პოლიტიკა · ჩემი სტატიები

Goal.comedy: რას (არ) უნდა ველოდოთ “ლა ლიგასგან” 2010/11 წლებში


ეს ყველაფერი ნამდვლიად არ მოხდება… მაგრამ ეს არის სატირული მოვლენების ჩამონათვალი, ათი რამ რაც შეიძლება მოხდეს. მე ნუ დამაბრალებთ, თუკი რომელიმე კატასტროფული წინასწარმეტყველებე რეალობად იქცევა.

მესი და კრიშტაინუ რონალდუ კლუბებს ცვლიან, “ჰერკულესი” ჩემპიონთა ლიგაზე გადის, რაული და გუტი ესპანეთში ბრუნდებიან და იჯარით მადრიდის “ატლეტიკოში თამაშობენ.

10. ოქტომბერში ჟოზე მოურინიოს კრიტიკა იწყება მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალი” კვლავ პირველი ეტაპიდანვე ემშვიდობება “კოპა დელ რეის”.

9. “ბარსელონა” ცესკ ფაბრეგასის საპნის ოპერას დეკემბერში განაგრძობს მას შემდეგ, რაც “არსენალი” პრემიერ ლიგისთვის ბრძოლას ნოემბერში ეთიშება.

8. “სევილია” ზედიზედ ათ მატჩს იგებს ყველა ტურნირზე და თავს ტრიპლეტის კანდიდატად თვლის, მაგრამ სეზონს მეექვსე ადგილზე ასრულებს, ახალი მწვრთნელის ხელმძღცანელობით.

7. მადრიდის “ატლეტიკო” უეფას სუპერთასს იგებს და თავს ტრიპლეტის მოგების კანდიდატად მიიჩნევს, მაგრამ სეზონს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ასრულებს და ერთი ქულით სცდება გასავარდნ ზონას.

6. ფინანსურ პრობლემების გამო, ნახევარი გუნდის დაკარგვის შემდეგ, “მალიორკაში” მარჯვენა ფრთაზე რაფა ნადალი თამაშობს და გუნდს “ლა ლიგაში” მეოთხე პოზიციის დაკავებაში ეხმარება. მაგრამ გუნდს ევროტურნირებზე თამაშის უფლებას კვლავ არ აძლევენ.

5. “ბარსელონას” ან მადრიდის “რეალი” მატჩის დასაწყისში, მსაჯი მონეტას შეცდომით აგდებს და მთელი ესპანეთი ტირის, რომ მონეტა არასწორად დაეცა.(?)

4. “ვალენსია” დავიდ სილვასა და დავიდ ვილას იბრუნებს.

3. მადრიდის “რეალი” მესუთ იოზილს, სამი ხედირასა და ანხელ დი მარიას ზამთარში იჯარით გზავნის “ხეტაფეში” და 200 მილიონ ევროს ხარჯავს სამი ახალი ფეხბურთელის შესაძენად.

2. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელების გარეშე რჩება, პეპ გვარდიოლას “ბარსელონა ბ”–ს მტავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკეც პირველ გუნდში გადმოჰყავს.

1.

კაკა მთელ სეზონს ტოვებს ტრავმის გამო.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s