ჩემი სტატიები

კოხორა არჩევნებზე.. :D :D


როგორ მოხდა? მე გეტყვით, ახლა როგორ მოხდა… დღეს წავედი არჩევნებზე,.. თავიდან ვთქვა? დღეს მივედი არჩევნებზე, მეთქი, ბავშვი მყავს და იქნებ გამოსწორდეს რაღაც–რაღაცეები… გავაგრძელო? ცოლ-შვილი მყავს რა… ვიფიქრე, ხმას მივცემ მეთქი… ჰოდა ნაციონალს გავუარე ინვერ მანიას, აქანე ცხოვრობს, ახლოს, უბანთან… და წამოვედი აქეთ გზაზე ახალგაზრდა გოგოსთან შევედი და ბიულეტენი ვთხოვე და სიაში არა ხარო, მე ვუთხარი ბიულეტენი მომეცი, ერთი და ბიულეტენი, არა მაქვსო და რო დავეინახე ბიულეტენები, ვსტაცე ხელი და ჩავიგდე ჯიბეში და გამოვიქეცი და გამომეკიდა ეს გოგო, ოპოზიცია და დამახია ჯიბეებთან ხელი და ვტაცე მე და ბრახ–მეთქი, დავარდა ძირს და გამომეკიდა, მეც ჩქარე ავაჩქარე, ვერ დამეწია, ეს ბიულეტენი რამდენია რა ვიცი, შეიძლება სამია, შეიძლება ათია, რა ვიცი მე…

გავიქეცი, შევუხვიე, რა ვიცი რომელი ქუჩაა და არასამთავრობოები, ტელევიზიები გამომეკიდა, კამერით გადაგიღებთ კიდევოც, მითხრეს, არ გავჩერდი, მეთქი – გადამიღონ, მარა რომ გადამიღონ ეგეც არ ვარგა მეთქი და ცოტა შევატორმუზე, მეთქი თუ გადამიღებენ, გადამიღონ მაგის დედაც ვატირე, ჟურნალისტი ხო არ ვარ მეორეჯერ გამოვჩნდე მეთქი და ვსიო რა ვქნა, გადამიღებენ და გადამიღონ, დიდი ამბავი ახლა, მარა ისეთი არაფერი არ დამიშავებია, მე მგონი, მარა კი დავაშავე, იმიტომ რომ მე ვარ დებილი, უნდა შემომეხაზა იმ ბიულეტენებში ხუთიანები და ჩამეყარა ყუთში და ვიქნებოდი ახლა ჩემს ცოლ-შვილში მშვიდად… ესაა ჩემი კომენტარი…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s