ჩემი სტატიები

ტიტანიკის ჩაძირვა წინასწარ დაგეგმილი იყო?! (ნაწილი I)


როგორც ვხედავთ “ტიტანიკის” ბოლო დღე – 14 აპრილი დაიწყო იმით, რომ რადისტმა სამჯერ მიიღო დილიდანვე გაფრთხილება სხვა გემებიდან – რომ “ტიტანიკის” წინ რაიონში – შემჩნეულია აისბერგები!!
09:00 — «Карония» сообщает о льдах в районе 42° северной широты, 49-51° западной долготы.
13:42 — «Болтик» сообщает о наличии льдов в районе 41°51′ северной широты, 49°52′ западной долготы.
13:45 — «Америка» сообщает о льдах в районе 41°27′ северной широты, 50°8′ западной долготы
საუბარია 50-51 გრძედზე და 41-42 განედზე -რომელსაც ტიტანიკი მიუახლოვდა 14 აპრილის საღამოს 11 საათზე. ანუ 22 საათზე
ნახატზე შუაში ჩანს წერტილებისაგან შემდგარი ზოლი – ეს იყო აისბერგების წყება, რომლებიც დაახლოებით ამ განედზე ზოლის სახით იყვნენ განლაგებულნი და სავარაუდოდ ისინი დინებას მოჰქონდა ჩრდილოეთიდან.
სწორედ ამ ადგილს მიუახლოვდა ტიტანიკი ღამის 10 საათზე – მაგრამ როგორც სქემიდან ჩანს – პირველად ამ ზოლს ტიტანიკზე უფრო ადრე მიუახლოვდა გემი “კალიფორნიელი” – რომელმაც აისბერგის დანახვაზე გემი საერთოდ გააჩერა და ტიტანიკის რადისტს რამოდენიმეჯერ გაუგზავნა გაფრთხილება – “ფრთხილად -წინ აისბერგებიაო!”

ამ სქმეაზე კარაგ არის ნაჩვენები თუ რამდენი გემი იმყოფებოდა ამ დროს ტიტანიკთან და რა მიმართულებით იყვნენ.
როგორც სქემიდან ჩანს იმ რაიონში სადაც “ტიტანიკი” იმყოფებოდა 14 აპრილის 21 საათზე იყო კიდევ რამდენიმე გემი
– ყველაზე ჩრდილოეთით და ახლოს – “კალიფორნიელი”,
პირდაპირ – “მაუნტ ტემპლი” -50 მილის დაშორებით,
“პარიზელი’ -50 მილის დაშორებით,
“ბირმა” – 70 მილის დაშორებით,
“ფრანკფურტი” 140 მილის დაშორებით,
და ცოტა უკან “კარპატები” – 58 მილის დაშორებით – ეს ის გემია, რომელმაც აიყვანა თავის ბორტზე ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრები.
საოცარი კი ისაა, რომ ტიტანიკმა არც აცია და არც აცხელა და მთელი სიჩქარით მიექანებოდა წინ – 21,5 კვანძის სიჩქარით -ეს არის 21, 5 მილი საათში – იმ დროისათვის გემის ყველაზე დიდი სიჩქარე. “ტიტანიკის” კაპიტანი სმიტი ითვლებოდა გამოცდილ კაპიტნად და საინტერესოა, რომ ასეთ პირობებში მან არ გასცა ბრძანება – სიჩქარის შემცირებისა.
რატომ არ შეანელეს “ტიტანიკის” სვლა?
ჩვენი ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა საინტერესო დეტალმა ამ სქემაზე – “კალიფორნიელის” და ტიტანიკს შუა წერია – “გემი მოჩვენება”
რას უნდა ნიშნავდეს ის?
დაიწყო გამოძიება….
ტიტანიკის დაღუპვის მერე დაიწყო გამოძიება – ვისი ბრალი იყო ამხელა მსხვერპლი ??
– გამოძიება დაიწყო ორმა კომისიამ – ამერიკის და ბრიტანეთის.
ბრიტანეთის კომისია ცდილობდა ბრიტანეთის სატრნსპორტო კომპანიის სიტუაციიდან გამოძვრენას, ხოლო ამერიკელები კი პირიქით.
საინტერესო მასალებია – ნელ ნელა გააგაცნობთ…
მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც დაიბადა ამ მასალების გაცნობისას –
სად იმყოფებოდა “კალიფორნიელი”?…
და რატომ არ მივიდა “კალიფორნიელი” “ტიტანიკთან” მისაშველებლად?…
ყველაზე ახლოს “კალიფორნიელი” იყო ყველა ამ გემებიდან. მაგრამ ვერავინ დაადგინა – -ზუსტად სად მდებარეობდა იგი – რა მანძილზე ტიტანიკისგან????
და რას ნიშნავს – “გემი-მოჩვენება”.
ახლა კიდევ ერთხელ დავხედოთ ქრონოლოგიურ სქემას:

19:30 — «Калифорниэн» сообщает о льдах в районе 42°3′ северной широты, 49°9′ западной долготы.
21:40 — «Месаба» сообщает о льдах в районе 42-41°25′ северной широты, 49-50°30′ западной долготы.
23:00 — «Калифорниэн» предупреждает о наличии льдов, но радист «Титаника» обрывает радиообмен раньше

“კალიფორნიელმა” ორჯერ გააფრთხილა “ტიტანიკის” რადისტი – 19:30 და 23:00 სთზე, გემმა “მესაბამ” 21.40-სთ-ზე ასევე გაუგზავნა გაფრთხილება “ტიტანიკს”.
აქ მოხდა საინტერესო რამ, რომელსაც ალბათ ბედისწერა უნდა დავარქვათ…
14 აპრილს ტიტანიკზე გაფუჭდა რადიოგადამცემი – ხოლო როცა ის შეაკეთეს დაგროვდა დეპეშები, რომლებშიც ფული იყო გადახდილი, და დეპეშის გაგზავნა “ტიტანიკიდან” საკმაოდ ძვირიც ღირდა.
ამიტომ რადისტი მთელი საღამო დაკავებული იყო დაგროვებული ფასიანი დეპეშების გაგზავნით.
როცა “კალიფორნიელმა” მეორედ გააფრთხილა “ტიტანიკი” – ფრთხილად ნუ მიქრიხართ, წინ აისბერგებიაო – რადისტმა ბოლომდე თქმაც არ აცალა და უღრიალა – მოკეტეო!! “კალიფორნიელის” რადისტმა ვერ მოასწრო აისბერგის კოორდინატების შეტყობინებაც კი – მას შუაში გააწყვეტინეს.
“ტიტანიკის” დაღუპვის მიზეზების ანალიზის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ რადიოსამსახური გემზე ძალიან ცუდად იყო მოწყობილი. არ არსებობდა პირდაპირი კავშირი კაპიტანთან. ყველა შეტყობინება ეწოდებოდა მას ზეპირად, ხოლო რადისტის მთავარი მოვალეობა იყო მდიდარი ადამიანების მომსახურეობა და მათი დეპეშების გაგზავნა – ცნობილია, რომ 36 საათში მათ 250-ზე მეტი დეპეშა გააგზავნეს!!
მართალია “ტიტანიკის” საგემბანო ჟურნალი არ შემონახულა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მცირედით მაინც აღვადგინოთ რა ხდებოდა “ტიტანიკზე” ბოლო დღეს – 14 აპრილს, როცა მან რამოდენიმეჯერ მიიღო გამაფრთხილებელი შეტყობინებები აისბერგების შესახებ.

აქედან იწყება საბედისწერო დამთხვევების ციკლი. რატომ მაინც და მაინც ტიტანიკი?
საბედისწერო დამთხვევა – როცა მნიშვნელოვან და გადაუდებელ დეპეშებს აგზავნიან კაპიტანთან, აწერენ ხოლმე ზევიდან – «Ice Report» პრეფიქსით – MSG,
რაც ნიშნავს “პირადად კაპიტანს”, და ეს ნიშნავს, რომ შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიტანილი კაპიტანთან. “მესაბას” რადისტს ეს უბრალოდ დაავიწყდა….
თუმცა იმის თქმა, რომ “ტიტანიკის” კაპიტანს – სმიტს არაფერი უღონია და სულელურად მოიქცაო, არც ეს არის სწორი: გამოძიებისას გაირკვა, რომ კაპიტანმა გასცა ზეპირი განკარგულება – განსაკუთრებული სიფრთხილით ათვალიერონ ღამე წინ არემარე და აისბერგის განახვისას დაუყოვნებლივ აცნობონ მას…
საგამომძიებლო კომისიის მუშაობისას გაირკვა კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი, რომელიც კომისიის მიერ ეკიპაჟს წევრების დაკითხვისას გაირკვა: როგოც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლების ღამე მორიგეობდნენ გემზე და ევალებოდათ აისბერგის შემჩნევა – დურბინტები არ ჰქონდათ!!!
და კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი – აისბერგი, რომელიც “ტიტანიკს” დაეჯახა ყოფილა ე/წ/ “შავი აისბერგი” -ანუ ეს ნიშნავს რომ ის ახლახან ამოტრიალდა და მისი ზედაპირი იყო სველი – ამიტომ ასეთი აისბერგი შორიდან სიბნელეში არ ჩანს ხოლმე.
ხოლო ჩვეულებრივ აისბერგები აირეკლავენ რა ღამე მთვარის შუქს – კარგად ჩანს 1 მილი სიშორიდანაც კი!
ტიტანიკიდან” გადარჩენილი ადამიანების ნიუ-იორკში ჩაყვანისთანავე ამერიკელებმა გადაწყვიტეს გამოძიება დაეწყოთ –
– ეს ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან გადარჩენილები ჯერ კიდევ შოკში იყვნენ მომხდარისგან და ასეთ მდგომარეობაში მეტი შანსი იყო მათგან სიმართლე გაეგოთ, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ნიუ-იორკში იყო და თანაც ისიც გაითვალისწინეს, რომ ბრიტანელები შეეცდებოდნენ სიმართლის დამალვას – “ტიტანიკი” – ხომ ბრიტანული კომპანიის გემი იყო.
ამერიკის სენატში შეიქმნა საგამომძიებლო კომისია უილიამ ოლდენ სმიტის ხელმძღვანელობით და 19 აპრილს ჩატარდა ამ კომისიის პირველი სხდომა
ტიტანიკის” ოფიცრებისგან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე და ერთ-ერთი იყო რადისტი გაროლდ ბრაიდი. მას ცივ წყალში ფეხები მოეყინა, მაგრამ მისის გადარჩენა მაინც მოხერხდა და კომისიასთან ის სავრძლით მოიყვანეს.
20 აპრილს ის დაკითხა საგამომძიებლო კომისიამ.
ამ დაკითხვის შედეგად დადგინდა სღმაშფოთებელი დეტალი: ორი რადისტი, რომელიც გვერდიგვერდ იჯდა ერთ ოთახში – ერთმანეთსაც კი არ ეუბნებოდნენ მნიშვნელოვანი დეპეშების შესახებ!
ანუ კავშირგაბმულობის სამსახური “ტიტანიკზე” ძალიან ცუდადა იყო ორგანიზებული !
ძალიან საინტერესო გამოდგა “ტიტანიკის” ოფიცრის – კაპიტნის თანაშემწეს – ჯოზეფ ბოკსჰოლის ჩვენებები –
– იგი 22 აპრილს გამოიძახეს კომისიის წევრებმა. ეს ოფიცერი იყო კაპიტანის თანშემწე და შტურმანი, ამიტომ კაპიტან სმიტს პირადად მისთვის უნდა ეთქვა აისბერგების შესახებ, ხოლო ბოკსჰოლის მოვალეობა იყო აღენიშნა ეს აისბერგები გემის რუქაზე.
საოცარი რამ გაირკვა – ჩვენ ვნახეთ, რომ ტიტანიკმა მიიღო 3 გამაფრთხილებებლ იდეპეშა დილით და 3 კი საღამოს ( 2 – “კალიფორნიელიდან”, 1- “ამერიკადან” და 1 “მესაბადან” და 2 კი დილით ადრე სხვა გემებიდან. )
ოფიცერი ამტკიცებდა კომისიაზე, რომ მან არაფერი იცოდა აისბერგების შესახებ!!!!
ხოლო ის აისბერგები, რომელიც მას აცნობეს შორს ჩრდილოეთით იყვნენო ჩვენგან და არა იქვეო!!.
ჯოზეფის დაკითხვისას პირველად გაიჟღერა ცნობამ “გემი მოჩვენებას” შესახებ – მან თქვა, რომ როცა “ტიტანიკზე” უკვე უშვებდნენ პირველ სამაშველო ნავებს – მგზავრებმა მარჯვენა ბორტთან შეამჩნიეს რაღაც გემი! ის კარგად ჩანდა ბინოკლში და მერე კი შეუიარაღებელი თვალითაც – “ტიტანიკზე” მის დანახვისას რაკეტები გაუშვეს რომ მისი ყურადღება მიეპყროთ – მაგრამ ის გემო უეცრად გაუჩინარდა!
ეს ცნობა შოკისმომგვერი იყო კომისიის წევრებისათვის – გადაწყდა დაეკითხათ გემი “კალიფორნიელის”: ეკიპაჟის წევრები.
ამ დაკითხვის მერე გაირკვა კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი – (უკვე მერამდენე)-
როცა მიხვდნენ, რომ ტიტანიკი განწირული იყო – დაიწყეს რაკეტების გაშვება. სამეზღვაურო წესების მიხედვით ამ დროს გემმა უნდა გაუშვას ჰაერში წითელი რაკეტები – რაც SOS – ს ნიშნავს!
ტიტანიკზე კი წითელი რაკეტები არ აღმოჩნდა!
ამიტომ გაუშვეს ის რაც ჰქონდათ – ანუ თეთრი – ხოლო თეთრი კი არ ითვლება SOS – ის მომასწავებელ ნიშნად.
ამიტომ შორს მდებარე გემს შეეძლო არც კი მიექცია ამითვის ყურადღება!
ეს დეტალი მეტად მნიშვნელოვანია და კარგად დაიმახსოვრეთ!
ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის მერე ეჭვი “კალიფორნიელზე” მიიტანეს –
რა გემი იყო ის გემი, რომელიც იქვე 5 მილის დაშორებით მიცურავდა და მშვიდად უყურებდა როგორ იღუპებოდნენ ადამიანები?
არსებოდა კი საერთოს ეს გემი, თუ მართლა მოჩვენება იყო?
“კალიფორნიელის” კაპიტანი იყო კაპიტანი ლორდი – გამოცდილი მეზღვაური.
მისი დაკითხვა მოახერხა მხოლოდ ბრიტანულმა საგამომძიებლო კომისიამ და ისიც მხოლდო 14 მაისს, როცა “კალიფორნიელი” დაბრუნდა ინგლისში.
მე გამოვყოფ ყველაზე საინტერესო ადგილებს. თავიდან კაპიტან ლორდს ეკითხებოდნენ იმ დეპეშების შესახებ, რომელიც მან “ტიტანიკს” გაუგზვდა აისბერგების დანახვისთანავე. მერე კი დაუსვეს შეკითხა იმ რაკეტების შესახებ, რომელიც “ტიტანიკმა” გაუშვა. მას ჰკითხეს რატომ არ მიაქციეთ ყურადღება ამ რაკეტებსო –
ლორდმა უპასუხა – რომ 11 საათზე მან დაინახა გემი მარცხნივ.
აქ ყველას გაახსენდა “ტიტანიკის” ოფიცრის ჩვენება, რომ მანაც დაინახა გემი “ტიტანიკის” მარჯვნივ – ანუ გამოდის, რომ “კალიფორნიელი” ხედავდა “ტიტანიკს”!!!
ახლა დავაკვირდეთ ისევ იმ ცისფერ სქემას რომელიც მე ზევით მოვიყვანე. იქ “კალიფორნიელი” მდებარეობა გაურკვეველია – იგი ხან 41 განედზეა და ხან 42 განედზე!
“კალიფორნიელის” კაპიტანი ამტკიცებდა, რომ როცა მან აისბერგები დაინახა 11 საათზე, გემი საერთოდ გააჩერა – ანუ მაშინ ის 41 განედიდან 42 განედზე უცებ ვერ გადაინაცვლებდა!
ამ დროს “ტიტანიკი” საკმაოდ შორს იყო მისგან და თუ დავხედავთ ამ სქემას აქ კარგად ჩანს, რომ მანძილი “ტიტანიკს” და “კალიფორნიელს” შორის 21 მილია – ზღვის მილი დაახლოებით 1,8 კმ- ია ამიტომ 21 მილი 37 კმ-ზე მეტია და კაპიტან ლორდი “ტიტანიკს” ვერ დაინახავდა!
ომისიის წევრებმა პირდაპირ ჰკითხეს კაპიტანს – როცა გემი დაინახეთ – რა იფიქრეთო?
– მან უპასუხა, რომ ეს “ტიტანიკი” არ იყოო
– რატომ?
– იმიტომ რომ ის არ ჰგავდაო სამგზავრო გემსო. მე ვკითხეო ჩემს რადისტს – ვისთან ჰქონდაო კავშირი და მან მიპასუხაო, რომ ხაზზე მხოლოდ “ტიტანიკი” იყოო, მაგრამ ის გემი მაინც არ იყოო “ტიტანიკი” – ჯიუტად ამტკიცებდა ლორდი!
ლორდმა თქვა, რომ ის გემი გაჩერდაო თორმეტის ნახევარზეო –
კომისიის წევრებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ “ტიტანიკიც” აისბერგს შეეჯახა 23:40!!
კომისიის წევრებმა დაასკვნეს, რომ ლორდმა დაინახა “ტიტანიკი” და არ მიეშველა მას!
ლორდს მიაკერეს სამარცხვინო იარლიყი და მან მთელი ცხოვრება ეს სირცხვილი ვერ მოიშორა! მას ჩამოართვეს ლიცენზია და მან სიცოცხლე სიღარიბეში დალია!
კომისიის წევრებმა “კალიფორნიელის” კიდევ სხვა წევრების დაკითხვა გადაწყვიტეს –
დაკითხეს კაპიტან ლორდის თანაშემწე ჰერბერტ სტოუნი – მას დაადასტურა, რომ დაინახა ის რაკეტები, რომელიც “ტიტანიკმა” გაუშვა ჰაერში. დაკითხვას აწარმოებდა კომისიის თავჯდომარე ლორდი მერსი.
– თუ დაინახეთ, რომ გემი რაკეტებს უშვებსო – რატომ არ მიეშველეთო? – ჰკითხა ლორდმა.
სტოუნმა უპასუხა – “გემი რომელიც იძირება, არ მოძრაობს და არ მიდის შენგანო”.
ამაზე ვერაფერი უთხრეს – ჩვენ უკვე ვთქვით, რომ “ტიტანიკზე” არ აღმოაჩნდათ წითელი რაკეტები, ხოლო სტიუნი ამტკიცებდა, რომ მის მიერ დანახული გემი კი არ იძირებოდა – არამედ მოძრაობდა! ამიტომ შეიძლებოდა “კალიფორნიელზე” არ ეფიქრათ იმაზე, რომ”ტიტანიკი ” განსაცდელში იყო. სტიუნმა აღნიშნა, რომ ის გემი 2 სთ- და 20 წთ-ზე წავიდაო ჩვენგან!!
თუმცა კომისიას ეს აღარ აინტერესებდა – მათ დადგინეს, რომ სტიუნმა დაინახა ყველა 8 რაკეტა, რომელიც “ტიტანიკმა” გაუშვა და დაადანაშაულეს “კალიფორნიელის” ეკიპაჟი იმაში, რომ განსაცდელში ჩავარდნილი გემი უყურადღებოდ დატოვეს.
– რაკეტები ხომ უტყუარი ნიშანია კატასტროფის – რატომ არ მიაქციეთო ყურადღება! -უსაყვედურეს კომისისს წევრებმა
– სტოუნი კი ჯიუტად იმეორებდა – ჩვენ რომ გემი ვნახეთ არ იყო “ტიტანიკი” – ის პატარა გემი იყოო,
თუმცა კომისიის წევრებმა უკვე დაასკვნეს, რომ “კალიფორნიელმა” დაინახა “ტიტანიკი”, რომელიც იძირებოდა და არ მიეშველა მათ!
15 მაისს გამოიძახეს “კალიფორნიელის” კიდევ ერთი წევრი კაპიტნის მესამე თანაშემწე ჩარლზ ვიქტორ გროუვზი.
– მან დაადასტურა რომ იმ საღამოს – 14 აპრილს იმყოფებოდა გემბანზე და 23:10 -ზე ბორტის მარცხნივ დაინახა შუქი, რომელსაც ჯერ არ მიაქცია ყურადღება და 23:30-ზე მიხვდა რომ ეს მისკენ მომავალი გემი იყო რის შესახებაც ამცნობა კაპიტან ლორდს. მან გადაწყვიტა, რომ ეს გემი სამგზავრო გემი იყო, ვინაიდან მასზე ბევრი შუქები ჩანდაო. მერე როცა გემბანზე კაპიტანი ამოვიდა, შემდეგ უკვე ამ გემზე შუქები ჩააქრესო. კაპიტანმა და მისმა თანაშემწემ ჩათვალეს, რომ გემზე 23:40-ზე შუქები ჩააქრეს – ალბათ ღამით გაჩერდნენო.
ეს სწორედ ის დროა როცა “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და გაჩერდა –
კომისისს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ‘ტიტანიკის” გაჩერების გამო ელექტრობაც გამოირთო და ამით აიხსნებოდა შუქების ჩაქრობა – რაც კიდევ ერთი დამთხვევა იყო! კომისიამ უცებ გადაწყვიტა – რომ “კალიფორნიელზე” სწორედ “ტიტანიკს” ხედავდნენ!
ვინც ფილმი “ტიტანიკი” ნახა – კარგად ახსოვს, რომ გემის გაჩერების მერე ელექტრობა გემზე კიდევ დიდხანს იყო და შუქი მაშინვე არ ჩამქრალა – ეს მართლაც ასე იყო – ძრავას გაჩერება არ მოქმედებს აკუმულატორების მუშაობაზე და შუქი კიდევ დიდხანს რჩება ანთებული. თუმცა ეს კომისიას აღარ აინტერესებდა – მან კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ “კალიფორნიელი” ხედავდა “ტიტანიკს” და არ მიეშველა მას!
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – გროუვზმა განაცხადა, რომ მომავალი გემის ბორტის მხარეს ხედავდა წითელ შუქს. რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან “ტიტანიკზე” ამ დროს მარჯვენა მხარეს ენთო არა წითელი, არამედ მწვანე შუქი. მაგრამ კომისიამ დაასკვნა, რომ ეს იმის გამო იყო, რომ “ტიტანიკმა” აისბერგის დანახვისას გემი მოატრიალა და ამიტომ მოხდა ასეო!!

ბრიტანულმა კომისიამ ერთი თვე იშრომა და 30 მაისს საბოლოო დასკვნა გამოიტანა –

1) “ტიტანიკი” დაეჯახა აისბერგს 23:40-ზე
– “კალიფორნიელმა” დაინახა გემი, რომელიც 23:30-ზე გაჩერდა

2) “ტიტანიკმა” გაუშვა 8 რაკეტა – “კალიფორნიელიდან” დაინახეს რვავე რაკეტა

– “კალიფორნიელი” ხედავდა “ტიტანიკს” – და არ დაეხმარა მას!

ეს იყო სირცხვილი კაპიტან ლორდისათვის – და მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩამოირეცხა ეს სირცხვილი – თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში და უკიდურეს სიღარიბეში გაატარა!

მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ სქემას.
“კალიფორნიელმა” ორჯერ გაუგზავდა “ტიტანიკს” ცნობა აიბერგებზე და ამ დროს ის ჩრდილოეთით – 21 მილის დაშორებით იმყოფებოდა, კაპიტან ლორდს ვერ დაავადაშაულებ უყურადღებობაში! პირიქით ბოლო შეტყობინებისას “ტიტანიკის” რადისტმა ლამის შეაგინა “კალიფორნიელის” რადისტს – მოკეტე – თავი დამანებეო!

როცა “კალიფორნიელი” ერთ ადგილას გაჩერდა – ამის მერე “ტიტანიკმა” კიდევ 40 წუთი იარა – ის 21,5 კვანძის სიჩქარით მოძრაობდა ანუ ის კიდევ დაჯახებამდე დახლოებით 10 მილს გაივლიდა ანუ “ტიტანიკის” აისბერგთან დაჯახების მომენტში “ტიტანიკს” და “კალიფორნიელს” შორის უკვე 30 მილი უნდა ყოფილიყო !!!!
– “კალიფორნიელი” ხომ გაჩერდა და აღარ მოძრაობდა! 30 მილი – 50 კმ-ზე მეტია – და შეუძლებელია 50 კმ-ზე დაშორებით ისიც ღამე – ზღვაზე გემს ხედავდე! რაკეტებს კი, მაგრამ გემს???
“ტიტანიკის” ერთ ერთი ოფიცერიც ამტკიცებდა, როცა მგზავრებს ნავებში ვსვამდით – 5 მილის დაშორებაზე გემი დავინახეთო, რომელმაც თავი აგვარიდაო!
კომისიამაც დაასკვნა – “კალიფორნიელი” “ტიტანიკს” ხედავდაო!
რა ხდება????
რა იყო გემი მოჩვენება? გემი თუ მართლა მოჩვენება და რატომ არ მიეხმარა ხალხს?
იმ ღამეს “ტიტანიკსა” და “კალიფორნიელს” შორის აღმოჩდა კიდევ ერთი გემი – “სამსონი”!
“სამსონი” ის ღამეს ბრაკონიერობდა და ამიტომ არ გადიოდა არანაირ რადიოკავშირზე არცერთ გემთან – პირიქით ემალებოდა ყველას და ყველაფერს რაც მოძრაობდა იმ ღამეს ოკეანეში
– “ტიტანიკმა” როცა თეთრი (და არა წითელი) რაკეტების გაშვება დაიწყო – “სამსონის” კაპიტანმა იფიქრა – ვაიმე სანაპირო დაცვამ დაგვინახაო და თავკუდმოგლეჯილმა მოკურცხლა იქიდან და თანაც სასწრაფოდ შუქები ჩააქრო, რომ “დაცვას” არ დაენახა ის
– შუქების ჩაქრობა დაემთხვა “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებას და “სამსონი” ზუსტად შუაში იყო გაჩხერილი “ტიტანიკსა” და “კალიფორნიელს” შორის.
“კალიფრონიელი” ხედავდა პატარა ბრაკონიერულ გემს “სამსონს’ და ხედავდა მის თავზე ამოსულ რაკეტებს – და ვერ მიხვდა რა ხდებოდა. თუ გემს უჭირდა მაშინ რატომ მოძრაობდაო თქვა ერთ-ერთმა წევრმა და მართალიც იყო – ის ხედავდა “სამსონს” და “ტიტანიკის” რაკეტებს. – “სამსონი” კი მართლაც მოძრაობდა და არა იძირებოდა!
ამიტომ “კალიფორნიელმა” ვერ აღიქვა, რომ “ტიტანიკი” იძირებოდა.
ამ დროს “ტიტანიკზე” ხედავდნენ “სამსონს” და ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ მიატოვა იმ გემმა განწირული მგზავრები!
საბედიწერო დამთხვევა!
ეს სიმართლე მაინც არ დაიმალა – და მრავალი წლის მერე შემთხვევით აღმოჩენილმა “სამსონის” საბორტო ჟურნალმა სინათლე მოჰფინა “ტიტანიკის” კიდევ ერთ საიდუმლოს!
84 წლის “სამსონის” კაპიტანმა – ჰენდრიკ ნესმა ბოლო ბოლო თქვა სიმართლე, რომ იმ ღამეს ის შემთხვევით “ტიტანიკის” დაღუპვის ადგილზე იმყოფებოდა მაგრამ შეცდომაში შევიდნენ, ხოლო როცა ნაპირზე დაბრუნდნენ და მიხვდნენ რაც მოხდათ უკვე – უბრალოდ მაშინ შეეშინდათ სიმართლის გამხილების – ჯერ ერთი ბარკონიერობის გამო და მეორეც იმის, რომ დაადანაშაულებდნენ, რომ არ მიეშველენ განწირულ “ტიტანიკს”. “სამსონი” წევრებმა მოილაპარაკეს რომ კრინტს არ დაძრავდნენ ამის შესახებ.
“კალიფორნიელის” კაპიტანი კი, რომელსაც ჩამოერთვა კაპიტნობის უფლება, ჩირქი მოეცხო მის სახელს და სიღატაკეში ამოხდა სული – საბოლოო ჯამში – უდანაშაულო აღმოჩნდა!
ანუ ეს ფაქტი იმას გვაუწყებს, რომ კალიფორნია ტყუილად დაისაჯა… იგი მართლა გედვდა გემს რომელიც მოძრაობდა ჩამქვრალი იყო.. იმის უკან ტიტანიკი იყო რომელიც არ ჩანდა და ისროდა სოსის რაკეტებს და ვერ გაეგო კალიფორნიას თუ რა ხდებოდა.
ყვეაფერს ემატება გაუგებარი ამბები… ეს მისტიკაა თუ ნამდვილი მოჩვენება?
1972 წლის 15 აპრილს ლინკორნ “თეოდორ რუზველტის” რადისტმა დაიჭირა SOS სიგნალები – ხმაურსა და შიშინს შორის ისმოდა მოწოდება, რომელიც იუწყებოდა რომ “ტიტანიკი” იძირებოდა. რადიტმა ლოიდ დეტმერმა პირველი რაც იფიქრა ის იყო – “ხომ არ შევიშალეო”.. მაგრამ მერე გადაწყვიტა მაინც გამოეძახა სანაპირო დაცვა – იქნებ მართლა ვიღაც იძირება და შველა სჭირდებაო. ნაპირიდან პასუხი იყო მეტად უცნაური – ლოიდ უბრძანეს – ყურადღება არ მიექცია ამ მოწოდებებისათვის და კურსი განეგრძო. უკვე პორტში ლოიდი და გემის კაპიტანიც ცდილობდნენ გაერკვია რა მოხდა. ამ სიგნალებზე უფრო მეტად ისინი გააკვირვა სანაპირო დაცვის უცნაურმა პასუხმა და ქცევამ – მაგრამ პორტში მათ აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო “ტიტანიკის” მოწოდება – “ტიტანიკი” 60 წლის წინ ჩაიძირა და საერთოდ არანაირი SOS სიგნალი არ იყო – ყველაფერი მოგელანდათო.
მაგრამ ლოიდი ამით არ დაკმაყოფილდა – მას საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ რადიოკავშირზე გამოძახებაზე პასუხებს სცემდნენ არა სამხედროები, არამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლები! და მან გადაწყვიტა პატარა გამოძიება ჩაეტარებინა – ჯერ უბრალოდ აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ თანდათანობით ისეთი საინტერესო ინფორმაციები ამოქექა, რომ ბოლო ბოლო ნევროზის გამო ფსიქიატრიულში აღმოჩნდა!
მაგრამ სანამ იქ მოხვდებოდა (თუ მოახვედრებდნენ??) – ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა:დეტმერმა მოქექა სამხედრო არქივები და აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც ეს სიგნალები მოისმინა.!
არმოჩნდა, რომ, მისი კოლეგები (რადისტები) ღებულობდნენ ასეთ სიგნალებს “ტიტანიკიდან” გარკვეული პერიოდის ინტერვალებით – მან დაალაგა ყველა ასეთი შეტყობინება და ასეთი უცნაური სურათი მიიღო!
1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი!
ბავშვიც კი მიხვდება, რომ ეს მოჩვენება-შეტყობინებები ყოველ 6 წელიწადში ფიქსირდებოდა!
მან გადაწყვიტა კიდევ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და 1978 წელს უკვე სპეციალურად ელოდებოდა ამ რადიოსიგნალს. მერე კი ყველას უმტკიცებდა, რომ მოისმინა ის. რა ხდებოდა შემდგომ – 1984 და 1990 წლებში უცნობია, ვინაიდან ლოიდი ამ დროს ფსიქიატრიულში მკურნალობდა ნევროზის გამო ბალტიმორის კლინიკაში. მაგრამ ისევ აპრილში (ტიტანიკი 14 აპრილს ჩაიძირა) – 1996 წელს კანადურ გაზეთ “სან”- ში კვლავ გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, კანადურმა გემმა “კვებეკმა” ისევ მიიღო რადიოშეტყობინება “ტიტანიკიდან” – გვიშველეთო!
ამჟამდ კი დაფიქრდნენ რა ხდებოდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შეიქმნა ერთგვარი ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი, რომელმაც გადალახა დრო და სივრცე და ყოველ 6 წელიწადში ბრუნდებოდა იმავე ადგილას, სადაც წარმოიშვა!
ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ასეთი გარღვევა სივრცე და დროში მოხდა არა მარტო მომავალში – არამედ პირიქით – წარსულშიცო -ანუ იგი გაიგაზვნა დროის ორივე მხარესო!
მაშინ ის უნდა ყოფილიყო ასევე 1906 წ, 1900 და 1894 წლებშიც.
იყო კი ის დაფიქსირებული?
არა – ვინაიდან მაშინ რადიო ძვირი სიამოვნება იყო და ის ცოტა ვინმეს ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ წარსულში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იჭერდნენ ამ სიგნალებს საკუთარი გონებით – თუმცა კი გაუცნობიერებლად!
რობერტსონი იყო ერთი, ყველასათვის უცნობი მწერალი, რომელმაც 1896 წელს გამოუშვა რომანი – “ამაოება” ( “Тщетность”) – სადაც დაწვრილებითაა აღწერილი დიდი გემის დაღუპვის ისტორია ატლანტიკის ოკეანეში
საოცარი კი ისაა, რომ გემს ერქვა – “ტიტანი”!
ეს გემი რობერტსონის რომანში მეიმართებოდა ინგლისიდან ამერიკაში (ისევე როგორც “ტიტანიკი”)
– დაღუპვის ადგილი ასევე – ატლანტის ოკეანე – დაღუპვის მიზეზი რომანში იყო – შეჯახება აისბერგთან!! და ემთხვევა კატასტროფის თვეც კი -აპრილი!
მკვლევართა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრე – მიიღო ასეთივე “ინფორმაციული” სიგნალი და ის გაუცნობიერებლად ასახა თავის რომანში

ტიტანიკის” დაღუპვის მერე კი მანამდე ყველასათვის უცნობი მორგანის რომანი სენსაციად იქცა. მართალია, მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვის შემდგომ გამოშვებულ გამოცემებში ცოტა შეცვალა დეტალები, რათა რომანი მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო რეალურ მოვლენებთან – მაგრამ მაინც საოცარია ასეთი დამთხვევები –

აი ამ ცხრილში ჩანს ეს მსგავსი დეტალები მორგანის რომანის პირველ, მეორე გამოცემაში და შედარებულია ეს დეტალები რეალური “ტიტანიკის” მაჩვენებლებთან

ფილმიდან მაინც გახსოვთ, რომ ბოლოს და ბოლოს “კარპატია” მოვიდა ხალხთანც ვინ გადარჩა.

ტიტანიკიდან SOS-სიგნალი მიიღეს გემებმა “ოლიმპიკმა ” და “კარპატებმა” 23:17 სთ-ზე –
ხოლო “ტიტანიკი” ჩაიძირა 2:20 სთ-ზე.
– “კარპატები” ამ დროს იმყოფებოდა 200 კმ დაშორებით “ტიტანიკისგან” – მან სასწრაფოდ შეცვალა კურსი მისაშველებლად და მივიდა კატასტროფის ადგილზე 4:38-ზე – მეტი მას არ შეეძლო – 200 კმ მან 6 საათში გაიარა.
მაგრამ აქ არის ერთი შეუსაბამობა!
“ტიტანიკისგან” სიგნალი მიიღო “კარპატებმა” 23:17 სთ-ზე
ხოლო “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა – 23:40 სთ-ზე!
ანუ გამოდის,. რომ ჯერ SOS სიგნალი გაიგზავნა – მიშველეთო და მერე მოხდა შეჯახება????

ანუ რანაირად გაიგაზვნა სიგნალი 23 წუთით ადრე – შეჯახებამდე?
თანაც “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებისას ეს სიგნალები მაშინვე კი არ გააგზავნეს. არამედ კარგა ხნის შემდეგ, როცა მიხვდნენ და გაანალიზეს, რომ გემი განწირული იყო!
აი იმ ქრონოლოგიურ სქემას თუ დავხედავთ
00:15 — с «Титаника» передан первый радиотелеграфный сигнал о помощи.
ანუ პირველი რადიოსიგნალი გაიგზავდა “ტიტანიკიდან” მხოლოდ 55 წუთის მერე შეჯახებიდან – და ეს არის თითქმის 1 საათით გვიან იმ სიგნალზე, რომელიც კარპატებმა მიიღეს!!!!

გამოდის, რომ “ოლიმპიკმა” და “კარპატებმა” მიიღეს არა რეალური სიგნალი – არამედ სიგნალი-მოჩვენება!

წინ იმყოფებოდა გემი “მაუნტ ტემპლი” რომელმაც მიიღო SOS – სიგნალი მაგრამ კოორდინატები არ იყო მითითებული სწორედ – რატომ?
“კარპატებმა” ხომ სწორი გეზი აიღო – მანაც ხომ მიიღო კატასტროფის კოორდინატები?
იქ ვხედავთ, რომ 7 საათზე “კალიფორნიელიც” გაიქცა საშველად – და ისიც არასწორედ მიდიოდა.
საინტერესოა SOS სიგნალები როგორ მიიღეს ამ გემებმა, რა თანმიმდევრობით და რატომ არ მიიღო ეს სიგნალი მაშინვე “კალიფორნიელმა”… შესაძლოა შეგინების მერე “კალიფორნიელის” რადისტმა უბრალოდ გამორთო მიმღები…

Advertisements

One thought on “ტიტანიკის ჩაძირვა წინასწარ დაგეგმილი იყო?! (ნაწილი I)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s