პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს-ს.ს ენერჯი ინვესტის 3000-იანი კოლექტივი


გუშინ სოციალურ ქსელ „facebook“-ზე,  გავრცელდა ს.ს. „ენერჯი ინვესტის“ 3000–კაციანი კოლექტივის ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტისადმი. გთავაზობთ ამ მიმართვის სრულ ტექსტს.

ბატონო პრეზიდენტო!
დიდი ხანია, ვისმენთ თქვენი და თქვენი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებას ახალი საწარმოების გახსნასთან და ახალი სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ძალიან გვინდა, დავიჯეროთ ეს ყოველივე, მაგრამ ის მოვლენები, რომლებიც ვითარდება ბოლო პერიოდში ჩვენს საწარმოში, არ გვაძლევს ამის საშუალებას. თქვენ საქართველოს პრეზიდენტი ბრძანდებით და დარწმუნებულები ვართ, გეცოდინებათ იმის შესახებ, როგორ შეინარჩუნა ეს საწარმო აქ წლობით და ოჯახებით მომუშავე ადამიანებმა უხელფასობის, უშუქობის, უგაზობის და დიდ ჭირ–ვარამით დატვირთულ პერიოდში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ ერთად და ერთმანეთის გვერდში დგომით, მაშინ, როცა თქვენ და თქვენი გუნდის წევრები, საზღვარგარეთ განათლების მისაღებად წასულები, იქ ფუფუნებაში ცხოვრობდით. იქნებ, აგვიხსნათ რას ნიშნავს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის შემოჭრა ჩვენს საწარმოში? ყოველივე ეს იწვევს აქ მომუშავე პერსონალის სტრესულ მდგომარეობას, ეტყობა თქვენ (თუ საქმის ვითარებაში გარკვეული ხართ) და ასევე აქ შემოსულ ადამიანებს წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს ქიმიური ქარხანა, თუ რა დიდია რისკის ფაქტორი – აფეთქების საშიშროება. ყოვლად დაუშვებელია აქ მომუშავე ადამიანები იმყოფებოდნენ მსგავს სტრესულ მდგომარეობაში, ეს არის ადამიანის უფლებების ენითაღუწერელი დარღვევა, რასაც „ენერჯი ინვესტის„ მრავალათასიანი კოლექტივი არ დაუშვებს, ეს გახლავთ ერთადერთი მსხვილი საწარმო არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში, რომლის წარმოებული პროდუქტი არის უაღრესად საჭირო, რომ არაფერი ვთქვათ ზემოთ აღნიშნულ მიზეზზე, სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, არ დაუშვათ უხეში ჩარევა საწარმოს საქმიანობაში და მოგვეცით მშვიდად მუშაობის საშუალება.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s