ჩემი სტატიები

ნუ წაიკითხავ!.. ყალბია..!


მოგესალმებით. ამ სტატიაში მინდა განცხადება გავაკეთო ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროს შესახებ რომელიც ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელ Facebook.com-ზე. კერძოდ ეს ეხება ე.წ Geotopnews-სს.

აღნიშნული სააგენტო ავრცელებს ცრუ, ყალბ და გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ელემენტარულ ჟურნალისტურ ეთიკასა და კოდექსთან.

რამდენიმე გავრცელდა ე.წ პადრე ვასიკოს(ვასკა კობახიძე) სტატია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის იგივე მმკ-ს შესახებ. სადაც იგი წერდა აბსოლიტურ სიცრუეს. შეგახსენებთ ეს ის “ვასკაა” სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და წმინდა სინოდმა რომ მღვდლობიდან განკვეთა, სამოსელი განმოსა და ტაძრიდან სამარცხვინოდ გამოაძევა.  გასაკვირი არც არის ვასიკო საპატრიარქოს და მისი უწმინდესობის წინააღმდეგ რომ ილაშქრებს, მას უკვე არასდროს საზოგადოება არ აქცევდა ყურადღებას და არც მიაქცევს არასოდეს.

მისი გავრცელებული სტატია რამდენიმე წუთში დაიდო Geotopnews-ის საიტზე. თან ზუსტად ანალოგიური სტატია, თუმცა ალბათ სწორად გადმოგცემთ სათქმელს თუ გეტყვით რომ ეს სტატია იყო იმის ასლი რაც ვასიკომ დადო სულ რაღაც რამდენიმე წუთის წინ.

ეს ფაქტი არის სწორედ იმ  საქართველოს ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის დარღვევა რაც ქართველმა ჟურნალისტებმა შექმნეს დიდი პიარით რამდენიმე თვის წინ.

კერძოდ მოვიყვან იმ კონკრეტულ მუხლებს რომელიც ამ საიტის ადმინისტრატორმა რომან ქევხიშვილმა დაარღვია.

უხლი 5: მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

მუხლი 11: ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:

  • ფაქტის განზრახ დამახინჯება;
  • პლაგიატი.

ახლა განვიხილოთ სწორედ ზემოთმრავლად ხსენებული სტატია.

ახლა მე შემოგთავაზებთ იმ ცრუ ციტატებს რომელიც “ჟურნალისტმა რომანამ” “გადმოაკოპირა” გამოგდებული ათეისტი მღვდლის სტატიიდან.

მმკ – ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

დეკანოზი დავით ისაკაძე წარსულში ნასამართლევია მანქანის ქურდობისათვის, უკვე მრავალი წელია იგი ოფიციალურად არის დანიშნული ქსნის კოლონიის სულიერ მოძღვრად. სწორედ კოლონიის პატიმრებს შორის ახდენს მამა დავითი “მშობელთა კავშირის” ახალი წევრების რეკრუტირებას. ამიტომაც ახორციელებენ ისინი თავიანთ საქმიანობას “შავი გაგების” მიხედვით. უნდა ითქვას, რომ საპატრიარქოს იმ განყოფილებას, რომელიც კურირებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა წარსულში ოთხჯერ ნასამართლევი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი, ხოლო მის შემდეგ ასევე წლების განმავლობაში წარსულში ორჯერ ნასამართლევი ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: “ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ!”.

დაჯგუფებასთან აქტიურად თანამშრომლობენ ბათუმისა და ქობულეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი, ალავერდის მიტროპოლიტი დავით მახარაძე, ეპისკოპოსი იეგუდიელ ტაბატაძე და კულუარულად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი.

საეკლესიო სამართლის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიაში ღვთისმსახურების, სწავლების და მმართველობის ხელისუფლებას ფლობს მხოლოდ ეპისკოპოსი. ის ახდენს ამ ხელისუფლების დელეგირებას მღვდლებისათვის, ე.ი. მღვდლების მიერ განხორციელებული მოქმედებების კანონიკური აღმასრულებელი არის მღვდელმთავარი. ეს ნიშნავს, რომ დეკანოზი დავით ისაკაძე და “შავი გაგების” ახალგაზრდები კი არ ემუქრებიან, არბევენ და სცემენ ადამიანებს, არამედ პირადად უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი ილია II.

დახრილი შრიპტით შემოგთავაზეთ ის ციტატები რომელი რომან ქვეყიშვილმა და მისმა სააგენტომ გაავრცელა. რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ვითხოვ პასუხის გაცემას ამ ქარტიაზე პასუხისმგებელი პირებისგან.

საზოგადოებას კი ვთხოვ თავი შეიკავოს ამ საიტზე დადებული ინფორმაციის წაკითხვისაგან, რადგან როგორც ზემოთ არაერთ მაგალითში ჩანს ის ყალბია!!!

Advertisements

4 thoughts on “ნუ წაიკითხავ!.. ყალბია..!

  1. ra aris yalbi ver vxvdebi? rac Sen dacere eg Tu kobaxidizis statia? minda chems facebookze avtvirto da mchirdeba amis codna, radgan es am jurnalisttan mimartebashi chems mosazrbebebs gamimyarebs

    Like

  2. e.i ra xdeba.. kobakhidzem im sagamos ilauntan rom moxda dapirispireba dawera sashinlad cru da araswori statia, sadac gaakritika patriarqi sinodi, titqos isini nacixrebi arian, ushualod sapatriarqos organizacia aris mmk, rom mat brzanebas ushualod uwmindesi azlevs raimes darbevis shesaxeb da a.sh.
    es statia daido lib.ge ze mgoni tu sadgac magis gverdze..
    daaxloebit 5 eutshi romanam tavis saitze dado ragac statia.. satauri zalian agresiulad jgerda amitom shevedi rata menaxa damainteresa me..
    hoda zustad is statia agmochnda rac kobaxidzem dado tavis gverdze.. tvalebs ar vujerebdi mara ase iyos..
    hoda chemi azrit es aris im qartiis wesebis dargveva, aseve araetikuri da arajurnalisturi saqcieli..
    me mashinve mivuwere komentari.. man agiara rom es kbaxizesgan gadmoakopira..
    aqedan gamomdinare vaskvni rom misi saitze devs yalbi statiebi..

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s