ისტორია · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა1918-1921 წწ.)

გიორგი კვინიტაძე


გიორგი კვინიტაძე

კოჯრის თავზე დაფლეთილი თეთრი დროშა ფრიალებდა,

კვინიტაძის ზარბაზნები ისროდა და ღრიალებდა…….

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი)-გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის–კადეტთა კორპუსის დამაარსებელი.

დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის ორდენით, მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.

1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გიორგი კვინიტაძემ დაარსა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟული სასწავლებელი გახდა. სამხედრო სასწავლებელში ახალგაზრდა ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად სწავლობდნენ უძველესი და გამოჩენილი გვარის შვილებიც. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს სამეგრელოს მთავართა შთამომავალი მიხეილ დადიანი.

გენ. კვინიტაძე ძალ–ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ ქართული ჯარი გამხდარიყო თანამედროვე არმიების დარი თუმცა სამწუხაროდ, მის ძალისხმევას ზერელედ უყურებდა იმდროინდელი ხელისუფლება. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა საქართველო. მას გაჰყვნენ გადარჩენილი იუნკრებიც, რომლებსაც თავი არ დაუზოგავთ სამშობლოს დასაცავად. უცხოეთში ეს ახალგაზრდები მარტონი აღმოჩნდნენ, მთავრობამ თითქოს დაივიწყა მათი არსებობა. მხოლოდ გენერალმა კვინიტაძემ, აგრეთვე, გენერალმა ალექსანდრე ჩხეიძემ – მათმა მასწავლებლებმა არ მიატოვეს ისინი. უპატრონეს, უშუამდგომლეს პოლონეთის მეთაურთან, იოზეფ პილსუდსკისთან, რომელმაც იუნკერთა დიდი ნაწილი თავისი ქვეყნის არმიაში გაიწვია. გენერალ კვინიტაძის აღზრდილი მხედრები, რომელთაგან ზოგმა გენერლობას მიაღწია, ხშირად უგზავნიდნენ მას წერილებს.

იუნკერი ვალიკო ხელაძე წერდა თავის გენერალს (ეს წერილი კვინიტაძის არქივში ინახება): «ბატონო ღენერალო, თქვენ იწერებით, რომ «არ გავიწყდებიო». აბა, როგორ შემიძლია დავივიწყო სამაგალითო პირველი სამხედრო სკოლის უფროსი, რომელმაც სკოლას ნამდვილი ქართული, მაგარი საფუძველი დაუდო და ასეთ მოკლე ხანში წარჩინებული რეზულტატი მიიღო? სამხედრო სკოლა თქვენ, ბატონო ღენერალო, უმაღლეს ნიადაგზე დააყენეთ და ეს თქვენი შრომის ნაყოფია, რომ სკოლამ საისტორიო რეზულტატს მიაღწია. სადაც არ უნდა ვიყო, არ შემიძლია დავივიწყო ისეთი სამაგალითო მთავარსარდალი, რომელმაც ისეთ პირობებში (მომაგონდა გვარდიები) მტერს ხანგრძლიურათ ეომა, მთავრობა და ბევრი სხვა ვინმე ტყვეობიდან გადაარჩინა. მაგრამ საზღვარგარეთ სწორეთ მთავრობამ ის გმირი მთავარსარდალი დაივიწყა. მე ბედნიერად ვგრძნობ თავს, როგორც თქვენს მიერ დაარსებული სამხედრო სკოლის იუნკერი (ვიყავი და მუდამ დავრჩები)».

გამოცდილი მხედართმთავარი, ღირსეული მეომარი, საქართველოს ერთგული შვილი, გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში გარდაიცვალა. მას, სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. მთელი დარჩენილი ცხოვრება მან საფრანგეთში გაატარა. 1985 წელს, პარიზში, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა გამოაქვეყნა გ. კვინიტაძის მემუარები რუსულ ენაზე (МОИ ВОСПОМИНАНИЯ В ГОДЫ НЕЗАВИСИМОСТИ 1917-1921).

Advertisements

3 thoughts on “გიორგი კვინიტაძე

    1. შენ მაზნიაშვილზე დადე ლინკი და აქ კვინიტაძეზეა საუბარი.

      Like

  1. აქ რაც დევს ეს ინფორმაცია ჩემი აზრით სწორია, თან გადამოწმებულია რამდენიმე ადგილას.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s