პოლიტიკა · ჩემი სტატიები

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები 2010


28 მაისია. სულ რამდენიმე საათში საქართველოში ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დაიწყება. ეს არის არჩევნები, რომელმაც საკუთარი მნიშვნელობით ძალიან ბევრი პოლიტიკოსი მოხიბლა, და გადააწყვეტინა მათ მასში მონაწილეობა. ის პოლიტიკოსები რომლებიც რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიდატებად განიხილებოდნენ როგორც საქართველოში ისე დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში, დღეს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ და თბილისის მერობა სურთ. ერთ დროს ამბიციურ მათ გუნდს კი დღეს საკრებულოში მოსახვედრად უწევს ბრძოლა.

ეს არჩევნები მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ თბილისისთვის. თბილისის მერი საქართველში პოლიტიკური ფიგურაა და ყოველთვის ასე იქნება. ამიტომ იბრძვიან პოლიტიკოსები ასე აქტიურად თბილისის დასაკავებლად. განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში და ეს ოპოზიციის წინასაარჩევნო ტაქტიკებზეც კარგად აისახება. პარტიები წინასაარჩევნო რესურსების ნახევარზე მეტს თბილისს უთმობენ, რეგიონები კი ფაქტობრივად უბრძოლველად რჩება მმართველ გუნდს. ჩემი აზრით ეს აბსოლიტურად სწორი სტრატეგიაა, იმ პირობებში როცა ნაციონალური მოძრაობა აქტიურად იყენებს მთელ ქვეყანაში ადმინისტრაციულ და სახელმწიფო რესურსებს უაზრობა იქნებოდა ოპოზიციას ფული დაეხარჯა მაგ: რუსთავის, ბათუმის და თელავის საკრებულოებში მოსახვედრად. პრიორიტეტი უნდა იყოს თბილისი და ასეც არის. თუმცა საინტერესოდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს: ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანია დაიწყო თბილისზე აქტიური საუბრით-დაბალი ფასები კომუნალურ სექტორში და ა.შ. კამპანიის მეორე ნაწილში კი ისინი მთლიანად მოწყდნენ თბილისს და გადაერთვნენ რეიონებში, ფაქტობრივად მე რეგიონებში ძირითად ხმების გადანაწილებას ნაციოლებსა და თარგამაძე-დემოკრატებს შორის ველი, შესაძლოა მათ იციან რომ თბილისში სავარაუდოთ გაიმართება ძალიან დიდი ბრძოლა მერის სავარძლის დასაკავებლად, ამიტომ არ გარისკეს და არ ჩაებნენ ამ ბრძოლაში, მათ უპირატესობა უფრო რეგიონებს და პერიფერიებს მიანიჭეს. ამ ნაბიჯს მხოლოდ ერთი ახნსა აქ-ეს ძალა არ წარმოადგენს იმ მოძრაობას რომელიც მიმართული იქითკენ რომ შეცვალოს არსებული ხელისუფლება და თავად აიღონ მართვის სადავეები ხელში. მათთვის უფრო პრიორიტეტულია დაიკავონ წყალტუბოს, ჩოხატაურის და ხულოს საკრებულოში რამდენიმე ადგილი სახელისუფლებო გუნდთან ერთად.

სწორედ ამიტომ ვერ ვხვდები რა აზრი აქ რეგიონების მოსახლების საერთოდ არჩევნებში წასვლს?! აქ ხომ უკვე ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი? ნაციონალური მოძრაობა 80% და შემდეგ დანარჩენები გადაინაწილებენ დარჩენილ ხმებს.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s