ჩემი სტატიები

Sexy lessons-თუ უბრალოდ დაბოლება?!


შორენა ბეგაშვილი

გუშინ უკვე მეორე გადაცემა გავიდა…

ისეც სიჩუმეა…

სკანდალი-არა!

აჟიოტაჟი-არა!

ინტერესი-არა!

სიჩუმე?!

ნუთუ…

როცა ამ გადაცემის ანონსებს ვნახულობდი, მეგონა ამის გამოსვლა და “მაგარი ამბების” ატეხვა ერთი იქნებოდა, მაგრამ აი, უკვე მეორე გადაცემა გავიდა გუშინ “იმედის” ეთერში, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე ჯერ-ჯერობით მსგავსი არაფერი ხდება.

ეს იმას მიანიშნებს რომ საზოგადოებას ამ სტილის გადაცემები არ აინტერესებს, მაგრამ რა უნდა ან შორენა ბეგაშვილს და ან “იმედს” არ ვიცი.

მარტივი მისახვედრია რომ ამ გადაცემის პრემიერასაც და შემდგომ სერიებსაც ყველა დიდ ანშლაგს უწინასწარმეტყველებდა, სიმართლე გითხრათ მათ შორის მეც, თუმცა მოლოდინები და პროგნოზები არ გამართლდა.

ახლა შევეცდები ავხსნა ამის შესაძლო მიზეზები:

მაქვს რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტი: უპირველეს ყოვლისა ჩემი შორენასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს გადაცემა მაგარი გოიმობაა, დღეს 2009 წელს მგონი არ არის საჭირო საქართველოში ტელევიზიებით სექსი ასწავლო ხალხს ,ამაზე მეტყველებს ის სიჩუმე რომელიც მოყვა გადაცემას და რომელსაც არც მე და არც ალბათ ავტორები მოელოდნენ. ეს შოუ რომ ყოფილიყო მაგალითდ 2001 წელს წარმომიდგენია რა ეფექტი და რეაქციები ექნებოდა, რასაც დღეს ვერ ვხედავთ.

მაგრამ მაქვს მეორე ვარიანტიც: შესაძლოა ხალხს აინტერესებს, უყურებს და იმიტომ არიან ჩუმად, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს მეორე უფრო ნაკლებ სარწმუნოდ მიმაჩნია.

ამ სტატიის დაწერის მიზანი სწორედ ის არის რომ გამეგო მკითხველი აზრი.

Advertisements

4 thoughts on “Sexy lessons-თუ უბრალოდ დაბოლება?!

  1. ar viziareb shens shexedulebas am sakitxze…
    🙂 🙂 🙂 🙂
    shorenas mec did pativs vcem, ghirseuli adamiani rom ar yopiliyo, ”simartlis droshi” ar itirebda.

    Like

  2. გადაცემას აზრი არ აქვს და იმიტომ არის სიჩუმე.
    მაყურებელთან უმეტესობას აინტერესებს შორენას ყურება და არა იმის მოსმენა, თუ რას საუბრობს. 🙂

    Like

  3. ჩემი აზრით ეგ გადაცემა დროს ჩამორჩა. დღეს უკვე ვეღარავის დააინტერესე და მითუმეტეს ვერ დააინტრიგებ სექსზე საუბრით. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება ,,იმედი” სხვა უფრო მომგებიანი და თანამედროვეობის შესაფერისი პროექტით დაკავდეს და არა ღამით შორენასთან …

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s