ჩემი სტატიები

The Special One


“მე ევროპის ჩემპიონი ვარ და ვფიქრობ რომ განსაკუთრებული ვარ ”

“ მე ნამდვილად ვარ განსაკუთრებული ადამიანი. გინდათ ცადოთ და თქვენს საქმეში 3 წელში მიაღწიოთ იმხელა წარმატებას, რასაც მე? შანსი არა გაქვთ. “

“ მე მომიწია შუა ცეცხლში ჩადგომამ, რადგან ვამბობდი ისეთ რაღაცებს, რასაც ზოგი მიგებდა, ზოგიც ვერა. ”

“ არ მაღელვებს მანჩესტერ იუნაიტედისა და არსენალის სიძლიერე”, “არც ის მაინტერესებს, რომ ინგლისური ფეხბურთის არცერთ წარმომადგენელს გაუმარჯვია პირველ სეზონში. ”

“ ჩვენ გუნდში საუკეთესო მოთამაშეები გვყავს და უკაცრავად თუ ქედმაღლურად გამომდის, მაგრამ ჩვენ ასევე საუკეთესო მწვრთნელიც გვყავს. ”

“ ჩვენ საუკეთესონი ვართ ამ მომენტისათვის. რისი მიზეზიც არა მხოლოდ ფინანსური სიძლიერე, არამედ ჩემი დაუზოგავი შრომაა. “

“ ჩემი პირველი უდიდესი ამბიციაა მოვიგოთ პრმიერლიგის მატჩი 14 აგვისტოს. შემდეგი მიზანია მეორე პრემიერლიგის მატჩის მოგება 21 აგვისტოს, შემდეგ კი ასევე გავაგძელებთ. ”

“ მე რომ მდომოდა ადვილი სამუშაო, აუცილებლად დავრჩებოდი პორტუში, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნადავლით. იქნებოდა ღმერთი და მის შემდეგ ვიქნებოდი მე. “

“ მე შემიძლია სტივენ ჯერარდს ვუთხრა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში შევადაროთ ჩელსისა და ლივერპულის შედეგი და ის წააგებს. “

“ 1996 წლამდე კრუიფი თამაშობდა გოლფს და კრიტიკულ შენიშვნებს ამბობდა. 1996 წლიდან მან გამოიყენა მთელი მისი შესაძლებლობები, რათა გამხდარიყო შესანიშნავი ფეხბურთელი. მას არ შეუძლია მასწავლოს როგორ მოვიგო თასი და სუპერთასი, რადგან მე ისინი უკვე მოვიგე. მას არ შეუძლია მასწავლოს როგორ მოვიგო უეფას თასი, რადგან უკვე მაქვს. მას არ შეუძლია მასწავლოს ევროპის ჩემპიონობა, რადგან უკვე ვარ. და მე არ მინდა მან მასწავლოს როგორ შეიძლება დამარცხდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ანგარიშით 4-0, რაგდან არ მინდა ვიცოდე. დაე მოვიდეს ის ინგლისურ ფეხბურთში, სადაც შეეძლება მიხვდეს, რომ 21-ე საუკუნეშია. ”

“ ჩელსისგან ყველა ელოდება, რომ ის არ მოიგებს ყველა თამაშს, მაგრამ იმ დღეს როცა ჩვენ წავაგებთ დღესასწაული იქნება ქვეყანაში. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ”

“ მე ქედმაღალი ვარ, რადგან ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მოხვდე მსოფლიო ფეხბურთისკენ მიმავალ გზაზე. “

“ პირველი გოლი იყო სასაცილო, მეორე სულელური, მეასამე ლოგიკას მოკლებული. ” (საუბარია თამაშზე, როცა “ჩელსიმ” 3-0 წააგო “მიდლსბროსთან”)

“ შური არაკომპენტენტურობის იარაღია. ”

“ ბევრი გუნდი ისურვებდა ყოლოდა დროგბას მსგავსი ფეხბურთელი, მაგრამ არ ჰყავთ. ”

“ შეხედეთ ჩემს ვარცხნილობას და მიხვდებით, რომ მზად ვარ ომისთვის. ”

“ მე არ მსიამოვნებს საძაგელი ადამიანის ამპულაში ყოფნა. მაგრამ ვფიქრობ რომ ყველა ვერ გეყვარება. არც ცხოვრებაში და ფეხბურთში მით უმეტეს. ”

“ ვიცი, რომ ჩემი სახე ყოველთვის ლამაზად არ გამოიყურება. ვარ აგრესიული და ბევრი სხვა მსგავსი, მაგრამ ყოველთვის ნუ აღმიქვამთ ისე, როგორც ცუდ ბიჭს ”

“ რაღაცა ხდება ინგლისურ პრესაში ფრენკ ლამპარდთან დაკავშირებით. მე მათ ველაპარაკე ამის თაობაზე და ვთვლი რომ ის დამნაშავეა. ის დამნაშავეა რადგან ძალიან ბევრი გოლი გააქვს, რადგან მოედანზე მთელი ძალისხმევით თამაშობს. დამნაშავეა, რადგან აჩვენებს დაუჯერებელ შედეგს თანმიმდევრულ მატჩებში. დამნაშავეა, რადგან ის ასე მაღალი დონის ფეხბურთელია და თქვენ ის უფრო მეტად უნდ ადააფასოთ. ”

“ მსგავს ადგილებში ინგლისური ფეხბურთის სული დევს. გულშემატკივართა ბრბო ამბობს”Fuck off Mourinho” და ა.შ. “

“ ზოგჯერ კოცნი მათ , ზოგჯერ კი წიხლს ურტყამ. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა რომელი ფეხბურთელი იქნება ეს, 30 ფუნტად შეფასებული თუ 30 000-დ. ფეხბურთელებმა აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაონ. თუ მუშაობენ და თავის თავს კარგად აჩვენებენ მე მიყვარს ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვერ ვიტან მათ”

“ არის ერთი მწვრთნელი, რომელსაც 30 წლიანი კარიერა აქვს, ხოლო მეორეს 3 წლიანი. Pპირველ მათგანს არსდროს არაფერი მოუგია, ხოლო მეორემ სამი წლის განმავლობაში ბევრი მოიგო. 30 წლინი კარიერა მაშინვე დაიკარგება, 3 წლიანის კი ისტორიას დარჩება. ეს გავს იმ ვირის ისტორიას, რომელიც მთელი ცხოვრება თავდაუზოგავად მუშაობდა, მაგრამ ცხენი მაინც ვერ გახდა.” (ეხება პორტუს მწვრთნელ ფერეირას)

“ იუნაიტედი ძალიან იღბლიანია. მათ არ მოუწევთ თამაში შემდეგ კვირას. წარმოგიდგენიათ ისინი აქ უიკენდზე? ეს ის თამში იქნებოდა, სადაც მათ საშინლად აუცდებოდათ ფეხი ჩვენ წინააღმდეგ თამაშის დროს. ამიტომაც ისინი ნამდვილად იღბლიანები არიან ”

“ ხალხი ჩელსის ეკითხება: თქვენ ხელთ იგდეთ ორი ნადავლი, რატომ არა ოთხი? მაგრამ საქმე იმაშია რომ ჟურნალისტები სხვა კლუბებს ასსეტ კითხვებს უსმევენ: მაგალითად ლივერპულის მწვრთნელს- რატომ არცერთი? ან მანჩესტერს – რატომ მხოლოდ პრემიერლიგა? “

“ ახლგაზრდა ფეხბურთელები ნესვს გვანან. ზოგჯერ ხელში შეიძლება ლამაზი ნესვი გეჭიროს გახსნა და შიგნით საშინელება იყოს, მაგრამ შეიძლება მოხდეს პირიქითაც. Mმახინჯი ნესვი აიღო, გაჭრა და არაჩვეულებრივი გემო ჰქონდეს. ჩვენ ნამდვილად ვიცით როგორი ნესვი გვიჭირავს ხელში. ”

“ ზოგჯერ შენ ხედავ ულამაზეს ადამიანს, რომელსაც სამწუხაროდ ტვინი არ აქვს. ან პირიქით მახინჯს შესანიშნავი გონებით. მოედანიც ამ შემთხვევას გავს. როდესაც ხარ ერთ-ერთი საუკეთესო, მაშინ ცუდი შედეგი ნამდვილად სირცხვილია, მაგრამ გოლს ყველაფრის შეცვალ შეუძლია.”

“ ყველაფერი ჩემს ცოლზეა დამოკიდებული. როდესაც სახლში ვარ მე აქაც მინდა ვუყურო ფეხბურთს, მაგრამ ჩემს მეუღლეს უნდა სადმე წავიდეთ. მე მირჩევნია ვუყურო ფეხბურთს და დავტკბე ასეთი დიდი თამაშით. თუმცა შეიძლება არც მაქვს ამის უფლება ”

“ თუ მე ჩემპიონთა ლიგაში მათ წინააღმდეგ მომიწევს თამაში ჩვენ მათ მოვკლავთ- ესაა ჩემი გზავნილი. “ (საუბარია ჩელსიზე, როცა ის სხვა კლუბის მწვრთნელი იყო)

“ ჩემთვის გამოწვევა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ვიმედოვნებ რომ სასიამოვნო რესპოდენტი ვიქნები თქვენთვის. “(მედიისათვის)

“ როდესაც ისინი ხმას მიცემენ რომელიმე მწვრთნელს სულ არ ნიშნავს იმას რომ მე მოვიგებ. შეიძლება წავაგო ან თუნდაც შესაძლებელია საკუთარ თავს მივცე ხმა, რათა რეიტინგი მომემატოს ”

“ მე ჟოზე მაურინიო ვარ! მე არ შევიცვლები! მე წინ მივიწევ ყველა ჩემ დადებით და უარყოფით თვისებებთან ერთად. “

“ მე მომწონს, როცა ჩემ თავს ვიწვევ და გამოცდას ვუწყობ. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოცდაა ჩემი შესაძლებლობებისა მწვრთნელის თანამდებობაზე ”

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s