ჩემი სტატიები

ტიტანიკის ჩაძირვა წინასწარ დაგეგმილი იყო?! (ნაწილი II)


არსებობს მოსაზრება, რომ მოხდა აფიორა და გაცვლა მოხდა ტიტანიკისა და ოლიმპიკის.

1995 წელს გამომცემლობა “Weidenfeld & Nicolson” გამოუშვა წიგნი – “The riddle of the TITANIK” ავტორები რ. გარდინერი და დ. ვან დერ ვატი – მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ გემთმშენებლობის კომპანიამ ჩაატარა აფიორა. – სამე იმაშია, რომ ოლიმპიკი რომელიც მანამდე იყო აგებული და 1911 წლის 29 მაისს გავიდა ზღვაზე – დაზინება მიიღო.

ტიტანიკი წყალზე დაუშვეს 1911 წელს, ხოლო სრულ მზადყოფნაში ის უკვე 1911 წლის 29 მარტს – 1 წლის წინ პირველ რეისამდე მზად იყო.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც კაპიტანი გაუმართლებელ რისკზე წავიდა – საუბარია ჯილდოზე “ატლანტიკის ცისფერი ლენტი” – ეს იყო ჯილდო ყველაზე სწრაფმავალ საუკეთესო ლაინერს -და მისთვის ტიტანიკის პატრონები ყველაფერზე წავიდოდნენ. ამერიკული კომისიის წევრები ადანაშაულებდნენ კომპანიის წარმომადგენელს რომელმაც ზემოქმედება მოახდინა კაპიტან სმიტზე და აიძულა ის მაქსიმალური სისწრაფით ევლო ღამეც კი. კამერონის ფილმში ეს კარგადაა ასახული.
საინტერესო ფაქტები
რატომ აირჩიეს ასეთი არასწორი გზა და არასწორი დრო, თუ ოკეანე სულ მოყინული იყო უფრო სამხრეთიდან ვერ წავიდოდნენ??
არსებობს სტანდარტული რესის ევროპიდან ნიუ-იორკამდე. და ამ რეისზე ასობით გემო მოძრაობს თვეში. ეს ჩვეულებრივი რეისი იყო და ზამთარ – ზაფხულ იქ მუდმივად გემები დადიან. ხომ ვნახეთ- ათობით გემი მდებარეობდა იმ ღამეს ტიტანიკის გარშემო.
ტრადიციულად იმ არემარეში ყოველ გაზაფხულს არის ხოლმე აისბერგები და კაპიტნებმა ამის შესახებ კარგად იცოდნენ.
საინტერესო კი ისაა, რომ კაპიტანმა სმიტმა შეცვალა გემის კურსი და უფრო სამხრეთით აიღო გეზი – რადგან ივარაუდა, რომ სამხრეთით აისბერგების ზოლი აღარ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ წელს განსაკუთრებით ცივი ზამთარი იყო და აისბერგებმა სამხრეთ ნაწილებამდე მიაღწია!
რა თქმა უნდა აქ ითამაშა ადამიანურმა თვითდაჯერებამ – კონსტრუქტორებმა ხმამაღლა განაცხადეს – ისეთი მაგარი რამ ავაშენეთ თავად ღმერთი რომ ჩაერიოსო – ვერ ჩაძირავსო ტიტანიკს – გემი ჩაუძირავიაო! და ყველამ დაიჯერა ეს!
როგორც გაირკვა, გასვლის წინ “ტიტანიკიდან” გაიქცა რამდენიმე კაცი – მათ შორის გამოცდილი მექვაბე кочегар – ჯონ კოფი და რამდენიმე მეხანძრე. როცა კომისია ეკითხებოდა რატომ იდეზერტირეთ ტიტანიკიდანო – მან ვერაფერი უპასუხა…
როგორც მოგვიანებით გაირკვა ტიტანიკის ტრიუმში ერთ- ერთ ბუნკერში თურმე ნახშირს ცეცხლი მოეკიდა – ცეცხლი დიდი არ იყო, მაგრამ ის 1 კვირა იყო და მხოლოდ 14 აპრილს მოუხერხებიათ მისი ჩაქრობა…
ეტყობა ამ ადამიანებმა იცოდნენ ხანძრის შესახებ და დაინახეს რა კომპანიის ზერელე დამოკიდებულება ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე – დროზე უშველეს თავს…
მართლაც უშველეს.
გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩაძირვისას შეიძლება რაღაც აფეთქებაც მომხდარიყო და ამით ხსნიან ტიტანიკის ერთ ერთ მხარეს წარმოქმნილ დიდ ნახვრეტს. თუმცა კი იმ ბუნკერიდან ეს ნახვრეტი შორსაა
ერთ ერთი თვითმხილველის მონაყოლიდან:
როცა ტიტანიკი იძირებოდაო და გემის ბოლო წუთები იყო – ნავში მსხდომთ გვესმოდა განწირული ადამიანების კივილიო – და რომ დაგვეხშო ეს კივილი – სიმღერა წამოვიწყეთო…
“ტიტანიკის” ბილეთის ფასები:
I კლასის ბილეთი ღირდა 3300 დოლარი რაც დღეს 60 000 დოლარის ექვივალენტია
III კლასის ბილეთი ღირდა 35 დოლარი – რაც დღეს შეესაბამება 650 დოლარს.
სხვაობა ძალზე დიდია –
საინტერესო კი ისაა, რომ კომპანიას მოგების ნახევარზე მეტი სწორედ III კლასის მგზავრებიდან ჰქონდა
პორტში მდგომი ტიტანიკის…
და ის ნომერი რაც მას ქონდა (ყველა გემს აქვს თავისი ნომერი)
რომელიც არ დაემთხვა იმ ნომერს რაც ქონდა იმ გემს რომელიც აღმოაჩინეს….
ტიტანიკზე სადღაც 20-ე ახალდაქორწინებული წყვილი იყო…
აქედან თუ არ ვცდები მხოლოდ ერთი წყვილი გადარჩა…..
ტიტანიკის ცხვირთან შეამჩნიეს ნახვრეტი რომელიც შორსააა ბუნკერიდა, და აისბერგთან შეჯახებით არ შეიძლება გაჩენილიყო. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ სანამ ტიტანიკი საბოლოოდ ჩაიძირებოდა – აფეთქების ხმა იყოო – არაა გამორიცხული წყალქვეშა გერმანულ გემს ტირპედო გაეშვა – გერმანია და ინგლისი პრაქტიკულად უკვე საომარ დამოკიდებულებაში იყვნენ.
ორიოდე სიტყვით ტიტანიკის კოსტრუქტორზე – თომას ენდრიუსზე
მან 2 წელი მოანდომა ამ პროექტს. მშენებლობისაას იყენებდა იმ დროისათვის საუკეთესო მასალას, მაგრა მე უკვე აღვნიშნე, რომ ფოლადის ნიმუშმა აჩვენა, რომ ის შეიცავდა დიდი რაოდენობით გოგირდს – ეს მყიფეს ხდის ფოლადს და მიტ უმეტეს დაბალ ტემპერატურაზე მას სიმტკიცეს უკარგავს. დღეს ასეთი ფოლადი დაბალი ხარისხის ფოლადად ითვლება, მაგრამ იმ ეპოქისათვის საუკეთესო იყო. მეტი იმ დროს უბრალოდ არ შეეძლოთ – ტექნოლოგია იმ დონეზე იყო.
ამ სურათეზ კარგად ჩანს ტიტანიკის განივი ჭრილი – ის ორმადი ძირის მქონე გემი იყო და შედგებოდა სეგმენტებისაგან, რომელთა იზოლაცია შეიძლებოდა საჭიროების შემთხვევაში..
გემს ჰქონდა ორმაგი ძირი და 8 იზოლირებული სეგმენტი, რომელიც დაიცავდა ტიტანიკს ჩაძირვისგან. ეს მართლაც ასე იქნებოდა – მაგრამ ისევ საბედიწერო დამთხვევა – ტიტანიკი არ ჩაიძირებოდა – 8 სეგმენტიდან 4 რომ დაზიანებულიყო – ის დიდხანს იტივტივებდა ზედაპირზე – საწუხაროდ 4 კი არა ხუთი სეგმენტი გაგლიჯა აისბერგმა.
როცა აისბერგი დაინახეს – ოფიცერმა გასცა ბრძანება უკან და მარჯვნივო – ამით ტიტანიკმა თავისი გვერდი მიუშვირა აისბერგს და საშუალება მისცა ყინულს მთელს სიგრძეზე გრძელი დაზიანება მიეყენებინა გემისათვის.
ტიტანიკს რომ არ მოეხვია და პირდაპირ ცხვირით დაჯახებოდა აისბერგს – დაზიანდებოდა მხოლოდ ერთი სეგმენტი და გემს არაფერი მოუვიდოდა!
ხალხი გადარჩებოდა.
ყველა ბუნებრივია ადანაშაულებდა თომას ენდრიუს – მართალია მან შექმნა გემზე ცალკეული იზოლირებული სეგმენტები მაგრამ ისინი ზემოდან არ იყო ჰერმეტული და როცა გემი დაიხარა წყალი ზემოდან იღვრებოდა ერთი სეგმენტიდან მეორში და ასე ნელ ნელა ავსებდა ამ ნაწილებს თანდათანობით.
ენდრიუ იყო პირველი ვინც დაათვალიერა დაზინებული გემი დაჯახების მერე და თქვა რომ გემი განწირული იყო. კონკურენტი კომპანია “კიუნერტ ლაინსმა” კი სალაპარაკო გაიჩინა და აკრიტიკებდა კომსტრუქტორს ასეთი შენების სეგმენტების გამო. თუმცა როცა ამ კომპანიის გემი “ლუზიტანია” გერმანულმა ტორპედომ დააზიანა ამ გემზე სწორედ იზოლირებული სეგმენტები იყო. მოხდა ის, რის გამოც აკრიტიკებდნენ ენდრიუს – წყალი შეიჭრა სეგმენტებში, მაგრამ იმის გამო რომ სეგმენტები იზოლირებული იყო – წყლის სიმძიმემ გემი გადააბრუნა და იგი 10 წუთში ჩაიძირა -მსხვერპლი დიდი იყო.
ტიტანიკს კი მარაგში ჰქონდა 2 საათი – და ენდრიუ, როგორც კონსტრუქტორი მართალი აღმოჩნდა. უბრალოდ იმ ეპოქაში უფრო სრულყოფილი გემის შექმნა, რომელიც გაუძლებდა აისბერგთან დაჯახებას, შეუძლებელი იყო. ტექნოლოგიები იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი.
ნუთუ ტიტანიკის ჩაძრივა დაგეგმილი იყო?

სანამ ზღვაში პირველ რეისზე გაუშვებდნენ – ტიტანიკზე უეცრად გაკეთდა რემონტი!
რაღაცეები გადააკეთესო!

რაში დასჭირდათ ახლაშექმნილ გემზე რემონტი?
ასეთი ეჭვი გაჩნდა, რომ მორგანმა (უოტერ სტარ ლაინის კომპანიის მფლობელმა) წაიკითხა რა მორგანის წიგნიო – გადაწყვიტა აფიორის ჩატარებაო – ალბათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ტიტანიკი (ისევე როგორც მორგნის წიგნში) დაეჯახებოდა აისბერგს, ცოტა დაზიანდებოდა, მაგრამ გემი ხომ ჩაუძირავია – და იასეთი არაფერი მოუვაო… მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამით დიდ დაზღვევას მიიღებდნენ – დაამიტ გამოსაწორებდნენ თავის ფინანსურ მდგომარეობას…
ამსობაში ოლიმპიკი (რომელიც რეალურად სულ ახლთ ახალი ტიტანიკი იყო) შეცვლიდა ჩაძირულ გემს და კომპანიას მოემსახურებოდა.
ვერ გათვალეს, რომ ეს აფიორა ასე ტრაგიკულად დამთავრდებოდა…
ასეთი ეჭვებია გამოთქმული იმ წიგნში მე რომ ვახსენე.
ოლიმპიკმა მართლაც 1937 წლამდე ემსახურა ისე, რომ არაფერი გაფუჭებია.

ეჭვებს აღძრავს კიდევ ის, რომ იმ დროის 45 -მდე გავლენიანი ადამიანი უეცრად არ გამოცხადდა გემის გასვლის დღეს – გადაიფიქრეს გამგზავრება. კიდევ რამდენიმე სპეციალისტი მომსახურე პერსონალიდან უეცრად გაიქცა გემიდან ზღვაზე გასვლის წინა დღეს…

რატომ განავითარა კაპიტანმა სმიტმა ასეთი არანორმალური სიჩქარე?

ყველას უკვირდა – რატომ განავითარა კაპიტანმა სმიტმა ასეთი არანორმალური სიჩქარე და ისიც ღამე – იმ არემარეში – სადაც აისბერგები იყო წელიწადის ამ დროში ყოველთვის?

ამაზე პასუხი მარტივია!
საუბარია ჯილდოზე “ატლანტიკის ცისფერი ლენტი” – ეს ჯილდო 1908 წელს მიიღო კომპანია “კიუნერს ლაინსმა” – ლუზიტანიადა მავრიტანიამ განავითარეს რა რეკორდული სიჩქარე – პირველებმა დაიმსახურეს ეს ჯილდო.
სტატისტიკურად ცნობილი იყო, რომ ამ ჯილდოს მფლობელ კომპანიას 4-ჯერ მეტი მგზავრი და შემოსავალი ჰქონდა! ეს ორი კომპანია “კიუნერს ლაინსი” და “უაიტ სტარ ლაინი” ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები იყვნენ და სულ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ტიტანიკის მფლობელმა გადაწყვიტა ეჯობა კონკურენტებისათვის – ოლიმპიკმა ეს ვერ შესძლო -რადგან ის ორი ავარიის მერე ვერ იყო მწყობრში და კომპანიის მთელი იმედები ახლა ტიტანიკზე იყო.
გარდა ამისა ინგლისის მთავრობამ – კერძოდ კი თავად ჩერჩილმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე გემი რეკორდს მოხსნიდა და 24 კვანძის სიჩქარით ივლიდა – მთავრობა ორი დიდი გემის მშენებლობის თანხებს აჩუქებდა გემის მფლობელ კომპანიასო! და ტანაც 150 000 ფუნტს გადაუხდიდა წელიწადში ამ გემის ექსპლუატაციის მთელ პერიოდშიო!
ამიტომ ასეთი ფსონისათვის სმიტი ყველაფერზე წავიდოდა- მით უმეტეს, რომ კომპანია დაჰპირდა სმიტს პატივით (და ალბათ ჯილდოთი) გაისტუმრებდნენ მას პენსიაზე!

ამ შეჯიბრს შეეწირა ტიტანიკის 1500 მგზავრი..

Advertisements

One thought on “ტიტანიკის ჩაძირვა წინასწარ დაგეგმილი იყო?! (ნაწილი II)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s