ჩემი სტატიები

განსაკუთრებული ფეხბურთელი


როდესაც რონალდო მალაგაში ავტობუსიდან გადმოვიდა, მისკენ წყლით სავსე ბოთლი გაისროლეს. კრიშტიანო 1.85 მ სიმაღლეში ახტა, ბოთლი აიცილა და ამ ინციდენტს სიცილით უპასუხა. ეს ქმედება რონალდომ გააკეთა ისე მშვიდად და გენიალურად, როგორაც დაჰყო მადრიდში თავისი პირველი წელი. ბევრს ის ტკივილამდე სძულს, ხოლო ბევრს ის სიგიჟემდე უყვარს. ასეთია კრიშტიანო რონალდო..

რიშტიანოს არ გაურთულდა მადრიდში თამაში. “რეალში” ჩატარებული პირველი სეზონი იყო მშვიდი, მაგრამ გენიალური. ის პირველივე თამაშებიდან მოერგო გუნდს და იქცა მის განუყოფელ ნაწილად. პორტუგალიელი, რომელიც 2003 წლიდან 2009 წლამდე სპორტულ განათლებას ალექს ფერგიუსონისგან იღებდა, ნებისმიერ სირთულეს სასარგებლოდ იყენებს. ისეთმა ფეხბურთის გენიოსმა, როგორიც ფერგიუსონია არაფერი არ დაიშურა რონალდოსთვის, პორტუგალიელისთვის ის იყო ყველაფერი, მამაც, მეგობარიც და მწვრთნელიც. სასტიკი და დაუღალავი ვარჯიშების შემდეგ ალექსმა მისი შეგირდი ნამდვილ მებრძოლად ჩამოაყალიბა. “სად არის მამაშენი ალექსი?” ხუმრობდა ნისტელროი და გამომწვევად იცინოდა.

ინგლისში, სანამ ვარსკვლავი გახდები, უნდა გაუძლო მასობრივ ზეწოლას. მან ეს გააკეთა. ბრძოლით, ზოგჯერ კი დათმობითაც ვარჯიშებზე პირველი მოდიოდა და ყველაზე ბოლოს მიდიოდა. კრიშტიანო ვარჯიშობდა ძალიან ბევრს, რათა დაეხვეწა გენიალური ფინტები და უძლიერესი დარტყმები, რომლებმაც ის საუკეთესო ფეხბურთელად აქციეს. დაცინვა ეხმარებოდა, რათა გამხდარიყო ძლიერი და შეუპოვარი. ასე, რომ იმ დღეს, როცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” 90 000 გულშემატკივარი შეეგება, რონალდომ ბოლოსდაბოლოს იგრძნო, რომ მოხდა სამოთხეში. “ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში” განაცხადა ცერემონიის შემდეგ კრიშტიანომ. ის ზეწოლა, რომელიც აწევს რეალის ფეხბურთელებს, ბევრისთვის არის დაუძლეველი წინააღმდეგობა და ერთეულებისთვის კი სტიმული.

“ინჩასები” ვერასოდეს დაივიწყებენ კრიშტიანოს მუსკულატურას, ვერც თმის ჟელეს და რა თქმა უნდა ვერც მის გენიალურ თამაშს. მადრიდულ სამყაროს არ დაავიწყდება გახარებული პერესის სახე, როდესაც მან რონალდო გულშემატკივრებს წარუდგინა. ის ბედნიერი იყო, რადგან ნანატრი ტრანსფერი შედგა. პორტუგალიელს კი ყოველთვის ემახსოვრებას დღე, როცა ის პირველად გამოჩნდა “სანტიაგო ბერნაბეუზე” და ტრიბუნები სავსე იყო მისი კლონებით. ახალგაზრდებს შეღებილი ჰქონდათ თმები, მაიკებზე დახატული იყო მუსკულატურა. ისინი გამოიყურებოდნენ როგორც რონალდო. ეს იყო დაუვიწყარი მომენტი.

 

გულშემატკივრების ასეთი საქციელი არ არის გასაკვირი. ასეთია განსაკუთრებული ფეხბურთელის ცხოვრება. როდესაც ერთი უბრალო ადამიანი გახდება კარგი ფეხბურთელი, შემდეგ გადაიქცევა ნამდვილ პროფესიანალად, ხოლო შემდეგ კი მილიონობით ადამიანის იმედად, ბუნებრივია, რომ ეს ადამიანები მას აიდიალებენ და ცდილობენ დაემსგავსონ. იგივე შემთხვევა იყო 2000 წელს დავიდ ბექემის “პერსონაზე”. მაშინ მთელი საფეხბურთი სამყარო ასე რომ ვთქვათ “გაბექემებული” იყო. ხალხი იმ დონემდე იყო მისული, რომ ტატუს იკეთებდნენ ისე, როგორც დავიდი. დღეს ასეთი სიტუაციაა პორტუგალიელ ფეხბურთელზე. დღესდღეობით, უკვე არავინ იკეთებს ტატუს იმიტომ, რომ ამას არ აკეთებს კრიშტიანო.

როცა “რეალის” ფეხბურთელები პირველად, რონალდოს გამოჩენას ელოდებოდნენ ვალდებებასის სამწვრთნელო ბაზაზე, ყველა ფიქრობდა, რომ მოვიდოდა არაამქვეყნიური თვისებების მქონე განსაკუთრებული პიროვნება, მაგრამ როცა კრიშტიანომ სამწვრთნელო ბაზის კარები გააღო და მოედანზე შევიდა, ყველამ დაინახა ერთი უბრალო, მხიარული ადამიანი. კრიშტიანო განსხვავდება ყველა დანარჩენი მსოფლიო დონის ფეხბურთელისგან იმით, რომ ის არიას ძალიან გახსნილი ადამიანი. ნებისმიერთან შეუძლია საერთოს გამონახვა. არ გააჩნია ნიღაბი და არასოდეს იტყუება. ის კმაყოფილია თავისი ცხოვრებით და არასოდეს ჩერდება მიღწეულზე. “როცა ის პირველად და დავინახე: – იხსენებს პეპე – “მივხვდი, რომ ის არის ძალიან კარგი ადამიანი. როცა მასთან კონტაქტში შევედით, ყველა მივხვდით, რომ ყველაფერი, რაც მასზე იწერება, არის სიცრუე. კრიშტიანო არის ნამდვილი პროფესიანოლი, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს თავისგან. ის ნამდვილი მებრძოლია”.

პორტუგალიელმა თავისი თამაშით დაიპყრო “პრემიერ ლიგის” ჩემპიონატის გულშემატკივრები. გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. დაიპყრო უმაღლესი მწვერვალები და ერთ დღეს კი გადაწყვიტა გუნდიდან წასვლა სულ სხვა გუნდში. სულ სხვა მიზნების დასაპყრობად. მადრიდის რეალი კრიშტიანოსთვის არის ახალი მწვერვალი. ახალი მიზანი და გამოწვევა.

 

 

რონალდოს რეალში გადასვლა შეიძლება შეედაროს შემთხვევას, როცა მაგალითად წამალი მოარჩენს დაავადებულ ადამიანს. ის მოვიდა შორეული ქვეყნიდან. სრულიად განსხვავებული ჩემპიონატიდან. აღმოჩნდა სულ სხვა სამყაროში. მაგრამ ის პირველივე თამაშებიდან მოერგო გუნდს და გახდა მისი ნაწილი. დღესდღეობით, ძალიან რთული წარმოსადგენია რა იქნებოდა რეალი კრიშტიანოს გარეშე. ალვარო არბელოა გაოცებული დარჩა პორტუგალიელით: “ყველაზე მეტად მე გამანცვიფრა მისმა ხასიათმა. ის შესაშურად ოპტიმისტია. მისთვის ყველაფერი ცოტაა. რაც არ უნდა კარგი შედეგი გვქონდეს, ყოველთვის მეტს ითხოვს”.

უსწრაფესია მოედანზე, შეუდარებელია ვარჯიშებზე და სატრენაჟორო დარბაზში. კვების საკითხში არის ძალიან პრეტენზიული. ითვლის კალორიებს, არ ეკარება ცხიმიან საჭმელებს. კოლეგების აზრით, ის ზოგჯერ უცნაურიც კი არის. უყვარს ღამით სეირნობა. ხშირად ხდება სკანდალური ეპიზოდების გმირი. ამბობს, რომ ემუშავა კვირაში 6 დღე, მეშვიდე დღეს საერთოდ ვერ გაექანებოდა, მაგრამ როცა მოედანზე გამოდის, მის წინ ყველაფერი იცვლება, იცვლება თვითონ კრიშტიანოც. ის იქცევა მანქანად. არ არსებობს მსოფლიოში ფეხბურთელი, რომელიც მასზე მეტს დარბის. “ლა ლიგის” ერთ სეზონში ის ფარავს დისტანციას მადრიდიდან ლისაბონამდეს. ასეთია კრიშტიანო რონალდო. ბევრისთვის უცნაური, მაგრამ გენიალური პიროვნება.

“სამეფო კლუბში” ჩატარებულ პირველ სეზონში რონალდომ 33 გოლი გაიტანა, ნებისმიერი თავდამსხმელისთვის ეს შესანიშნავი შედეგი იქნებოდა, მაგრამ არა კრიშტიანოსთვის. ის თვლის, რომ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს ასეც არის. ერთადერთი მინუსი რონალდოს კარიერაში არის ის, რომ მას არ უმართლებს ბარსელონასთან შეხვედრებში. მას კატალონიელებისთვის ჯერ არ ააქვს გატანილი, მაგრამ ვინც კრიშტიანოს იცნობს, კარგად ესმის, რომ პორტუგალიელი არ მოისვენებს სანამ ეს სტატისტიკა მის სასარგებლოდ არ შეიცვლება. ეს ყველაფერი არის დროის საკითხი.

მადრიდის რეალის კაპიტანი იკერ კასილასი თვლის, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი არის სხვა სამყაროდან. “ რონალდოს გააჩნია ძალიან ძლიერი ტემპერამენტი და ის ყოველთვის გამარჯვებულია. მადრიდის რეალის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ განსაკუთრებული ფეხბურთელები: კამაჩო, ხუანიტო, პირი. სანტილიანა. დღესდღეობით ასეთი რეალში არის კრიშტიანო. ეს ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ მათ აქვთ ერთი საერთო ისინი ყოველთვის მიიწევენ გამარჯვებისკენ. რონალდოც ზუსტად ასეთია”.

 

“როცა ის გავიცანი გაოგნებული დავრჩი. ის სრულაიდ განსხვავებული ადამიანია, ვიდრე პრესაში იწერება. მასზე ბევრ რამეს წერენ, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ვინც მას იცნობს იცის, რომ კრიშტიანო არის შესანიშნავი ადამიანი და ის ასევე არის ჩემი მეგობარიც – განაცხადა კაკამ. მართლაც, ყოველდღე გაზეთებში კრიშტიანოზე იწერება უამრავი რამ. ძალიან ბევრი ადამიანი მას აკრიტიკებს. ეს გასაკვირი არცაა. რონალდო არის ერთადერთი და განუმეორებელი. ის ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. პორტუგალიელი ბევრმა გამოცემამ აღიარა ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად. ის არის მოსფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული. მისი მილიონობით ადამიანს შურს. როცა მოედანზე გამოდის მის მიმართ არის ფშტვენა. ლაზერების დამიზნება და ა.შ, მაგრამ კრიშტიანო ამ ყველაფერს ბევრი ვარჯიშით და მადრიდის რეალის რიგებში შესანინავი თამაშებით პასუხობს. კრიშტიანო დღითი-დღე ამხობს ახალ-ახალ რეკორდებს. ის არის მადრიდის რეალის საუკეთესო მოთამაშე და გულშემატკივრების იმედი..

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s