ჩემი სტატიები

Silence!


… 2-6; 5-0. გეთანხმებით, მართლაც გამანადგურებელი ანგარიშებია. 4-1; 4-2 – შედარებით მოკრძალებული. მაგრამ, რა ვუყოთ, რომ ეს 2-6 და 5-0 – იც ისეთივე წარსულია, როგორიც, თუნდაც, ზედიზედ ხუთი “ევროპის თასი” ან 8-0. თუმცა, არა, თქვენ იტყვით, რომ ეს უახლოესი წარსულია, ის კი – შორეული. კი ბატონო, ამჯერადაც გეთანხმებით. “ბარსელონა” დღეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. აქაც არ მაქვს უფლება, არ დაგეთანხმოთ. “რეალი” კი, უკანასკნელი სამი წელიწადია, მდევრის როლს სჯერდება. ესეც სრული ჭეშმარიტებაა. მაგრამ ისევ რა ვუყოთ, რომ გასული ათი წლის მანძილზეც კი, რომელიც, ბევრის მტკიცებით, “ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდის – დღევანდელი “ბლაუგრანას” ეპოქაა”, კრიზისში მყოფი “მადრიდი” მაინც აღემატება კატალონიელებს ?! არა, თქვენ ცდებით, მე არ ვაპირებ ისტორიაზე აპელირებას, მიუხედავად იმისა, რომ სავსებით მართალი ვიქნები, თუ ამას გავაკეთებ. ამჯერად უახლოსი წარსულის ენით ვისაუბროთ, რომელიც ასე უყვართ “ბარსელონას” გულშემატკივრებს; ერთად ვნახოთ “ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კლუბისა” და 1/8 ფინალს მიჯაჭვული “ბლანკოსის” მონაგარი!

2001 წლის 1 – ელი იანვრიდან ХХ საუკუნის საუკეთესო კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატში 788 ქულასმოუყარა თავი, “ბარსელონამ” კი – 766 – ს. ამავე პერიოდში “ლოს ბლანკოსი” ოთხჯერ დაეუფლა ჩემპიონის ტიტულს (2001, 2003, 2007, 2008), ამდენჯერვე კატალონიელები (2005, 2006, 2009, 2010), ოქროს მედლები ორჯერ ერგო “ვალენსიას” (2002, 2004).

ХХI საუკუნის პირველ ათწლეულში “მადრიდმა” სულ 240 გამარჯვება დააგროვა, რაც 14 – ით აღემატება კატალონიელების იმავე მაჩვენებელს. “ლურჯ-წითელთა” გასული წლის რეკორდმა (99 ქულა) დიდი ვერაფერი შეცვალა ამ სტატისტიკაში, ვინაიდან მაშინ სამეფო კლუბი მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა ლიდერებს. 2002/03 და 2007/08 სეზონებში “რეალმა”, შესაბამისად, 22 და 19 ქულით ჩამოიტოვა “ბარსელონა”; კატალონიელების საუკეთესო შედეგი კი 2005/06 (12 ქულა) და 2008/09 (9 ქულა) სეზონებში დაფიქსირდა. ეს რიცხვები, უდავოდ, ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გუარდიოლას გუნდი მართლაც შესანიშნავად ასპარეზობს უკვე მრავალი წლის მანძილზე, მაგრამ სტატისტიკა, რატომღაც (!), მაინც “ბლანკოსის” მხარესაა.

2001 წლის 3 იანვრიდან 2010 წლის 29 ნოემბრამდე კლუბებმა 20 “ელ კლასიკო” გამართეს, აქედან მათ თანაბარი რაოდენობის, 7-7 გამარჯვება იზეიმეს და 6 – ჯერ დასჯერდნენ თითო-თითო ქულას. საერთო ჯამში, “ბარსელონამ” წააგო ნაკლები მატჩი (66 73 – ის წინააღმდეგ), ითამაშა მეტი ფრე (88 68 – ის წინააღმდეგ), გაიტანა 11 – ით მეტი და გაუშვა 45 – ით ნაკლები გოლი.ესპანეთის მასშტაბით მესამე საუკეთესო კლუბი “ვალენსიაა”, რომელიც 140 ქულით ჩამორჩება “რეალს” და 118 – ით “ბარსას”.

სხვათა შორის, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში “ბლანკოსის” მიერ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულ შეხვედრათა 92 % მისივე გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, კლუბი, უკვე ორი წელია, ვერცერთი ტიტულის მოპოვებას ვერ ახერხებს. მიზეზი? როგორც წესი, “რეალი” სწორედ მაშინ აგებს, როდესაც გამარჯვება ყველაზე მეტად არის საჭირო. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს მისი აგდებით მოხსენიების უფლება აქვს.

აქვე გეტყვით, რომ ყოველივე ზემოთ თქმული სულაც არ ისახავს მიზნად იმას, რომ ვამტკიცო, უკანასკნელი ათი წლის მანძილზე “რეალი” “ბარსელონას” სჯობს – მეთქი. მაგრამ იმას კი ნამდვილად ისახავს მიზნად, რომ დაანგრიოს მითი “ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდის” “ბლანკოსზე” საოცარი აღმატებულების შესახებ. ერთი მხრივ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო და, მეორე მხრივ, კრიზისში მყოფ კლუბებს შორის სრულიად სხვაგვარი სტატისტიკური პროპორცია უნდა არსებობდეს. ჰო მართლა, სანამ რომელიმე თქვენგანი “ლა ლიგის” გამუდმებულ სისუსტეზე დაიწყებდეს საუბარს, გაითვალისწინოს “ვალენსიას” ორმაგი გამარჯვება და ის ფაქტი, რომ “კლასიკო” მხოლოდ ორ გუნდს შორის ტარდება – და ტარდება, როგორც ხედავთ, სრული თანაფარდობით. მორიგი არგუმენტი, ალბათ, ბურთების შეფარდება იქნება…

და ბოლოს, ბუნების კანონია – ყოველ აღმასვლას დაღმასვლა მოჰყვება ხოლმე, ასევე პირიქით. “რეალმა” უკვე გამოსცადა ეს საკუთარ თავზე; დადგება დრო, როდესაც იგივე “ბარსელონასაც” მოუწევს. დრონი მეფობენ და არა მეფენი…

“ვინც იცავს თავის ბაგეებს, ის თავის სულს იცავს”.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s