ჩემი სტატიები

ნოღაიდელი?!


ამ სტატიის დაწერის სურვილი გამიჩნდა რაც შევნიშნე რომ ექს-პრემიერ ნოღაიდელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია გორდება.

ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ნოღაიდელს პირადათ არ ვიცნობ, ამიტომ თავს ვერ დავდებ ვერაფერზე, მაგრამ მაინც მაფიქრებს ეს თამაში.

რატომ? ვცდილობ ამ კითხვაზე გავცე პასუხი.

უპირველეს ყოვლისა იქიდან დავიწყებ რომ რუს პოლიტიკოსებთან შეხვედრების თაობაზე ჩემ აზრს მოვფენ ნათელს. თავიდან მეც ვთვლიდი რომ რუსებთან არანაირ წინასწარ დიალოგსა და შეხვედრებს აზრი არ აქვს მეთქი, მაგრამ პუტინი-მედვედევის პოზიციის სიმყარემ და ოფიციალური თბილისის უმოქმედობამ დამაფიქრა.

რატომ არაღ უხსენებია ვინმეს  “ტერიტორიული მთლიანობა” აგვისტოს ომის შემდეგ?!

უკვე კარგა ხანია მივხვდი რომ რუსებთან ურთიერთობაში დასაკარგი აღარაფერ გვაქვს, არ რა უნდა გქვონდეს უკან დასახევი როცა ჩვენი ტერიტორიის 20%-ს 5 სახელმწიფო როგორც დამოუკიდებელ ერთეულს აღიარებს?!

იგივე პრინციპი აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაშიც აქტუალურია.

ანუ ისევ ჩვენ თუ არ დავიწყეთ რაიმე სახის დიალოგი რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არაფერი გამოვა, რაც შეეხება იმ 2 წარმონაქმნს ილუზია არ მაქვს რომ მათ რაიმე თავისით შეუძლიათ მაგრამ გარკვეული იდეოლოგიური სამუშაოები ამ მიმართულებითაც უნდა გატარდეს.

მაგრამ ვის სცალია ამისთვის – ახალი წელია… ჩვენი მიხა კი ზუგდიდში დასრიალობს.

ახლა ამ ფაქტის მეორე მხარეც ავხსნათ მიშამ დაიწყო ნოღაიდელის მხილება “პატიოსნად”, ამით კი ერთდროულად 2 კურდღლის დაჭერას ლამობს: (ჰმმ, რა დროა კურდღლები რომ ერთმანეთის დაჭერით არიან დაკავებულნი…)

  • ყოფილი პრემიერის იმიჯის შელახვა დასალეთში. ( ეს მანქანა სხვათაშორის ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგაც მუშაობდა სულ რამდენიმე თვის წინ, მაგრამ ყოფილმა სპიკერმა ამ ეტაპზე “კარგად იმუშავა” და პრეზიდენტმა მას ვერაფერი დააკლო).
  • მეორე კურდღელი კი ადგილობრივი არასაპარლამენტო ოპოზიციის შანტაჟი და დაბნება იყო, ესეც ჯერ-ჯერობით არც თუ ისე ცუდათ გამოსდის მიხას.

აქ საქმე სულ სხვა რამეშია, მიმხვედრი მიხვდება…

ახლა ჩემ აზრს მოგახსენებთ, უფრო სწორად შეკითხვით გადმოვალ თქვენთან მკითხველი და მადლობელი დაგრჩები, თუ როგორმე პასუხსაც შემატყობინებ.

მაშ ასე: მაინტერესებს ქვეყნის ღალატი რომელია, როცა პოლიტიკოსები (თუნდაც მტრები) ერთმანეთს შეხვდებიან დიპლომატიური მისიით და რაიმე კომპრომისის მოძებნაზე ისაუბრებენ თუ, როცა ქვეყნის ხელისუფლება მასობრივად ყიდის იფიციალურ კრემლზე უმსხილეს ეკონომიკურ ობიექტებს?! ამ ობიექტებიდან უშვებენ ქართველებს, ასაქმებენ რუსებს და ყველას ვინც რუსული არ იცის ავიწროებენ?!

რომელია ღალატი და რუსეთის აგენტობა იქნებ ამიხსნათ?!

Advertisements

One thought on “ნოღაიდელი?!

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s