ჩემი სტატიები

ლა ლიგის 2009/2010 წლების სეზონის სტატისტიკა


წლის გუნდი: “ბარსელონა”. არა ტიტულის მოგების, არამედ ფილოსოფიის შენარჩუნების გამო.

წლის მთავარი მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო. “მალიორკას” თავკაცმა ყველასთვის პრაქტიკულად უცნობი ფეხბურთელებით თითქმის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეძლო, თუმცა ოდნავ არ გაუმართლა.

წლის მოულოდნელი გუნდი: “ხეტაფემ” წინა სეზონი მე – 17 პოზიციაზე დაასრულა და მისგან ლიდერ ექვსეულში მოხვედრას არავინ ელოდა, თუმცა მადრიდელებმა საფეხბურთო სამყაროს გაოცება შეძლეს. აღსანიშნავია ბილბაოს “ატლეტიკიც”, რომელიც მე – 8 ადგილზე გავიდა, თანაც მას შემდეგ, რაც გათამაშების დაწყებამდე ჟურნალისტებმა გავარდნის ერთ–ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად შერაცხეს.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ლეო მესი, რა თქმა უნდა. მეორე პოზიცია კრიშტიანუ რონალდუს ერგო.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: იკერ მუნიანი (“ატლეტიკი”). მეორე პოზიციაზე სერხიო კანალესია.

წლის ყველაზე უხეში ფეხბურთელი: სტატისტიკურად “ატლეტიკოს” ფეხბურთელი, პაულო ასუნსაო.

წლის ყველაზე გულდასაწყვეტი გუნდი: “სევილიამ” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეძლო, მაგრამ მთელი 36 ქულით ჩამორჩა ლიდერ “ბარსელონას”. მიუხედავად იმისა, რომ ეს კატალონიელთა სიძლიერეზე მეტყველებს, ლა ლიგის სისუსტეზეც ამბობს რამდენიმე სიტყვას. “ვალენსია” (მე – 3) ნაკლებად დამნაშავეა, მათი პირობების გათვალისწინებით. ინგლისში, შედარებისთვის, “ტოტენჰემი” (4) მხოლოდ 16 ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ “ჩელსის”.

წლის ყველაზე უცნაური გუნდი: “ატლეტიკო”. საშინლად იასპარეზეს ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა შესანიშნავი შანსი აქვთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთბაშად ორ ტიტულს დაეუფლონ.

წლის ყველაზე სავარაუდო შედეგი: საცოდავი, მოხუცი “ხერესი”. მიუხედავად ბოლო ტურამდე ბრძოლისა, უკანასკნელი პოზიციიდან აღზევება ვერაფრით მოახერხეს.

წლის გამონათქვამი: გუტი: “როდესაც კარიერას დავასრულებ, ტაილანდში გადავალ საცხოვრებლად. იქაური საჭმელი ძალიან მომწონს.”

წლის ჩავარდნა: შუნსუკე ნაკამურა (“ესპანიოლი”). შობამდე გაძლო, მერე კი თავის გზაზე წავიდა.

ისინი მოენტარებათ: უკანასკნელ თვეებს ითვლის რაული, თუმცა მისი ჩამოწერა ჯერ, ალბათ, მაინც ადრეა. დიდი ფეხბურთიდან წავიდა ხოსება ეტჩებერია, რომელმაც 15 წელი გაატარა “ატლეტიკში”. გუტი “რეალს” ტოვებს, რობერტ პირესი კი – “ვილიარეალს” და ბუცებს ლურსმანზე კიდებს. მიდის ხუან ლაპორტაც და იმედოვნებს, რომ კატალონიის პრეზიდენტი გახდება.

წლის გუნდი – Soccernet

მეკარე: ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”)

მარჯვენა მცველი: დანიელ ალვეში (“ბარსელონა”)

ცენტრალური მცველი: ხერარდ პიკე (“ბარსელონა”)

ცენტრალური მცველი: რაულ ალბიოლი (“რეალ მადრიდი”)

მარცხენა მცველი: ფილიპე ლუისი (“დეპორტივო ლა კორუნია”)

საყრდენი ნახევარმცველი: ჩაბი ალონსო (“რეალ მადრიდი”)

საყრდენი ნახევარმცველი: სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”)

ცენტრალური ნახევარმცველი: ჩავი ერნანდესი (“ბარსელონა”)

მარჯვენა თავდამსხმელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”)

მარცხენა თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალ მადრიდი”)

ცენტრალური თავდამსხმელი: გონსალო იგუაინი (“რეალ მადრიდი”)

წლის გუნდი – Goal.com

მეკარე: ვიქტორ ვალდესი (“ბარსელონა”)

მარჯვენა მცველი: დანიელ ალვეში (“ბარსელონა”)

ცენტრალური მცველი: ნუნიესი (“მალიორკა”)

მარცხენა მცველი: სერხიო რამოსი (“რეალ მადრიდი”)

ცენტრალური ნახევარმცველი: ჩავი ერნანდესი (“ბარსელონა”)

ცენტრალური ნახევარმცველი: ევერ ბანეგა (“ვალენსია”)

მარჯვენა ნახევარმცველი: ხესუს ნავასი (“სევილია”)

მარცხენა ნახევარმცველი: კრიშტიანუ რონალდუ (“რეალ მადრიდი”)

მარჯვენა თავდამსხმელი: ლიონელ მესი (“ბარსელონა”)

მარცხენა თავდამსხმელი: დავიდ ვილია (“ვალენსია”)

ცენტრალური თავდამსხმელი: გონსალო იგუაინი (“რეალ მადრიდი”)

Advertisements

2 thoughts on “ლა ლიგის 2009/2010 წლების სეზონის სტატისტიკა

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s