ საქმეში უშუალოდ პუტინის წვლილი (პირველ რიგში რუსეთს ნავთობზე ფასების ზრდა დაეხმარა, რასაც ბატონი პუტინი არ აკონტროლებს), ქვეყანაში ის ძალიან პოპულარულია.

ჩვენი აზრით სისტემა, რომელიც კანდიდატებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციას და სახელმწიფო პოლიტიკის აქტიურ განხილვას გულისხმობს, უფრო ეფექტური იქნებოდა. ამგვარად, პუტინის მარადიული მმართველობის პერსპექტივა არც ისე კარგად გამოიყურება, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც იმის გადაწყვეტის დრო დადგება, თუ ვინ უნდა მართოს რუსეთი, არჩევანის გაკეთება თავად რუსებს მოუწევთ, ამერიკა კი მასთან ვისაც ისინი აირჩევენ საერთო ენის გამონახვას უნდა შეეცადოს.

Advertisements

2 thoughts on “პუტინი მარადიულია?

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s