ჩემი სტატიები

2009 წელი


რამოდენიმე საათი რჩება 2009 წლის დასრულებამდე და ახალი 2010 წლის დადგომამდე…

სრულდება საბედისწერო პირველი ათწლეული XXI საუკუნისა…

მეც ვეთხოვები 2009 წელს და ამ წუთებში მიმოვიხილავ თითქმის უკვე დასრულებულ წელს. 16 წლის ვარ და ეს წელი ჩემ ცხოვრებაში ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი იყო, რისთვისაც უფალს მადლობას ვწირავ.

იყო დიდი წარმატებებიც, გამარჯვებებიც, თუმცა იყო წაგება და მარცხიც. მახსოვს როგორ დაიწყო 2009 წელი, მახსოვს ზუსტად 1 წლის წინ ყველაფერი, საქართველო.

1 წლის წინ ყველაფერი დაიწყო უდიდესი გამარჯვებით, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში პირველი ადგილით, გამარჯვება იქ სადაც მუდამ ჩემი გონება და სული ტრიალებს-გამარჯვება საქართველოს ისტორიაში.

ამას მოყვა გამარჯვება 63-ე რესპუბლიკურ კონფერენციაში, წარმატება “ირმის ნახტომის” ინტერნეტ კონფერენციაში და წაგება საპატრიარქოს კონკურსში.

შემდეგ Summer school-ი…

ინგლისში ვერ წავედი, მაგრამ მაინც დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი მეგობარი გავიჩინე.

შემდეგ?

მიწვევა საპრეზიდენტო რეზიდენციაში…

წლის ბოლოსაც საკმაოდ ბევრი რამ მოხდა…

გავხდი ნანა მოსიძის სტიპენდიანტი…

…და ყველაზე მთავარი სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ შევხვდი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს. ეს დღე მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო 2009-ში.

ბოლოს კი წარმატებით დაგვირგვინდა ჩემი 6 თვის შრომა და 20 დეკემბერს, ჩემი მოწვევით წმინდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში შეიკრიბა სრულიად ბენაშვილების საგვარეულო. მოვიწვიე ასობით ადამიანი, დავრაზმე და ერთი დროშის ქვეშ გავაერთიანე, უბედნიერესი და ისტორიული მოვლენა იყო ეს დღე.    არანაკლებ მნიშვნელოვანია ალბათ ის რომ შენი საგვარეულო კავშირის პრეზიდენტად აგირჩევენ.

აი… ეს იყო 2009 წელი…

უფალს მადლობას ვწირავ ამ წლისთვის და შევსთხოვ რომ 2010 წელიც ასევე წარმატებული და ბედნიერი მქონდეს.

გიორგი ბენაშვილი

31/12/2009

Advertisements

6 thoughts on “2009 წელი

  1. gio, gaixare, kargi sityva iyo….
    es weli yopiliyos qartveli erisa da kacobriobis gamarjvebis, msoplio mshvidobis damyarebis weli.
    janmrtelobasa da bednierebas gisurvebt yvela

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s