პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებენ მონუმენტის აღების გამო


ნინო ღაჭავა, გიორგი გვახარია


ქუთაისი, საქართველო – ეს ისეთი დაბადების დღე ვერ გამოდგა, რომლის იმედიც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა.

ასობით განრისხებული დემონსტრანტი შეიკრიბა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისში დღეს, რათა გაეპროტესტებინათ პრეზიდენტის ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საბჭოთა ეპოქაში აღმართული მონუმენტი 19 დეკემბერს აფეთქებით აიღეს, რასაც შემთხვევით ემსხვერპლა ადგილობრივი ქალი და მისი 8 წლის ქალიშვილი.

სოზარ სუბარი, ყოფილი ომბუდსმენი და ოპოზიციური გაერთიანების ”ალიანსი საქართველოსთვის” წევრი ინციდენტის გამო ბრალს პირდაპირ პრეზიდენტს სდებს.

”ორი ადამიანი დაიღუპა ერთი პიროვნების კაპრიზის გამო და საქართველო მთლიანად მისი კაპრიზების მსხვერპლად იქცა” – ამბობს სუბარი – ”გასული წლის ომის დაწყებაც და მისი სამარცხვინო წაგებაც ამ ადამიანის კაპრიზი იყო”.

საქართველოს ოფიციალური პირები თავიდან დიდების მემორიალის აღებას პრეზიდენტის 42-ე დაბადების დღისთვის გეგმავდნენ.

სააკაშვილი დეცენტრალიზაციის პროცესის სტიმულირებისა და თბილისის გარეთ არსებული ქალაქების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქ პარლამენტის ახალი შენობის აგებას იმედოვნებდა.

”ისტორიული ვანდალიზმი”

ინიციატივა თავიდანვე არაპოპულარული იყო. ისინიც კი, ვინც ქუთაისში პარლამენტის გადატანას ემხრობოდნენ, მონუმენტის აღებას არასაჭიროდ და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300,000 ქართველისათვის შეურაცხმყოფელ ნაბიჯად მიიჩნევდნენ.

ოპოზიციის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც წინათ სააკაშვილის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა, განაცხადა, რომ ძეგლის დანგრევა ომში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლის აშკარა იგნორირების დემონსტრირებაა.

”ეს იმ ადამიანების მემორიალია, რომლებიც ნაციზმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველების და არაქართველების, ევროპელების და ებრაელების” – ამბობს ზურაბიშვილი.

”და თუ ყველაფრის ამის დავიწყება გვინდა, მაშინ ჩვენ ბარბაროსები ვართ, ბარბაროსი პრეზიდენტით, რომელსაც უბრალოდ შეუძლია სადღაც დარეკოს, აფეთქების ბრძანება გასცეს ისე, რომ პროტესტმა ხელი არ შეუშალოს”.

საქართველოს ოპოზიცია გამოსვლასა და მემორიალის დანგრევის ბლოკირებას გეგმავდა. მაგრამ 46 მეტრი სიმაღლის თაღი დაგეგმილზე ორი დღით ადრე ჩამოანგრიეს – აშკარად იმისთვის, რომ საზოგადოების ყურადღებას გაქცეოდნენ.

ხოლო მას შემდეგ, რაც ეკა ცუხვაშვილი-ჯინჭარაძე და მისი ქალიშვილი ნინო აფეთქების შედეგად გამოსროლილი ცემენტის ნამსხვერვმა მოკლა, შეკრება პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ პირქუშ და აღშფოთებულ დემონსტრაციად იქცა.

ქუთაისის ზოგიერთი მცხოვრები ამბობს, რომ ამფეთქებელთა ბრიგადა ცდილობდა გაეფრთხილებინა მოსახლეობა აფეთქების შესახებ. მაგრამ ამ გაფრთხილებებმა ვერ შესძლეს დედისა და შვილის დაცვა ბეტონის დამაგრეველი ძალისგან, რომელმაც მახლობელი სახლები დააზიანა და თავშესაფრის ძიებაში მყოფი დედა-შვილი ეზოში მოკლა.

ერთი ქალი ქუთაისში ამბობს, რომ ამფეთქებელთა ბრიგადამ ვერ განსაზღვრა რამდენად ძლიერი იქნებოდა აფეთქება და იმ ”უზარმაზარ მანძილზე” მიანიშნა, რომელიც მონუმენტსა და მეზობელ სახლებს შორის არსებობს.

”ეს ჩვენი ისტორიაა. ჩვენი წარსული უნდა დავიცვათ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ რაღაც ახლის შექმნას”- დასძენს ის – ”რა საჭირო იყო? თუნდაც მსხვერპლის გარეშე, არ იყო სწორი ამის გაკეთება. ეს ვანდალიზმის აქტი იყო”.

პირადი განაწყენება

სააკაშვილი, რომელიც აფეთქების მომენტისთვის, კოპენჰაგენში იმყოფებოდა, იმავე დღეს დაბრუნდა საქართველოში და კრიზისზე იმით ირეაგირა, რომ ადგილობრივი მმართველი თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამფეთქებელთა ბრიგადის ხელმძღვანელის დაპატიმრების განკარგულება გასცა.

პრეზიდენტის სპიკერმა განაცხა, რომ სააკაშვილი ”შოკირებულია ტრაგედიის გამო” და პირობა დადო, რომ სახელმწიფო მსხვერპლთა ოჯახს მორალურ და ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

მაგრამ ამ ნაბიჯმა ვერ გააქარწყლა ყურადღება იმისადმი, რასაც ბევრი სააკაშვილის ქედმაღლობისა და პირადი კაპრიზების გამოვლინების კიდევ ერთ მაგალითად მიიჩნევს.

პრეზიდენტი არც მალავს თავის ანტიპათიას მემორიალის ავტორისადმი, 82 წლის სკულპტორისადმი, მერაბ ბერძენიშვლისადმი, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ.

ბერძენიშვილის ნამუშევარი, საქართველოს ყველაზე პატივსაცემი ისტორიული მოღვაწის დავით აღმაშენებლის ძეგლი, რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტის განკარგულებით, თბილისის ცენტრიდან შორეულ ქუჩაზე გადაიტანეს.

ბევრი პარლამეტის გადატანას მემორიალის დანგრევის საბაბად მიიჩნევს. ისინი ამბობენ, რომ სკულპტურის აუღებლადაც, აქ მშენებლობისთვის უამრავი ადგილი იყო.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ გაამხნევა ხალხის აღშფოთებამ დიდების მემორიალის დანგრევის გამო, იმ მემორიალისა, რომელზეც ცხენოსანი კაცი გერმანელ ჯარისკაცს შუბით უსწორდებოდა და ურჩხულთან მებრძოლ წმინდა გიორგის წააგავდა.

”ქუთაისის მემორიალი, მხოლოდ დაღუპულთა მემორიალი როდი იყო. ეს იყო საშუალება გამომეხატა ჩემი შეხედულებანი და გრძნობები ომზე” – ამბობს ბერძენიშვილი.

”ეს ომის წინააღმდეგ მიმართული განცხადება იყო. ძალიან რთული კომპოზიცია, აუმრავი თემა იყო ჩაქსოვილი. ყველა ეპოქას ყავს თავისი ურჩხულები. მეოცე საუკუნეში ასეთი ურჩხული ფაშიზმი იყო”.

კრემლის კრიტიკა

რუსეთმა მემორიალის დანგრევის ფაქტზე რეაგირება იჩქრა – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა ”საზოგადოებრივი ვანდალიზმის აქტი, რომელიც შეურაცხყოფს ყველა ცივილიზებული ადამიანის გრძნობებს”.

”ეს მკრეხელობაა… თბილისის დღევანდელი ხელმძღვანელობის კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯია, ის მანიაკალურად ცდილობს წაშალოს თავისივე ხალხის ისტორიული მეხსიერება” – ნათქვამია განცხადებაში.

უთანხმოებამ მემორიალისა და საბედიწერო აფეთქების გამო თითქმის მთლიანად დაჩრდილა სააკაშვილის საწყისი გეგმა – პარლამენტის ქუთაისში გადატანა. ამ ინიციატივით პრეზიდენტი იმედოვნებდა მეტი მნიშვნელობა მიენიჭებინა ქუთაისისთვის, ეკონომიკურად სუსტი ქალაქისთვის.

ერთი ქუთაისელი კაცი ამტკიცებდა, რომ პარლამენტის პროექტის განხორციელება ისტორიისა და ადამიანთა სიცოცხლის შეწირვის გარეშეც შეიძლებოდა.

” მე ვფიქრობ ის ისე უნდა დაეტოვებინათ, როგორც იყო. რაც შეეხება პარლამენტს, ვფიქრობ, ეს ქუთაისისთვის მომგებიანია, მაგრამ ეს არ უნდა მომხდარიყო” – ამბობს ის.

”ვერ ამიხსნია, როგორ მოხდა ეს ყველაფერი”.

Advertisements

5 thoughts on “საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებენ მონუმენტის აღების გამო

  1. meore msoplio omshi 300 000 qartveli daighupa, magis deda vatire….
    amit vcemt pativs mat xsovnas?
    es istoriaa, pashizmze da nacizmze gamarjvebas yvela unda zeimobdes….
    mag xrongs tu apetqebdnen, normalurad main ver aapetqes?

    Like

  2. vano me am sakitxtan dakavshirebit vesaubre zvel xalxs da ai es shevitye: turme am memorials rom ashenebdnen mxolod im 300 000 kacis sulistvis da xsovnistvis ki ar aushenebiat, aramed saqarvtelos teriotoriuli mtlianobistvis tu ki vinme odesme vinme dacemula yvelas saxelze aushenebiat es monumenti tavis droze..
    anu ra gamodis?!-rom ami (cenzura)bma pexebze daikides is vajkacebi vinc saqartvelostvis daecnen?!!

    Like

  3. gasagebia, es kidev upro amtkicebs, rom mighebuli gadawyvetileba istoriuli monumentis demontazhze iyo araswori da nachqarevi.
    magram aq dziritadad saubaria ara marto qartveli meomrebis tavdadebaze, romeltac tavi sheswires samshoblos, aramed, mtlianad mokavshireta jariskacebis rolze nacizmis damarcxebashi.
    es ki, dametanxmebi, zogadsakacobrio movlena iyo, msoplio hitleris gabatonebas gadaurcha.
    ai, amis upavticemulobad mimachnia am dzeglis gabadgureba 😦

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s