ჩემი სტატიები

მერობის კანდიდატების, პოლიტიკოსებისა და პარტიებისა რეიტინგი


რამდენიმე დღის წინ მე გამოვაქვეყნე IPL-ს სოციოლოგიური კვლევა, მე მაშინ შეგპირდით რომ ამ კვლევას მოვაყოლებდი ჩემეულ ანალიზს და დასკვნებს ამ კვლევასთან დაკავშირებით.

დავიწყოთ განხილვა:

პოლიტიკოსებში ნდომის ხარისხით პირველ ადგილზე ირაკლი ალასანია არის-13,6%-ით, ეს გასაკვირი არც არის, იგი ქართულ ოპოზიციაში ახალი სახე არის, წარსულიც საკმაოდ კარგი აქვს, სერიოზული და დახვეწილი პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც სურს რომ დემოკრატიული გზით შეცვალოს არსებული ხელისუფლება.

მეორე ადგილს კი მოქმედი პრეზიდენტი-მიხეილ სააკაშვილი-9,4%-ით იკავებს. მოქმედი პრეზიდენტისთვის ასეთი დაბალი ნდობის რეიტინგი ძალზე დამაფიქრებელია და ეს ალბათ მის საქმეებზეც მეტყველებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ საერთო ხმების 70.3% ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე გადანაწილდა მგონი მისახვედრი ნათქვამი იქნება.

რეიტინგის სამეულის მესამე ადგილს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი-ლევან გაჩეჩილაძე იკავებს  7.6%-ით. ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო ეს შედეგი, ჯერ კიდევ სექტემბერში მისი რეიტინგი ფაქტობრივად 1-3%-ის ტოლი იყო, ბოლო ორ თვეში კი ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებიდან პრეზიდენტის შემდეგ მე-5 ადგილს იმკვიდრებს დედაქალაქის მერე გიგი უგულავა 6.0%-ით, ალბათ გასაკვირი არ არის ძალიან სერიოზული პიარის შემდეგ რომ უგულავას ასევე საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს, არც გამოვრიცხვა რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

მე-8 ადგილს იკავებს ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იგი 4.3%-ს ფლობს, ეს ალბათ გამოწვეულია მისი სახალხო დამცველობის დროინდელი წარმატებული მუშაობით, მაგრამ რამდენად შენარჩუნდება ეს რეიტინგი ან მოიმატებს დღეს ძნელი სათქმელია.

3.5%-ს შეადგენს დევნილი ოქრუაშვილის რეიტინგი, მას ოდნავ ჩამორჩება ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე-3.1%. ბურჯანაძის რეიტინგი ბოლო თვეების განმავლობაში ოდნავ მომატებულია.

დამაფიქრებელია კონსერვატიული პარტიის თვითმართველობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის რეიტინგი-იგი 1.9%-ს ფლობს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ქვეყნის პრემიერ მინისტრს გამოკითხულთა მხოლოდ 1.7% ენდობა. ეს ალბათ ძალიან ნეგატიური ტენდენციაა.

გამოკითხულთა 11% არცერთ კანდიდატს არ ენდობა, ეს 11% ჩემი აზრით შეადგენს ოპოზიციის იმ ნაწილს რომელიც შედეგების უქონლობის გამო უიმედოთაა.

საერთო ჯამში:

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ენდობა გამოკითხულთა-70.3%

ხელისუფლებას კი ნდობას უცხადებს-18.5%

ახლა გადავინაცვლოთ პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების კვლევის შედეგების განსახილველად.

აქაც როგორც ანალოგიური ციფრებია ზუსტად რაც პოლიტიკური ლიდერების შემთხვევაში.

კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტის(გაერთიენბას) მისცემდით ხმას?

ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: მათი უმრავლესობა ანუ 19.1% “ალიანსი საქართველოსათვის” ხვდა წილად, მეორე ადგილზე კი ნაციონალური მოძრაობა გავიდა ხმების 15.9%-ით, მესამე ადგილი კი საზპგადოებრივმა მოძარაობა “დაიცავი საქართველომ” დაიკავა, მან ხმათა 10.6% მიიღო.

რაც შეეხება დანარჩენ ადგილებს-მეოთხე და მეხუთე პოზიცია ლეიბორისტებმა და ეროვნულმა ფორუმმა დაიკავეს.

მხოლოდ მე-10 ადგილზე გავიდა კონსერვატიული პარტია მათ 2.2% მიიღეს.

მომდევნო კითხვა თბილისის მერის არჩევნებს ეხებოდა, აღმოჩნდა რომ გამოკითხულთა 23.4%-ს სურს რომ მომავალ მერად კვლავ გიგი უგულავა იხილოს, მოქმედ მერს ოდნავ ჩამორჩება ირაკლი ალასანია 21%-ით. მესამე ადგილზე კი ლევან გაჩეჩილაზე გავიდა, მან 13.2% აიღო.

დანარჩენი ადგილზები კი ასე გადანაწილდა:

4. შალვა ნათელაშვილი – 10,7%
5. გუბაზ სანიკიძე – 7,4%
6. გოგი თოფაძე – 4,3%
7. ზვიად ძიძიგური – 3,1%
8. კობა დავითაშვილი – 2,7%
9. გია ჭანტურია – 2,1%
10. სხვა – 4,7%
11. არცერთს – 7,4%

საერთო ჯამში კი ხმების 64.5% ოპოზიციონერ კანდიდატებს ერგოთ, 11% არავის მისცა ხმა ამ კანდიდატებიდან და 23.4% კი ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო.

ბოლო კითხვა ამ გამოკითხვაში იყო გაყლაბდებოდა თუ არა გამოკითხულთა აზრით ადგილობირივი თვითმართველობის არჩევნები.

აქ ხმეი ასე გადანაწილდა:

1. დიახ – 57,0%
2. არა – 24,7%
3. არ ვიცი – 18,9%


Advertisements

3 thoughts on “მერობის კანდიდატების, პოლიტიკოსებისა და პარტიებისა რეიტინგი

  1. dzalian saechvo tsifrebia. gansakutrebit, rotsa es ekheba archevnebis gakalbebas, romelzets gamokitkhulta 57%-s upasukia, rom gakalbdebao. mepareba echvi. reitingebze rom araferi vilaparakot. dzalian mepareba echvi, rom alasanias hqondes raime reitingi raionebshi, radganats mas praqtikulad ar aqvs PR-i, arts saime politikuri sitkva aqvs natqvami saqartveloshi.
    sainteresoa romeli opozitiuri partiis dakvetit chatarda kvleva?

    Like

  2. საერთოდ, კვლევას და გამოკითხვას შორის დიდი სხვაობაა. ასეთი გამოკითხვები არაა სანდო

    Like

  3. grigols vetanxmebi…saertod msgavsi saxis gamokitxvei sando ar aris, radganac am shemtxvevashi mnishvnelovania tu vin atarebs gamokitxvas da rogor aris gancyobili arsebuli sakitxsi mimart mkvlevari…da aseve dzalian mnishvnelovani rom man gavlena ar moaxdinos respondentze da sakutari survilis shesaamisad ar carmartos gamokixva iqneba es tu sxva saxis interviu….ase rom……..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s