ჩემი სტატიები

მათთვის სინათლე, მზე უცხოა…


მე მინდა ეხლა წარმოგიდგინოთ საკმაოდ ემოციური და დამაფიქრებელი სტატია.

დღეს ვიყავი 51-ე სკოლაში სადაც ერთ-ერთი პროგრამის ფარგლებში მე როგორც წარმატებულმა მოსწავლემ სურათები გადავიღე სხვადასხვა შეზღუდული უნარების მქონე ბავშვებთან. ( ამ პროგრამის შესახებ მომდევნო სტატიაში დავწერ).

ასე წერენ ისინი ვისთვისაც სინათლე უცხოა:

აქ წერია-"საქართველო უპირველეს ყოვლისა" ნანა თოლორდავა, გიორგი ბენაშვილს

… ეს დამიწერა ამ ბავშვმა და მე ცრემლები წამომივიდა, ალბათ მან ესეც ვერ დაინახა…
მაგრამ რაც მთავარია მიუხედავად თანდაყოლილი ნაკლისა მათ სურთ რომ ჩვენთან ერთად იყვნენ, მათ სურთ რომ ჩვენ საზოგადოებაში იყვნენ ინტეგრირებულნი.

გთხოვთ ერთად დავეხმაროთ..!

Advertisements

5 thoughts on “მათთვის სინათლე, მზე უცხოა…

  1. გიორგი,
    ვატყობ დიდი შთაბეჭდილება მიგიღია დღევანდელი დღისგან. ეს კარგია! მიხარია, რომ სახლში მისვლისთანავე მოგინდა ამასთან დაკავშირებით ბევრისთვის გეცნობებინა და ვხედავ, რომ რაღაცის გაკეთება გინდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გარკევეული სირთულეები ან შეზღუდულობა აქვთ.
    ამიტომ გავთამამდები და აქვე რამდენიმე წინადადებას მოგწერ.
    უმჯობესი იქნება თუ ისეთ ტერმინს ვიხმართ, როგორიცაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ბავშვი და ა.შ… და თუ საგანმანათლებლო სფეროში გვინდა ვიყოთ კორექტულები, ალბათ კარგი იქნება თუ შევეჩვევით ისეთი ტერმინის გამოყენებას, როგორიცაა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე, ბავშვი…
    ტერმინები, როგორიცაა თანდაყოლილი ნაკლი, ინვალიდი, უნარშეზღუდული, გონებრივად ჩამორჩენილი… ნეგატიურად ჟღერს და თითქოს მხოლოდ ამ იარლიყის მატარებლად მოიაზრება უკვე ეს პიროვნება და მისი იმ შესაძლებლობების დანახვა ვერ ხდება, რომელიც შესაძლოა სხვა დანარჩენ ადამიანებზე გაცილებით უკეთ ჰქონდეთ განვითარებული. … See More
    თუნდაც დღევანდელი ნანას მაგალითი ავიღოთ, მან ბრაილის საოცარი ანბანის წერა–კითხვა იცის. მას თითების სწრაფი და მარტივი გადასმით შეუძლია წაიკითხოს სწორედ ის მოთხრობა თუ ლექსი, რომელსაც შენ თვალებით, ვიზუალურად კითხულობ…
    მესმის, რომ შენთვის ეს ამაღელვებელი იყო და ემოცირი, მაგრამ მერწმუნე ნანას შენგან ღიმილი და ხელშეწყობა, მეგობრობა უფრო გაეხარდება, ვიდრე, ცრემლი, დახმარება და ზრუნვა…
    ნანაც წარმატებული მოსწავლეა, თავის მხრივ, ისევე როგორც შენ და ისევე როგორც კიდევ ბევრი სხვა, რომელთაც სხვადასხვა სახის სირთლეები აქვთ სწავლაში და არა მარტო სწავლაში.
    …არც ნანას გადაუღია შენთან ფოტო და არც შენ ნანასთან. თქვენ ერთად გადაიღეთ ფოტო, იმისათვის, რომ აჩვენოთ საზოგადოებას, თქვენ ერთად სწავლობთ და ეს სიხარულის მომნიჭებელი თქვენთვის.
    წარმატებებს გისურვებ სულ, ბედნიერებას და საუკეთესო მეგობრებს!
    ცირა

    Like

  2. ცირა,
    მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დღეს ჩემზე ამ ბავშვების ნახვამ.
    თავიდან რომ შემატყობინეთ ამ პროგრამის შესახებ ბევრი მეუბნებოდა რომ არ ღირდა აქ მონაწილეობის მიღება, დიდხანს ვფიქრობდი და საბოლოოდ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და ამით ჩემი აზრი დამეფიქსირებინა საზოგადოების ამ ნაწილთან მიმართებაში.
    ისინიც ქართული საზოგადოების ნაწილნი არიან და არაფერი დაუშავებიათ რომ ჩვენ ყურადღება არ მივაქციოთ ან რაიმე ნიშნით განვასხვავოთ და გავმიჯონოთ ისინი საზოგადოების მეორე ნაწილისაგან-ყოველ შემთხვევაში თუ გვინდა რომ შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო.
    მე დღეს გზაშივე გადავწყვიტე რომ ჩავღრმავებოდი ამ ადამიანების პრობლემებს, გამომეკვლია და შემდეგ დამეწერა ჩემ ბლოგზე(სადაც ვწერ ხოლმე ჩემ აზრებს ხშირად), მე მინდოდა რომ ჩემი აზრი გამომეთქვა ამ მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით და საზოგადოებისთვის, ჩემი მეგობრებისთვის და უბრალო მკითხველისთვის ვინც ამ ბლოგს კითხულობს შემეხსენებინა ამ ბავშვების არსებობა.
    რაც შეეხება დახმარებას-ჩვენი დახმარება მათ მიმართ იმაში გამოიხატება რომ დავეხმაროთ მათ რათა თავი სრულყოფილ ადამინიად იგრძონ და წარმატებით გაიარონ ინტეგრაცია საზოგადოებაში, რის შემდეგაც უკვე მიეცემათ მათ სტიმული და ხალისი იმისა რომ თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ.(რადგან თუ შესაბამის გარემოს არ შევქმნით ჩვენ მათთვის ისინი ვერაფერს შეძლებენ).
    მაგრამ მინდა შევეხო- მე მყავს ასობით მეგობარი, თითქმის ყველა ქალაქში, სოფელში, ქუჩაზე, რეგიონში, ყველა საზოგადოებაში და ვიცი ისიც რომ ძალიან ცოტას თუ ადარდებს ასეთი ბავშვების ბედი და მომავალი, ბევრი მათთან სურათის გადაღებას კი არა, არამედ მათთან დადგომასაც კი იუკადრისებდა.
    ამ მხრივ ძალიან კატასტროფული სიტუაციაა..
    რაც შეეხება ასეთი ბავშვების ჩვეულებრივ სკოლაში სწავლების იდეას, ჩემი პოზიტიური შეხედულების მიუხედავად ძალიან რთულად მეჩვენება, რადგან ჯერ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის.
    თუმცა იდეა ძალიან კარგია.

    Like

  3. კეთილი სურვილებისთვის უღრმესი მადლობა ცირა!
    გიორგი ბენაშვილი

    Like

  4. ici, chems skolashi swavloben shezghuduli shesadzleblobebis mqone bavshvebi….
    ase, shvidi bavshvi iqneba.
    ver warmoidgen, rogori tbili, moyvasi, kontaqturi da ketili xalxia.
    umetesad, mattan megobruli da tanaswori damokidebuleba gvaqvs, magram aris shemtxvevebi, roca……
    roca tavs matze maghla vayenebt, garkveul situaciashi.
    amas versad gaveqecit.
    amas erti magalitit dagidastureb:
    2 kviris win shevityvet, rom am shvidtagan erterti
    ”H1N1” virusit, e.w. ghoris gripit daavadda… ici, yvelas shegveshimda, magram ise dzalian ar ganvicades, rogorc chveni ”srulyopili” megobris avadmyopobas ganvicdidit…
    ratom unda xdebodes ase?!…
    ai, amaze vpqrob da ver mivmxvdarvar.
    tanagrdznoba….
    tanagrdznoba kargia, amaze xshirad vsaubrobt yvela, magram chemtvis mtavari isaa, ras vaketebt realurad.
    samwuxarod, bevristvis es mxolod spekulaciis temaa.
    shegidzlia, gvirchio, ras gzas davadget amis gamosasworeblad?….

    Like

  5. ვანო ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ძალიან ბევრია და სიმართლე გითხრა საბედნიეროდ მუშაობენ კიდეც მავანნი, სასიხარულოა რომ მათი ბედი ოდნავ მაინც აღელვებს საზოგადოებას.
    მაგრამ მეორე საკითხია რამდენად არის შესაძლებელი რომ ამ მუშაობამ შედეგი გამოიღოს?!
    დაგეთანხები იმაში რომ მართლაც ასეთი ადამიანების მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი არის საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან. ბევრს საერთოდ არ აინტერესებთ ეს ადამიანები და ეს ძალიან დამაფიქრებელი და ნეგატიურია.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s