ჩემი სტატიები

მოურინიოს წესები



ინგლისში მას “განსაკუთრებული” უწოდეს(ერთადერთი). “კალჩოში”, “ინტეში” პრეზენტაციისას მან შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: “Non sono un pirla” – “მე იდიოტი არ ვარ”. მადრიდში ის უბრალოდ ჟოზე მოურინიოა, ყოველგვარი სიძნელეების გარეშე. “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ პრეზენტაციაზე მუქი ლურჯი “ფერარით” მისვლის შემდეგ, მან განაცხადა: “მე ჟოზე მოურინიო ვარ. ადამიანი, რომელიც აქ ყველა თავისი დადებითი თვისებებითა და ყველა თავისი უარყოფითი თვისებებით მოვიდა.”

ინგისელებისთვის იგი “განსაკუთრებულად” დარჩა(The Special One). იტალიელებს კი დაამახსოვრდათ, რომ იგი იდიოტი არ იყო. ლოს ანჯელესში გამართული წინასასეზონო მზადების დროს, არცერთ ვარჯიშს არ ჩაუვლია ისე, რომ გასასვლელთან მოურინიოს ბრიტანელი გულშემატკივრების ჯგუფი არ დახვედროდა და ავტოგრაფერი არ ეთხოვა: “ფეხზე წამოუდეგით განსაკუთრებულს”(Stand up for the Special One”). ერთ დღეს, ვარჯიშზე “ინტერის” გულშემატკივარიც მივიდა, რომელსაც მილანელთა მაისური ეცვა და ხელში ბანერი ეჭირა წარწერით: “შენ იდიოტი არ იყავი”(“Non eri un pirla”), ამის ქვემოთ კი “ნერიაძურის” მიერ მოპოვებული სამი ტიტულის თარიღი ეწერა(სერია A, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა).

მან იცის, რომ ის გასნაკუთრებულია. მას ეს მოსწონს კიდეც. ის ამბობს, რომ ყველა მწვრთნელს საკუთარი საფეხბურთო ბიბლია აქვს და არანაირი სხვა საიდუმლოება არ არსებობს. მაგრამ მაშინ: რითია იგი განსხვავებული? “ამას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორიც კურო რომეროს(ხარებთან მებრძოლი). როდესაც მე პირველად შევხვდი მოურინიოს, მივხვდი, რომ იგი სხვა ადამიანი იყო. ის განსხვავებული სხვებისგან. ის ყველაფერს პირდაპირ ამბობს,” აცხადებს ხულიო სენდალი, მადრიდელთა უშიშროების უფორსი. გუნდის წევრები მას ახლოს მდგომ მწვრთნელად თვლის. “მოუსთან ერთად პირველად ვმუშაობ და მან ფეხბურთელებთან ურთიერთობით, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ის ფეხბურთელების ენით გვესაუბრება და ჩვენთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს,” აცხადებს პეპე. “ის გამრჯვებულია და როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გვაძლიერებს. ის ყოველთვის გვამუშავებს ბურთთან ერთად,” ამბობს დიარა. “რა განასხვავებს მას პელეგრინისგან? აგრესიულობა. მას სურს, რომ ძალიან ბევრი ვივარჯიშოთ, შეუსვენებლად. ის გვეუბნება, რომ გასამარჯვებლად დატანჯვაა საჭირო,” ამბობს მარსელო.

ვარჯიშებისა და თამაშების დროს, მოურინიო ყოველთვის პოულეობს დროს, რათა თავის ჟიბის წიგნაკში საჭირო ინფორმაცია ჩაინიშნოს. ის ყოველთვის ერთი საათით ადრეა ადგილზე და ბოლომდე მომზადებულია. ის ყოველთვის ფეხბურთელებთან ერთადაა. და ის არ წყვეთს მათთვის ყვირილს და მითითებების მიცემას. ის ყველა მცირე დეტალს ყურადღებას აქცევს. რათქმაუნდა, ტრანსფერებსაც. მანუელ პელეგრინი ყველაფერს ფლორენტინო პერესთან და ხორხე ვალდანოსთან ერთად წყვეტდა, პორტუგალიელი კი ყველაფერს თავად წყვეტს.

ის მოურინიოა. მწვრთენლი, რომელიც თითქმის ცხრა მილიონ ევროს იღებს. ადამიანი, რომელმაც ჩემპიონათა ლიგის ფინალამდე, როდესაც მას მხოლოდ იტალიის თასი ჰქონდა მოგებული, განაცხადა, რომ იტალიაში პატივისცემას ვერ გრძნობდა. ადამიანი, რომელიც გამარჯვებას ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობს და რომელიც გამარჯვების შემდეგ, მოედანზე გაშლილი ხელებით შერბის. მას შეუძლია პრესკონფერენციაზე ჟურნალისტს უთხრას: “შენ სტივენ სპილბერგს ჰგავხარ”. ის არის ადამიანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, “ბარსელონას” წინააღმდეგ, გვერდით ლუიშ ფიგუ მოისვა, როდესაც იცოდა, რომ იგი პეპ ვარდიოლას ახლო მეგობარი იყო. ადამიანი, რომელმაც მოტას გაძევების შემდეგ, გვარდიოლას უთხრა: “ასეთი თამაშით, შენ ვერ გაიმარჯვებ”. ადამიანი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, დასაბინავებლად მადრიდის “რეალის” სასტუმრო, “მირასიერა სუიტესი” აირჩია. იგი ის ადამიანია, რომელმაც ბოლო პრესკონფერენციაზე დაახლოებით ერთი საათი ისაუბრა ყველაფერზე, მეტოქის გარდა. მოურინიო ისაა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ, განაცხადა, რომ მას “ინტერში” დარჩენა აღარ სურდა და უარი განაცხადა მილანში, გუნდთან ერთად გაფრენაზე, სადაც “ინტერს” 60000 გულშემატკივარი ელოდა.

მისთვის წესრიგი ბევრს ნიშნავს. “მთავარი ევროპის თასის მოგებაა და არა ის, რაც შემდეგ მოხდება,” უპასუხა მან ჟურნალისტებს თვითმფინავში არჩაჯდომის შესახებ, კითხვის დასმის შემდეგ. მისთვი მნიშვნელოვანი იყო მადრიდის “რეალთან” კონტრაქტის გაფორმება მანამ, სანამ იგი მასიმო მორატის შეხვდებოდა და სანამ “ბლანკოსიდან” პელეგრინის გაუშვებდნენ. მოურინიოსთვის არავის არ მიუყენებია ჩრდილი. არც “პორტოში”, რომელიც მისით ცოცხლობდა. არც “ჩელსიში”, სადაც მან რომან აბრამოვიჩს მართვის სადავეები წაართვა. და ფერგიუსონი, ბენიტესისა და ვენგერის გაბითურების შემდეგ, თავისი სათამაშო მეთოდები “ინტერში” წაიღო. “თუკი მათ რაიმე ფული დარჩენიათ თასის მოსაგებად გამოყოფილი, მათ ეს ფული “სიენას”(“ინტერის” ბოლო ტურის მეტოქე გასულ წელს) უნდა გადაუხადონ,” განაცხადა, მან იტალიის თასის მოგების შემდეგ.

მადრიდში მოურინიო იგივეს გაკეთებას აპირებს: სხვების გაღიზიანება, პროვოცირება, ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც ფეხბურთელებს ყოველგვარ წნეხს მოხსნის. “წნეხი ყოველთვის გარედან არ მოდის, მას მეც ვიწვევ,” ამბობს იგი. შესაძლებელია ის არის მწვრთნელი, რომელსაც ძალიან უყვარს პრესასთან საუბარი და საპრესკონფერენციო დარბაზში ყოფნა… სანამ, ის დამარცხდება. ამის შემდეგ კი ცოტა ხნით ჩუმდება. ასეთი მაგალითები “ინტერშიც” იყო.

როდესაც ის ჟურნალისტს ესაუბრება, იგი ისე ლაპარაკობს, თითქოს საუკეთესო მეგაბარს ესაუბრებოდეს ტელეფონით. “მე ჩემი დონის კლუბი მინდა,” განაცხადა მან ლოს ანჯელესში. “ჩემი დონის ნიშნავ ძლიერს, ამბიციურს და უშიშარს. კრიტიკა დადებითი ფაქტორი უნდა იყოს და არა ზეწოლა.” ერთ–ერთ ამხანაგურ მატჩში მან იმითაც დაგვამახსოვრა თავი, რომ თავისი სკამიდან წამოდა და კუთხურის ალამთან დადგა, ამით მან დაგვანახა, რომ მისი როლი ფეხბურთელებისაზე ნაკლები არაა.

მადრიდში სჯერათ, რომ ძნელია შეეკამათო მოურინიოს მისი მეთოდების შესახებ, რაც მუხლჩაუხრელ მუშაობას და მაქსიმალურად დახარჯვას მოიცავს. ფეხბურთელები აცხადებენ, რომ ის შენიშვნებს იძლევა რაიმეს ცუდად გაკეთების შემდეგ, ამგრამ თუ რაღაცას კარგად გააკეთებ, იგი შექებასაც არ დაიშურებს. ჯერ დღე არ ყოფილა, როდესაც მას ერთიდაიგივე ვარჯიში გაემეორებინოს. ყოველი დღე წინას გაგრძელებაა, რაც ძალიან მოსწონდა ფაბიო კაპელოსაც. ყველა ვარჯიშზეა ბურთი. ერთ–ერთი მწვრთნელი რუი ფარია აცხადებს, რომ უბურთოდ ვარჯიში უფორ ადვილია, ბურთთან ერთად ვარჯიში კი სპეციფიურ სამუშოას მოითხოვს.

მანუელ პელეგრინით უკმაყოფილო ფლორენტინო პერესმა გუნდში მოურინიო მოიყვანა, მოტივაციისა და ბრძოლის ჟინის მოსამატებლად. სწორედ მიტონ ითხოვს მოურინიო თავისი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს. ის საკუთარ თავში დარწმუნებულია. იგი ახლა ბენზემას დიიდად ენდობა. როგორც ეს სნეიდერის შემთხვევაში მოხდა. ჰოლანდიელი ნახევარმცველი ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დაიწუნა და გუნდიდან გაუშვა, “ინტერში” კი მან ტრიპლეტის მოგებაში ერთ–ერთი მთავარი როლი ითამაშა. პორტუგალიელი მწვრთენლის “ინტერიდან” წასვლა, ძალიან მძიმე აღმოჩნდა მატერაცისთვის, რომელიც მწვრთნელს “ბერნაბეუს” მიდებარე ტერიტორიაზე გამოემშვიდობა. ბევრს არ შეუძლია ეტო’ოსთან მივიდეს, და უთხრას რომ იგი არა ცენტრფორვარდად, არამდე გარემარბად ითამაშებს. მოუმ “ინტერი” დატოვა და მისი ადგილი ბენიტესმა დაიკავა. ახლა “განსაკუთრებული” მადრიდის “რეალშია” და მასთნა ერთად აპირებს წარმატებების მიღწევას. მადრიდში ახალი ეპოქა იწყება…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s