ისტორია

მიხეილ ჯავახიშვილი


მიხეილ ჯავახიშვილი, ბელგია 1910 წ.

მიხეილ ჯავახიშვილი, ბელგია 1910 წ.

“არსენა მარაბდელის”weraqvi ეპილოგში მ. ჯავახიშვილს უწერია: “სულ უბრალო სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ დიდი ვაჟკაცი დაიბადა”. მისი ნათქვამი გამართლდა. ოდესღაც ყველაზე ჩამორჩენილი მხარის, ძველად ბორჩალოდ წოდებული ორი მივარდნილი სოფელი წერაქვი და სიონი, სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, რადგან იქ დიდი მწერალი და მოღვაწე, მიხეილ ჯავახიშვილი დაიბადა. ეს 1880 წლის 8 ნოემბერს მოხდა. მწერლის ქალიშვილმა, ქეთევან ჯავახიშვილმა მწერლის შესახებ დაგვიტოვა მოგონებათა წიგნი, რომელშიც სრულყოფილადაა წარმოდგენილი მიხეილის ცხოვრების გზა. ქეთევან ჯავახიშვილს, საკუთრივ მამისა და ნათესავების გადმოცემით, მწერლის ბავშვობის წლებიც აღუდგენია:
“დაბადებიდანვე სუსტი აღნაგობისა იყო. გარეგნულადაც არ ჰგავდა თავის დებს, რომლებიც ფერ ხორცით, ძალ_ღონით გამოირჩეოდნენ. მორჩილი ტანისა იყო, სუსტი, გამხდარი. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და ხელის შეწყობა ჰქონდა, მაინც ხშირად ხდებოდა ავად. . .”
“პატარაობიდანვე გულადი და უშიშარი ბუნებისა იყო. მტკიცე ხასიათი და მაგარი ნებისყოფა ჰქონდა. ჟიუტიც იყო. ამასთან იყო თავმდაბალი, ადამიანური და კეთილი. შიყალბეს ვერ იტანდა. თყუილი სასტიკად ეჯავრებოდა.”
შიგულოვნე, უშიშრობა, სიყალბის სიძულვილი, სიჯიუტე, შეუპოვრობა, საკუთარი თავისადმი გაუფრთხილებლობა და დიდი სიკეთე, მოყვასის სიყვარული, თავმდაბლობა _ აი ის თვისებები, რომლითაც გვიხასიათებენ მწერლის ბავშვობისდროინდელ პორტრეტს. ამ დახასიათებაში არ არის მიკერძოება შვილისაგან მამის სიყვარულის გამო. მიხეილ ჯავახიშვილი მართლაც ასეთი იყო. ამ სუსტი და ტანმორჩილი კაცის გამხმარ სხეულში ღვთიური მადლი, მტკიცე თანაგრძნობა, რაინდული სული იყო დავანებული.
7 წლის მიხეილი, რაკი წერაქვში სკოლა არ იყო, პრივილნოეს სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ იგი გადაიყვანეს ჯელალ-ოღლის (ახლანდელ სტეფანავანში) სასწავლებელში. იქ ბავშვებს რუსულად ზრდიდნენ. მ იხეილმა რუსული ენა ზედმიწევნით კარგად ისწავლა. ქართული კი წლების განმავლობაში თანდათან ავიწდებოდა.
1893 წელს მამამისმა, საბა ჯავახიშვილმა, მიხეილი წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში შეიყვანა, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ყირიმის საბაღოსნო და მეღვინეობის სასწავლებელში
უნდა ითქვას, რომ მ. ჯავახიშვილმა, ქართული სიტყვის ამ ბრწყინვალე ოსტატმა, შემდეგში ხელმეორედ შეისწავლა მშობლიური ენა, ანუ ჭაბუკობიდანვე დაიწყო ცხოვრებისაგან შემოთავაზებული ხელოვნური დინების საწინააღმდეგოდ სვლა, რითაც თავიც გადაირჩინა, არ მოსწყდა მშობლიურ ფესვებს და მაგალითიც აჩვენა იმისა, რომ არასოდეს არ არის გვიან, თუ ნებით ან უნებლიეთ მშობლიურ წიაღს მოსწყდი, გაუცხოვდი, კვლავ დაუბრუნდე ქვეყანას, არათუ რიგით ქართველად, არამედ დიდ და მისაბაძ მამულიშვილად.ყირიმში ყოფნის დროიდან მთავრდება მისი ბედნიერი, უზრუნველი დღეები და მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრება იწყება. 1899 წელს ჯავახიშვილის ოჯახს წერაქვში თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომელთაც მისი დის _ სოფიოს გატაცება სურდათ. თავდამსხმელებმა ყველანი ამოხოცეს (დაც, დედაც და მოჯამაგირენიც, მამა ამ დროს შინ არ იყო). ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ის ვერ ამთავრებს სასწავლებელს. შწავლაზე გული უცრუვდება, ყველაფერს ტოვებს და სამშობლოში გამორბის.
ერთი წლის შემდეგ მამაც გარდაეცვალა. სიონში ცხოვრება მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. “ერთხელ კიდევ თვალი მოვავლე ძველ კერას, _ წერდა ჯავახიშვილი _ სადაც აღვიზარდე და ამდენი რამ მოგონებით მიკრობილი ვიყავი, როგორც საკუთარ დედის მკერდზე. ვეღარ გავძელი, ავიკიდე გუდა ნაბადი და სამუდამოდ მოვშორდი იქაურობას. მშობლების სისხლით შეთითხნილ ჭერქვეშ მუდამ საშინელი ლანდები დამკრთოდნენ თავზე და მოსვენებას არ მაძლევდნენ. შულ ცრემლად ვდნებოდი. ასე იღვრებოდა და ცარიელდებოდა ჩემი სულის საუნჯე. ხსნა გაქცევაში დავინახე”.

gaboსალიტერატურო ასპარეზზე გამოსვლა.ჯავახიშვილის გვარისა დაფსევდონიმის საკითხი

მ. ჯავახიშვილი მტკიცე ნებისყოფის ადამიანი გამოდგა. ოჯახში შექმნილი დიდი ტრაგედიის გამო არ მოეშვა, არ დაძაბუნდა. პირიქით _ სწავლა-განათლებას დაეწაფა და მომავალზე ფიქრს შეუდგა. ამიერიდან მარტოს უნდა გაეკაფა ცხოვრების რთული გზა. დასთან დასახლდაალავერდში. სად და რა პროფესიით არ უმუშავია მას.chanchura ჩხოვრება დიდ სკოლად ექცა. დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება საფუზვლად დაედო მომავალი მწერლის შემოქმედებით შრომას. 21-22 წლის ასაკში კარგად ფლობდა რუსულ, აზერბაიჯანულ, სპარსულ დაფრანგულ ენებს. კითხულობდა სხვა და სხვა სახის ლიტერატურას და ემზადებოდა სამწერლო მოღვაწეობისათვის.
ბევრი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ 1903 წელს თბილისში ჩამოსვლა გადაწყვიტა. იმავე წელს, ნოემბრის gazetiთვეში დაწერა მოთხრობა “ჩანჩურა”. ეს მოთხრობა მისთვის მწერლობაში შესვლის სავიზიტო ბარათად იქცა. ნაწარმოები პირველად წაუკითხავს იოსებ იმედაშვილს, რომელიც მოთხრობით აღფრთოვანებულა. მისი რეკომენდაციით მიხეილი გაზეთ “ცნობის ფურცლის” რედაქციას მიადგა. მას არათუ დაუბეჭდეს ნაწარმოები, მუდმივი თანამშრომლობაც შესთავაზეს. ამით იშლება მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების თავფურცელი. ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ თავისი გაიტანა, მან ცხოვრებაში გზა გაიკაფა და თავისი ადგილი იპოვა. ა დვილად და უწვალებლად არაფერი მოსვლია. მისთვის ადვილი მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობა იყო, დანარჩენი ყველაფერი ტანჯვა წამების ფასად უჯდებოდა.
ღაც შეეხება მოთხრობას “ჩანჩურა,” ხელმოწერილია არა ჯვახიშვილის, არამრდ ადამაშვილის გვარი და არა ჯავახიშვილს. ადამაშვილი მიხეილს ფსევდონიმად არ აუღია, იგი ახალგაზრდობაში ადამაშვილის გვარზე იწერებოდა, ისუ, როგორც მისი მამა. თუმცა არც ჯავახიშვილია ფსევდონიმი. თვის მ. ჯავახიშვილი ამ საქმეს აfsevdსუ განმარტავს: “ჩემი ნამდვილი წინაპრები ჯავახიშვილები არიან. ჩემს წინაპარს, ვინმე ჯავახიშვილს, ქართლში კაცი შემოკვდომია. იქიდან გამოქცეულა. ქიზიყში გადასულა და იქური გვარი, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ ბორჩალოში რომ გადმოვედით, ტოკლიკაშვილი აუღია. შემდეგ ბორჩალოში რომ გადმოვედით, იქ ადამაშვილის გვარით ვცხოვრობდით. პაპაჩემი ხომ ადამა იყო და გვარად ადამაშვილი ავიღეთ. მ ე აღვადგინე და დავიბრუნე ჩვენი გვარი”. ამ განმარტების შემდეგ აღარც ის უნდა იყოს გაუგებარი, თუ რატომ ცხოვრობდნენმიხეილის მამა და პაპა, წარმოშობით თავადები გლეხკაცის ცხოვრებით.

ჯავახიშვილი რედაქტორი.გამგზავრება საზღვარგარეთ

parizi

მიხეილ ჯავახიშვილის პუბლიცისტური წერილები მკითხველთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებდა 1904 წლიდან მიხეილი “ივერიის” რედაქტორი გახდა. ასე რომ ყმაწვილს, რომელსაც ერთ დროს საგურამოში “ილიაობა” დღეს დიდმა ილიამ გზა დაულოცა, ახლა თვით
ილიას დაარსებული გაზეთის რედაქტორად ვხედავთ. მიხეილი იყო ერთი იმათგანი, ვისაც არასოდეს განელებია ერის დიდი მოძღვრის სიყვარული.
1906 წელს ადამაშვილი გაზეთ “გლეხს” რედაქტორობდა მეტისმეტი გაბედულებისათვის მწარალი პასუხისგებაში იქნა მიცემული. ფილიპე გოგიჩაიშვილის თანადგომით მიხეილი, მოახერხებს საზღვარგარეთ გამგზავრებას და ამით სასსჯელისაგან თავის დაღწევას
1906-1907 წლებში მწერალი ჟენევასა და პარიზში ცხოვრობს. ისმენს ლექციებს და ცდილობს სრულყოფილად დაეუფლოს ევროპულ ლიტერატურას. წერს პუბლიცისტურ წერილებს, მოთხრობებს და სამშობლოში აგზავნის.
1907 წლის მარტში მიხეილი კვლავ თბილისშია. მსახურობს გაზეთ “ისრის” რადაქციაში. ეს
ის რედაქციაა რომელმაც პირველმა შეიტყო 1907წლის 30 აგვისტოს მომხდარი ეროვნული ტრაგედიის შესახებ. გაოგნებული მწერალი მეორე დღესმე საგურამოში აიჭრა სადაც მისთვის ბავშვობიდანვე მშობლიური იყო ყველაფერი ის ღამე იქ გაათია საშინელი და მტანჯველი ფიქრებით. “არასოდეს არ დამავიწყდება ის ღამე,- ოგონებდა მწერალი,- სხვებმა დამასწრეს და ლოგინები დაარიგეს, დარჩა მხოლოდ ერთი ბალიში, ილიას სისხლით მოსვრილი ბალიში
რომელიც მოკვლის დროს ზურგის უკან ედო. ბევრი ყოყმანის შემდეგ ძლივს გავბედე: ის ბალიში კაკლის ქვეშ წყაროსთან დავდე, ზედ ცხვირსახოცი დავაფარე და ფსიქიურად დატანჯულმა მამლის ყივილისას ძლივს ჩავიძინე.”
ილიას გარდაცვალების შემდეგ ჯავახიშვილი იძულებულია კვლავ საზღვარგარეთ, 1909 საფრანგეთში გაემგზავროს. უკან ბრუნდება წელს და სათავეში უდგება ჟურნალ “ერს”. 1910 წელს კვლავ დააპატიმრეს სამშობლოს სიყვარულის გულისთვის მიუსაჯეს1 წლით ციხე და 5 წლით საქართველოდან როსტოვში გადასახლება.

luba

ოჯახის შექმნა

1912 წელს გადასახლებაში მყოფმა მ ჯავახიშვილმა ჯვარი დაიწერა ვლადიკავკაზში მცხოვრებ ივანე ჭავჭავაძის ქალიშვილზე რომელსაც სახელად ლუბა ერქვა.
მ ჯავახიშვილის უფროსი ქალიშვილი, ქეთევანი, იხსენებს დედამისის ნაამბობს, თუ სადა გაიცნეს მისმა მშობლებმა ერთმანეთი:”ეს იყო 1912 წლის 14იანვარს ძველი სტილით, წმინდა ნინოს დღესასწაულზე. მე და ჩემი მეგობრები საღამოს ლოცვაზე წავედით. ვერც კი გავიგეთ
როდის დამთავრდა ლოცვა და ხალხი ეკლესიიდან გაიკრიფა. ჩვენ ჯერ კიდევ დერეფანში
ვიდექით, როცა მოპირდაპირე მხრიდან ორი მამაკაცი შემოვიდა. მათგან ერთი უცნობი იყო,სწორედ ის დაინტერესებულა ჩემი ვინაობით. შემდეგ ვარლამ ბურჯანაძემ გამაცნო:- მიხეილ ჯავახიშვილი. ასე მოკლედ თქვა. მე ძალიან შემრცხვა, გავწითლდი, მგონი მიხეილმა რაღაც გამამხნევებელი სიტყვა მითხრა, კარგად აღარ მახსოვს. მე ჩემს ამხანაგებს გავაცანი მიხეილი, ის ძალზედ ენამეტყველი გამოდგა. ბევრი გავიცანი ბევრი რამ გვიამბო, იოხუნჯა ვიცინეთ დავიმხიარულეთ. მერე გამაცილა. აქედან დაიწყო ჩვენი დაახლოება. მან მიამბო თავისი თავგადასავალი. მალევე გადავწყვიტე ცოლად გავყოლოდი მას და 1 აპრილს საჩქაროდ ჯვარი
დავიწერეთ. ამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ მე ბედნიერება მომიტანა. მიხეილი ძალიან ალერსიანი და ნაზი მეუღლე გამოდგა. მაგრამ გულჩათხრობილი იყო, დევნამ და ციხეში გატარებულმა დღეებმა თავისი დაღი დაასვა, და ეს კაეშანი მას არ მოშორებია, სანამ ცოცხალი იყო”.
ორწინების შეემდეგ ისინი როსტოვში წავიდნენ. პირად არქივში რამდენიმე წერილი ინახება,რომელიც მიხეილმა იმ ხანებში მეუღლეს მისწერა. ორი მათგანი ქორწინებამდეა დაწერილი ეს ღია ბარათებია. პირველი ღია ბარათი1912 წლის17 თებერვალს გაიგზავნა. მიხეილი სწერდა: “ჩემო ძვირფასო! როსტოვში ვბრუნდები იმედია იქ შენი წერილი დამხვდება. გკოცნი ათასჯერ.მოკითხვა ყველას. შენი მიშა. ბარათს სტავროპოლის შტამპი აქვს დასმული. მეორე ღია ბარათიც იმავე მისამართით არის გამოგზავნილი. “ჩემო საუნჯევ.! მაპატიე დაგვიანება. მარტის სამზე ან ოთხზე ვერ ჩამოვალ. ძალიან ვჩქარობ, მაგრამ ამაზე ადრე ვერ მოვახერხებ შენს ჩახუტებას. მომკითხე დედა, ლიზა და სხვები. შენი მიშა.”
1914 წლის 3 ივნისს მშობლებს პირველი შვილი, ქეთევანი შეეძინათ. ადვილი წარმოსადგენია თუ რა გაჭირვებით უნდა ეცხოვრა ნახევრად არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს, მაგრამ სიყვარული ყოველ სატკივარს და შევიწროებას ძლევდა. ოჯახის შექმნის შემდეგ მიხეილის გონება წვრილმან საზრუნავში არ ჩაფლულა. მისი ნიჭის თაყვანისმცემელი მეუღლე ყოველმხრივ ხელს უწყობდა, რომ თავის ძირითად საქმიანობას არ მოსწყდომოდა.

gazeti saqartvelo

გაზეთი “საქართველო”. საქართველოს დამოუკიდებლობა

მიხეილის მიზანი იყო თანამგრძნობ პატრიოტებთან ერთად ილიას ანდერძის აღსრულება- სამშობლოს განთავისუფლება. და, აი, 1915 წელს რადიკალურად განწყობილმა ეროვნულ მოღვაწეთა ახალგაზრდების ჯგუფმა გამოსცა იმ დროისათვის ყველაზე მძაფრი, თავისუფლების
ზარების დამარისხებელი გაზეთი ” საქართველო”, რომლის რედაქტორი იყო ადამაშვილი. კვლავ გაიხსენეს ადამაშვილი იქ, სადაც ჯერ არს და კავკასიის სამხედრო ოლქის უფროსმა ” ურჩია”,კავკასიას გაშორებოდა. . . იძულებული გახდა ლიტერატურულ საქმიანობას ჩამოშორებოდა.1916 წლიდან წითელი ჯვრის საზოგადოების ხაზით მიხეილი სპარსეთ-ოსმალეთის ფრონტზე გაემგზავრა და მთელი წელიწადი სპარსეთში დაჰყო.
სამშობლოში მიხეილი 1917 წელს ბრუნდება. ამ წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ პარტიის წევრები და მათშორის მიხეილი დაუცხრომლად იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისათვის. 1918 წლის 26მაისს მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა. მიხეილს თავისუფლებისათვის ბრძოლაში ლომის წილი. ედო მაგრამ, კვლავ ბედის ირონია.
საქართველოს მთავრობა, ფაქტიურად, სოციალ დემოკრატებმა შეადგინეს. იმ ხალხმა ვინც . თავის დროზე სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ჩასაკლავად იბრძოდა. . ჯავახიშვილი და მისი მეგობრები ამჯერადაც ოპოზიციის კუთხეში იქნენ მიგდებულნი. პარლამენტში, როგორც ითქვა, უმრავლესობას სოციალიზმის მქადაგებელი სოციალ- დემოკრატები წარმოადგენდნენ, რომლებისაც ჯავახიშვილს არაფერი სწამდა. ერთგან მას: “ ჩაუწერია სოციალიზმის იდეამ განუხომელი ზარალი მოუტანა საქართველოს და შემდეგშიც უკიდურეს ხიფათს უქადის”. მაგრამ რაკი თავისუფალ საქართველოს ეღირსნენ, განზე მაინც
არავინ გამდგარა. ჯავახიშვილი სხვადასხვა დაწესებულებებში მსახურობდა. კალამი გვერდზე
გადადო და ქვეყნის ეკონომიკურ მოღონიერებას უწყობდა ხელს. მართალია მალე შეწყდა 117წლის შემდეგ აღდგენილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის არსებობა. 1921 წლის 25 თებერვალს ქართველი ერი კვლავ დაპყრობილი აღმოჩნდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ.

megobrebi

წამების გზა

მწერალი 1903წლიდან მოყოლებული მწერლობასთან და ჟურნალისტურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად იყო ჩაბმული თავისი ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ საქმიანობაში. პოლიტიკით გატაცებამ კი მას მრავალი უსიამოვნება მიაყენა და ბოლოს1937 წელს, როცა დასჭირდათ მის მიმართ წაყენებული ბრალდებების დამძიმება და საბრალდებულო საქმის შექმნა, შეჯამებული იქნა რა პოლიტიკურ სფეროში მისი საქმიანობა, ჯავახიშვილის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. წარსულიც გაუხსენეს და არაფერი არ აპატიეს. ეს მაშინ მოხდა, როცაის პოლიტიკურ საკითხებში აღარ ერეოდა დიდი ხნის ჩამოცილებული იყო და მთლიანად ლიტერატურული ცხოვრებით ცხოვრობდა.
– მიხეილ ჯავახიშვილს თვითონ აქვს აღნიშნული, რომ 1917 წლიდან ის ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის წევრად ირიცხებოდა. თავისი საიდუმლო მუშაობის თაობაზე მას უბის წიგნაკში ასე ჩაუწერია: “ჩემი საიდუმლო მუშაობა პარტიაში 1921-1923 წლებში ჰგავდა იმ ადამიანის საქციელს, რომელმაც ცურაობა არ იცის, მაგრამ სხვის დასახმარებლად ისკუპა ხიდიდან და წყალში გადავარდა. ამის ახსნა შეუძლებელია. აქ მუშაობს იდუმალი ძალა-ალღომოძმის მიშველებისა და ამ ალღოს ასჯერ მეტი ძალა აქვს, ვიდრე შეგნებას”. რევოლუციისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ კი ასე უწერია:” ჩვენი ეპოქა – რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა, ვინაიდან ჩემს თვალწინ კვდება ძველი ქვეყანა- დედა, ზოგისთვის კი ეს უზენაესი
სიხარულია, ვინაიდან იბადება შვილი- ახალი ქვეყანა. ამიტომ არის მგლოვიარედ გუშინდელი პოეტი, ამიტომაც ხარხარებს დღევანდელი ჭაბუკი კომკავშირელიც. სჯობდა ან უფრო ადრე გავჩენილიყავ, ან უფრო გვიან.”
ჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, თუ რა ეროვნუკლი ხასიათის ტკივილები ამოძრავებდა მის სულს, მთელ მის არსებას, და ამ გრძნობების დაძლევას, როგორც დროის მოთხოვნა კარნახობდა. უთუოდ დიდი დრო დასჭირდებოდა უფრო თავშეკავებული და გულჩათხრობილი გახდა, მაგრამ ეს არ იკმარეს მისმა მოწინააღმდეგეებმა, მწერალმა კი ის ვერ უარყო ბოლომდე, რაც ღრმად სწამდა და ამიტომ თავის მრწამსს შეეწირა.
მ ჯავახიშვილის ნაწერებიდან ნათლად ჩანს ის წინააღმდეგობები და განხეთქილებანი, რომელიც ამ რთულ გზაზე არსებობდა. პარტიის წევრებს შორის ერთსულოვნება არ სუფევდა და მწერალი მენშევიკების მიმართ კეთილად განწყობილი არ იყო. 1923 წელს ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის ლიკვიდაცია მოხდა და მისი ყველა წევრი დააპატიმრეს, მათ შორის მ. ჯავახიშვილიც. მისი უფროსი ქალიშვილი ქეთევანი იგონებს, რომ ის მაშინ 9 წლის იყო და ბევრი რამ არ ახსოვს, მაგრამ მამის ციხეში ყოფნის პერიოდი კი ნათლად შემორჩა მის
: მეხსიერებას :” მამა ორთაჭალის ციხეში 6 თვე იმყოფებოდა. მე და დედა ხშირად დავდიოდით მასთან და
სურსათ- სანოვაგე მიგვქონდა. დედამ რაღაც ხერხით მამას გააგებინა, რომ სურსათს შეუგზავნიდა თუ არა, მაშინვე ფანჯარასთან მისულიყო და ბაღში გამოეხედა, სადაც მასველოდებოდით, დაგვინახავდა თუ არა ბაღში მისულებს, ხელს დაგვიქნევდა და ჩვენი ლაპარაკი რომ არავის გაეგო, ფრანგულად გველაპარაკებოდა. ფანჯარასთან საცოდავად იდგა და ღიმილით გვიყურებდა. თვალზე ცრემლი მადგებოდა, ისეთი საცოდავი შესახედავი იყო. მას თეთრი პერანგი ეცვა. ძალზე გამხდარი და ფერმკრთალი მეჩვენებოდა.
იმ ექვს თვეში, რაც მამა ციხეში იმყოფებოდა, ჩვენ დიდი გაჭირვება და სულიერი წამება გამოვიარეთ. მე და დედას ციხეში საჭმელი დღეგამოშვებით მიგვქონდა. ვინაიდან ბევრ სურსათს ვუგზავნიდით ჭამას კი პატიმრები ვერ ასწრებდნენ ბევრი რამ რჩებოდათ და უფუჭდემოდათ, ამიტომ მამამ წერილი მისწერა დედას, კვირაში ერთხელ მოიტანეო. დედას კი ჰგონებია, მე მიფრთხილდებაო და თავისთვის გადაუწყვეტია, ცოტას მივუტან, სამაგიეროდ ყოველ დღეო. ამის გამო მამას და მასთან საკანში მყოფ პატიმრებს ბევრი უცინიათ.
მამას სასჯელის უმაღლესი ზომა დახვრეტა ჰქონდა მისჯილი და ჰგონებია, რომ ეს ამბავი ჩვენც ვიცოდით და გამოსამშვიდობებლად მივედით. ორივე ხელი ფანჯრის რკინებისთვის ჩაეჭიდა და ასე დიდხანს გვიყურებდა. ჩვენ რომ წამოვსულვართ ბევრი უტირია თურმე, ჩვენ კი ამ დროს არაფერი ვიცოდით.
მამა რომ განთავისუფლდა, დედას უამბო, რომ ის დიდხანს ოქმს ხელს არ აწერდა, რომელიც გამომძიებლის მიერ იყო შეთხზული. ბოლოს უეშმაკიათ:. ერთ დღეს დედასთვის მამის ნახვის უფლება მიუციათ. რამოდენიმე წუთიანი პაემანი რომ დამთავრდა და მამა საკანში დაბრუნდა, ქალის საშინელი კივილი შემოესმა თურმე. ყური მიუგდო და დედას ხმა მოსჩვენებია გაგიჟებული მივარდნია კარებს და დაუნახავს, რომ ორ- სამ კაცს გაკავებული მიჰყავდათ ქალი, ასეთივე კაბაში გამოწყობილი, როგორც იმ დღეს დედას სცმია. საცოდავ მამას
უფიქრია, რომ დედა დაკითხვაზე შეიყვანეს, გამოტეხვის მიზნით აწამეს და საშინელ დღეში ჩააგდეს. სასოწარკვეთილებაში მყოფმა კარებს მუშტებით ბახუნი დაუწყო. ზედამხედველებმა იცოდნენ რომ მათმა ინსცენირებამ გაჭრა. მამას კი მოუთხოვია: ეხლავე შეწყვიტეთ ინკვიზაცია, მე მეტის ატანის თავი აღარა მაქვს და რაც გინდათ, ყველაფერზე ხელს მოგიწერთო. ასე მოუწერინებიათ მისთვის ჩვენებაზე ხელი.
ასეთივე ბარბაროსული ხერხი მათ 1937 წელსაც ერთხელ კიდევ გაიმეორეს, როცა მიხეილი ყალბ ჩვენებაზე ხელს არ აწერდა. გამომძიებელს უთქვამს მისთვის:”თუ ეხლავე არ მოაწერთ ხელს, ცოლ-შვილს აქ მოვიყვანთ, და თქვენს თვალწინ ვაწამებთო.” ღონემიხდილსა და ნაწამებს ძალით მოაწერინეს ხელი.
შემდგომში, როდესაც მწერლის რეაბილიტაცია გამოცხადდა, მისი სახელი აღსდგა დაუდანაშაულობა გაირკვა, საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ სთქვა: “ისე, როგორც დაკითხვის დროს მიხეილ ჯავახიშვილს აწამებდნენ ის ასეთ ჩვენებაზე კი მოაწერდა ხელს, რომელიც ერთ გვერდს შეადგენს, არამედ იმაზეც მოაწერდა ხელს, რომ ის იყო ირანის შაჰი.
დავუბრუნდეთ კვლავ 1923 წლის მოვლენებს. მას შემდეგ, რაც მიხეილმა ჩვენებაზე ხელი მოაწერა, მას დახვრეტა გადაუწყვიტეს. ყოველ ღამეს ჯალათების მოკითხვას ელოდა. . .
მიხეილის რამოდენიმე მეგობარს, მათ შორის პავლე ინგოროყვასა და ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძეს თავი გადაუდვიათ და იმ ხანად თბილისში მყოფ სერგო ორჯონიკიძისათვის უთხოვიათ, ქართველი ხალხისთვის ეჩუქებინა ნიჭიერი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლე. ” რკინის კომისარი” იმ დღეს კარგ გუნებაზე ყოფილა. . .
ციხიდან მიხეილი ძალზედ დასუსტებლი, დაავადდმყოფებული დაბრუნდა. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, მას განსაკუთრებული ხელშეწყობა ჰქონდა ოჯახისაგან. მწერალმა თავი მიანებაპარტიულ საქმიანობას და მთლიანად ლიტერატურუულ ცხოვრებაში ჩაება. პირველი ნაწარმოები, რომელიც განთავისუფლების შემდეგ დაწერა, მოთხრობა “ტყის კაცი” იყო. ამის შესახებ მას ჩაწერილი აქვს უბის წიგნაკში: ” მაგონდება ჩეკას საკანში მაწვალებდა ტყე-უღრანი, ტევრი, დაბურილი. გამოვედი და “ტყის კაცი” დავწერე.” ციხის კედლებში გატარებული დღეები, ნაფიქრ- ნატანჯი და განცდილი მწერალმა შემდგომ თავის ნაწარმოებებში გაფანტა. ბუნებრივია, ციხეში გატარებული დღეები უკვალოდ ვერ ჩაივლიდა, მან ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის სულიერ სამყაროს. ცხოვრების მაძილზე ის სამჯერ იყო ციხის პატიმარი. პირველად 1910 წელს, როცაგაზეთ “გლეხის” რედაქტორობისთვის მას ერთი წლის ციხე და ხუთი წლით გადასახლება მიესაჯა. მეორედ- 1923 წელს და მესამედ – 1937 წელს.
თუ ვინმე დარჩა ცოცხალი მიხეილის ძველი მეგობრებიდან, 1921-1923წლების რეპრესიების დროს, 1924 წლის აჯანყების შემდეგ ისინიც დახოცეს. 1925 წლის 28აგვისტოს, მარიამობა დღეს, მიხეილმა პანაშვიდი
გადაუხადა. ეს ნაბიჯი იმ დროში, როცა დახოცილთა ნათესავებიც ვერ ბედავდნენ პანაშვიდზე მისვლას, მოქალაქეობრივი გამბედაობისა და გმირობის დიდი მაგალითი იყო.
მწერლის იმ ფიქრებმა და ძრახვებმა, რომელთაც პოლიტიკურ ბრძოლაში არ ეწერათ გამარჯვება, სადინარი ჰპოვეს მის მხატვრულ შემოქმედებაში. მართალია, ძალზედ ფრთხილად, ალეგორიული ფორმით ახდენს თავისი სატკივარის მხატვრულ სიტყვაში გაცხადებას ჯავახიშვილი, მაგრამ არც “დამპატიჟეს” და არც “ჯაყოს ხიზნების” პათოსი ხელისუფალთ შეუმჩნეველი არ რჩებათ.
ხელისუფლება ცდილობს ძველი ინტელიგენციის ხელახლა “აღზრდას” და ახალი ცხოვრების ფერხულში ჩაყენებას. ვინც ხელისუფლების ინსტრუქციებს ეწინააღმდეგება, “ხალხის მტერია”. ვინც ჯერ კიდევ ორჭოფლობს ძველსა და ახალ სამყაროს შორის-“თანამგზავრი” მ ჯავახიშვილსაც იმხანად “თანამგზავრის” პატივი არგუნეს. იდეოლოგიურ გაკვეთილებს უტარებდნენ სასახლის კარის მსახური კრიტიკოსები. ამ მდგომარეობით შეშფოთებული მწერალი ერთგან წერს: ” ვინ მომცა ნება, რომ დღევანდელი ყოფიერება მე ასე ავწერო როგორც ვხედავ და მესმის?”.
xx საუკუნის 20-იან წლებში იგი ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული პროზაიკოსი ხდება საქართველოში.
ერთის მხრივ, მკითხველთა დიდი სიყვარულითა და პატივისცემითაა გარემოსილი, მეორე მხრივ კი, პროლეტალური მწერლობის წარმომადგენლები უტევენ და მის ყოველ ნაბიჯს აკრიტიკებენ, რის გამოც ჯავახიშვილს ერთ-ერთი გამოსვლის დროს მათი მისამართით უთქვამს:”ჩვენი ადმინისტრაციული დაშინებითა და მუქარით პროლეტარულ მწერლებს წინ ვერც წასწევთ. გაუნათლებელი და უშრომელი მწერალი, კლასიკოსი ვერ გახდება. თქვენ მწერლის ფსიქოლოგიას არავითარ ანგარიშს არ უწევთ. შემოქმედბითი შეჯიბრის გეშინიათ და ამიტომ მებრძვით. კვაჭი დავხატე, მითხარით : ეს შენ ხარო; ჯაყო და თეიმურაზიც შენ თვითონ
ხარო, გივი შადური შენი პორტრეტიაო. ახლა ისღა დამრჩენია, ორსული დავხატო და იმაზეც მეტყვით, ესეც შენ ხარო”.
იმხანად მწერილებს ჯერ კიდევ ჰქონდათ საშუალება შეექმნათ ლილტერატურული დაჯგუფებანი, გამოეცათ ჟურნალ – გაზეთები. ასეთი დაჯგუფებათაგანი იყო 1927 წელს აღმოცენებული რამოდენიმე მწერლის მიერ შექმნილი საძმო. “არიფიონის” სახელწოდებით. ასოციაციის თავმჯდომარე მიხეილ ჯავახიშვილი გახლდათ. ასოციაციის წევრებმა 1928წელს გამოსცეს ჟურნალი “არიფიონი”.
ჯავახიშვილს “არიფიონის” კრიტკოსთა შესახებ უბის წიგნაკში ჩაუწერია: ” ბევრ ქართველ მწერალს მოსდის მოსკოვიდან ბრძანება, თუ როგორ უნდა სწეროს მან ფორმითაც და იდეოლოგიურადაც. ” არაფიონი” კი მაგრად დგას ქართულ მიწაზე და მისი აზროვნებაც ამ მიწიდან ამოდის”.
“აროფიონის” არსებობა დღემოკლე აღმოჩნდა. 1829წლის მარტში ჩატარდა საქართველოს მწერალთა მეორე ყრილობა, რომელზეც მოხსენება გააკეთა ფილიპე მახარაძემ. ყრილობაზე დაგმობილ იქნა ” არიფიონის” საქმიანობა და ეს ჯგუფი მალე დაიშალა კიდეც.
1932 წლის თებერვალში გაიმართა ქართველ მწერალთა პლენუმი. ამ პლენუმზე დიდი რისხვა დაატყდა თავს მიხეილს, როგორც ძნელად გარდასაქმნელ მწერალს, გაგაცნობთ ერთმონაკვეთს ბესარიონ ჟღენტის გამოსვლიდან: “თუ მიხეილ ჯავახიშვილს თავისი მუშაობის პირველ პერიოდში განვიცდით, როგორც
გარკვეული რევოლუციური თანამგზავრი ტენდენციის მატარებელ მწერალს და ვფიქრობდით, რომ მისი განვითარების დიალექტიკა მოგვცემდა საბჭოთა ლიტერატურის ერთ მაგალითს, მისმა შემდგომმა განვითარებამ მოგვცა საწინააღმდეგო. ეს დამახასიათებელია მისთვის.. . .”
ორი თვის შემდეგ, აპრილში, კვლავ “დაამუშავეს”:” ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ჯავახიშვილის შემოქმედებას რაღაც განსაკუთრებული მხატვრული ღირსება ახასიათებს. ეს არ არის მართალი. ჯავახიშვილი ცდილობს, მკითხველის ყურადღება მიიპყროს იაფფასიანი ხერხებით, სენსაციებით, შემთხვევითი სიუჟეტებით, ჯავახიშვილის შემოქმედება არის “ბულვარშჩინა”.
ასე, თანდათანობით, იძაბებოდა სიტუაცია და ხელოვნურად აჩქარებდნენ იმ დღის მოახლოვებას, როცა მწერლის სიცოცხლე უნდა დასრულებულიყო.
1937 წლის 8 ივნისს გაიმართა პრეზიდიუმის სხდომა. მწერალს ამ სხდომაზე უნდა მოენანიებია თავისი “ცოდვები”, გადაესინჯა საკუთარი ყოფაქცევა, დაეგმო წარსული საჯაროდ ეღიარებინა თავისი შეცდომები; ეცადა- როგორმე თავი გადაერჩინა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკმაყოფოლებულიყო მისი მტრების სურვილი. საქმე ის გახლდათ, რომ მას უწუნებდნენ მთელ რიგ ნაწარმოებებს. ” დამპატიჟეს” ყალბი ნაწარმოები უწოდეს. არ მოეწონათ ” რკინის საცერი”, ” ქალის ტვირთი”. საყვედურობდნენ, რომ დროს ჩამორჩა, მის შემოქმედებაში არ იყო სტალინის სახე შექმნილი.
მწერალი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ თავის გასამართლებლად რა უნდა ეთქვა, თვითონაც არ იცოდა. ბრალდებები საგანგებოდ შეთხზული და გაზვიადებული იყო. საშინელებაა, ისე აწამო ადამიანი, რომელიც თავის სიმართლეში ღრმად იყო დარწმუნებული, მაგრამ ვერაფერი გაახერხა.
მოგვყავს მცირეოდენი ნაწყვეტი მ. ჯავახიშვილის საუბრისა, რომელიც წარმოთქვა 1937 წლის მწერალთა კავშირის ერთ-ერთ სხდომაზე:
“ამხანაგებო, საქართველოს კომპარტიის უკანასკნელ ყრილობაზე ჩვენმა პარტიის ხელმძღვანელმა ამხანაგმა ბერიამ მეც იმ მწერლებს მიმაკუთვნა, რომელთაც “თავიანთი ყოფაქცევა უნდა გადასინჯონ.” ბრალდებას კონკრეტობა არ ეძლევა, მაგრამ ბრალდება მაინც ბრალდებად რჩება. მე მივხვდი, რომ იგი მე თვითონვე უნდა გავხსნა. მას აქეთ კარგა ხანი გავიდა და მე საკმაო დრო მქონდა ჩემი მახლობელი წარსული გამეხსენებინა და ჩემი ყოფაქცევა გადამეთვალიერებინა. ერთი ამგვარი აზრი არსებობს: ამბობენ, ჩვენებური მზაკვარი, ტროცკისტები თავიანთ შხამიან ქსელში ალბათ უპარტიო ინტელიგენციასაც ჩაურევდნენ და ამიტომ საფიქრებელია, რომ მათ მიხეილ ჯავახიშვილიც ჩარიესო. იმედია, ჩემს გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპარებათ, რომ არასოდეს არავისთან ანტისაბჭოთა საუბარი არ მქონია.თქვენ, სრული უფლება გაქვთ მითხრათ, ამხანაგი ბერია უსაბუთოდ არ დაგასახელებდაო, სრული სიმართლეა, მეც მაგრე მგონია. ამხანაგებო, უკვე 14 წელიწადია, რაც მე და თქვენ თითქმის ყოველდღე ერთმანეთს ვხვდებით, ვესაუბრებით, მაშასადამე, თქვენ საკმაოდ კარგად უნდა მიცნობდეთ. ალბათ ჩემი ხასიათი გეცოდინებათ, მე ანჩხლი კაცი ვარ, სულ უბრალოზე ნერვები მეშლება. მაგალითად: ტრამვაიმ ათიოდე წუთი დამაგვიანა, რომელიმე
საქონელი გაძვირდა, სადღაც გრძელი რიგი დავინახე და სხვა ამგვარი.ამისგამომეზოგჯერ მწვავე სიტყვას ვიტყვი ხოლმე. ვიღაცას ჩავწიხლავ, ვიღაცას გავლანძღავ, ეს თითქოსწვრილმანია, მაგრამ ისიც მართალია, რომ ბლომად დაგროვილი წვრილმანი მოზრდი მსხვილმანად გადაიქცევა ხოლმე. აი სად არის ჩემი ბრალი: ენა ჩემი- მტერი ჩემი. ამან მე უკვე ძალიან დამაზარალა. ჩემი გესლიანი ნათქვამი, ჩემი პოპულარობის მეოხებით სწრაფად გაჟონავს ხოლმე ხალხში და ავსა თესლსა სთესავს. ამას მე გულწრფელად ვაღიარებ, მაგრამ
ზოგი რამაც უნდა გაგახსენოთ: პირველი- მე ჩემი უხამსი რეპლიკები და გამოთქმა არასოდეს არ განმიზოგადებია ე.ი. მათთვის ანტისაბჭოთა ხასიათი არ მიმიცია.
: მეორე- მე ჩემი გუნება და აზრები ხელის გულზე დამაქვს და ჩემი მკვახე სიტყვების უკან
.არავითარ შავ საქმეს არ ვმალავ.
:მესამე- ამ მკვახე სიტყვებს არსებული სისტემისათვის მტრობა კი არ მალაპარაკებს ხოლმე არამედ, მხოლოდ და მხოლოდ სურვილი უკეთესისა, ჩვენი სოციალისტური ყოფაცხოვრების გაუმჯობესებისა”.
მიხეილის სიტყვების შემდეგ მწერლები გამოვიდნენ და როგორც სასამართლოში დამნაშავეს, ისე დაადგნენ პირზე. მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ბოლო დღეებში ის დაღვრემილი და გულჩათხრობილი დადიოდა, ივლისის შუა რიცხვი იქნებოდა, პაოლო იაშვილი დაიბარა ბერიამ, როგორც შემდგომ გაირკვა, ბერიამ მას დაავალა მიხეილისა და ტიციანისწინააღმდეგ ცრუ ბრალდება დაეწერა, რომელსაც ისინი შემდგომ საბუთად
beria გამოიყენებდნენ. მაშინ უთუოდ უკვე გადაწყვეტილი იყო ამ ორი მწერლის ბედი. პაოლო რომ ბერიასგან წამოსულა, გზადაგზა გადაწყვეტილება მიუღია, შინ გაუვლია, თავისი სანადირო თოფი აუღია და ცოლისთვის უთქვამს, მე სანადიროდ მივდივარო. ამ დროს კი მწერალთა კავშირში სხდომა მიმდინარეობდა, სადაც კვლავ ხალხის მოღალატე მწერლების საკითხს იხილავდნენ. სხდომა დაწყებული იყო, ის რომ დარბაზში შევიდა. მოუნახავს ადგილი დამიხეილის გვერდით ჩამომჯდარა. მიხეილს უკითხავს,- რა იყო, რა გითხრა ბერიამო? პაოლოს უპასუხია:- საიმისო არაფერი. . . შემდეგ კი უთქვამს, მალე დაგიმტკიცებთ, რომ არც ისე ცუდი კაცი
ვარო. ჯავახიშვილი ვერ მიხვდა პაოლოს ნათქვამს.. . ცოტა ხნის შემდეგ პაოლო ადგა და ოთახიდან გავიდა. მცირე ხნის შემდეგ, ზედა სართულიდან საშინელი გრიალი და თოფის გასროლის ხმა გაისმა. კრება აიშალა და შეშინებული ხალხი ზევითა სართულისკენ გაიქცა. ზემო სართულის პატარა დერეფანში, იატაკზემ პაოლო იაშვილი სისხლში მოსვრილი იწვა. მან თავის თავს თვითონვე გამოუტანა განაჩენი. საჯიჯგნად თავი არავის მისცა. მან ვერ შეძლო თავისი მეგობრები სასიკვდილოდ გაეწირა.
მ ჯავახიშვილის უფროსი ქალიშვილი ქეთევანი, იხსენებს, რომ მამამისი შინ ფერწასული დაბრუნებულა. სახლში უთქვამს, პაოლომ თავი მოიკლაო- და ოთახში შესულა. მწერილის ირგვლივ დღითიდღე მწვავდებოდა მდგომარეობა. მან იგრძნო საშიშროება, გადაწყვიტა ბერიასთან მისულიყო და გულახდილად ესაუბრა, მაგრამ ბერიამ იგი არ მიიღო. ეს უკვე ძალიან ცუდი ამბის მომასწავლებელი იყო. იგი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. 17 აგვისტოს კი მწერალთაკავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მკაცრად იქნა დაგმობილი მ. ჯავახიშვილის პიროვნება, მთელი მისი შემოქმედება. როგორც მოღალატის და ხალხის მტრის მიმართ ათასი ბრალდება იქნა წამოყენებული. ის ქართველი ხალხის მოღალატეთა ბანდის ჯაშუშებისა და დივერსანტების
ხროვის აქტიური მონაწილე აღმოჩნდა.
დაადგინეს- მ. ჯავახიშვილი, როგორც ხალხის მტერი და ჯაშუში გაერიცხათ მწერალთა კავშირიდან და გაენადგურებინათ ფიზიკურად
.მ. ჯავახიშვილის რეაბილიტაციის შემდეგ, მწერალთა კავშირის მემანქანემ და საქმის მწარმოებელმა მთელ იმ უსაფუძვლოდ შედგენილ საარქივო მასალას თავისი ხელით მოაწერა:” შენიშვნა. მ. ჯავახიშვილმა მიიღო რეაბილიტაცია, როგორც მართალმა კაცმა, რადგან მისი ბრალდებები ვერ იქნა დადასტურებული.”

Advertisements

6 thoughts on “მიხეილ ჯავახიშვილი

  1. გიო, როცა მწერლებზე და კულტურის მოღვაწეებზე წერ, განსაკუთრებით მიხარია 🙂
    მიხეილს ერთერთ ბოლო დაკითხვაზე ჰკითხეს, ვინ არიანო თქვენი მოკავშირეები… ”ვინ არიან?! სევანტესი, ლოპე დე ვეგა”… იყო პასუხი….

    Like

  2. აუცილებლად დავწერ.. იმიტომ რომ ბევრი არის ამ ადამიანებზე საწერი….
    თითოეულ მათგან უდიდეს პატივს ვცემ..
    პრინციპში მათ უბრალოდ არ აცალეს ეპოქის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება..
    მცდელობისათვის კი პასუხი სიცოცხლით აგებინა მკვლელმა რეჟიმმა……..
    საქართველომ არ უნდა დაივიწყოს ეს ხალხი………..

    Like

  3. ”ჯაყოს ხიზნები” მომავლის წინასწარმეტყველება იყო, რომელიც ორი წლის წინ ფაქტობრივად აგვიხდა… მარგო საქართველოა, თეიმურაზი-ქართველობა, ხოლო ჯაყო-შემოსული, რომელსაც რჩება ყველაფერი, სამშობლოს ძირძველი ნაწილი.
    ჩვენ მხოლოდ ნასამშობლარზე ვცხოვრობთ…

    Like

  4. რა უნდა დავწერო საყვარელ მწერალზე? შესანიშნავი პიროვნება იყო პირველ რიგში, თავისი სიმტკიცითა და სამართლიანობით. მისი ცხოვრებიდან, ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა დახვრეტის წინა ეპიზოდმა. როდესაც მღელი დღეების განმავლობაში იქ მყოფებს უყვებოდა საქართველოს ისტორიას და არამარტო, და როდესაც გამოაცხადეს მისიგ ვარი, ერთადერთი რისი ტქმაც მოასწრო იყო ფრაზა “კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი”

    Like

  5. ნეტავ ისე ლამაზი სიზმარი აგვიხდინოს უფალმა ქართველებს.როგორც მიხეილ ჯავახიშვილის წინასტარმეტყველება აუხდა საქართველოს 90-იან წლებში,თუმცა წინასწარ მეტყველება რა შუაშია დიდმა ქართველმა გაანალიზა და შეაფასა თუ რა დიდი უბედურება ტრიალებდა ,,ჯაყოს,,სახით და ამ ყველაფრისთვის თეიმრაზის ბრინკად ქცევისთვის, მისი შთამომავლობა მოიმკიდა უმძიმეს შედეგს.

    Like

  6. ნათქვამია ადამიანი ჭირში და განსაცდელში შეიცნობაო,განსაცდელიც არის და განსაცდელი განწირული, დასახვრეტად გამზადებული .თანამესაკნებს საქ.ისტორიიდან უყვებოდა ეპიზოდებს და ერის თვითშეგნების გაღვიძებისთვის ზრუნავდა.ქართველ ერს შეუძლია იამაყოს და თავი მაღლა ეჭიროს მიხეილ ჯავახიშვილის მზგავსი ქართველების გამო.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s