ჩემი სტატიები

რაული… დაბრუნება…


“…და ესპანური “ვალენსია” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “შალკე 04″-ს დაუპისპირდება” – წარმოთქვა “უეფას” ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სიტყვები და ნახევრადმომღიმარი სახით საბედისწერო ბურთულა გვერდზე გადადო. მან უბრალოდ თავისი საქმე შეასრულა და არანაირი აზრი არ დაუყოლებია იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს. ეს კი…

…ნიშნავს იმას, რომ რაული ესპანეთში ბრუნდება. ვიმეორებ, რაული ესპანეთში ბრუნდება. ალბათ 4-5 წლის წინათ, თუნდაც შარშანწინ. თუნდაც შარშან არავინ იფიქრებდა, რომ სადმე ასეთი სიტყვები დაიწერებოდა, რომ რაულს ესპანეთში “დაბრუნება” მოუწევდა, მაგრამ დადგა ასეთი დღეც და ის მალე შემოადგამს ფეხს ესპანურ ბალახზე, თვალწინ დაუდგება თითოეული გატარებული წელი მშობლიურ ქვეყანაში და წამოსვლისას, მიუხედავად იმისა თუ როგორ დასრულდება ის მატჩი, მდუმარე, დანაღვლიანებული შეხედავს ახლანდელ რეალობას, ან უფრო სწორედ უ-“რეალ”-ობას. ამ თამაშის შემდეგ, წინ არა “ხიხონი” ან “ვალიადოლიდი” ან “სევილია” ან “ბარსელონა” იქნება, არამედ “მაინცი”, “ბორუსია”, “მიონხენგლადბახი”, აწ უკვე მშობლიური “შალკე”, “გაზპრომი”, მაგათი, გერმანია… წყეული გერმანია, რომელმაც ესპანეთს კაპიტანი წაართვა, რა თქმა უნდა დროებით, მაგრამ დაუჯერებელი ფენომენი “რაულის ესპანეთში დაბრუნება” სწორედ ამ დროების შედეგია.

თვალწინ მიდგას. ვნოსტრადამუსობ. რაული ნათელი სახით შემოაბიჯებს “მესტალიაზე”, ადგილზე, სადაც მას არაერთხელ გაუტანია, სახეზე, რა თქმა უნდა, სიხარული ექნება გამოხატული, მკრეხელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ყალბი სიხარული, ფორმალური სიხარული, “გაზპრომული” სიხარული, სიხარული – რომელიც აუცილებელია, მაგრამ ტყუილია. რაული ვერასდროს იქნება მოხარული ესპანეთში დაბრუნებით, რადგან ეს პარადოქსია, ახლა “მესტალიაც” და ნებისმიერი სხვა ესპანეთის მოედანიც მისთვის მშობლიურია, დიახ, დიახ თვით “კამპ ნოუც”! და მისი გული აქ არის, ის აქ არის და ვერ დაბრუნდება, ეს სიტყვა არ არსებობს, სისულელეა! ბრუნდება მხოლოდ სხეული, თუმცა ჩვენთვის ეს არის მთავარი, რადგან რთულია გაიგო რას ნიშნავს იყო გერმანიაში, მაგრამ ამავდროულად იყო ესპანეთში, “მესტალიაზე”, “კამპ ნოუზე”, გაგქონდეს ყველგან გოლები, ამწუხრებდე ყველა კლუბის გულშემატკივარს, მაგრამ მაინც ყველას უყვარდე. ის ესალმება “ვალენსიას” ფანებს, ესალმება მადრიდისტებს, რომლებიც იქ უხვად იქნებიან “ელ კაპიტანოს” სანახავად, ხურდება და ეფლობა მოგონებების მორევში…

იმეორებს ისტორიას, მილიონობით ესპანელი გულშემატკივრების გულები და რაღა თქმა უნდა მადრიდისტების გულები 90 წუთით ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება, რადგან არაფერი არ ხდება, ყველაფერი მწყობრშია, რაული ესპანეთში თამაშობს, ისევ იპყრობს “ვალენსიას”, ისევ კოცნის ბეჭედს…

სრულდება მატჩი და ყველა ისურვებს, რომ დრო გაიყინოს, რაული აღარ წავიდეს უკან, მაგრამ ისევ ცდებიან. სჯობს დრო პირიქით, ასმაგად უფრო სწრაფად გავიდეს, რადგან ყველას მოეხსენება, რაული ერთხელაც დაბრუნდება და ისევ დაიპყრობს ესპანეთს, და ის არსად აღარ წავა.

ეპოქის დასასრული – რაულის ესპანეთში დაბრუნება.

ეპოქის დასაწყისი – მოითმინეთ მეგობრებო…

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s