ჩემი სტატიები

2010 თუ 2011?!


დღეს სკოლაში ვიყავი წასული. საქმე არაფერი გვქონდა ისეთი და მოულოდნელად დავიწყეთ იმაზე კამათი წელს 2010 წელი იყო თუ 2011?

ერთი ჩემი კლასელის აზრით 1 იანვარს 2010 წელი შესრულად და დაიწყო 2011 წლის ათვლა. მას ჰყავდა ასევე რამდენიმე მომხრე. აღმოჩნდა მეორე დაჯგუფებაც რომელშიც შემავალნი ფიქრობდნენ რომ 2010 წელი ჯერ არ შესრულებულა, მათი აზრით 31 დეკემბერს დამთავრდა 2009 წელი და დაიწყო 2010 წლის ათვლა.

ორივე მხარეს ბუნებრივია ჰქონდა საკუთარი არგუმენტები.

მე იმ დაჯგუფებაში ვიყავი რომლებიც ამტკიცებდნენ რომ 2010 წელი იყო. არგუმენტად კი რამდენიმე აზრი მქონდა.

  • ჩემი აზრის გამყარება მე ქრისტესშობის თარიღიდან დავიწყე. აი მაგალითად უფრო მარტივი გასაგები რომ ყოფილიყო, ასეთი კომბინაცია ჩავატარე: 2000-33(ქრისტე ჯვარს 33 წლის ასაკში აცვეს)=1967+10(ეს ის წლებია რომელიც გავიდა 2000 წლის შემდეგ)+33(წეღან რომ გამოვაკელით იმ პრინციპით)=2009 წელს ანუ 2009 წელი დასრულდა და დაიწყო 2010 წელი.
  • მეორე არგუმენტი მაგალითის მოყვანაში მდგომარეობს. მაგალითად: მე დავიბადე 1 წლის, 1 იანვარს(ანუ ქრისტესშობის წელს), მაშინ 16 წლის მე რომელ წელში ვიქნები- პასუხი მარტივია 16 წლის გავხდები ქრ.შ-დან 16 წელს. ამ ლოგიკით ეხლა 2010 წელი არის და ეს წელი 31 დეკემბერს დასრულდება.

ბუნებრვია გარკვეული არგუმენტები ჰქონდა მეორე მხარესაც. მათი აზრით:

  • წლების ათვლა პირდაპირ დამოკიდებულებაში იყო ადამიანის ასაკთან, ასე მაგალითად როცა მე გავხდი 16 წლის ანუ ღამის 00:00 საათის შემდეგ უკვ გადასული ვიყავი მე-17 წელიწადში.
  • მეორე არგუმენტი კი ის იყო რომ კალენდარში ქრისტეს შობა იყო გამყოფი (ანუ 0 წელი) ძველსა და ახალ სტილს შორის. ამ ლოგიკის გათვალისწინებით ისინი ამტიკიცემდნენ რომ ქრისტე დაიბადა “ქრისტეშობის”(0) წელს. ქრ.შ-დან 1 წელს კი უკვე მას 1 წელი შეუსრულად, 2 წელს-2 და ასე შემდეგ… ამ მიმდევრობით 1 იანვარს შესრულად 2010 წელი და 2011-ის ათვლა დაიწყო.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა რომ ამ დისკუსიებმა საგაკვეთილო პროცესისთვის განკუთვნილი დროც დაიკავა და კიდევ დიდხანსაც გაგრძელდა.

საბოლოოდ კამათი იმის შესახებ სინამდვილეში 2010 თუ 2011 წელი იყო კინაღამ გახდა ჩხუბის და “ხელის აწევის” მიზეზი.

ჩემი აზრით კი ადამიანის ასაკისა და წელთაღრიცხვის ერთ ჩარჩოში მოქცევა ალოგიკურობაა.

ასევე მიუღებელია და სასაცილოცაა ქრისტესშობის წლის 0 წლად მოხსენიება რადგან ჩემი და ჩემი თანამოაზრეების აზრით ეს წელი ქრ.შ-დან I წელი იყო.

დისკუსიამ და კამათმა მასწავლებლებიც ჩართეს პროცესში, მათმა ნაწილმა გვითხრეს რომ ეხლა 2011 წელი იყო, ზოგი მათგანი კი ამბობდა რომ 2010 წელი იყო.

საბოლოოდ დრო ისე გავიდა რომ საბოლოო პოზიციაზე შეჯერაბა მაინც ვერ მოვახერხეთ და კამათი ანუ იმის განსაზღვრა 2010 თუ 2011 წელი იყო ხვალისთვის გადავდეთ.

აი, ასეთი მოაზროვნე მომავალი თაობა მოდის ხალხო..!

მკითხველო იქნებ შენ შემატყობინო შენი აზრი, საკუთარი არგუმენტებით.

Advertisements

3 thoughts on “2010 თუ 2011?!

  1. gamamxiarula da dzalian vicine 😀 😀 ici, gio, am statiam ra gamaxsena? yandiashvilis gadacema gemaxsovreba, 2000_2003 wleabshi gadioda, ”ra xdeba” erqva…. xutma mayurebelma dareka da kitxa, rodis daiwyeba XXI sukuneo 😀 kaci pasuxobs, 2001 wlis 1 ianvarso… ar daijeres da amitom moxda ase… 😀 lol
    gio, mgoni, macxovris dabadebis tarighi ageria, me vici enciklopediidan ”yvelaperi yvelaperze”, rom igi dzv.w.4 wels daibada, awames ax.w. 29 wels, swored 33 wlis asakshi, iudeis mexute prikuratoris, pilate pontoelis gamgeblobisas. nisanis totxmets moxda es ambavi, anu totxmet aprils, bulgakovis ”ostati da margaritas” mixedvit…. 🙂

    Like

  2. მეც გიორგის ვეთანხმები, ჩემი აზრით შესრულდა 2009 წელი და ამჟამად არის 2010 წელი. შესაძლოა “0” როგორც ასეთი საჭიროა რათა “წყალგამყოფის” ფუნქცია იტვირთოს, თუმცა ერთი მთლიანი წელი 0 არ იქნებაოდა. ეს იქნებოდა ძველი წელთაღრიცხვის ბოლო დრის ღამის 24:00:00 ან/და ახალი წელთაღრიცხვის 00:00:00. ანუ ეს იქნებოდა ერთი წამი რომელიც ერთდროულად ძველ წელთაღრიცხვასაც ეკუთვნის და ახალსაც.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s