ჩემი სტატიები

P.S ცოდნასაც აყალბებენ?!


1184 წელი.

გარდაიცვალა ერთიანი საქართველოს მეფე და საკითხი დადგა გამოჩენიყო ტახტის ახალი პრეტენდენტი.

ამ დროს პოლიტიკოსების აზრი გაიყო ორად. ნაწილი მათგანი ფიქრობდა რომ თამარი-გიორგის შვილი აუცილებლად და სასწრაფოდ უნდა ასულიყო სამეფო ტახტზე, ხოლო პოლიტიკოსების მეორე ნაწილის აზრით კი თამარის გამეფება სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას შეუქმნიდა საფრთხეს.

ახლა შევეცდები ჩამოვაყალიბო ორივე მხარის მოსაზრებები საკუთარი იდეების გასამყარებლად. (2 კონკრეტული სოციალურ-პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური არგუმენტი ორივე მხარის წარმომადგენლებისათვის)

თამარის გამეფების მომხრეები

  • დღესდღეობით გიორგის კანონიერი შვილი თამარი, არის საქართველოს სამეფო ტახტის ფლობის ერთადერთი რეალური პრეტენდენტი. (იყო სხვა კანდიდატიც თუმცა “ორბელთა ამბოხის” დროს    (1178 წ.) მოკლული იქნა. რის შედეგადაც არ არსებობს არცერთი პიროვნება რომლსაც თეორიულად მაინც აქვს უფლება რომ მეფობაზე განაცხადოს პრეტენზია. (ამით დასტურდება რომ თამარი იყო უალტერნატივო კანდიდატი). ყველაფერ აქედან გამომდინარე, იგი უნდა გამეფდეს დაუყონებლივ რათა არ შეექმნას სახელმწიფოს პრობლემები და არ დადგეს უმეფობით გამოწვეული ანარქიის საფრთხის წინაშე. არაერთხელ ვნახეთ რომ მეფის ხელისუფლების ოდნავაც შესუსტების დროს აქტიურდება მსხვილ ფეოდალთა საზოგადოება, რაც იწვევს შიდა დესტაბილიზაციის დაწყებას, ეს კი თავისთავად გამოიწვევს, საქართველოს საგარეო მეტად ძლიერი პოზიციების შესუსტებას.
  • საქართველოს სამეფო ტახტი ყოველთვის გადადიოდა მამიდან მის კანონიერ შვილზე(თუ ის არსებობდა). მოცემულ სიტუაციაში გარდაცვლილ მეფეს ჰყავს 1 კანონიერი შვილი, შესაბამისად ყველა სამემკვიდრეო წესისა და ტრადიციის თანახმად იგი უნდა გახდეს ტახტის მფლობელი. თამარის არ გამეფება იქნება სამეფო “მანდატის” უხეში დარღვევა.

თამარის გამეფების მოწინააღმდეგენი

  • სამეფო ტახტისა და ხელისფლების ქალისთვის ჩაბარება თავისთავად გამოიწვევს ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას, შიდა არეულობებს დაუმორჩილებებს ქვეყნის შიგნით მსხვილ თავად-ფეოდალთა მიერ და ქვეყნის გარეთ ყმადნაფიცი და დაპყრობილი ტერიტორიების მიერ.
  • აქამდე ბაგრატოვანთა დინასტიის საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლიდან არასდროს ტახტი არ ეკავა ქალს. ამიტომ თუ ეხლა თამარი დაიკავებდა საქართველოს სამეფო ტახტს ეს იქნებოდა სიმბოლურად იმ ტრადიციის სასტიკი დარღვევა რომლის მიხედვითაც ტახტი უნდა დარჩენოდა უფროს ვაჟიშვილს. (თუ სხვა შვილები გოგოები ჰყავდა, და 1 ბიჭი მაშინ იმ ბიჭს, ან იმ ბიჭებიდან ერთერთს).

აი ეს იყო ჩემს მიერ შეთავაზებული არგუმენტები მოცემულ საკითხზე. მიმტკიცებენ რომ ორივე მხარისთვის I და II არგუმენტი ერთმანეთის ანალოგიურია. შეშფოთებული ვარ და როგორც იტყვიან შემიძლია თავი დავდო რომ აბსოლიტურად სწორად მაქვს ყველაფერი ჩამოყალიბებული. 100%-ით დარწმუნებული ვარ ამაში.

გთხოვთ ისტორიკოსებო, ვინც ამ სტატიას წაიკითხავთ დამიწერეთ თქვენი მოსაზრებები, თუ რას ფიქრობთ ამ არგუმენტების სისწორესთან დაკავშირებით.

პატივისცემით!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s