ჩემი სტატიები

ექიმი-პაციენტს: “მითხარით რა წამალი დაგინიშნოთ?!, 2+2+1=7-ანუ “ქართველი ექიმები”


ამ დღეებში დედაჩემი რაღაც შეუძლოთ იყო, ჩვენ შეგვეშინდა H1N1 (ე.წ ღორის გრიპი) ხომ არ ჭირდა, ჰოდა საავადმყოფოში წავიყვანეთ მაშინვე. მოგეხსენებათ სამთავრობო ტელეარხები და ოფიციალური ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას რომ თუ ვინმეს ამ ვირუსის სიმპტომები აქვს მიმართოს სასწრაფოდ ექიმს. მაგრამ არა საავადმყოფოში არამედ ადგილობრივ პოლიკლინიკაში. მე და დედაჩემი წავედით პოლიკლინიკაში.

ჩვენ მთელი ოჯახი დაზღვეულები ვართ სადაზღვეო კომპანია “აი სი ჯგუფში”, ჰოდა მისვლისთანავე წარადგინა დედაჩემმა მისი დაზღვევა და მოითხოვა ექიმის კონსულტაცია. ექიმმა კი უპასუხა ჩვენთან აღნიშნულ სადაზღვეო კომპანიას კონტრაქტი არ აქვს ამიტომ თუ თანხას არ გადაიხდით ვერ მიგიღებთო. ეს რომ თქვა მე მაშინვე ვუთხარი რომ ჯანდაცვის მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლები დღეში რამდენჯერმე აცხადებენ და აპიარებენ რომ ამ ვირუსით დაინფიცირებულთა ან მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტების შემოწმებისა და მკურნალობის ხარჯებს სრულიად ანაზღაურებს სახელმწიფო და რა უფლებით ეუბნებოდნენ პაციენტს რომელსაც ჰქონდა ვირუსის ნიშნები კონსულტაციაზე უარს?!

ამაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მიპასუხა: (ციტირებას ვახდენ) “პრეზიდენტი და მთავრობა ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ყველაპერი ისეა??!”

ანუ სამთავრობო ტელევიზიებით გაპიარებეული კამპანია თითქოს H1N1-ით დაავადებული ხალხის შემოწმება და მკურნალობა რომ უფასოა-სრული ტყუილია

ბუნებრივია ამის შემდეგ მათთან რაიმე სახის საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, ამიტომ წავედით “აი სი ჯგუფის” ოფისში, რომელიც მდებარეობს ქ. რუსთავის ქალაქის მთავარ საავადმყოფოში.

საბედნიეროდ აღმოჩნდა რომ დედაჩემს აღნიშნული ვირუსი არ აღმოაჩნდა.

მაგრამ… ჯერ არ დამიმთავრებია… იმ წუთიდან უკვე საიწყო ახალი ქართველი ექიმების “ახალი საოცრება”.

ჯერ გადაიღო ე.წ რენტგენი რომლის მიხედვითაც თურმე აღმოაჩნდა მარჯვენა ფილტვის ანთება, ანუ რენტგენოლოგმა ასე უთხრა. შემდეგ ეს რენტგენის სურათი მიუტანა ზემოთხესენებულ “აი სი ჯგუფის” ექიმს მან ჯერ უთხრა რომ არაფერი ჭირდა და ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი როცა გაიგო რომ მისმა კოლეგამ ასეთი დიაგნოზი დასვა( მან გაიგო რომ ფილტვის ანთება ჰქონდა და არა კონკრეტულად რომელი ფილტვის) განაცხადა რომ დედაჩემს მარცხენა ფილტვის ანთენა ჰქონდა.

ანუ ორმა ექიმმა დასვა ურთიეთგამომრიცხავი დიაგოზი.

გავაგრძელოთ…

რომ ვნახეთ რომ ორმა ექიმმა ურთიერთგამომრიცხავი დიაგნოზი დასვა, ჩვენ წავედით მესამე ნაცნობ ექიმთან რომლის აზრითაც დედაჩემს მართლაც ჭირდა ფილტვების ანთება და საჭირო იყო სერიოზული, საფუძვლიანი მკურნალობა. მან დანიშნა გაცილებით უფრო ძლიერი წამლები ვიდრე სადაზღვეო კომპანიის ექიმმა.

ამის შემდეგ ამ უკანასკნელი ექიმის მიერ დანშნული წამლების დასახელებებით ხელში გავემართეთ ისევ “აი სი ჯგუფის” ოფისში, რადგან აუცილებელია სადაზღვეო დანიშნულებაში ზუსტად იყოს ის წამლები მითითებული რომელიც პაციენტმა უნდა შეიძინოს და მოიხაროს.

სადაზღვეო კომპანიის ექიმმა, სწორედ იმან ვისი აზრითაც დედაჩემს არაფერი სჭირდა და სრულიად ჯამრთელი იყო განგვიცხადა რომ ის მხოლოდ საკუთარ დანიშნულ-ნაკლები სიძლიერის- წამლებს მიუთითებდა დაზღვევაში. ამაზე ჩვენ შევშფოთდით, რადგან თუ პაციენტი ადექვატურად არ იმკურნალებდა შესაძლებელი იყო რომ მისი მდგომარეობა გართულებულიყო.

ექიმმა დაიწყო ფიქრი… ფიქრობს… ფიქრობს…

მაგრამ ვერ გადაუწყვეტია რომელი წამალი დაუნიშნოს პაციენტს?!

ბოლოს ეკითხება პატივცემული: “ქალბატონო მითხარით დროზე რომელი წამალი დაგინიშნოთ ხალხი მელოდება”.

ექიმი მძიმე პაციენტს ეუბნება, სთხოვს უთხრას მას თუ რომელი წამალი, უნდა დანიშნოს.

ბოლოს როგორც იქნა ამ ექიმმა დანშნა ის წამილი რომელიც რეალურად საჭირო იყო.

ახლა წერს დანიშნულებას: “წამალი მიიღეთ დღეში ორჯერ, პარასკევ საღამოს, შაბათ-კვირას დილას და საღამოს, სულ შეიძინეთ 7 ცალი”

მარტივი არითმეტიკა რომ გამოვიყენოთ 1+2+2=5

მგონი არ ვცდები…

აი “აი სი ჯგუფის” ექიმმა კი 1+2+2=7

მარტივი ლოგიკა ჰქონია რას იტყვით?!

აი ასეთი ექიმები გვყავს დღეს!

Advertisements

6 thoughts on “ექიმი-პაციენტს: “მითხარით რა წამალი დაგინიშნოთ?!, 2+2+1=7-ანუ “ქართველი ექიმები”

    1. vetanxmebi wina gamomsvlels, yvelas ert qvabshi moxarshvastan dakavshirebit….chemi shvilebic gaxdnen saewvod avad da gamozaxebistanave ubnis eqimic movida da saswrafoc, arc erts fuli ar gamourtmeviat da ghmertis wyalobit (da ubnis eqimisac) dghes bavshvebi kargad arian

      Like

  1. სუსტი კვლევაა გიო ასეთი დასკვნის გამოსატანად :))
    ჩემი აზრით, მეტი რაღაცის გაგება გჭრიდება ამ საკითხთან დაკავშირებით.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s